გონჩავიკებს |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
გონჩავიკებს |
![]()
პოსტი
#376
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 433 რეგისტრ.: 12-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბიჭებო ყველაფერზე ვსაუბრობთ აი ამინდზე და მის მნიშვნელობაზე არაფერს ვწერთ არა და ამინდს ერთერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მდევრის წარმატებული ნადირობისთვის.აბა ავიტაცოთ.
|
|
|
![]()
პოსტი
#377
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
სასაუბროს მეტი რა არის, ამინდი მართლაც გადამწყვეტია, რაც არ უნდა გამოცდილი და ძლიერი მუშა მდევარი იყოს, ცუდ პირობებში მართალია მაინც იპოვნის და იმუშავებს კიდევაც მაგრამ , დევნა იქნება ძალიან დიდი წყვეტილობებით. არც ყეფა არ იქნება მუსიკალურად მოსასმენი. ნუ ბეწვეულზე იმდენად არ იმჩნევენ მდევრები და წრფივი ,აყროლებული, კვალის გატანა სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ აქაც მაინც დიდი მანძილით ჩამორჩებიან ხოლმე ნადირს უკან მდევრები. წინა დღის ნაწვიმი შხაპუნა წვიმის შემდეგ, საღამოს თუ გადაიღო და ცაც მოიწმინდა ჩათვალეთ რომ ბედი გწყალობთ. თუ ქარი არ ამოვარდა დილით
![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#378
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 175 რეგისტრ.: 29-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გიულ 100% ში გეთანხმები რომ ამინდს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მაინც დიდი მნიშვნელობა ძაღლის ყნოსვას, დიდი ყნოსვის ძაღლი ცუდ ამინდში მართალია ვერ აჩვენებს ისეთ არ ვიცი რა სიტყვა ვიხმარო ჩანთებულ დევნას (იარკი გონ) მაგრამ მაინც დევნის. და საერთოდ ვერ გაიგებ რა არი კარგი ამინდი გიულ შენ იცი ბევრჯელ ვყოფილვართ კაი ნაწვიმის შემდეგ მაგრამ დევნა გაჭირვებიათ ძაღლებს და პირიქით მშრალ ამინში სულ კუდზე აჯდნენ ნადირს.ისე ჩემი დაკვირვებვით ნიადაგის მშრალ და სველზე მეტად ჰაერის ტენიანობას ვანიჭებ მნიშვნელობას.და საერთოდ ერთი რუსი გონჩატნიკისა არ იყოს. რომ კითხეს როგორეი ამინდია დღეს მდევრებისთვისო?ასე უპასუხა არ ვიცი ამას ჩემი ძაღლები გეტყვიანო.
|
|
|
![]()
პოსტი
#379
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
მე თუ მკითხავთ ყნოსვასთან ერთად ცუდ პირობებში ვიაზკაა კიდევ უმთავრესი, ძაღლის უნარი როცა კვალი იმდენად მძაფრი და გამღიზიანებელი არ არის, არ მოეშვას სანამ არ გაიახლებს, ამის გარეშე რაც არ უნდა ძლიერი ყნოსვის იყოს არაფერი გამოუვა.
|
|
|
![]()
პოსტი
#380
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 175 რეგისტრ.: 29-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
რა თქმა უნდა თუ ძაღლს ჟილკა(ვიასკობა)არა აქვს რა გინდ კაი ყნოსვა ქონდეს იმისგან არაფერი გამოვა.
|
|
|
![]()
პოსტი
#381
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
ყველაფერი ერთად უნდა ქონდეს და ძაღლიც სანაქებო გეყოლება.
ამინდისას კიდე მართლა ვერ გაიგებ მთავარია ქარი რასაც ვერ ვიტან ეგ არ იყოს და დანარჩენი ძაღზეა ყველაფერი დამიკიდებული. |
|
|
![]()
პოსტი
#382
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ძალიან ბევრ ავტორთან ვხვდები მოსაზრებას, რომ სადევნად ცუდ პირობებში საგეში მდევრის ტარებას, სულ რომ არ ატარო, ის ჯობიაო. მთავარი არგუმენტია - რთულ პირობებში ლეკვა გაახლებას ვეღარ ახერხებს და ეჩვევა მოკლე დევნებს, დაკარგულის ვეღარპოვნას და კვალის დაგდებასო. ეს ძალიან საორჭოფო თემაა, რადგან არსებობს საპირისპირო შეხედულებაც, რომ გეშვისას მთავარი და გადამწყვეტი ძაღლის ტყეში სისტემატიური ტარებაა (ყოველ მე-2 ან მე-3 დღეს მაინც) მიუხედავად ამინდისა. თქვენ რას ფიქრობთ?
|
|
|
![]()
პოსტი
#383
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 241 რეგისტრ.: 26-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ისე ბოლოს იმას ვიტყვი, რომ კაცი მაგარი უსაქმური უნდა იყო და სადმე ტყეში ცხოვრობდე , გყავდეს ჯიშიანი მდევარი და გიყვარდეს ეს საქმე. ხშირი ტარება თავის ოპიტს აძლევს მდევარს და შედეგად იღებ ისეთ მდევარს რომელსაც არანაირი , ყინვა, გვალვა, ქარი ვერ აჩერებსსსსს. შხაპუნა წვიმამ შეიძლება გააჩეროსსს ალიკ ალბატ დაკვირვებული იქნები შენ რომ სოფლად ტყესთან ახლოს მცხოვრები მდევარი უფრო დზლიერია იგეშება უფრო და მოკლედ ყველა დღიური ზდევნის შანსი აქვს ნებისმიერ პერიოდში,ანუ წვიმა ტოვლი ქარისჰხალი და ასე სშ,მინახია ნაქები ძაღლები ავ დარში მოკუზუები პატრონტან და ტავსხმა წვიმასჰი რო დაზდევდა ისეთებიც,ძაღლი უნდა იყოს გამტანიც და ამტანიც ძაღლი რომელიც 15 წუტს ზდევს და კავლი ეკარქება და ტოვებს და ფეხებში მოგებლანდება იმაზე უკვე ზედმეტია ლაპარაკი მასეთი ძაღლი ეზოში კარგია ტურა რო გაივლის დაყეფოს,დასაგეს ლეკვებზე რა მაქვს საუბარი 1 წლის ეს უფრო 2 და 3 წლის მდევრებს ეხება. |
|
|
![]()
პოსტი
#384
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
ძალიან ბევრ ავტორთან ვხვდები მოსაზრებას, რომ სადევნად ცუდ პირობებში საგეში მდევრის ტარებას, სულ რომ არ ატარო, ის ჯობიაო. მთავარი არგუმენტია - რთულ პირობებში ლეკვა გაახლებას ვეღარ ახერხებს და ეჩვევა მოკლე დევნებს, დაკარგულის ვეღარპოვნას და კვალის დაგდებასო. ეს ძალიან საორჭოფო თემაა, რადგან არსებობს საპირისპირო შეხედულებაც, რომ გეშვისას მთავარი და გადამწყვეტი ძაღლის ტყეში სისტემატიური ტარებაა (ყოველ მე-2 ან მე-3 დღეს მაინც) მიუხედავად ამინდისა. თქვენ რას ფიქრობთ? მეც უერთდები იმ მოსაზრებას ხშირად ტარებას ლეკვისას ტყეში და დანარჩენი კიდე მგეშავზეც ბევრი რამეა დამოკიდებული მარა შეგირდმაც ხელი უნდა შეგიწყოს თორე ისე საქმე წინ არ წავა. |
|
|
![]()
პოსტი
#385
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
აი ზუსტათ ყველაფერი ალბათ უფრო ზუსტად შეგირდზეა დამოკიდებული, ძველ ძაღლებზე რომ ვფიქრდები, 3 უძლიერესი მუშა ძაღლი მახსენდება, ამათგან ერთი ჯიშიანი ანგლო-რუსკი გელიაშვილის ძაღლებიდან მოდიოდა, ორი კი შავზურგა უჯიშო იყო. ორივე შავზურგა მხოლოთ კურდღელზე მუშაობდა, ჭრელი კი აფსოლიტურად ყველაფერზე. 3 ივე მათგანს არნახული ვიაზკა ჰქონდა, მაგრამ აქ ყველაზე მთავარი იცით რა არის? ეს სამივე მდევარი არა მონადირეებს ჰყავდათ, ის კი არა მოვლითაც არ უვლიდნენ, სოფელში სამადლოდ თუ მიუგდებდა ვინმე პურის ლუკმას ეგ იყო. ამ ძაღლების გეშვაზე არც ოფლი უღვრია ვინმეს, არც გამოცდილება ჰქონია . 3-ივე დაიგეშნენ დამოუკიდებლად, თავისით ადიოდნენ სოფლიდან ტყეში და იქ მერე მთელი დღე დასდევდნენ. ერთი შემთხვევა მახსენდება, ზაფხულში პაპანაქება სიცხეში უკვე 2 საათზე მეტი იყო , მთელი დღის ნადევნ კურდღელს, რომელმაც საბოლოოდ არნახული ხრიკები ჩაუტარა და დაკარგეს, ქორია არ ეშვებოდა და კვალს ისევ ჩაჰკირკიტებდა, წამოსვლა გვეჩქარებოდა და ძაღლი ძალით დაიჭირეს როგორღაც და ჩასვეს საბარგულში, უკვე კაი გზა გვქონდა გამოვლილი როდესაც , ძაღლმა მომენტალურად თავზე გადაიძრო და ვილისის საბარგულიდან ისკუპაა, ისკუპა და პირდაპირ შურდულივით გაფრინდა ისევ იმ კვალთან.
ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ მაქსიმუმი გავაკეთოთ, ჩვენი შეგირდისთვის და ყველა პირობა შევუქმნათ იმისთვის რომ მისგან ნორმალური მდევარი მივიღოთ ,მაგრამ ეს ყოველივე წყალშია გადაყრილი თუ თავად შეგირდი არ გყავს ნიჭიერი, ნიჭიერი კი თავის ტალანტს არ დაკარგავს და თქვენი ჩარევის გარეშეც, უბრალო ტყეში ტარებით მისგან ნორმალურ მდევარს მიიღებთ. მაგრამ ჩემთვის, სწორეთ ეს ჩარევა და მდევართან ერთად კურდღლის დევნის პროცესია უმთავრესი, მაშინ როდესაც ძაღლის ყეფაზე სხვები ნომერს ირჩევენ, მე იმ წუთას ძაღლთან ვჩნდები, მთლიან დევნას აღვითქვამ და ადვილად ვიგებ დაკარგულმა კურდღელმა რა ხერხს მიმართა და საით გაეპარა. მდევრებით ნადირობა სწორეთ ეს არის, ადამიანის და მდევრის ერთობლივი მოქმედება, როცა შენი ძაღლის თვითვეულ ნიუანსში ერკვევი და არა ისე ჩვენ რომ ვიცით ავუშვებთ მდევარს ჩავაგდებთ მანქანაში, წავალთ 20 კაცი , ამოვსვავთ მანქანიდან "ჯეკას" მიდი ნახეო ვეტყვით და ჩვენ კაპოტზე ღრეობას გავმართავთ. |
|
|
![]()
პოსტი
#386
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ისე ყოველ მე-2 დღეს მდევრის ტყეში ტარებას თუ ის უკვე გახსნილია და კარგად მუშაობს არ ვეთანხმები. ძაღლი ძალიან იფიტება, ვერ ასწრებს ენერგიის აღდგენას და შეიძლება დავასტუკებინოთ.
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#387
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 433 რეგისტრ.: 12-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ამინდზე მოვრჩეთ და მერე სხვა საკითხზე გადავიდეთ. ჩემი დაკვირვებით ყველაზე ცუდი ამინდია ძაღლისთვის როცა ღამის კვალს წვიმა გადარეცხავს ანდა სველ ნიადაგს ამოსული კაშკაშა მზე დააცხუნებს და მიწას ალმური ასდის,რა თქმა უნდა ყინვაში, სიცხეზე ხო აღარაფერს ვამბობ რა თქმა უნდა როგორც რამაზიმ აღნიშნა ტენს დიდი მნიშვნელობა აქვს ამიტომ აღმოსავლეთ საქართველოში დასავლეთისგან განსხვავებით იდიალური ამინდი იშვიათობაა.დასავლეთ საქართველოში ბალახი თითქმის არ ხმება და სულ ნამიანია.ჩემი დაკვირვებით აქედან რაჭაში ჩაყვანილ ძაღლს ერთი კვირა მაინც სჭიდდება ადაპტაციისთვის,თბილისიდან წალკაში აყვანილი საშუალო შესაძლებლობის ძაღლიც კი იდეალურად ნადირობს.ამასთანავე თითქმის ყველა ძაღლს ახასიათებს ადგილის სიუცხოვე და რაც გინდა იდეალური ძაღლი გყავდეს თავის შესაძლებლობას ბოლომდე ვერ ავლენს ალბათ აქედან მოდის ჩვენი წინაპრების სიბრძნე ადგილის კურდღელს ადგილის მდევარი უნდაო.
|
|
|
![]()
პოსტი
#388
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 701 რეგისტრ.: 25-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: samtredia ![]() |
<iframe width="420" height="315" src="http://www.youtube.com/embed/bWXyWEOPQic" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
ეს მდევრები მინტერესებს რომლებია |
|
|
![]()
პოსტი
#389
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
ჩვენი წინაპრების სიბრძნე ადგილის კურდღელს ადგილის მდევარი უნდაო.
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#390
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ამიტომაც უნდა ვეცადოთ მდევრის გეშვისას ადგილები ვიცვალოთ და სულ ერთ ადგილას არ ვგეშოთ.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th May 2025 - 22:34 |