კურცჰაარი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
კურცჰაარი |
![]()
პოსტი
#1156
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 180 რეგისტრ.: 3-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი ![]() |
................................................................................ ............................... ყველამ ის ჯიში უნდა იყოლიოს რა მანერითაც ნადირობს, და როგორ გეოგრაფიულ პირობებში ნადირობს. ................................................................................ ........................................... დათო, აბსოლიტურად ვეთანხმები თქვენს ამ სიტყვებს და მთლიანად ამ პოსტს. ესეც ჩემი "გაბი" 5,5 თვის. ვიზრდებით და ველოდებით "საველე სწავლების დაწყებას." ![]() ![]() ................................................................................ ........... სიმპატიური ლეკვია, ლევან! ღმერთმა მისცეს ჯანმრთელობა და კარგი მონადირე დამდგარიყოს. ციტატა სეტერის სილამზე მინდორშია ბიძიკო, და ტყეში ბოლომდე ვერ ავლენს თავის პოტნეცილას და რატო გავაფუჭო ძაღლიო. მაგრამ რატომღაც მგონია რომ ტყეში გერმანულმა უნდა აჯობოს ბატონო დავით, აი შენ რომ გგონია ეგრეა მანდაა საქმე ზუსტად.... აბა კარგად დაფიქრდი და მიპასუხე. სანამ კურცხარი ტყეს შემოიძუნძულებს სეტერს (პოინტერზე არაფერს ვიტყვი) 5 წრე ექნება დარტყმული იმ ტყეში და ნეტა რა შაშა-კოლა უნდა ნახოს?????? თუ არ გჯერა გაიკითხე კურცხაარის მამებში, ვისაც უნადირია ჩვენთან ერთად და გაგცემენ პასუხს. და შენს გარდა კიდე თუა ისეთი ვისაც არ ჯერავს ამისი, აგერაა ტყე ქათამიც შიგ ზის ჯერჯერობით და ავიდეთ ბატონო..... ![]() ბატონო ვანო, დიდი ბოდიში, მაგრამ, მეც ვეთანხმები დათოს იმ ნაცნობის სიტყვებს. კუნძულელი მეძებრების, როგორც მეძებრების, უპირატესობა კონტინენტალებზე გამოიხატება მათ დიდი სისწრაფეში, მოძრაობის და ნაბულის სილამაზეში, და იმაში, რომ, კუნძულელები მუშაობენ (უნდა იმუშაონ) მხოლოდ რეალური ფრინველის სუნზე და არა ნაკვალევზე (რაც კონტინენტალებს სისხლში აქვთ). ტყეში, ყველა ჯიშის ძაღლი "დაძუნძულებს", რადგანაც მანდ შეუძლებელია სწრაფად ირბინო. ამიტომ კუნძულელებს სისწრაფეში უპირატესობა ეკარგებათ. მეორე მხრივ, ტყეში, განსაკუთრებით ტყის ქათამზე, შეუძლებელია მხოლოდ ზედა ყნოსვით იმუშაოს ძაღლმა. უმეტეს შემთხვევაში ძაღლს უწევს ქვედა ყნოსვით მუშაობა, ხანდისხან ფრინველის აღმოჩენამდე, ხანდისხან აღმოჩენის შემდეგ. გამოდის რომ, კუნძულელებს ტყეში უწევთ იმის გაკეთება, რაც, მინდორში მათთვის ნაკლად ითვლება, და თუ მაგენი ამას არ გააკეთებენ (ძირს დაშვებული ცხვირით არ იმუშავებენ) 5 კი არა 15 წრე რომ დაარტყას, ფრინველს ვერ იპოვნიან. ძალიან შემცდარა ის შენი მეგობარი, და თუ რატომ, რომ ჩამოხვალ საქართველოში მერე განახებთ ![]() ........................................................................... გიორგი, ეს ფაქტი არ მეტყველებს რომელიმე ჯიშის უპირატესობაზე. აქ შეიძლება ლაპარაკი მხოლოდ იმაზე, რომ, თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში, ინგლისურმა მეძებარმა გერმანულზე უკეთესი შედეგი აჩვენა, რადგანაც.... ის ალბათ უკეთ იყო მომზადებული, უფრო დიდი გამოცდილება ჰქონდა, ყკეთ იცნობდა ამ ფრინველს, უკეთ იცნობდა ამ სანადირო ადგილებს და სხვა მრავალი. თუ ამაში არ მეთანხმებით, მაშინ მოიყვანეთ აქ თქვენი არგუმენტები იმის თაობაზე, თუ რითი შეიძლება ჯობდეს ტყეში ინგლისური მეძებარი გერმანულს. ვისარგებლებ შემთხვეთ და განსაკუთრებულ მადლობას მოუხდი ბატონ კობას, ბატონ აკოპს, ბატონ ევგენის, http://www.eugen-belima.de/ ბატონ ვიკტორს ბატონ ვილი იმკენს http://www.dk-von-neuarenberg.de/ ამ კაცის სურათი 28 გვერდზე, ვესტოს ბაბუასთან და მის ლეკვებთან ერთად დევს იმ დახმარებისთვის რომელიც აღმოგვიჩინეს ვესტოს და ლეკვების ჩამოყვანისთვის არაფრის, ტარას! მოხარული ვარ, თუ რამეში გამოგადგა ჩემთან კონსულტაცია ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#1157
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 415 რეგისტრ.: 28-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით. ![]() |
ვაა რა დისკუსია გამართულა!
მოდი ძაღლებს და ჯიშებს ნუ შევადარებთ, ეს პრობლემა გადაუჭრელია და ასე დარჩება მუდამ. ეხლა შორდიან დავიწყოთ პაწა, მოდით შევთანხმდეთ იმაზე რომ გერმანული ძაღლის სტილი და ბრიტნაულის არ უნდა შედარდეს. ამაზე არავინ დავობს რომ ინგლისური სეტტერის სრიალი მინდორში გაცილებით ეფექტურია ვიდრე თუნდაც პოინტერიზებული კურცჰაარის სვლა. ამაზე დავაც არ ღირს, მაგრამ იმის ძახილი რომ ინგლისური სეტერი ჯობია კურცჰაარს მხოლოდ იმის გამო რომ მას ლამაზი სტილი აქვს ძაან არა ლოგიკურია, მარავალი მიზეზების გამო; პირველი ის რომ სრულიად სხვდასხვა ტრადიციების და ნადირობისთვის არის გამოყვანილი ორივე, და მე ვიტყოდი მათ დანიშნულებაც ცოტა სხვდასხვა იყო. რაც არ უნდა ვიძახოთ რომ ინგლისური სეტერი ტყეში კარგია, ის მაინც მინდვრის ძაღლია! და ის მინდორში ავლენს მთელ თავის პოტენცილას. რა არის ეს პოტენცილია? 1) რაციონალური. სწრაფი ძებნა, ძლიერი ყნოსვა (როგორც წესი "მაღალი") ფრინველის დამუშავება გამძლეობა (სეტერი პოინტერზე გმძლეა) 2) ირაციონალური სტილი ემოცია ეფექტურობა ეხლა ვსვმა კითხვას, აქედან რომელი ელემნტია ჩანს მინდორში და ტყეში... პირველ კატეგორია: გამძლეობა მეორე კატეგორია: მგონი ცოტცოტა სამივე, თუმცა ჯამში არც ერთ. სად გინახიათ ქართულ-კოლხურ ჭალებში, სეტერის ნავარდი ტყეში? სად ნახავთ მის გრძელ, ულამზეს კატისებურ ლტოლვას? სად ნახავთ მის მაღალი ყნოვის გამოყენებას ბოლომდე? თითქმის ვერსად... უფრო ნაგლეჯ ნაგლეჯ და ცოტ ცოტას... რჩება ნაბულის სტილი. კი მაგმა მარტომ ნაბულის სტილია სეტერისთვის მთავარი? არა ბატონო! სვლის და ლტოლვის სტილი უფრო მეტად მნიშვნელოვნია რადგან ეს ქმნის ინგლისურ სეტერის დაუვუწყარ სტილის! ამიტომ სეტერის ბოლომდე დანახვა მხოლოდ მინდორშია შესაძლებლი, როცა ის გეპარდის სიწარფით მირბის და მიწაზე დასრიალებს! (ასეთი ძაღლები კიდე ბევრს არ მგწონთ, გულახდილად რომ ვთქვათ!) ტყეში ასეთი რამე ბოლომდე არ ჩანს. უფრო მეტიც არ ხდება, და თუ ხდება ხელის შემშლელია! (ვგულისხმობ ტყეში "შლიგინს") ასე რომ ტყეში სეტერი მხოლოდ სტილით ვერ ჯობია კურცჰაარს! და თუ რამით ჯობია ესეც საკამთოა კიდე (მე მხოლოდ ტყეში მაქვს საუბარი) ჩემი აზრით ორივე ერთ დონზე დგას. მხოლოდ ორიოდე უპირატესობა გააჩნია კურცჰაარს; კვალის უკეთესად ამუშავებს და შეუძლია (უნდა შეეძლოს) ანონსის კეთება, იმ შემთხვევაში როცა პატრონისგან შორს პოულობს სანადირო ობიექტს. მე ვიცი რომ სეტერსაც შეუძლია სვლის შემცირება სხვდასხვა პირობებში მაგრამ მაშინ მისი სტილი ისე ეფექტური აღარ არის როგორც ეს მინდორში. მეორეც ჩვენ არ გვინახია საქრთველოში კარგი კურცჰაარები მასიურად... ყოველთვის ჩამორჩებოდნე ხარისხითა ბრიტანულებს. და ასეთ ძაღლებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ რომ ტყის ისენი ვერ ნადირობდენ... კი ბატონო მართლაც ესე იყო. კურცჰაარს კიდე სტილი როგრც ასეთი არ ააქვს, ნუ რაღაც დამახასიათებელი სვლა აქვს მარა ის არ ფასდება საერთოდ (გერმანული წესებით). ნაბული კიდე ძაან კარგი და დაძაბულიც, არავისზე ნაკლები ჩვენში რო დარჩეს... მით უფრო ტყეში მხოლოდ ნაბული ჩანს ბოლომდე ძაღლის სტილიდან. თუ მაინცდა მაინც ამ ორ ძაღლს ვადარებთ, შევდაროთ ერთ გეოგრაფიულ პირობებში... გაშლილი ადგლიშიც და ტყეში, ბუქნარში და მთაგორიან რელიეფზე. და იმის მიხედვით ვიმსჯელოთ სად რომელმა აჯობა. სტილის არ არის შესდარებელი ანუ რაციონალური ელემნტი... თუ სტილებს ვდარებთ შევდაროთ პოინტერის და ლავერაკის სტილი, და არა კურცჰაარის და ლავერაკის. კურცჰაარი ჯობია დრათჰაარს ან ვიჟლას შედარდეს, ვიდრე სხვა ნებისმიერ ბრიტნაულ ძაღლს. მე თვითონ პოინტერისტი ვარ და ძაან კარგად მესმის რა არის სილმაზე, რა არის ინგლისური სეტერი და ნადირობით გამოწვეული ემოცია და ზოგადად სტილი (თუმცა ევროპულ ძაღლბს რატომღაც მაინც სკეპტიკურად ვუყურებთ(!?)) მაგრამ მე არ მომწონს ის უსამართლობა და ცინიზმი რომელიც კურცჰაარის მიმართ არის საქრთველოში როგორც, "პენსიონერის", "მეხორცის" და "B-კლასის" ძაღლი. და ძირითად მასზე ვმსჯელოBტ სკმაოდ დაბალი ხარისხის ეგზეპლარებით! რომლებსაც კურცჰაართ მხოლოდ კოპლები და მოკლე კუდი თუ აქვს საერთო! არადა ეს არის ძაღლი, რომელიც მაგალითია სანადირო მეძაღლეობის, ყველაზე გამორჩეული ინტელექტით, ვაჟკაცური აღნაგობით, საუკეთესო ფსიქიკით, შეუდარებელი მუშა თვისებებით, ლამაზი ნაბულით და ამტანობით! KS გამოცდის ნახევერსაც კი ვერ ჩაბარებს 10 სეტერი ერთად აღებული! |
|
|
![]()
პოსტი
#1158
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 160 რეგისტრ.: 19-June 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბატონო ვანო, დიდი ბოდიში, მაგრამ, მეც ვეთანხმები დათოს იმ ნაცნობის სიტყვებს. კუნძულელი მეძებრების, როგორც მეძებრების, უპირატესობა კონტინენტალებზე გამოიხატება მათ დიდი სისწრაფეში, მოძრაობის და ნაბულის სილამაზეში, და იმაში, რომ, კუნძულელები მუშაობენ (უნდა იმუშაონ) მხოლოდ რეალური ფრინველის სუნზე და არა ნაკვალევზე (რაც კონტინენტალებს სისხლში აქვთ).
ტყეში, ყველა ჯიშის ძაღლი "დაძუნძულებს", რადგანაც მანდ შეუძლებელია სწრაფად ირბინო. ამიტომ კუნძულელებს სისწრაფეში უპირატესობა ეკარგებათ. მეორე მხრივ, ტყეში, განსაკუთრებით ტყის ქათამზე, შეუძლებელია მხოლოდ ზედა ყნოსვით იმუშაოს ძაღლმა. უმეტეს შემთხვევაში ძაღლს უწევს ქვედა ყნოსვით მუშაობა, ხანდისხან ფრინველის აღმოჩენამდე, ხანდისხან აღმოჩენის შემდეგ. გამოდის რომ, კუნძულელებს ტყეში უწევთ იმის გაკეთება, რაც, მინდორში მათთვის ნაკლად ითვლება, და თუ მაგენი ამას არ გააკეთებენ (ძირს დაშვებული ცხვირით არ იმუშავებენ) 5 კი არა 15 წრე რომ დაარტყას, ფრინველს ვერ იპოვნიან. ვაუუუ |
|
|
![]()
პოსტი
#1159
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 160 რეგისტრ.: 19-June 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ტყეში ყველა ჯიში ნამდვილად არ დაძუნძულებს.. ამის მტკიცებას ნამდვილად არ ვაპირებ, რადგანაც ჟინს და ენერგიას ბუჩქი ვერ შეაჩერებს. ტყის საველე წესებიდან გამომდინარე, ძაღლს ნაკლად ეთვლება ფუჭი და ხშირი ლტოლვები ( რაც ნაკვაკლევის, ბუმბულის და ექსკრემენტების ყნოსვასთანაა დაკავშირებული) ასე რომ რომელი ძაღლიც ამას აკეთებს, ის აქ მაგალითად მოსაყვანი ნამდვილად არაა KOBA ბატონო. + ვიტყვი რომ ( გავკადნიერდები) ჩემი და ჩემი მეგობრების ძაღლები მხოლოდ მაღალი ყნოსვით მუშაობენ ტყეში და ხანდახან მხოლოდ გაქცეულის ფრინველის დამუშავება უწევთ კვალზე, ისიც ჩვენი მოთხოვნით რადგანაც ჩვენ პრაქტიკული მონადირეები ვართ. გიორგიმ კი სწორად აღნიშნა, გადახედეთ ევროპას ბატონებო, ვინც ქათამზე ნადირობს მას 99% სეტერი ყავს... და ევროპა, რომ მეძაღლეობის ( და არამარტო) თვალსაზრისით 100 თავით მაღლა დგას პოსტ საბჭოტა ქ
ვეყნებზე, ალბათ ამაზეც დამეტანხმებით ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#1160
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 160 რეგისტრ.: 19-June 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ტოშა გაუმარჯოს!!
![]() ისე მალე " აბანოში" გამოჩნდება ყველაფერი, როგორც ყოველთვის ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#1161
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 85 რეგისტრ.: 8-April 13 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ტოშა გაუმარჯოს!! ![]() ისე მალე " აბანოში" გამოჩნდება ყველაფერი, როგორც ყოველთვის ![]() ![]() ვანო, ჩემი აბანო ხო იცი რო ნადირობაა, და კომფორთი მის დროს. ჩემზე გაცილებით უკეთესათ იცი შენ რო საველეები და ნადირობა პრინციპში ცა და დედამიცაა, მითუმეტეს ქატამძე შეჯიბრებები ჩვენ არ გვაქვს. საველე ნადირობის მტერია და ფირიკით საველეს დროს ძალიან დიდი არის დამოკიდებულება ამინდზე და იმ კონკრეტულ დროის მომეტში ![]() ძაღლები მინახავს, საველეზე დაფრინავენ, სანადიროდ გაიკვან 15 ცუტში სიარულძე გადადიან და ფეხებში ებლანდებიან პატრონს. ზოგჯერ პირიკითაც არის გახვალ სანადიროდ და 40 ცუთი მაინც ძაღლი ტავისტვის დაფრინავს და ერთ ადგილას კიდია ყველაფერი და მხოლოდ მერე ქყნარდბა ზედმეტ ენერგიას რო დახარჯავს. ბავშვობაში ბონის 5 კილომეტრიტადრე ვსვავდი მანქანიდან სანადირო ადგილამდე რო ცოტა სირბილლის ჯინი მოეკლა. ასე რო საველე რათქმა უნდა უმაგრესია ზოგადათ მაგრამ ძაღლის ზოგად შეფასებაშ მე უფრო ღრმათ ცავიდოდი. და რაც აბანოს შეხება, ჩვენ, აქ შეკრებილ უმრალესობას ვგულისხმობ ვინც ერთმანეტს ვიცნობთ და ვძმაკაზობთ, ერთმანეთის "თეთრი და შავი ტრაკიც ვიცით ზედმოცვნით ![]() P.ს. ისე "საქათველოსპოინტერების იმედის"( გიგას ვგულისხმობ) ძაღლმა საველეზე ერთხელ შემთხვევით ნაბული თუ გააქეთა მაგას რა მოუგებს |
|
|
![]()
პოსტი
#1162
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 180 რეგისტრ.: 3-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი ![]() |
ტყეში ყველა ჯიში ნამდვილად არ დაძუნძულებს.. ამის მტკიცებას ნამდვილად არ ვაპირებ, რადგანაც ჟინს და ენერგიას ბუჩქი ვერ შეაჩერებს. ვერ შეაჩერებს, მაგრამ, ხელს ნამდვილად შეუშლის საუკეთესო თვისებების (კუნძულელებისთვის სისწრაფის) გამომჟღავნებაში. ის რისი ჩვენებაც შეუძლია ამ მხრივ კუნძულელეს ტყეში, თავის ბუნებრივ შესაძლებობიდან გამომდინარე, სიტყვა "ძუნძულის" მეტს არ იმსახურებს. თუ, რასაკვირველია, კუნძულელი მინდვრებშიაც ისე არ მოძრაობს, როგორც ტყეში (ე.ი. თუ ძუნძული მისი ნორმალური მოძრაობის მანერაა) ციტატა ტყის საველე წესებიდან გამომდინარე, ძაღლს ნაკლად ეთვლება ფუჭი და ხშირი ლტოლვები ( რაც ნაკვაკლევის, ბუმბულის და ექსკრემენტების ყნოსვასთანაა დაკავშირებული) ასე რომ რომელი ძაღლიც ამას აკეთებს, ის აქ მაგალითად მოსაყვანი ნამდვილად არაა KOBA ბატონო. ბატონო ვანო, მე, ჩემს ძაღლებთან ერთად უკვე 14 წელიწადია რაც გამოვდივართ სხვადასხვა რანგის საველე შეჯიბრებებში, 40-ზე მეტი, მარტო საველე დიპლომი გვაქვს აღებული, მათ შორის ტყის ქათამზეც, და მშვენივრად ვიცი საველე წესები. ის საველე წესები, რომლის საფუძველზე თქვენ გამოგაქვთ დასკვნები, საბჭოთა კინოლოგიის მოგონილია და ძან შორსაა იმასთან, რაც ორიგინატორებს მიაჩნიათ უმთავრესად. მხედველობაში მაქვს როგორც ბრიტანელები, ასევე გერმანელები. მე თქვენ გეთანხმებით იმაში, რომ, "ევროპა, რომ მეძაღლეობის ( და არამარტო) თვალსაზრისით 100 თავით მაღლა დგას პოსტსაბჭოტა ქვეყნებზე", ამიტომაც, ევროპაში, მათი საველე წესებიდან გამომდინარე, თუ ძაღლმა არ ანახა თავისი ჯიშის ტიპიური სტილი , შეიძლება გამოსვლიდან მეორე წუთზე მოხსნან, არა მარტო "ფუჭი და ხშირი ლტოლვებისთვის ( რაც ნაკვაკლევის, ბუმბულის და ექსკრემენტების ყნოსვასთანაა დაკავშირებული"). ეს ეხება ძებნის მანერასაც. ციტატა + ვიტყვი რომ ( გავკადნიერდები) ჩემი და ჩემი მეგობრების ძაღლები მხოლოდ მაღალი ყნოსვით მუშაობენ ტყეში და ხანდახან მხოლოდ გაქცეულის ფრინველის დამუშავება უწევთ კვალზე, ისიც ჩვენი მოთხოვნით რადგანაც ჩვენ პრაქტიკული მონადირეები ვართ. ე.ი. მაინც უწევთ მუშაობა კვალზე ![]() ციტატა გიორგიმ კი სწორად აღნიშნა, გადახედეთ ევროპას ბატონებო, ვინც ქათამზე ნადირობს მას 99% სეტერი ყავს... და ევროპა, რომ მეძაღლეობის ( და არამარტო) თვალსაზრისით 100 თავით მაღლა დგას პოსტ საბჭოტა ქ ვეყნებზე, ალბათ ამაზეც დამეტანხმებით ![]() ![]() ![]() ![]() ![]() მე გადახედვაც არ მჭირდება. ჩემთან ყოველწლიურად, უკვე 15-17 წლის განმავლობაში ჩამოდიან ფრანგები და იტალიელები ტყის ქათამზე სანადიროდ. გეთანხმებით თქვენც და გიორგისაც, ამათ უმრავლესობას სეტერები ჰყავთ. ჩემთან ჩამოსულების უმრავლესობა ამას იმით ხსნიან, რომ უბრალოდ უყვართ ეს ჯიში. ყოველგვარ მცდილობას იმის დამტკიცებისა, რომ, კუნძულელები რაღაცით ჯობნიან კონტინენტალებს ტყეში, ადვილად ვაქარწყ**ბდი, ჩემი ძაღლების მაგალითზე. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა, დავითანხმებდი მათ, გაეყვანათ ძაღლი სანადიროდ ყოველგვარი დამხმარე ნივთების გარეშე (მხედველობაში მაქვს ელექტრო ბიპერები და "კალაკოლჩიკები"). ამათ გარეშე უმრავლესობა დიდხანს ვერ პოულობდა თავიანთ ძაღლებს და შესაბამისად ფრინველსაც. ამიტომაც იშვიათად თანხმდებოდნენ ამაზე. ნუ დაგავიწყდებათ ისიც, რომ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგამ განსხვავებით, ევროპაში გაცილებით სუფთა ტყეებია, სადაც კუნძულელებს აქვთ უკეთესი შანსი გამოამჟღავნონ თავიანთი საუკეთესო თვისებები (არ ვიცი ამ მხრივ საქართველოში რა სიტუაციაა) |
|
|
![]()
პოსტი
#1163
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 180 რეგისტრ.: 3-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი ![]() |
რაც არ უნდა ვიძახოთ რომ ინგლისური სეტერი ტყეში კარგია, ის მაინც მინდვრის ძაღლია! და ის მინდორში ავლენს მთელ თავის პოტენცილას. ციტატა ამიტომ სეტერის ბოლომდე დანახვა მხოლოდ მინდორშია შესაძლებლი, როცა ის გეპარდის სიწარფით მირბის და მიწაზე დასრიალებს ! ციტატა ტყეში ასეთი რამე ბოლომდე არ ჩანს. უფრო მეტიც არ ხდება, და თუ ხდება ხელის შემშლელია! (ვგულისხმობ ტყეში "შლიგინს") ციტატა ჩემი აზრით ორივე ერთ დონზე დგას. მხოლოდ ორიოდე უპირატესობა გააჩნია კურცჰაარს; კვალის უკეთესად ამუშავებს და შეუძლია (უნდა შეეძლოს) ანონსის კეთება, იმ შემთხვევაში როცა პატრონისგან შორს პოულობს სანადირო ობიექტს. ციტატა ტყეში მხოლოდ ნაბული ჩანს ბოლომდე ძაღლის სტილიდან. ციტატა თუ სტილებს ვდარებთ შევდაროთ პოინტერის და ლავერაკის სტილი, და არა კურცჰაარის და ლავერაკის. კურცჰაარი ჯობია დრათჰაარს ან ვიჟლას შედარდეს, ვიდრე სხვა ნებისმიერ ბრიტნაულ ძაღლს. ციტატა არადა ეს არის ძაღლი, რომელიც მაგალითია სანადირო მეძაღლეობის, ყველაზე გამორჩეული ინტელექტით, ვაჟკაცური აღნაგობით, საუკეთესო ფსიქიკით, შეუდარებელი მუშა თვისებებით, ლამაზი ნაბულით და ამტანობით! ციტატა KS გამოცდის ნახევერსაც კი ვერ ჩაბარებს 10 სეტერი ერთად აღებული! ძნელია არ დაეთანხმო ყოველივე ამას ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#1164
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
რაღაც რაღაცეები დავწერე ჩვენს სეტერებთან დაკავშირებით,მაგრამ მერე წავშალე.
რაღა მე ვაწყენინო ამდენ ხალხს ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#1165
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
არ ღირს სხვადასხვა ჯიშების ერთმანეთთან შედარება,ჯობია კურცჰაარის ავ კარგიანობაზე ვისაუბროთ!
|
|
|
![]()
პოსტი
#1166
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 700 რეგისტრ.: 15-December 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#1167
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 180 რეგისტრ.: 3-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#1168
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,355 რეგისტრ.: 24-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: mtskheta ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#1169
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 989 რეგისტრ.: 3-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
achiko-l
ვახ ამათ ვენაცვალე მაგრები არიან ვაფანატებ ამ ძაღლზე რა მაინტერესებს გველის ნაკბენი კლავს კურცჰაარს? ამ კითხვას იმიტო ვსვამ რო მეზობლის ძაღლს უკბინა და იმას არაფერი მოუვიდა |
|
|
![]()
პოსტი
#1170
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 700 რეგისტრ.: 15-December 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 17:10 |