"ტოზ" - 34 ( ТОЗ - 34) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
"ტოზ" - 34 ( ТОЗ - 34) |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
სანადირო გლუვლულიანი თოფი ლულების ვერტიკალური განლაგგებით, დაპროექტებულია კონსტრუქტორ კოროვიაკოვის მიერ 1965 წელს მაგრამ წარმოება დაიყო მხოლოდ 1969 წლიდან, მანადე გამოდიოდა ერთეულ ეგზემპლარებად.
![]() კალიბრი ძირითადად12 და 28 მაგრამ მცირე რაოდენობით ასევე 20 და 32.თოფის წონა პლასტმასის ამორტიზატორიტ(ე.წ. "პიჩით" )3,200კგ, რეზინის ამორტიზატორით კი 3,300. 28კალიბრის თოფის შემთხვევაში წონა 3,100კგ- მდე. ცევიო(ტიპჟირი) არ იხსნება, მიმაგრებულია ლულებზე სახრახნისებით. ![]() თოფს გააჩნია ჩახმახების შეყენების მაშვენებლები ![]() სამიზნე თამასა ჩვეულებრივი ან გამაგრილებელი ჭრილებით .კონდახი ძირითადად წიფლის და არყის ხის, იშვიათად კაკლის, კონდახის ტიპი პისტოლეტური იშვიათად ინგლისური. (რაც ჩემი აზრიტ ძალიან ელეგანტურია კონკრეტულად ამ თოფზე) ![]() 12 კალიბრის ლულების სიგრძე 720-750მმ, 28 კალიბრისთვის კი 660 - 675მმ, სავაზნე 70მმ. სავაზნე და ლულები ქრომირებული, საშუალო მაქსიმალური წნევა 663კგწ/სმ კვადრატზე (700მდე). 28 კალიბრის თოფს იგივე სიმაღლის კალაპოტი და ლულები აქვს(ანუ ლულებიც უფრო მსხვილი ) რაც უაზროდ ამძიმებს თოფს, მაგრამ ამვდროულად საშუალებას გვაძლევს, 28კალიბრის თოფიდან გავისროლოთ გაძლიერებული მუხტისა და ჭურვის მქონე ვაზნები(მაგნუმის მსგავსად) თვალსაჩინოებისათვის დენთის მასა 2 გრამი დენთ "სოკოლის" შემთხვევაში. ლულის შიდა დიამეტრი 18,5მმ. ლულის შევიწროება როგორც ასეთი 0,5 - 1,00მმ მდე, მაგრამ რეაულრად შეიძლება შეგვხვდეს 0,5 დან 1,3მმ-მდე!! სასხლეტ დამცემი მექანიზმი(სდმ) ჩახმახები ნემსებისგან ცალკეა დამზადებული, საბრძოლო ზამბარა "უადგილო" დაუხვეწავი მდებარეიბისაა რაც მის რესურსზე მოქმედებს უარყოფითად. ძირითადად თოფზე ყენდება ექსტაქტორი მაგრამ არის ეჟექტორიანი ვარიანტიც ინდექსით ტოზ 34E, ხოლო 34EP რეზინის ამორტიზატორით. ტოზ- 34 ის ბაზაზე გაკეთებულია სპორტული თოფი TO3- 57K მრგვალი სტენდისთვისლულების სიგრძე 680მმ, ლულის ბოლოში გაგანიერებით, პერფორირებული ცევიოთი. სასანგრე სტენდისთვის კი ინდექსით TO3- 57-T , ლულების სიგრძე 750მმ, ჩოკური შევიწროება ჩოკები 1,00მმ - 1,30მმ. მასა 3,600 დან 3,800 მდე ![]() ტოზ - 34 -ის ბაზაზე შეიქმნა და გამოდიოდა კომბინირებული თოფი ტოზ 34-5,6/20 ზედა მრგვალი ანთების ვაზნაზე (22LR) ქვედა ლულა კი 20კალიბრის, მიზანი იყო სარეწაო ნადირობები.. და თოფი ტოზ -34-5,6/28 წონა მაქსიმუმ 2800გრ. ტოზ 34 ის ბაზაზე შეიქმნა შტუცერი ტოზ 55"ზუბრი" (დომბა) "ტოზის" სიამაყე!. თავიდანვე გათვლილი იყო მსხვილ ნადირზე სანადიროდ, მასში გამოიყენეს რუსეთში ერთად ერთი მსხვილი კალიბრი 9# 53(9,3) მაგრამ თოფი მზადდებოდა საცალო ეგზემპლარებად და რიგით მონადირეებთან იშვიათად აღწევდა ![]() წარმოების პირველ წლებში გამოდიოდა ვაზნაზე 9,3# 74, დამკვეთის მიხედვით შეიძლებოდა ნებისმიერი წყვილი ლულა გამოეყოლებინათ, "ზუბრს" აქვს მოდიფიკაციებიTO3- 55-1 კლასიკური შტუცერი, ორივე ლულა 9# 53, ლულების სიგრძე 600მმ საერთო სიგრზე 1050მმ წონა 3,800კგ TO3- 55-2 ზედა ლულა 12/70, ქვედა9#53 ლულების იგრძე 675,საერთო სიგრზე 1125 მმ, წონა 3,800 TO3- 55-3 ორივე ლულა 12/70, წონა3,400, ლულების სიგრძე 710მმ, საერთო სიგრძე 1170მმ ტოზ 34 სამი თაობისთვის განუყრელი მეგობარია, ის დიდი სიმპატიით სარგებლოს უამრავ მონედირეში, მის ბალისტიკას კი რუსულ რიგით თოფებში ცოტა თუ უწევს კონკურენციას.... :) ![]() |
|
|
![]() ![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 11:55 |