IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური პოინტერი
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 16:49
პოსტი #2301


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა








პოინტერი



პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს.
პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა

პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი.
პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად.
პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები).


სქესის გამოხატულება

სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ.
ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები.


ქცევა და ხასიათი

გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია.


შეფერილობა

ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით.
ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი.
ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ.
ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება.
ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით.


ბანალი

მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით
ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა.
ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი.
N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი.


ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული.



თავი

ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით.
თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს.
ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა.
ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა.


ყური

შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია.
ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური.


თვალი

მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია.
ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე.
ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო.



კბილები

თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული.
კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია.


კისერი

მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული.
კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.


მკერდი

ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.
ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან.


ზურგი

ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ.
ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი.


წელი

ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება.
ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი.



გავა

გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი.
ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა.



მუცელი

კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება.
ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი.


წინა კიდურები

წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი.


უკანა კიდურები

უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს.
ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა.


თათები

შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.


კუდი

უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება.
ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი;
ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- კუდიგორელი   ინგლისური პოინტერი   May 19 2009, 16:49
- - monadire batumeli   ციტატა(KTX-100 @ 9th March 2...   Mar 9 2013, 10:50
|- - ლეკი   ციტატა(monadire batumeli @ Mar 9 ...   Mar 9 2013, 11:12
- - Bonehill   ფოტოთი ძაღლებს ნუ ...   Mar 9 2013, 11:43
- - levani100   monadire batumeli თქვენი ძაღლ...   Mar 9 2013, 13:28
- - monadire batumeli   ციტატა(levani-asi @ 9th Marc...   Mar 9 2013, 13:34
- - levani100   გულგასატეხი არაფე...   Mar 9 2013, 13:39
- - გიზოვიჩი   დილანდელი ფოტოები...   Mar 12 2013, 18:01
|- - არჩილ   ციტატა(გიზოვიჩი ...   Mar 15 2013, 19:27
- - gagrinski   ვარჯიში მაგრად დაე...   Mar 12 2013, 18:14
- - mda   რა მეთოდიკით მიაჩვ...   Mar 12 2013, 18:52
- - levani100   გიზოვიჩი აშკარად ...   Mar 12 2013, 19:00
- - Fishman   mda არანაირი პრობლე...   Mar 12 2013, 19:03
- - ბაბუ   გიზოვიჩი მართალია...   Mar 12 2013, 19:16
- - ზახარა   გიზოვიჩი მაგრად შ...   Mar 12 2013, 19:21
- - Bonehill   გიზოვიჩა მინდორში ...   Mar 12 2013, 20:28
- - კალვერა   ,,ბაგირა,, აღარ ხუმრ...   Mar 13 2013, 05:09
- - levani100   გიზოვიჩი რა საკვებ...   Mar 13 2013, 09:19
- - კუთხა   ისე საჭმლის რაოდენ...   Mar 13 2013, 09:30
- - temoo90   გიზოვიჩი ვა, რა კარ...   Mar 13 2013, 09:49
- - ზაზა   ბაგირა არის 11 თვის. ...   Mar 13 2013, 10:10
- - Maverick   ყოჩაღ გიზოვიჩ ზალი...   Mar 13 2013, 10:12
- - Bonehill   ციტატა(Nikolo @ 13th March 2013 ...   Mar 13 2013, 10:17
- - ზაზა   წლინახევრამდე ყალ...   Mar 13 2013, 10:23
- - levani100   ციტატა(zaza @ 13th March 2013 ...   Mar 14 2013, 20:46
- - Akop   Хочу поприветствовать уваж...   Mar 15 2013, 05:05
- - კუთხა   RE: ინგლისური პოინტერი   Mar 15 2013, 08:23
- - ლეკი   ესეც ჩემი ჩაქირა... ...   Mar 15 2013, 13:19
|- - ირაკლი   ციტატა(ლეკი @ Mar 15 2013...   Mar 16 2013, 11:46
- - monadire batumeli   ლეკი კარგად განვი...   Mar 15 2013, 22:38
- - ლეკი   monadire batumel... გაიხარე ჯი...   Mar 15 2013, 22:42
- - dato 85   ნორმალური მკერდი ა...   Mar 16 2013, 20:15
|- - ირაკლი   ციტატა(dato 85 @ Mar 16 2013, 21...   Mar 16 2013, 21:25
- - ნუკრიMax   ციტატა(123456 @ 16th March 2013 ...   Mar 16 2013, 21:28
|- - ირაკლი   ციტატა(ნუკრიMax @ Mar 1...   Mar 16 2013, 21:30
- - ჰერცოგი   ნუკრიMax ქშა ამ თემი...   Mar 16 2013, 21:30
- - miroslava   ციტატა(dato gagrinski @ 12th Marc...   Mar 16 2013, 22:36
- - ჰერცოგი   უნდა არბენინო ყოვე...   Mar 16 2013, 22:43
- - გიზოვიჩი   შავი პოინტერებისი...   Mar 17 2013, 13:48
- - ლეკი   ირაკლი ხო რაღაცას ...   Mar 17 2013, 14:09
- - chalata   ქვემო ფონიჭალაში მ...   Mar 17 2013, 19:48
- - ნუკრიMax   ციტატა(beqarichi @ 17th March 201...   Mar 17 2013, 20:22
- - chalata   რაღაც არამგონია და...   Mar 17 2013, 20:59
- - levan81   upload pic   Mar 19 2013, 08:11
- - Bonehill   'ბაგირას' მომავა...   Mar 19 2013, 08:19
- - miroslava   [/size] [size="5"]   Mar 19 2013, 12:39
- - miroslava   სურათები ვერა და ვ...   Mar 19 2013, 12:47
- - miroslava   ნახეთ რა ბალახია ლ...   Mar 19 2013, 12:52
- - Fishman   miroslava სად არის ეგ მი...   Mar 19 2013, 12:58
- - levani100   ციტატა(miroslava @ 19th March 201...   Mar 19 2013, 13:17
- - miroslava   ზემო ფონიჭალაში კ...   Mar 19 2013, 13:21
|- - aragveli   ციტატა(miroslava @ Mar 19 2013, 1...   Mar 19 2013, 14:35
- - gagrinski   ცოდვაა ჯეჯილი, თორ...   Mar 19 2013, 13:50
- - levani100   miroslava gagrinski ეხლა რა გვ...   Mar 19 2013, 13:59
- - gagrinski   levani100 მოგვიანებით პ...   Mar 19 2013, 14:05
- - miroslava   მე ვგულუისხმობ,მწყ...   Mar 19 2013, 14:45
|- - levani100   ციტატა(miroslava @ Mar 19 2013, 1...   Mar 19 2013, 14:51
- - gagrinski   საერთოდ სჯობს ნაღდ...   Mar 19 2013, 14:50
- - aragveli   კაი თუ ძმა ხარ დაელ...   Mar 19 2013, 14:51
- - gagrinski   ციტატა(levani-asi @ 19th Mar...   Mar 19 2013, 14:52
- - aragveli   ბონე ჯიმა ეს არის შ...   Mar 19 2013, 14:55
- - miroslava   ციტატა(dato gagrinski @ 19th Marc...   Mar 19 2013, 15:40
- - gagrinski   საგვარეულო დადე და...   Mar 19 2013, 15:43
- - giga_megu   პაცადნოი ფრინველი ...   Mar 19 2013, 16:00
- - levani100   ციტატა(miroslava @ 19th March 201...   Mar 19 2013, 16:11
- - gagrinski   ციტატა(giga_megu @ 19th March 201...   Mar 19 2013, 16:15
- - miroslava   ციტატა(giga_megu @ 19th March 201...   Mar 19 2013, 16:23
|- - giga_megu   ციტატა(miroslava @ Mar 19 2013, 1...   Mar 19 2013, 16:42
|- - aragveli   ციტატა(giga_megu @ Mar 19 2013, 1...   Mar 19 2013, 16:47
|- - giga_megu   ციტატა(aragveli @ Mar 19 2013, 17...   Mar 19 2013, 17:00
|- - Don. vano   ციტატა(giga_megu @ Mar 19 2013, 1...   Mar 19 2013, 19:24
- - levani100   ძაღლის დასაგეშად ს...   Mar 19 2013, 16:32
- - aragveli   მოლი   Mar 19 2013, 18:09
- - არჩილ   აგერ გეშვა, ადვილი ...   Mar 20 2013, 15:00
- - Bonehill   aragveli თავი ამასაც ჩა...   Mar 20 2013, 16:40
- - aragveli   მკერდი აკლია ცოტა, ...   Mar 20 2013, 16:45
- - nik@a   ისე საინტერესოა მშ...   Mar 20 2013, 17:00
- - skipi   მოკლედ როგორც იქნა...   Mar 20 2013, 20:46
- - ჰერცოგი   სასახელო ბიჭი გაზრ...   Mar 20 2013, 21:39
- - monadire batumeli   სარა 1 წლის.   Mar 22 2013, 20:26
- - კუთხა   ნელნელა ვიწყებთ მი...   Mar 23 2013, 14:50
- - levan81   კუთხა კარგი კადრე...   Mar 23 2013, 15:05
- - კუთხა   ბოლოზე მეც ბევრი ვ...   Mar 23 2013, 16:35
- - giga_megu   დღეს მე და გრეისმა...   Mar 23 2013, 17:48
|- - levani100   ციტატა(giga_megu @ Mar 23 2013, 1...   Mar 23 2013, 22:11
- - aragveli   giga_megu- ეგრე ხო პირატა...   Mar 23 2013, 18:08
|- - giga_megu   ციტატა(aragveli @ Mar 23 2013, 19...   Mar 24 2013, 01:05
- - Bonehill   კუთხა შენ ძაღლს ხო...   Mar 23 2013, 18:24
|- - levani100   ციტატა(Bonehill @ Mar 23 2013, 19...   Mar 23 2013, 22:20
- - კუთხა   Bonehill არა :(   Mar 23 2013, 19:17
- - zaza13   ავიყვანე როგორციქ...   Mar 28 2013, 11:40
- - levani100   zaza13 "სგვარეულოც...   Mar 28 2013, 11:56
- - zaza13   levani100 დავდებ სახლში ...   Mar 28 2013, 13:10
- - zaza13   აი საგვარეულოც.   Mar 28 2013, 13:16
- - levani100   zaza13 კურაჟის მამას ...   Mar 28 2013, 14:03
|- - aragveli   ციტატა(levani100 @ Mar 28 2013, 1...   Mar 28 2013, 14:39
- - zaza13   levani100 ეს ლეკვის პატრ...   Mar 28 2013, 14:17
- - levani100   zaza13 ეხლა აზრი არ ააქ...   Mar 28 2013, 14:37
- - შადი შამოდი   კაპონე ჩვენი წესებ...   Mar 28 2013, 16:02
- - levani100   ციტატა(shadimani @ 28th March 201...   Mar 28 2013, 16:37
38 გვერდი V  « < 22 23 24 25 26 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th July 2025 - 10:02