გონჩავიკებს - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

92 გვერდი V  « < 22 23 24 25 26 > »   
Reply to this topicStart new topic
გონჩავიკებს
შადი შამოდი
პოსტი Feb 27 2013, 22:48
პოსტი #346


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



small3d018.gif მე კიდე სხვა რამეს გეტყვით. ეს თანამედროვე მედევრეობა, ანუ "გონჩატნიკობა" ხო რუსეთიდან შემოსული ამბავია.. ისე საბანაევები და ავი ხმები ამბობენ, მონღოლებმა შემოიყვანეს იქაც და აქაცო. ეგ სხვა თემაა. მოკლედ, რუსეთში როგორ ითვლება? - გონჩატნიკები არიან ტლუ, გამოუჩორკნავი, ლამის წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი. მეძებრებისტები, ლეგაშატნიკები - რას ამბობ - ინტელექტუალები, სიტყვამჭევრები, განსაკუთრებით პოინტერისტებიო, იმათ ჰო სულ ნუღარ იტყვიო.
ამ თემაში არაგველის და გონჩატნიკის პოსტების მერე მე პირადად საპირისპიროს მტკიცებისთვის ვარ მზად. გამიკვირდა, გულწრფელად ვამბობ. ეს საქმე (ამჯერად ლიტერატურას ვგულისხმობ, რადგან ორივე პოსტი პოეტური პროზის შესანიშნავი ნიმუშია) ნამდვილად ჩემი საქმე მგონია და ჩემს გაკვირვებას ფასსაც ამიტომ ვადებ. ყოჩაღთ და მიხარია! small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Feb 28 2013, 00:17
პოსტი #347


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



ალეკო,ნუკრი ჯიგრები ხართ. newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gonchatniki
პოსტი Feb 28 2013, 11:11
პოსტი #348


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 701
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: samtredia



მე ყოველთვის ვატარებ თან პატარა უბის წიგნაკს და ჩანახატებს ვაკეთებ ნადირობისას, შეიძლება ბევრი საუბარი მომიწიოს მაგრამ რადგან ეს ჩანახატი დიდი ხნის წინ სეზონის დახურვის დღეს გავაკეთე და დღეს სწორედ ეს დღეა და ამ ყველაფერს ამიტომაც ვწერ აქ.

ჯერ კიდევ ზამთარია თუმცა საგრძნობლად დათბა, ლამისაა შუა თებერვალში ატმები აყვავდნენ, ბუნებაც ნელ ნელა გამოდის სამალავიდა და საგაზაფხულო ზეიმს იწყებს, ნადირობა? როგორ მენატრება თუმცა ამინდმა ხელი არ შემიწყო, ზამთარი ხომ დროზე ადრე დამარცხდა სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში, მაგრამ ჩემი სული მაინც აღელვებულია, რაღაც ახლის მოლოდინში,თითქოს საკუტარი ნაჭუჭიდან გამოსვლას ვცდილობ, ამ ზამთარმა რომ გამომკეტა, თუმცა ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რაღაც მახარებს და თან მწყინს, იქნებ სიახლეს ვუფრთხი, თუ მოულოდნელობა მაშინებს? სიახლე რა სიახლეა მოულოდნელობის გარეშე, ბუნება კი ამის დიდოსტატია, წინასწარ ვერასდროს განსაზღვრავ რას გვიმზადებს იგი, მაგრამ მაინც ნადირობა მე მის გარეშე სიცოცლე არ შემიძლია, ის ჩემი სულის განუყოფელია, მაკავშირებელი ჯაჭვი ჩემს სულსა და ბუნებას შორის, საღამოს ბინდს ორი მოსიარულე ლანდი შეერია, ორი განუყოფელი ადამიანი რომელებიც ერთი სულით ცოცხლობს, სული რომელსაც ნადირობა ქვია. მდუმარე ლანდები კი წინ მიიწევენ, მდუმარედ მაგრამ მათთვის ეს დუმილიც მრავლის მეტყველია, თითქოს სუნთქვა შეჩერდეს მხოლოდ სმენა და მეტი არაფერი, ვხვდები რომ ვიძირები სიმარტოვეში რომელიც სულაც არ არის სიმარტოვე, მაგრამ ამჯერად მისი აღქმა მარტო მე შემიძლია, ღამდება, თითქოს პირველად ვხვდები გაზაფხულს, პატარა ბავშვივით ლამისაა ხის ძირებში ამოსული ია დავკრიფო და მათი სურნელება გავიყოლო თან, ისიც ხო ამ ყველაფრის ნაწილია დაე ბუნებამ შთანთქას თავისივე ნაშობი სინაზე, უკვე ნომრებში ვდგევართ, და მდუმარედ გავცქერი ჰორიზონტზე შერჩენილ წითელ ზოლს, მზის ნაკვალევს, სიჩუმეს ორი გომბეშოს წყნარი ყიყინი არღვევს, თუმცა ამ შეუხედავი არსებების ხმაც კი სიმღერასავით ჩამესმის, ჩემს წინ ყარყატის ლანდმა გადაჭრა სივრცე, მისი ფრტებიდან გამოქშენილი ჰაერიც კი შემეხო სახეზე,უკვე დაღამდა, უკანასკნელი შაშვის ჭახჭახიც მინელდა, და თავზე ვარსკლავი წამოგვადგა ისე აკიაფდა, მთვარესაც შეშურდებოდა მისი, დროა სახლისკენ წავიდე, მეგობარს ვეხმიანები და სოფლისკენ მიმავალ გზას ვადგები, სიჩუმეა, მიუხედავად ნადირ ფრინველის უნახავობისა არცერთს დაგვცდენია იმედგაცრუებული თუნდაც ერთი სიტყვა, მთავდება ნადირობის სეზონი მაგრამ გაზაფხული მოდის, დრო ახალი სიცოცხლის დაბადების, ჩემი სულიც ემზადება რაღაც ახალი სევდის ტან სასიამოვნო სევდის შესახვედრად, მიჭირს ძველტან განშორება თუმცა ახალი მახარებს, ვერც კი გავიგე ისე მივადექი გზაჯვარედინს აქ ჩემი და ჩემი მეგობრის გზები იყოფა, მომავალ ნადირობამდე მეგობარო, შევეხმიანე მე და სახლისკენ გავწიე, მხოლოდ ჩემი ფეხის ხმა ისმის, ჩემი ძაღლი უკან მომყვება აუღელვებლად ჩემი ერთგული მეგობარი. ვეებერტელა მთვარე კი ყველაფერს ხელის გულივით ანატებს, კავკასიონიც კი ადვილად ჩანს მე წინ მივიწევ შინისაკენ, მთვარე კი გზას გვინათებდა, მდუმარე, ზრუნავდა ჩვენზე თითქოს ჩენ მისი შვილები ვყოფილიყავით.

გაიხარეთ მეგობრებო უფალმა დაგლოცოთ, ეს არის ჩემთვის ნადირობა ტყე ბუნება სიცოცხლე ის რაც ჩემშია და ჩემთან ერთად ცოცხლობს, ადამიანს ვისაც შეუძლია იგრძნოს ის სილამაზე რაც ბუნებაშია, ის მუსიკა რასაც მდევრები გვჩუქნიან ერტ სიცოცხლედ მიღირს ჩემი მდევრის დევნიდან დაბრუნებული გაბრწყინებული თვალების დანახვა როცა მხედავს რო მე მას ველოდებოდი ეს ვართ ჩვენ და ჩვენში ცხოვრობს პოეტები მხატვრები და მუსიკოსები ჩვენ იმას ვხედავთ და ვისმენთ ვწერთ რაც ღმერთმა დახატა შექმნა და მოგვცა საშუალება გვესმოდეს, ჩვენი ტანმხლები ლამაზი სევდა გვწყინს სეზონი რომ მთავვრდება მაგრამ გვიხარიოა რომ მოდის გაზაფხული, გვწყინს რომ ზაფხული მიდის მაგრამ შემოდგომის მოსვლა გვიხარია დრო როცა ჩვენ იმ სამყაროს ვუერთდებით სადაც ჩვენი სული იღებს საზრდოს, და ბოლოს თოვლი დრო დუმილის და ერთფეროვნების საბნად რომ ეფინება ჩვენს ლმაზ ბუნებას და თითქოს ჩვენგან იცავს მიწას რომელსაც უმაწყალოდ ვთელავდით აქამდე, რამდენ მონადირეს შეუვლია თვალი ამ ყველაფრისთვის და კიდევ შეავლებს მაგრამ მტავარი ის არ არის ვინ რამდენი მოინადირა მტავარია ვინ შეიგრძნო ეს ყველაფერი თოვლი წვიმა გაზაფხული შემოდგომა და ხმელი ფოთლების უკანასკნელი ცეკვა, ამის გარეშე მისი ნაწილი ვერასოდეს გახდები, ჩვენ კი უნდა ვიაროთ იმ გზაზე სადაც აქამდე დავდიოდით სანამ თვალში სინათლე გვაქვს და გული გვიცემს ისე როგორც ამბობდა ჰემინგუეი: ნამდვილი მონადირე თოფით დაეხეტება სანამ ცოცხალია და ცხოველი და ფრინველი არ გადაშენებულა, ისევე როგორც ნამდვილი მხატვარი ხატავს, სანამ ცოცხალია და ქვეყანაზე ტილო და საღებავი არსებობს, ნამდვილი მწერალი კი წერს, სანამ მას წერა შეუძლია, სანამ ფანქარი ქაღალდი და მელანია და სანამ მას აქვს თუ რაზე წეროს, სხვანაირად ის იდიოტია და ეს თვითონაც კარგად იცის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Feb 28 2013, 12:46
პოსტი #349


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



gonchatniki xoshian.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
chipo_20
პოსტი Feb 28 2013, 14:47
პოსტი #350


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 64
რეგისტრ.: 6-February 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: zestafoni



gonchatniki small3d018.gif ძაან მაგარია.შენ გაიხარე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giuli
პოსტი Feb 28 2013, 15:30
პოსტი #351


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 433
რეგისტრ.: 12-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



შადიმან მე ასეთი რამეც წამიკითხავს მონადირეები ცოტ ცოტას ყველა უბერავთ მაგრამ მდევრების მოყვარულები განსაკუთრებულადო შენ თვითონ დააკვირდი გამოფენის შემდეგ ყველანი მიდიან მემდევრეები კი ერთი ორი საათი კიდევ უსმენთ ერთმანეთის ტყუილმართალს არის გარჩევა და ერთი ამბავი. ჩემი ნადირობის მასწავლებელი მიშა ცხვედიანი მახსენდება ცხოვრებაში დიდიდიდი ხუთი კურდღელი თუ ეყოლებოდა მოკლული მაგრამ სულ ახსოვდა მისმა ჯაბანიკამ კვალი სად მოიწონა ცურცა სად იპოვნა სად გაახტუნა დასხვა. მეც პირდაფჩენილი უსმენდი ათასჯერ მოყოლილს ათასმეერთედ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Feb 28 2013, 15:45
პოსტი #352


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დღეს დავიწყე კითხვა ხომერიკის სათადავგადასავლო რომანია -სამნი ერთ ნავში.

მდევრებზეა ძირითადად მოგეწონებათ წაიკითხეთ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Feb 28 2013, 16:12
პოსტი #353


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(giuli @ Feb 28 2013, 16:30) *
შადიმან მე ასეთი რამეც წამიკითხავს მონადირეები ცოტ ცოტას ყველა უბერავთ მაგრამ მდევრების მოყვარულები განსაკუთრებულადო შენ თვითონ დააკვირდი გამოფენის შემდეგ ყველანი მიდიან მემდევრეები კი ერთი ორი საათი კიდევ უსმენთ ერთმანეთის ტყუილმართალს არის გარჩევა და ერთი ამბავი. ჩემი ნადირობის მასწავლებელი მიშა ცხვედიანი მახსენდება ცხოვრებაში დიდიდიდი ხუთი კურდღელი თუ ეყოლებოდა მოკლული მაგრამ სულ ახსოვდა მისმა ჯაბანიკამ კვალი სად მოიწონა ცურცა სად იპოვნა სად გაახტუნა დასხვა. მეც პირდაფჩენილი უსმენდი ათასჯერ მოყოლილს ათასმეერთედ.


vetanxmebi.gif 100%
დევნა ხომ პროცესია, მთელი მხატვრული ფილმია და არა ერთი-ორი კადრი. ამიტომ ბავშვობაში ომზე და ჩხუბებზე რომ ვუყვებოდით კინოებს ერთმანეთს და კინოზე არანაკლებად მოყოლა და მონაყოლის მოსმენა რომ მოგვწონდა ხოლმე, ეგ ამბავია. newsmile090.gif მოკლედ, ბავშვობაში დაბრუნებაა და კაცი ამ ჯადოქრობას ვერ ელეოდე, რა გასაკვირია?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
rachveli11
პოსტი Feb 28 2013, 17:35
პოსტი #354


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 238
რეგისტრ.: 19-February 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: racha/qutaisi



გაიხარეთ ბატონო გიული მიშა ცხვედიანი ჩვენი ქუთაისელი მიშაცხვედიანის ბაბუაზე საუბრობთ ალბათ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gonchatniki
პოსტი Feb 28 2013, 17:41
პოსტი #355


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 701
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: samtredia



რო მეტყვია რამდენი ხანია გონცატნიკი ხარო დაბადებიდან ტქო ვეუბნები, სანამ დამოუკიდებლად დავიწყებდი ნადირობას აი მაშინ სახე რო მქონდა მიჭყ**ტილი ფანჯარაზე და იხვების გადაფრენას და თოვლის ფიფქებს ვუყურებდი მამაცემს მივყავდი ხოლმე სანადიროდ ბაბუაცემიც მონადირე იყო სულ გვყავდა ზაღლები კარგი მონადირე მაგრამ არცერთი მდევარი არ იყო მხოლოდ მეზებრები, მიუხედავად ამისა როცა სანადიროდ ვიყავით აი იმ ფილმში ხო გაქვთ ნანახი მარიტა ერთი დონდლო რო დაყავს ბებიას შემოულაწუნეო, ქალის დანახვაზე რო ისევ შტერდება, აი მასე მემართებოდა მდევრის ხმის გაგონებაზე არც მამაცემი მახსოვდა და არც მისი მეზებარი მაინტერესებდა ცემი გონება მარტო იქეთ იყო მიმართული საიდანაც ყეფა ისმოდა, ბავშვებს რო ფულს ჩუქნიდნენ ზოგი კომპიუტერს ზოგი ველოსიპედს და ოხრობებს ყიდულობდა მე გავიქეცი და ეგრევე მდევრის ლეკვი ვიყიდე ეს იყო ჩემი ოცნება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giuli
პოსტი Feb 28 2013, 18:11
პოსტი #356


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 433
რეგისტრ.: 12-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giuli
პოსტი Feb 28 2013, 18:23
პოსტი #357


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 433
რეგისტრ.: 12-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(rachveli11 @ Feb 28 2013, 18:35) *
გაიხარეთ ბატონო გიული მიშა ცხვედიანი ჩვენი ქუთაისელი მიშაცხვედიანის ბაბუაზე საუბრობთ ალბათ

კი მიშა ცხვედიანმა მომწამლა ეგ იყო ჩემი მდევრებით ნადირობის მასწავლებელი ძველი ფრონტავიკი წითელი ვარსკვლავის ორგზის კავალერი იბრძოდა კლაიპედაში (ბალტიის პირეთში). რამდენათაც მე ვიცი ერთ-ერთი საშუვალო სკოლა მაგის სახელობისაა, მასთან პირველად რო ვიყავი სანადიროდ ძველი 28კალიბრიანი ზატორიანი თოფი ქონდა.
მაშინ შავ თოფის წამალს და ხის გობით დამრგვალებულ საფანტს ვხმარობდით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
rachveli11
პოსტი Feb 28 2013, 19:39
პოსტი #358


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 238
რეგისტრ.: 19-February 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: racha/qutaisi



ეს ჩვენი მიშიკუნა ქუთაისურათ პონჩიკა მთლად ვერ მოუწამლია ცხონებულ ბაბუამის მარა ისე რას ვერჩი როცა სცალია კი დადის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Mar 1 2013, 18:29
პოსტი #359


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



http://www.youtube.com/watch?v=DNKfucd0HYo...player_embedded

http://www.youtube.com/watch?v=AC4cACp-E2w

ვენაცვალე რა ხმებია, თავი ლა სკალაში მეგონა რომ მოვუსმინე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gonchatniki
პოსტი Mar 1 2013, 19:14
პოსტი #360


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 701
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: samtredia



აუ ამათ ათი ძროხა უნდათ დღეში D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

92 გვერდი V  « < 22 23 24 25 26 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th May 2025 - 09:40