ირლანდიური სეტერი, "წითელი ძაღლი" |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ირლანდიური სეტერი, "წითელი ძაღლი" |
Jun 10 2009, 16:55
პოსტი
#201
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
![]() ირლანდიური სეტერი ირლანდიური სეტერი, ანუ "წითელი სეტერი", როგორც შინაურულად ეძახიან ხოლმე (განსაკუთრებით პერიფერიებში) _ წარმოშობით, რა თქმა უნდა, ირლანდიელია. ცალკე ჯიშად სეტერების საერთო ოჯახს გამოეყო XVII-XVIII საუკუნეებში. თუმცა თანამედროვე იერი და შეფერილობა მხოლოდ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მიიღო. მანამდე ირლანდიაში ჭრელი, თეთრ-წითელა ძაღლები სჭარბობდნენ, მხოლოდ დუბლინსა და მის შემოგარენში ამრავლებდნენ სხვაფერშეურეველ წითელ მეძებრებს. სწორედ დუბლინში, ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩამოყალიბდა ირლანდიური სეტერების პირველი კლუბი და დამუშავდა ჯიშის პირველი სტანდარტი, რომელშიც ირლანდიური სეტერის შეფერილობად ერთიანად წითელი ფერი დადგინდა. მოხდენილი შეფერილობის გარდა ირლანდიურის "სამოსელი" სხვა მხრივაც გამოირჩევა _ მისი ბეწვი შედარებით მოკლეა და უფრო სწორად ჩამოვარცხნილი, ვიდრე ინგლისური და შოტლანდიური სეტერებისა, და ალბათ უფრო ეფექტურიც. დღეს ეს ჯიში, შეიძლება ითქვას, ყველაზე "საპოდიუმეა" კუნძულელ მეძებრებს შორის. ირლანდიური სეტერი არა მარტო მონადირეებს ეძვირფასებათ _ აშკარა იმპოზანტურობის, გამორჩეული სილამაზისა და თუნდაც ფერის გამო იგი არამონადირე ძაღლისმოყვარულთათვისაც ძალზე მიმზიდველი ჯიშია. დაუოკებელი სამონადირეო ჟინი და ულევი ენერგია - აი, თანამედროვე ირლანდიური სეტერის სავიზიტო ბარათი. იგი, გასული საუკუნის დასაწყისში გავრცელებული შეხედულებების საპირისპიროდ, ადრეული ასაკიდანვე ავლენს საველე თვისებებს, ადვილად იგეშება და მუშაობასაც ადრევე და ადვილად იწყებს. ეგ არის, შედარებით გულიც ადვილად უცრუვდება _ მინდორში თუ ცოტა ფრინველია, ხანგრძლივი, უშედეგო ძებნის შემთხვევაში, თავდაპირველ აზარტს და ენთუზიაზმს ხანდახან კარგავს კიდეც. ირლანდიური სეტერი ეძებს სწრაფი, ენერგიული ნავარდით, მოძრაობს ღონიერი არეკვნით, გავის დამახასიათებელი შეხტუნებებით, მისი სვლა თითქოს დანაწევრებულია. თავი მაღლა უჭირავს. ახლომიწევა და მიტანებაც სწრაფი აქვს. ნაბული მუხლგამართული და თავაღერილი იცის, შედარებით დინჯი და ზომიერად დაძაბული. გამოირჩევა შორი და ზუსტი ყნოსვით. საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი ირლანდიური სეტერი პროპორციული აღნაგობის, საშუალო სიმაღლის ძაღლია; კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და ხმელია. მაღალ ფეხზე დგას და გამორჩეულად წინამაღალაა. სქესის გამოხატულება სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. ხვადები უფრო ტანადები და ღონივრად დაკუნთულები არიან; ძუები _ უფრო მსუბუქები და ტანმორჩილები. ნაკლი: ძუ _ ხვადის მომგვანო. . ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა. ქცევა და ხასიათი ტემპერამენტიანი, მოძრავი და ენერგიულია; პატრონისადმი უაღრესად ერთგული გარეშეებს ძნელად ენდობა. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება. ტანადობა მინდაომდე ხვადები 57-64 სმ სიმაღლისანი არიან; ძუები 3 სმ-ით ნაკლები. ფორმატი _ კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსი ხვადებთან 100-105 -ია, ძუებთან _ 102-107. ზედა ზღვარზე 2 სანტიმეტრამდე მეტი სიმაღლე ნაკლია, 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული ან ქვედა ზღვარზე ნაკლები სიმაღლე კი _ ხინჯი. შეფერილობა ერთფერი _ ჟღალი, მუქი წითელი, წითელი ხის (ძელქვის) მერქნის გაპრიალებულ ზედაპირს რომ გვაგონებს. დასაშვებია კაზმული ბეწვის უფრო ღია და ბაცი შეფერილობა. ასევე მისაღებია პატარა თეთრი ლაქები შუბლზე, კეფაზე, დრუნჩზე, მკერდზე და თათებზე. ნაკლი: მუქი ყავისფერი ან ღია ყვითელი ფერის ძირითადი შეფერილობა; ღია ფერის "სათვალეები"; მეტისმეტად ღია ფერის კაზმული ბეწვი. ხინჯი: შავი ფერის ბეწვები; თეთრი ლაქები ტანზე სტანდარტით გაუთვალისწინებელ ადგილას. ბანალი ირლანდიური სეტერი შემოსილია გრძელი, ხშირი, სალუქი, სწორი, ტანზე მჭიდროდ მომდგარი ბანლით. თავზე და ფეხების წინა მხარეს ბეწვი მოკლეა, სხვაგან კი _ საგრძნობლად გრძელი. ყურებზე, მკერდქვეშ, წინა ფეხების უკანა მხარეს იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, აგრეთვე კუდის მუცელზე _ ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე დანარჩენ ტანზე და ნაძეძებად და ფოჩებად არის ჩამოსწორებული. თათებსა და თათისგულებს შორის სქელი ბუნჯგალია გაფანჩული. კუდი სწორი, კაზმული ბეწვით არის შემოსილი, რომელიც კუდის რიკიდან ცოტა მოშორებით იწყება და მარაოსავით იშლება _ შუაში ყველაზე გრძელია, ბოლოსკენ თანდათან მოკლდება. ნაკლი: ზურგის ხაზიდან აქეთ - იქით გადავარცხნილი, გადამეტებულად გრძელი ბეწვი, რომელიც ზურგზე განაყოფ ღარს ქმნის; "ფაფანაკი" თავზე; ნაწილობრივ დატალღული ბანალი; ნაკლებად გამოსახული კაზმული ბეწვი. ხინჯი: ხუჭუჭა ბეწვი; კულულებად დაყრილი, კუდზე დახვეული, ძალიან უხეში ბანალი; ტანზე არამჭიდროდ მიჯრილი და მომდგარი; კაზმული ბეწვის არქონა. ტყავი; ძვალკუნთოვანი სისტემა ტყავი ტანზე მჭიდროდ, ნაკეცების გარეშეა მომდგარი, თხელი და ელასტიურია; ძაღლს ჩონჩხი და კუნთები კარგად აქვს განვითარებული. თავი გრძელი და ხმელია. თავის ქალის კოთხო ყურებს შორის ოვალურია, კეფისკენ ცოტათი ვიწროვდება და მთავრდება ლამაზად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). წარბზედა რკალები რამდენადმე ზეაწეულია (გახელილია), რაც შუბლსა და დრუნჩს შორის შესამჩნევ გადასვლას ქმნის. თავის ქალის ხაზი დრუნჩის წიბოს პარალელურია და მასზე მაღლა დგას. დრუნჩი გრძელია, ხმელი და ზომიერად ღრმაა, ბოლოსკენ ოდნავ ვიწროვდება. ზედა ტუჩის (ლაშის) კიდე ლამაზად არის მომრგვალებული. ტუჩი თხელი და მშრალია, მჭიდროდ ეკვრის ყბას. ცხვირის ზურგი სწორია ან სულ მცირე კეხი დასდევს. ცხვირის წვერი ფართოა, მუქი წითელი ან კაკლის ხის მუქი მერქნისფერი ან შავი შეფერილობისაა. ლაშიც ცხვირის წვერის შესადარად უნდა იყოს შეფერილი. ნაკლი: სუსტად გამოხატული კინჩხი (კეფის კეხი); თხემის ძვლის კეფისაკენ დაფერდება; გადამეტებულად განვითარებული თხემ-შუბლის ძვლები; მკვეთრად გამოხატული ტიხარი (შუბლის კუთხე) _ ძლიერ მკვეთრი გადასვლა შუბლიდან დრუნჩზე; გადამეტებულად მსუბუქი თავი; ზედმეტად წამახვილებული დრუნჩი. ხინჯი: მოკლე, ფართო, ბრტყელი თავი; გადამეტებულად განვითარებული წარბზედა რკალები; მძიმე, აპრეხილი დრუნჩი; მომჩვარული, დაშვებული ლაშები; ვარდისფერი ან მღვრიე მარმარილოს ფერი ცხვირის წვერი. ყური საშუალო სიგრძის (ცხვირის წვერომდე 2-3 სმ აკლდება); დაკიდული, სალუქი, მომრგვალებული ბოლოებით; საძირკველში არცთუ ფართო. ირლანდიურ სეტერს ყური დაბალზე (უპის ჭრილის გასწვრივ) უზის; ოდნავ კეფისკენ გადაწეულია, მსუბუქ ნაკეცს იკეთებს და თანაბრად ჩამოშვებული ღაწვებს მჭიდროდ ეკვრის. ნაკლი: მაღალზე გაკიდული ყური; ღაწვებზე არამჭიდროდ მიკრული ყური. ხინჯი: დიდი და გაშლილი ("პარტყუნა"); გრძელი და მძიმე; კულულივით ან მილაკივით დახვეული; ხრტილზე გაკიდული; პატარა, მოკლე ყური. თვალი საშუალო ზომისაა, ოვალური ფორმის (ნუშისებრი), მუქი ყავისფერი, არაღრმად ჩამჯდარი, მაგრამ არც გადმოკარკლული; უპის ჭრილი ოდნავ ცერად უზის (ბუდეშურად); ქუთუთოს კიდეები ცხვირის წვერის შეფერილობისა უნდა იყოს. ნაკლი: დიდი, გადმოკარკლული თვალები; უპის პირდაპირი ჭრილი; შიდა (მესამე) ქუთუთო, რომელიც ნაწილობრივ ფარავს თვალის ნაწილს. ხინჯი: პატარა, ჩაცვენილი, შემღვრეული თვალები; გან-გან ან ახლო-ახლო ჩამჯდარი; მრგვალი თვალი; ლოხი, ჩამოღვენთილი უპეები; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპეები. კბილები თეთრია, საღია, მყარად და მჭიდროდ ჩალაგებული. მჭრელები ერთ ხაზზეა გამწკრივებული. კბილთაყარა მაკრატელისებურია. კისერი საშუალო სიგრძისაა, ხმელი, კუნთოვანი, არცთუ სქელი, გვერდებიდან ცოტა შეჭყლეტილივითაა; ხვადებს ქედი ოდნავ ამოზნექილი აქვთ, ძუებს _ სწორი. ნაკლი: მოკლე, სქელი, ლოხი, მრგვალი კისერი; ღაბაბიანი ყელი. მინდაო გამოკვეთილად ამოზიდულია რამდენადმე დაქანებულ (კუდისკენ) ზურგის ხაზს ზემოთ (განსაკუთრებით ხვადებში). კუნთოვანია; კარგად განვითარებულია. ზურგი სწორია, არცთუ ფართო, მაგრამ კუნთოვანი. ნაკლი: გადრეკილი (რბილი), ან ოდნავ ამოკუზული ზურგი. ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი. წელი მოკლე, კუნთოვანი და ოდნავ ამოდრეკილია. ნაკლი: არასაკმარისად კუნთოვანი; გრძელი; სწორი (თარაზული) წელი. ხინჯი: გადრეკილი წელი; ამოკუზული წელი. გავა განიერია, (განსაკუთრებით ძუებს _ მინდაოსთან შედარებით შესამჩნევად განიერი გავა აქვთ). საკმაოდ გრძელია, (ძუებთან _ უფრო გრძელი). ოდნავ დაფერდებული; კუნთოვანი. ნაკლი: შედარებით მოკლე და ცოტათი ჩათლილი გავა. ხინჯი: საგრძნობლად მოკლე და მკვეთრად ჩათლილი ("ჩასხეპილი") გავა. მკერდი არცთუ ფართოა; გრძელი და ღრმაა _ იდაყვებამდე ჩამოშვებული; ცრუ ნეკნები კარგად განვითარებულია; გვერდიდან შეხედვისას _ მკერდის შუაძვალის წიბო და ქვედა ხაზი რბილად გადადის მუცლის ზოლში. ნეკნები რამდენადმე გამობურცულია. ნაკლი: არასაკმარისად გამობურცული ნეკნები; ბრტყელი ან ზედმეტად ფართო, გაშლილი მკერდი. ხინჯი: ძალზე ვიწრო ან გადამეტებულად განიერი ან ძალზე ღრმა ან ძალზე მოკლე ან კასრისებური მკერდი ან შევარდნილი მკერდი. მუცელი მუცელი აკვალთულია, ფერდები აკრეფილი. ნაკლი: ჩამოწეული მუცელი, მოშვებული ფერდები. წინა კიდურები წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორი და ურთიერთპარალელურია; კუნთოვანი, მშრალი და ძვალსრულია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან უნდა იყოს მიმართული. დგომისას განბჯენი არ არის ფართო. მხრები გრძელია, დაკუნთული. მხარ_ბეჭის შესახსრების კუთხე 100 გრადუსზე ცოტა მეტია. წინამხარი გრძელია, სწორი, განივკვეთში ოვალურია. ტერფები საშუალო სიგრძისაა, ვიწროა, მყარია და პირდაპირ მიმართული; ძაღლს ოდნავ დახრილად უდგას _ 10-12 გრადუსიანი კუთხით. ნაკლი: შედარებით სწორი მხრები; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; მცირედად განზე გამოყრილი იდაყვები; შვეულად მდგარი ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი ან ბატატურა დგომი; ფართო განბჯენი. ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული. მოკლე წინამხარი, მოკლე კიდურები. უკანა კიდურები უკნიდან თუ შევხედავთ _ ფართოდ მდგომი, სწორი და პარალელურია. გვერდხედში _ თვალნათლივ გამოხატული შესახსრების კუთხეებით. თეძო გრძელია, დაკუნთულია; წვივის ძვალი გრძელი და ცერად დახრილია. კარგად გამოკვეთილი სანავარდოები ქვემოთ არის დაშვებული და აუცილებლად უკან მიმართული. კოჭი მოკლეა, თითქმის შვეულად მდგარი. ნაკლი: განუვითარებელი კუნთი. ერთმანეთს დაახლოებული სანავარდოები, ვიწრო განბჯენი; ზედმეტად გაბაჯგული დგომი. შესახსრების შედარებით გასწორებული კუთხეები. ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ უფრო მკვეთრი ფორმით გამოხატული. მოკლე წვივი; სუსტი, გრძელი კოჭი. თათები საშუალოზე მცირე ზომის; ოვალური, შეკრული, ერთმანეთან მჭიდროდ მიჯრილი თითებით; ბრჭყალები მოკლე, მაგარი, მიწას ეხება. ნაკლი: მრგვალი თათი; ბრტყელი თათი, გაშლილი თითებით. კუდი საკმაოდ მაღლა უზის, ბუნებრივად აგრძელებს გავის ხაზს; ძაღლს კუდი ზურგის ხაზზე მაღლა არ უნდა ეჭიროს; მოძრავია; სწორია ან ხმლისებური; ფუძესთან სქელი, ბოლოსკენ თანდათან და თანაბრად წვრილდება. ძუებს კუდი სიგრძით სანავარდოებამდე წვდება, ხვადებს 2-3 სანტიმეტრი აკლდება. ნაკლი: ზედმეტად გრძელი; დუნე; არატიპიურად შემოსილი კუდი. ხინჯი: წვრილი; უღიმღამოდ მოძრავი; მაღლა აპრეხილი ან ნამგალივით მორკალული კუდი; მოკლე კუდი (ხვადებთან _ როცა სანავარდოებამდე 6 სანტიმეტრი აკლდებათ; ძუებთან _ როცა 4 სმ აკლდებათ). პოსტის ავტორი ბატონი შადიმანი ![]() ![]()
|
|
|
|
მონადირე ირლანდიური სეტერი Jun 10 2009, 16:55
ჭალიმგელა ლევანამ დაკარგა თა... Dec 27 2011, 11:44
EAGLES EYE dato 85 რა არის ირლანდი... Jan 5 2012, 13:39
Don. vano ციტატა(EAGLES EYE @ Jan 5 2012, 1... Oct 7 2012, 19:48
iason რუსულ საიტზე მაქვს... Jan 5 2012, 22:26
EAGLES EYE iason
კიბატონო ერთერთ... Jan 5 2012, 22:30
iason http://www.setter.ru/articles/is_in_russia.htm ე... Jan 5 2012, 22:40
beqa15 ესეც მია ))) Jul 30 2012, 19:28
Irish 5 წლის ''ბოის'' ... Aug 9 2012, 12:29
oTson მე მყავს ეხლა ირლა... Sep 4 2012, 22:02
kardinal84 სად ვიშოვი კარგ ირ... Oct 13 2012, 00:39
oTson მე მყავს ოთხი თვის ... Oct 13 2012, 20:17
gagrinski გამარჯობა, დათო კა... Oct 15 2012, 10:32
gagrinski ირლანდიურის მოყვა... Oct 15 2012, 10:39
Davitus gagrinski
მოგესალმებით... Oct 15 2012, 16:32
gagrinski ამისათვის პირველი ... Oct 15 2012, 19:21
geka ციტატა(gagrinski @ Oct 15 2012, 2... Feb 13 2014, 19:40
ჰერცოგი997 ნამდვილად კარგი აზ... Oct 15 2012, 23:45
ვანიჩკა დაახლოებით რა თანხ... Oct 16 2012, 00:30
gagrinski 800 დოლარამდე ჯდება ... Oct 16 2012, 09:18
kardinal84 აქაც შეიძლება კარგ... Oct 16 2012, 22:02
kupra ძაან საწყენია ეს ჯ... Oct 16 2012, 22:37
Fishman kardinal84
გულზე თეთრი ლა... Oct 17 2012, 00:36
gagrinski კი გულზე თეთრი ლაქ... Oct 17 2012, 09:32
ჰერცოგი997 კარგით რა საქართვე... Oct 17 2012, 09:37
kardinal84 ხო რავი მცირე ლაქა ... Oct 17 2012, 19:59
gagrinski შეიძლება დალაპარა... Oct 18 2012, 13:58
kardinal84 მე რაც შემიძლია გვ... Oct 18 2012, 18:55
gagrinski კარგი ჯიგარო, მივწ... Oct 22 2012, 09:46
kardinal84 კაი ძმა აბა რას გაა... Oct 22 2012, 15:53
gagrinski ბიჭებო აბა ვინმეს ... Nov 9 2012, 09:58
Maverick gagrinski
ამ სეტერს რაიმ... Nov 9 2012, 10:06
ჰერცოგი997 Maverick
მეც იგივე უნდა ... Nov 9 2012, 10:10
levani100 gagrinski
იქნებ გვიპასუ... Nov 9 2012, 10:42
giorguna ესეც ჩემი ქალი 11 თვ... Nov 12 2012, 02:39
Bonehill giorguna
უსაბუთობა ნაკლ... Nov 12 2012, 07:20
giorguna არავინ ან ვინმე ძა... Nov 12 2012, 23:07
Maverick giorguna
ხოდა ღმერთმა მ... Nov 13 2012, 08:27
gagrinski რომ დაველაპარაკე მ... Nov 13 2012, 11:06
Bonehill ციტატა(dato gagrinski @ 13th Nove... Nov 14 2012, 09:25
giorguna მე ვცდილობ ირლანდი... Nov 17 2012, 17:26
iason ციტატა(giorguna @ Nov 17 2012, 18... Nov 17 2012, 19:25
dato 85 giorguna
რახან ირალდიუ... Nov 17 2012, 19:24
dato 85 http://www.redclub-france.com/Pages/default.aspx
... Nov 17 2012, 19:28
kupra მე მაგრა მომწონს ი... Nov 17 2012, 22:21
giorguna ნადირობაში სამწუხ... Nov 18 2012, 00:07
iason ციტატა(giorguna @ Nov 18 2012, 01... Nov 18 2012, 12:57
giorguna აი ეს არის ჩემი გუდ... Nov 18 2012, 00:16
kupra ტარების გარეშე არა... Nov 18 2012, 08:28
giorguna გაიხარე დიდი მადლო... Nov 18 2012, 14:15
gamushki ხალხო თუ დაკიყარატ... Jan 6 2013, 13:43
gagrinski ახლა დამირეკეს ირლ... Feb 3 2013, 15:27
Bonehill gagrinski
ჩამოყვანილია ... Feb 3 2013, 15:50
gagrinski ვერ გეტყვი მეგობარ... Feb 3 2013, 17:02
gagrinski ჩემზე გამოცდილები... Feb 4 2013, 09:14
ზახარა ციტატა(dato gagrinski @ 4th Febru... Feb 4 2013, 09:19
gagrinski საგვარეულოო და რავ... Feb 4 2013, 09:32
ჰერცოგი თუ მოიცლით და ძაღლ... Feb 4 2013, 09:48
levani100 99% გაყალბებულ საბუთ... Feb 4 2013, 10:34
gagrinski photo uploader
აი ეს ძაღლებ... Feb 4 2013, 10:46
levani100 სურათის მიხედვით ... Feb 4 2013, 11:05
dobermen გამარჯობათ. მაინტე... Feb 14 2013, 07:28
ჭალიმგელა 9 წლის ძუა და 8 წლის ხ... Feb 14 2013, 08:39
levani100 ბოლო 10-15 წელია ირლან... Feb 14 2013, 09:09
gagrinski ბიჭებო ზემო რომ ვწ... Feb 21 2013, 09:40
Don. vano პასპორტები ნამდვი... Feb 21 2013, 11:16
gagrinski გეთანხმები თან მფლ... Feb 21 2013, 11:39
ბაბუ gagrinski
ციტატა(dato gagrinski ... Apr 1 2013, 16:27
gagrinski ციტატა(qarqashadze @ 1st April 20... Apr 1 2013, 16:30
megreli 2012 წლის გამოფენიდა... Apr 19 2013, 12:27
giga_megu gagrinski May 31 2013, 11:07
gagrinski გაიხარე გიგა ბატონ... May 31 2013, 11:11
gagrinski გიგა სხვა ფოტოებიც... May 31 2013, 16:13
giga_megu ციტატა(gagrinski @ May 31 2013, 1... Jun 1 2013, 02:04
baroni RE: ირლანდიური სეტერი Jun 1 2013, 09:14
kupra მიხედეთ ამ ჯიშს მა... Jun 1 2013, 11:59
gagrinski მინდა ირლანდიურიც ... Jun 1 2013, 18:56
megreli загрузить картинку в интер... Jun 6 2013, 06:36
kupra RE: ირლანდიური სეტერი Jun 6 2013, 21:43
marco-polo სურათი განწყობისთ... Aug 22 2013, 17:33
kupra RE: ირლანდიური სეტერი Aug 23 2013, 14:09
iosebovich მოგესალმებით ფორუ... Sep 2 2013, 20:45
longi iosebovich
სულ რამდენჯერ ... Sep 2 2013, 21:18
დ-NT iosebovich
არ ინერვიულს ი... Sep 3 2013, 09:36
iosebovich longi
დ-NT
დიდი მადლობ... Sep 3 2013, 20:33
დ-NT iosebovich
არაფერია ეგ თა... Sep 4 2013, 09:57
ilara ჩემა ძმაკაცმა აიყვ... Sep 9 2013, 19:06
longi გააჩნია როგორ მოურ... Sep 9 2013, 19:50
ilara ისე კარგად მიდის შ... Sep 9 2013, 20:26
longi ხოდა ძალიან კარგი ... Sep 9 2013, 22:22
ilara ხო მაგის იმედი გვა... Sep 10 2013, 10:04
manuchari89 მყავს სეტერი სუფთა... Sep 30 2013, 22:46
ilara ჩვენმა ცუგომ საკმა... Sep 30 2013, 23:03
Georg მყავს ირალნიური სე... Oct 4 2013, 19:30
Georg წინა გვერდებზე ვნა... Oct 4 2013, 21:42
manuchari89 გეორგ... შევაჯვაროდ ... Oct 11 2013, 20:29
kardinal84 http://www.mymarket.ge/product_info.php?ty...duct_... Dec 9 2013, 19:26
achiko-l ქენელ კლუბი არის ბ... Dec 10 2013, 12:31
kardinal84 მოკლედ ამ ჯიშს შეე... Dec 24 2013, 20:57
kardinal84 хостинг фото
хостинг фото
... Feb 13 2014, 19:19![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th October 2025 - 02:19 |