ინგლისური სეტერი - ლავერაკი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ინგლისური სეტერი - ლავერაკი |
May 16 2009, 07:34
პოსტი
#901
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
სეტერისტებს ბატონი შადიმანისგან
![]() ინგლისური სეტერი სეტერს, ჩვეულებრივ, გრძელბეწვიან მეძებარ ძაღლს უწოდებენ. ეს ტერმინი დიდ ბრიტანეთში უკვე XIV საუკუნიდანაა ცნობილი. კინოლოგები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ამ პერიოდში და ალბათ უფრო ადრეც, ესპანური წარმოშობის მომცრო სპანიელებისა და სხვა რამოდენიმე ჯიშის, მაგალითად, ფრანგული შავფოთლიანი მეძებრის შეჯვარებით მიღებულ იქნა ფრინველზე მონადირე გრძელბეწვიანი ძაღლი, რომელიც ზომით სპანიელს აღემატებოდა და ჰქონდა განსაკუთრებული თვისება _ განაბულიყო ნაპოვნი ფრინველის წინ. ანუ ძაღლი ნაბულზე დგებოდა, ხანდახან წვებოდა კიდეც. "ტო სეტ" _ აქედან წარმოიშვა ჯიშის სახელწოდება. ეს სიტყვა ხომ ძირს დაშვებას, დაჯდომას, დაწოლას ნიშნავს. სეტერების მომრავლება-მოშენება ბრიტანეთის სხვადასხვა მხარეებში ურთიერთიზოლირებულად ხდებოდა. ინგლისელი მონადირეები შავ-თეთრ შეფერილობას ანიჭებდნენ უპირატესობას, უელსელები _ თეთრს, ირლანდიელები _ წითელს, ჟღალს, შოტლანდიელები _ შავ ფერს, ოღონდ დრუნჩზე, მკერდზე და ფეხებზე რუჯით. რა თქმა უნდა, შეფერილობასთან ერთად სხვადასხვა კუთხის სეტერები თანდათან ერთმანეთისაგან გამორჩეულ სხვა თვისებებსაც იძენდნენ. ამიტომ იყო, რომ მე-19 საუკუნის მიწურულს ისინი ოფიციალურად დაყვეს სამ დამოუკიდებელ ჯიშად: ინგლისურ, ირლანდიურ და შოტლანდიურ სეტერებად. საკუთრივ ინგლისური სეტერის ისტორია განუყოფლად არის დაკავშირებული ედუარდ ლავერაკის (1798-1877) სახელთან, რომელმაც ამ ჯიშის მოშენება 1825 წლიდან დაიწყო. ინგლისურ სეტერს ბევრი ხომ დღემდე "ლავერაკს" ეძახის. ლავერაკისეული ძაღლები ჯმუხები, მუხლმოკლეები და გაწელილი ფორმატისანი იყვნენ. ახასიათებდათ მიწას გაკრული ქროლვა, მწოლიარე ნაბული, ძლიერი ყნოსვა, ნადირობის დაუოკებელი ჟინი და მოუღლელობა. თანამედროვე ინგლისური სეტერის ჩამოყალიბებაში უდავოა XIX საუკუნეში მოღვაწე მეორე ინგლისელი მომშენებლის _ პიურსელ ლუელინის წვლილიც. მის მიერ გამოყვანილი ინგლისური სეტერის ტიპი უფრო მსუბუქი, თხელი და მაღალფეხება ჩანდა, ამასთან განსაკუთრებული ყნოსვით და სისწრაფით გამოირჩეოდა. ინგლისურ სეტერს ზემოთჩამოთვლილი ღირსებები დღემდე სრულად აქვს შენარჩუნებული. ამ ჯიშის საყოველთაო პოპულარობის მიზეზად მაინც საოცარი გონიერება, მოსიყვარულე ბუნება, დამყოლი ხასიათი და, უპირველეს ყოვლისა, მუშაობის გამორჩეულად ლამაზი სტილი _ განუმეორებელი პლასტიკა მიიჩნევა. საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი ინგლისური სეტერი _ შედარებით მუხლმოკლე, "ჩამჯდარი" აღნაგობის, მაგრამ ამასთან, საკმაოდ წინამაღალა ძაღლია. წინა და უკანა კიდურების სამოძრაო ბერკეტები მკვეთრად მახვილკუთხოვანი აქვს. კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და მკვრივ-ხმელია. ლაღი, შეუბოჭავი და ენერგიული მოძრაობებით გამოირჩევა. ნადირობისას ინგლისური სეტერის ქროლვაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, ერთის მხრივ, ელეგანტურობა და სილამაზე, მეორეს მხრივ _ ძალ-ღონე და ამტანობა. სქესის გამოხატულება სხვაობა თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო ტანადები და ძვალსრულები არიან, ძუები _ შედარებით მომცროები და მსუბუქი აღნაგობისანი. ნაკლი: ძუ _ ხვადის ტიპისა. ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა. ქცევა და ხასიათი ინგლისური სეტერი ადამიანის მიმართ განსაკუთრებით ალერსიანი და მიმნდობია. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება. ტანადობა საშუალო სიმაღლისაა. მინდაომდე (ქედისძირამდე) ხვადების სიმაღლეა _ 56-64 სმ, ხოლო ძუების _ 53-62 სმ. გაწელილობის ინდექსია 107-108 (ხვადები) და დაახლოებით 110 (ძუები). მითითებულზე ნაკლები და 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. შეფერილობა ორფერები: თეთრ ფონზე გაბნეული შავი ან მოყვითალო ან მოწითალო-ნარინჯისფერი ან ყავისფერი წინწკლები, ხალები ან ლაქები. სამფერები: თეთრ ფონზე შავი წინწკლები, ხალები ან ლაქები; ამასთან წარბზედა რკალები, ყურების შიდა ნაწილი და კიდურები შავთან ერთად შეფერილია აგრეთვე მოწითალო-ნარინჯისფერი წინწკლებითაც (ფორეჯებითაც). დაწინწკლულ, დაფორეჯებულ შეფერილობას, ტანზე დიდი ლაქებისა და ფართო ფოთლების გარეშე, ლაქებიანთან და ფოთლებიანთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. იშვიათად გვხვდება, მაგრამ დასაშვებია, სულ ერთიანად თეთრი ან ფოლადისფერი შეფერილობები. (ეს უკანასკნელი თეთრი და შავი ბეწვის თანაბარი მონაცვლეობითაა გაპირობებული) ამასთან, ძაღლის კიდურები ამ შემთხვევაშიც დაწინწკლული უნდა იყოს. ხინჯი: ერთფერიანობა _ მთლიანად ყავისფერი ან მთლიანად შავი ან მთლიანად წითური ყველანაირი ელფერებით. ბანალი ინგლისური სეტერი მდიდრულად ჩაცმული ძაღლია. შემოსილია ხშირი, მბზინავი, ფაფუკი ბანლით. მეტწილად სწორი, აბრეშუმისებრი ბეწვი დასაშვებია თეძოებზე ოდნავ ტალღოვანიც რომ იყოს. თავზე და კიდურების წინა მხარეს მოკლეა, ტანზე კი გრძელი, წმინდა და ხასხასაა. ყურებზე, მკერდზე (ქვედა ნაწილი), წინა ფეხების უკანა მხარეს _ იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს _ კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, ასევე კუდის მუცელზე ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე ტანზე და ნაძეძებადაა ჩამოვარცხნილი; კუდზე კი მარაოსავით ჩამოშლილია. ნაკლი: მწირი, სუსტად განვითარებული ბანალი; ზედმეტად ტალღოვანი ან დახუჭუჭებული ბეწვი; გახუნებული, ჩამქრალი ბეწვი. ხინჯი: ხეშეში ბეწვი; ფეხებზე ნაძეძისა და კუდზე მარაოს არარსებობა. ტყავი და ძვალ-კუნთოვანი სისტემა ტყავი თხელია, მკვრივი, მომდგარი და ელასტიური. ჩონჩხი და კუნთები _ კარგად განვითარებული. ნაკლი: არასაკმარისად განვითარებული ჩონჩხი და მუსკულატურა. ხინჯი: ძვალმწირობა; სქელი, უხეში, დანაკეცებული ტყავი. თავი მსუბუქია, ხმელი, წაგრძელებული, აშკარად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). ზევიდან თუ დავხედავთ _ დრუნჩი თავის ქალის კოთხოზე ოდნავ ვიწ.როა; გვერდხედში დრუნჩისა და კოთხოს ზედა კონტურები სწორია და პარალელური. წარბზედა რკალები რელიეფურადაა გამოხატული. ტიხარი (შუბლის კუთხე) მკაფიოდ იკვეთება. თავის ქალის კოთხოს სიგრძე, დაახლოებით მისსავე სიგანეს (ყურებს შორის) უტოლდება. დრუნჩის სიგრძე კი კოთხოს სიგრძეს უნდა უთანაბრდებოდეს. ტუჩები თხელია; ზედა ტუჩი ქვედაზე მცირედით გადმოშვებული და ჩამოცილებულია. ზედა ტუჩის კონტური პროფილში სწორკუთხედს ქმნის, მომრგვალებული ძირა კუთხით. ძუებთან ეს მომრგვალება უფრო შესხეპილია. განიერი, ფართონესტოებიანი, ნოტიო ცხვირი ფერით სხეულის საერთო შეფერილობას ეხამება - ან შავია, ან ყავისფერი. ნაკლი: მოკლე, წამახვილებული, ჩამოფლაშული დრუნჩი. შესამჩნევად აპრეხილი ცხვირი; თვალშისაცემი ცხვირკეხიანობა; გაბრტყელებული კოთხო; ზედმეტად გამობურცული შუბლი; ყურებს შორის გუმბათივით ამომრგვალებული თავის ქალა. ხინჯი: ტიხრის არქონა; სოლისებური თავი; მკვეთრად გამოყრილი ყვრიმალები. ყური ზომიერად გრძელია, დაკიდული, თხელი და სალუქი, არაგანიერი, მომრგვალებული ბოლოებით, შემკულია წმინდა, კაზმული ბეწვით. ინგლისურ სეტერს ყური საკმაოდ დაბლა უზის _ თვალის ხაზის გასწვრივ _ ლამაზად დანაკეცებული ეშვება და წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ღაწვებს. ნაკლი: მაღალზე დასმული ყური; მძიმე, დონდლო ყური;შეუფერებლად მოკლე ან გრძელი (როცა შეტოლებისას ცხვირის წვერს წვდება); ზედმეტად გრძელი ბეწვით შემოსილი ყური (8 სმ-ზე მეტით). ხინჯი: ხრტილზე გადმოკიდული ყური; ხრტილზე გადმოკიდული და უკან გაცქვეტილი ყური. თვალი ზომიერად დიდია, მრგვალია, არაღრმად ჩამჯდარია მჭიდროდ მომდგარი უპეების სწორ ჭრილში. ფერად _ მუქი ყავისფერი ან კაკლისმურაბისფერია, რაც მეტად მუქია, მით უკეთესი. მბრწყინავია, ნაპერწკლიანია, აზრიანია _ მშვიდი, კეთილმოსურნე გამომეტყველებით. ნაკლი: შორი-შორ განლაგებული თვალები ცერად გაჭრილი უპეებით. გადმოკარკლული ან ჩაცვენილი; მცირე ზომის თვალი; ღია ფერის თვალი; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპე. ხინჯი: მოყვითალო თვალი ძაღლის ნებისმიერი შეფერილობისას. კბილები თეთრი, მაგარი საღი, კარგად განვითარებული; ერტმანეთთან მჭიდროდ მიჯრილ-ჩაწიკწიკებული. კბილთაყრა მაკრატელისებურია. კისერი გრძელია, ხმელია და კუნთოვანი, კვეთში ოვალურია; ზედხედში ოდნავ გამობურცული; ქედი ეტყობა; კისერი მინდაოსკენ თანდათან ფართოვდება. ნაკლი: მოკლე; მძიმე და გადატვირთული კისერი. ღაბაბიანი ყელ-კისერი. ხინჯი: მომრგვალებული; ძალზე მსხვილი ან ძალზე მოკლე კისერი. მკერდი გრძელია; საკმაოდ ღრმაა და საკმაოდ ფართო; ჩამოშვებულია იდაყვებამდე ან უფრო დაბლა. ყაფაზი, გრძელი და რამდენადმე გამობურცული ნეკნებით, კარგად განვითარებულია. მკერდის შუაძვალი მცირედ იკვეთება. ნაკლი: ზედმეტად გაშლილი; ვიწრო; კასრისებურად მომრგვალებული მკერდი. ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. მინდაო კარგადაა ამოზიდული, მკვეთრად გამოეყოფა ზურგის ხაზს, რელიეფურად დაკუნთულია. ბეჭი გრძელია, ბრტყელია და ცერად დახრილი, კორპუსს მიკრული. ბეჭისთავები მომრგვალებულია. ნაკლი: ვიწრო; ძალიან გრძელი; დამძიმებული მინდაო. მოშვებული ბეჭები; წაწვეტებული ბეჭისთავები. მუცელი ზომიერადაა აკვალთული. ნაკლი: ჩამოშვებული ან ძალზე ატაცული მუცელი. ზურგი მოკლეა, სწორია, ზომიერად ფართო და კუნთოვანი. ნაკლი: ვიწრო; გადრეკილი (რბილი), ან მცირედ ამოკუზული ზურგი. ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი. წელი ოდნავაა ამოდრეკილი, ფართოა და კუნთოვანი. ნაკლი: გრძელი წელი; გასწორებული (თარაზული) წელი; თვალშისაცემად ამოდრეკილი წელი. ხინჯი: იგივე _ მკვეთრად გამოხატული. გავა გრძელია, ფართოა და ოდნავ დაქანებული. ნაკლი: ვიწრო; განუვითარებელი; თარაზული ან ჩათლილი გავა. ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. წინა კიდურები წინხედში ფეხები სწორია და ძაღლს ურთიერთპარალელურად უდგას. მხრები ღონივრად დაკუნთული აქვს; მხრის ბერკეტი თვალშისაცემად მახვილკუთხოვანია _ მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 90 გრადუსია. წინამხარი განივჭრილში ოვალურია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან მიმართულია, კორპუსზე მიმჯდარია და ზუსტად მინდაოს ქვეშაა განლაგებული. ტერფი ღონიერია, მყარად და ოდნავ დახრილად დგას. ნაკლი: შედარებით გაშლილი მხარ-ბეჭის კუთხე; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; ცოტათი შიგნით შებრუნებული (დამალული) ან განზე გამოყრილი იდაყვები; სუსტი ან შვეულად მდგარი, ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი (შიგნით შეტრიალებული), ან ბატატურა (გან-გან გადგმული) თათები. ხინჯი: იგივე გადახრები _ მკვეთრად გამოხატული. უკანა კიდურები თეძოს და წვივის ძვალი გრძელია; მათი შესახსრების კუთხეები (მუხლისთავები) კარგად გამოხატულია; უკანა ტერფი მოკლეა და მშვიდად მყოფ ძაღლს თითქმის შვეულად უდგას; სანავარდოები (კოჭ-წვივის სახსრები) აუცილებლად უკან მიმართულია. ნაკლი: ზედმეტად გამართული უკანა კიდურები; ერთმანეთთან ზედმეტად დაახლოებული ან მეტისმეტად დაშორებული სანავარდოები. "მორცხვი" დგომი _ შეტყუპული, ზედმეტად ახლომდგომი უკანა ფეხები. ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი ბრჭყალითურთ). თათი ცოტათი ოვალური ფორმისაა; მიკუმულია _ ერთმანეთთან მჭიდროდ მიკრული თითებით. თითებშუა სწორი ბანალია ამობუჩქული. ბალიშები სქელი და უხეში აქვს. ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები. კუდი სწორია ან ხმლისებური, ნარნარად აგრძელებს ზურგის ხაზს; სიგრძეს რაც შეეხება, კუდის ბოლო მალა სანავარდო სახსარს ოდნავ უნდა ჩაცდეს. ძაღლს კუდი ზურგის ხაზის სიმაღლეზე ან ცოტა დაშვებული უჭირავს. კუდი შემოსილია სწორი ან ოდნავ შეტალღული (არავითარ შემთხვევაში _ ხუჭუჭა) ბანალით, რომელიც მარაოსებრ ჩამოშლილია _ ბეწვი, დაწყებული კუდის რიკიდან, თანდათანობით გრძელდება შუა ნაწილამდე, ბოლოსკენ კი ისევ მოკლდება. ნაკლი: ზედმეტად გრძელი ან მოკლე; გვერდზე გადავარდნილი; აპრეხილი; ნამგლისებური კუდი. ხინჯი: მოკაუჭებული კუდი. :moderirebulia: |
|
|
|
Beso ინგლისური სეტერი - ლავერაკი May 16 2009, 07:34
T A M P L I E R ლაიქ ფოტოებს Mar 4 2013, 10:49
gagrinski ციტატა(nika @ 4th March 2013 ... Mar 4 2013, 10:56
ჭალიმგელა გამოფენაზე გავაკე... Mar 4 2013, 10:59
gagrinski ციტატა(Chalimgela @ 4th March 201... Mar 4 2013, 11:01
T A M P L I E R gagrinski
აჯობებს ყველა... Mar 4 2013, 11:04
gagrinski ბატონი ბრძანდები Mar 4 2013, 11:12
T A M P L I E R ეს ჩემი აზრია კაცო ... Mar 4 2013, 11:18
Maverick gagrinski
ლეკვი კარგი ტა... Mar 4 2013, 11:55
ზახარა ციტატა(Nikolo @ 4th March 2013 ... Mar 4 2013, 12:08
gagrinski ციტატა(Nikolo @ 4th March 2013 ... Mar 4 2013, 12:22
კალვერა სასიხარულო ამბავი... Mar 9 2013, 20:14
gagrinski გამიხარდა და გილოც... Mar 9 2013, 20:46
levani100 კალვერა
გილოცავ მ... Mar 9 2013, 21:09
კალვერა გაიხარეთ
levani100
კაი ... Mar 9 2013, 23:13
levani100 იკო მოიცალე და გაუ... Mar 11 2013, 09:40
marshal კალვერა
გილოცავ ს... Mar 11 2013, 15:46
gagrinski picture hosting
ესეც დაფნის ... Mar 13 2013, 11:23
ზახარა gagrinski
ცალკე თემა გ... Mar 13 2013, 11:49
gagrinski ციტატა(zaxara @ 13th March 2013 ... Mar 13 2013, 11:51
T A M P L I E R gagrinski
მოსაკლავი რო ხ... Mar 13 2013, 12:06
Jager_Man კალვერა , marshal გილოცა... Mar 13 2013, 12:06
ზახარა ყველამ ცალკე ჯობია... Mar 13 2013, 12:11
gagrinski ბოდიში მეგობრებო უ... Mar 13 2013, 14:35
temo.p გაგრინსკი კარგი ძა... Mar 13 2013, 19:10
gagrinski ციტატა(temo.p @ 13th March 2013 ... Mar 13 2013, 19:17
temo.p ციტატა(gagrinski @ Mar 13 2013, 2... Mar 13 2013, 19:29
Fishman ციტატა(gagrinski @ Mar 13 2013, 2... Mar 13 2013, 21:34
megreli gagrinski
ციტატა(dato gagrinski ... Mar 13 2013, 21:40
gagrinski ციტატა(khmaltevza @ 13th March 20... Mar 14 2013, 11:36
temoo90 ისეთი ტენდენცია მი... Mar 14 2013, 11:40
Fishman temoo90
საქმე ლაპარაკი... Mar 14 2013, 18:45
ზახარა RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Mar 14 2013, 19:38
Fishman Nencini-ს და francini-ს რა მაგ... Mar 14 2013, 20:09
temoo90 Fishman
ჩემიც მეყოფა ახ... Mar 14 2013, 21:08
ჯეკო ბატონი ბილი Mar 17 2013, 10:08
gagrinski ციტატა(jeko 15 @ 17th March 2013 ... Mar 17 2013, 14:28
ჯეკო ციტატა(dato gagrinski @ 17th Marc... Mar 17 2013, 14:48
ჭალიმგელა მატებაა სეტერისტე... Mar 23 2013, 13:38
ჯეკო ჭალიმგელა
რაკაი ტ... Mar 23 2013, 13:49
ჭალიმგელა ჯეკო
ძუს პატრონი ხ... Mar 23 2013, 13:55
gagrinski ციტატა(jeko 15 @ 23rd March 2013 ... Mar 23 2013, 19:22
Fishman gagrinski
რავა ყველა დაფ... Mar 23 2013, 20:10
T A M P L I E R RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Mar 23 2013, 20:14
gagrinski ციტატა(khmaltevza @ 23rd March 20... Mar 23 2013, 20:23
კალვერა ვააა საღოლ გუფის მ... Mar 23 2013, 20:33
ჭალიმგელა gagrinski
ქარიატაში მიე... Mar 23 2013, 21:40
megreli ციტატა(Chalimgela @ 23rd March 20... Mar 23 2013, 21:51
gagrinski ციტატა(Chalimgela @ 23rd March 20... Mar 23 2013, 21:52
marshal ჭალიმგელა
იფ იფ იფ ... Mar 23 2013, 23:28
Fishman ნახეთ რა ხოდი აქვს ... Mar 27 2013, 22:42
ზახარა ნამდვილი მამაძაღლ... Mar 27 2013, 22:48
gagrinski სასწაული ძაღლია, ტ... Mar 27 2013, 23:16
კალვერა შენ არხეინად იყავი... Mar 27 2013, 23:24
gagrinski ციტატა(irakli kvachadze @ 28th Ma... Mar 27 2013, 23:26
giga_megu ორიო არის ერთერთი ... Mar 28 2013, 00:20
Don. vano ციტატა(giga_megu @ Mar 28 2013, 0... Mar 28 2013, 09:49
giga_megu ციტატა(Don. vano @ Mar 28 2013, 1... Mar 28 2013, 10:03
levani100 ციტატა(dato gagrinski @ 28th Marc... Mar 28 2013, 08:45
gagrinski ციტატა(giga_megu @ 28th March 201... Mar 28 2013, 09:53
rachveli11 რაჭში ნადირობა Mar 28 2013, 09:53
Don. vano სეტერი ნაბულს მაინ... Mar 28 2013, 10:10
Maverick QUOTE (Don. vano @ Mar 28 2013, 11:10) ... Mar 28 2013, 10:28
giga_megu ციტატა(Don. vano @ Mar 28 2013, 1... Mar 28 2013, 10:47
Maverick giga_megu
მოვრჩეთ უსაგნ... Mar 28 2013, 10:54
aragveli giga_megu- გაიგე ადამიან... Mar 28 2013, 10:59
ბაბუ ციტატა(aleksandre @ 28th March 20... Mar 28 2013, 11:20
aragveli ციტატა(ბაბუ @ Mar 28 2013... Mar 28 2013, 11:58
Maverick თემას ვინც გადაუხვ... Mar 28 2013, 12:41
dato 85 ბიგ ჯიმი ოხაჯთან ე... Mar 30 2013, 23:05
gagrinski RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Apr 1 2013, 17:56
gagrinski ეს ბოლო ვიდეო მაგი... Apr 1 2013, 18:11
gagrinski აბა იტალიური სისხლ... Apr 1 2013, 18:19
giga_megu BIG JIM ძალიან მაგარი ს... Apr 1 2013, 20:51
gagrinski კია რუსული სიმღერა... Apr 9 2013, 11:50
megreli კლასიკა Apr 10 2013, 14:46
ალთაზარ megreli
ჯეკო სურათი ? Apr 10 2013, 14:49
megreli ალთაზარ
რა მნიშვნ... Apr 10 2013, 15:09
grigola მოკლედ შენ და შენი ... Apr 10 2013, 15:18
megreli grigola
შემდეგი კლა... Apr 10 2013, 15:20
ჯეკო ციტატა(AJLTA3AP @ 10th April 2013... Apr 10 2013, 16:18
megreli ჯეკო
ასე მინდა მეე ... Apr 10 2013, 23:37
Fishman megreli
არც იფიქრო! ნუ... Apr 10 2013, 23:42
megreli Fishman Apr 10 2013, 23:52
Giorgi_M ეს ვიდეო აქ უნდა იდ... Apr 14 2013, 17:01
Коба ციტატა(Giorgi_M @ Apr 14 2013, 18... Apr 15 2013, 02:04
jola ციტატა(Giorgi_M @ Apr 14 2013, 18... Apr 15 2013, 02:19
gagrinski ამის მერე სხვა მეძ... Apr 14 2013, 17:12
Коба ციტატა(gagrinski @ Apr 14 2013, 1... Apr 15 2013, 02:18
Giorgi_M ციტატა(Коба @ Apr 15 2013, 03... Apr 15 2013, 09:31
Don. vano ისეთ კადრებია რომ ... Apr 14 2013, 19:50
Коба ციტატა(Don. vano @ Apr 14 2013, 2... Apr 15 2013, 02:29
Giorgi_M ციტატა(Коба @ Apr 15 2013, 03... Apr 15 2013, 09:40
gagrinski ციტატა(vanodonjashvili @ 14th Apr... Apr 14 2013, 19:52
megreli Giorgi_M
ციტატა(Giorgi_M @ 15th... Apr 15 2013, 10:29
megreli Коба
ციტატა(Коба @ 15th ... Apr 15 2013, 10:41
levani100 megreli
ციტატა(dato1992 @ 15th A... Apr 15 2013, 11:17
giga_megu გისმენთ და მიკვირს... Apr 15 2013, 11:38
შადი შამოდი ციტატა(giga_megu @ Apr 15 2013, 1... Apr 15 2013, 13:36
gagrinski ციტატა(Коба @ 15th April 2013... Apr 15 2013, 12:38
aragveli სანამდის ეს ჯიშები... Apr 15 2013, 13:40![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2025 - 20:18 |