IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური პოინტერი
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 16:49
პოსტი #2401


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა








პოინტერი



პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს.
პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა

პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი.
პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად.
პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები).


სქესის გამოხატულება

სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ.
ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები.


ქცევა და ხასიათი

გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია.


შეფერილობა

ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით.
ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი.
ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ.
ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება.
ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით.


ბანალი

მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით
ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა.
ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი.
N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი.


ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული.



თავი

ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით.
თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს.
ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა.
ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა.


ყური

შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია.
ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური.


თვალი

მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია.
ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე.
ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო.



კბილები

თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული.
კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია.


კისერი

მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული.
კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.


მკერდი

ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.
ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან.


ზურგი

ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ.
ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი.


წელი

ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება.
ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი.



გავა

გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი.
ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა.



მუცელი

კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება.
ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი.


წინა კიდურები

წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი.


უკანა კიდურები

უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს.
ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა.


თათები

შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.


კუდი

უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება.
ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი;
ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- კუდიგორელი   ინგლისური პოინტერი   May 19 2009, 16:49
- - giga_megu   ძალიან მაგარი სტილ...   Mar 30 2013, 23:23
- - Fishman   giga_megu ნაბულიც რომ ყო...   Mar 31 2013, 00:20
- - giga_megu   სამწუხაროდ არ არის...   Mar 31 2013, 00:40
- - aragveli   RE: ინგლისური პოინტერი   Mar 31 2013, 15:16
- - giga_megu   ეს ზულუა??   Mar 31 2013, 17:42
- - aragveli   კი ზულუა.   Mar 31 2013, 17:50
- - gagrinski   ციტატა(giga_megu @ 31st March 201...   Mar 31 2013, 19:49
|- - giga_megu   ციტატა(gagrinski @ Mar 31 2013, 2...   Apr 1 2013, 10:12
- - ჯეკო   მართალია 100კმ სათ ს...   Mar 31 2013, 21:30
- - kajuberi   upload pic upload photos ესეც ჩემ...   Mar 31 2013, 21:51
- - aragveli   ჯექსონ მაინც რა მო...   Mar 31 2013, 22:02
- - levani100   პირველ ეპიზოდში შა...   Apr 1 2013, 09:53
- - levani100   ციტატა(giga_megu @ 1st April 2013...   Apr 1 2013, 10:33
|- - giga_megu   ციტატა(levani100 @ Apr 1 2013, 11...   Apr 1 2013, 10:40
- - aragveli   ღირსია ერთი კლიმენ...   Apr 1 2013, 10:44
- - levani100   ციტატა(aleksandre @ 1st April 201...   Apr 1 2013, 11:00
- - levani100   photos upload ესეთზეც თანა...   Apr 1 2013, 13:02
- - gagrinski   ციტატა(giga_megu @ 1st April 2013...   Apr 1 2013, 13:09
- - aragveli   ამაზე უარს იტყვიიი...   Apr 1 2013, 13:09
|- - giga_megu   ციტატა(aragveli @ Apr 1 2013, 14...   Apr 1 2013, 18:17
- - levani100   aragveli ატყობ რომ მიტყ...   Apr 1 2013, 13:17
- - ბაბუ   aragveli რა იყო,ისეთი ძლ...   Apr 1 2013, 13:17
- - aragveli   "ზულუ"-ივასია გუ...   Apr 1 2013, 13:49
- - gagrinski   ეს უბრალოდ ლამაზი ...   Apr 1 2013, 18:29
|- - giga_megu   ციტატა(gagrinski @ Apr 1 2013, 19...   Apr 1 2013, 18:50
- - ბაბუ   giga_megu ციტატა(giga_megu @ 31s...   Apr 1 2013, 18:30
- - aragveli   gagrinski- შემოგზავნილი ...   Apr 1 2013, 18:43
- - ზახარა   aragveli რატომ ხომ აფრე...   Apr 1 2013, 18:44
- - gagrinski   ციტატა(aleksandre @ 1st April 201...   Apr 1 2013, 18:46
- - giga_megu   Ribot della Noce მსოფლიოში ყ...   Apr 1 2013, 19:15
- - levani100   ციტატა(giga_megu @ 1st April 2013...   Apr 1 2013, 20:51
|- - giga_megu   ციტატა(levani100 @ Apr 1 2013, 21...   Apr 1 2013, 21:03
- - gagrinski   საველეზე ვნახოთ, ე...   Apr 1 2013, 20:56
- - aragveli   "მაჩაბელის" კლუ...   Apr 1 2013, 21:03
|- - giga_megu   ციტატა(aragveli @ Apr 1 2013, 22...   Apr 1 2013, 21:06
- - aragveli   გიგა შენ მარტო მუშ...   Apr 1 2013, 21:12
|- - giga_megu   ციტატა(aragveli @ Apr 1 2013, 22...   Apr 1 2013, 21:16
- - levani100   ციტატა(giga_megu @ 1st April 2013...   Apr 1 2013, 21:28
|- - giga_megu   ციტატა(levani100 @ Apr 1 2013, 22...   Apr 1 2013, 23:14
- - Bat   ულამაზესი ნაბული   Apr 2 2013, 09:28
|- - giga_megu   ციტატა(Bat @ Apr 2 2013, 10:2...   Apr 2 2013, 10:10
- - დათუნა   ჩემი 10 თვის "ვიტო...   Apr 2 2013, 10:55
- - კუთხა   დათუნა მშვენიალურ...   Apr 2 2013, 15:05
- - დათუნა   კუთხა   Apr 2 2013, 15:08
- - ზაზა   დათუნა, მაგარი ძაღ...   Apr 2 2013, 15:36
- - ირაკლი   RE: ინგლისური პოინტერი   Apr 2 2013, 15:49
- - დათუნა   ზაზა ირაკლი მადლო...   Apr 2 2013, 16:02
- - არჩილი   მოგესალმებით. კითხ...   Apr 2 2013, 16:44
|- - giga_megu   ციტატა(არჩილი @ Apr 2...   Apr 2 2013, 18:01
- - არჩილი   პასუხი დამაკმაყოფ...   Apr 2 2013, 18:37
|- - giga_megu   ციტატა(არჩილი @ Apr 2...   Apr 2 2013, 22:53
|- - Giorgi_M   ციტატა(giga_megu @ Apr 2 2013, 23...   Apr 3 2013, 09:29
|- - giga_megu   ციტატა(Giorgi_M @ Apr 3 2013, 10...   Apr 3 2013, 10:07
- - sergo tabagari   ესეც ჩემი ბიჭი!   Apr 2 2013, 20:47
- - gagrinski   ციტატა(giga_megu @ 2nd April 2013...   Apr 2 2013, 21:52
- - არჩილი   ბოდიშს გიხდით ამდე...   Apr 3 2013, 08:28
|- - Giorgi_M   ციტატა(არჩილი @ Apr 3...   Apr 3 2013, 09:50
|- - giga_megu   ციტატა(არჩილი @ Apr 3...   Apr 3 2013, 10:14
- - არჩილი   მადლობთ ბატონებო პ...   Apr 3 2013, 11:28
|- - aragveli   ციტატა(არჩილი @ Apr 3...   Apr 3 2013, 11:39
- - არჩილი   მადლობთ, ყველაფერი...   Apr 3 2013, 12:58
- - შადი შამოდი   ჩაკეტვას რაც შეეხე...   Apr 3 2013, 14:10
- - არჩილი   გეთანხმებით ბატინ...   Apr 3 2013, 17:35
- - შადი შამოდი   ეეჰ, არ არის, სამწუხ...   Apr 3 2013, 18:46
- - dato 85   არჩილი სამოძრაო ა...   Apr 3 2013, 19:07
- - Bat   RE: ინგლისური პოინტერი   Apr 4 2013, 17:02
- - არჩილი   Bat ყველაფერი მომწონ...   Apr 4 2013, 19:31
- - ბაბუ   არჩილი ციტატა(archil kuru...   Apr 4 2013, 19:36
|- - giga_megu   ციტატა(ბაბუ @ Apr 4 2013,...   Apr 4 2013, 19:43
- - Alik   ეს ყველა კითხვები ...   Apr 4 2013, 20:37
- - არჩილი   Alik აქ მომყავს წესე...   Apr 4 2013, 20:59
- - Alik   არჩილ ბევრი დრო და...   Apr 4 2013, 22:09
|- - შადი შამოდი   ციტატა(Alik @ Apr 4 2013, 23...   Apr 4 2013, 22:49
- - Alik   და რაც ყველაზე მთა...   Apr 4 2013, 22:29
- - Alik   ბატონო შადიმან დიდ...   Apr 5 2013, 10:29
- - არჩილი   Alik თქვენ მართალი ბრ...   Apr 5 2013, 10:50
|- - Коба   ციტატა(არჩილი @ Apr 5...   Apr 11 2013, 11:04
- - Alik   ახლა ჩვენ რა უნდა გ...   Apr 5 2013, 11:47
- - ბაბუ   Alik ციტატა(Alik @ 5th April 201...   Apr 5 2013, 11:53
- - არჩილი   Alik კლუბის საველე წე...   Apr 5 2013, 12:19
- - monadire batumeli   ციტატა(qarqashadze @ 5th April 20...   Apr 5 2013, 13:44
- - არჩილ   [url="http://postimage.org/"]   Apr 10 2013, 22:31
- - არჩილ   windows 7 screen shot upload foto upload foto ...   Apr 10 2013, 22:44
- - არჩილ   windows 7 screen shot   Apr 10 2013, 22:59
- - არჩილ   windows 7 screen shot   Apr 10 2013, 23:34
- - არჩილი   ჩამჭერით ბატონო კო...   Apr 11 2013, 12:23
- - zaza13   არჩილ კაი ლეკვია, ვ...   Apr 11 2013, 14:16
|- - არჩილ   ციტატა(zaza13 @ Apr 11 2013, 15...   Apr 11 2013, 17:09
- - არჩილ   4 თვისაა ჯერ   Apr 11 2013, 17:23
- - zaza13   არჩილ ჩემი ლეკვის ...   Apr 11 2013, 19:54
- - არჩილ   ბატონ გოგიმ მაჩუქა...   Apr 11 2013, 21:30
- - არჩილ   ძალიან კარგი, კაი ლ...   Apr 11 2013, 21:36
- - nikushamaxi   RE: ინგლისური პოინტერი   Apr 12 2013, 15:19
- - levani100   nikushamaxi გამარჯობა. იქ...   Apr 12 2013, 15:24
- - nikushamaxi   გამარჯობა მეგობარ...   Apr 12 2013, 15:34
- - nik@a   როგორ მინდა რომ და...   Apr 12 2013, 15:43
- - nikushamaxi   ვივი ვიცი მეგობარო...   Apr 12 2013, 15:54
- - levani100   დათუნა -ს ძაღლის ძმ...   Apr 12 2013, 15:56
- - nikushamaxi   კი კი აუცილებლად დ...   Apr 12 2013, 15:59
- - nik@a   nikushamaxi მხოლოდ თქვენს...   Apr 12 2013, 15:59
38 გვერდი V  « < 23 24 25 26 27 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th July 2025 - 07:07