კალმახა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

კალმახა
ვიტო
პოსტი Sep 28 2010, 12:00
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბარემ რომ არ ვიცი რა ვქნა ამასაც დავწერ, ივარგებს მგონი newsmile045.gif

ვარ ჩემთვის ამ გაზაფხულზე საკუთარ ეზოში და რატომღაც გამახსენდა, რომ ხალხს საკუთარ ეზოებში მოყავთ რაღაც
სოკოები და ვიფიქრე მე რით ვარ მაგათზე ნაკლებითქო? ავდექი, მივედი სამთო ქიმიის შენობაში სადაც "საქართველოს
მემამულეთა კავშირია" განთავსებული და საიდანაც ვიღებ ძირიტად კონსულტაციებს ბაღის და ბოსტნის მოვლის შესახებ და
ვეკითხები სოკოებზე რომლებიც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა მოიყვანოს მარტივი წესებით. აღმოჩნდა რომ მარტივი
კი არ ყოფილა ეს ყველაფერი არამედ ძალიან მარტივი. ძირითადად ქამაზე და კალმახაზე მესაუბრნენ. ბევრი მითხრეს
თუ ცოტა საბოლოო არჩევანი კალმახაზე გავაკეთე, უფრო მარტივი მომეჩვენა.

რა უნდა კალმახას: პირველ რიგში დაგვჭირდება ნებისმიერი ფოთლოვანი ხის მორები, სასურველია დიდი დიამეტრის,
სიმაღლესი დაახლოებით 30-40სმ. რადგან სოკო ხის ლპობის პროცესში ღვივდება, უფრო სწორედ ტენიანობის პირობებში
გადავწყვიტე მენახა შედარებით მსუბუქი ე.წ. მალე ლპობადი ხის ჯიში, კონსულტაციების შედეგად მივედი ალვის ხის არჩევნამდე.
სად ვიშოვოთ ალვის ხე: ბევრი რომ არ ვიაროთ ელექტრო ხერხით და ნაჯახით, თან არაკანონიერად რომ არ ვჩეხოთ
ბუნებრივი სიმდიდრე, მე გირჩევდით იპოვოთ თბილისში ნებისმიერი მერიაზე დაქვემდებარებული სამსახური რომელიც
დაკავებულია ქალაქში ზედმეტი ხეების ჭრით. მოკლედ მიხვალთ და ეტყვით თქვენ გასაჭირს, თუ იმ მომენტში ექნებათ ხომ
დაგამისამართებენ, თუ არადა გეტყვიან რომელიმე დღეს სადაც გეგმის მიხედვით ექნებათ ალვის ხე მოსაჭრელი, მიაკითხავთ და
გამოგატანენ, თან აჩუქებთ 2-3 თუმანს და მადლობასაც გეტყვიან newsmile05.gif
რამდენი მორია საჭირო: ეგ დამოკიდებულია თქვენ სურვილებზე და გურმანულ მოთხოვნილებებზე, აგრეთვე ოჯახში
რა რაოდენობის წევრებს უყვართ სოკო, მე მაგალითად ავიღე 8 მორი, გავყავი შუაზე დავადგი ერთმანეთს და გამომივიდა 2
კოლონა 3 შრით. ანუ მიწის შრე, პირველ და მეორეს შორის და მეორეს და მესამეს შორის.
თესვა:ბარემ გეტყვით იმასაც რომ სათესლე მასალის დამზადასაც არ უნდა ბევრი წვალება. რთული არც ეგ არის უბრალოდ
ხორბლის დაობებაა საჭირო, მაგრამ გარკვეულ პროცედურებს მაინც მოითხოვს. ასე რომ ეს ყველაფერი თავიდან რომ აიცილოთ,
მიბრძანდით ზემოთ არნიშნულ მისამართზედა პირდაპირ შეიძინეთ 1კგ-იან დაფასოებებში, ფასი თუ არ მეშლება იყო 7 გელა.
მე დამჭირდა 3 პაკეტი, წესით 2 ცალი უნდა მყოფნოდა, მაგრამ ხარბი თვალი რომ ექნება კაცს მაინც ზედმეტი ვიყიდე newsmile05.gif პაკეტი
იხსნება და იშლება მარტივ მამრავლებად, ანუ ვაფვიერებთ ობისგან გათეთრებულ ხორბლის მარცვლებს. ვასუფთავებთ კოლონის
დადგმის სავარაუდო ადგილს ბალახისგან და ვყრით მიწაზე, ვადგავთ პირველ მორს და ისევ ვაყრით თესლს, შემდეგ კვლავ
ვადგავთ და ვყრით... ვეცადოთ რომ პაკეტი 3 შრეზე გადანაწილდეს თანაბრად. პ.ს. ერთი დათესვა ყოფნის 3-4 წელი.
სად ავღმართოთ კოლონები: სასურველია ხის ქვეშ, ან ეზოს კუთხეში, ან ნებისმიერ ჩრდილიან ადგილში სადაც დღის
მანძილზე მზე ხშირად არ გაახურებს. ეს საჭიროა იმისთვის რომ ტენიანობა შენარჩუნდეს დიდი ხანი.
მოვლა:გავაკეთეთ ძირითადი სამუშაობი გაზაფხულის თბილი ამინდების დადგომასთან და ვიწყებთ მოვლას. ყველაზე
მთავარია არ დაგვავიწყდეს კოლონების დანამვა, შედარებით გრილ ამინდებში 4-5 დღეში ერთხელ, ხოლო ზაფხულის
ცხელ ამინდებში ყოველდღე. მე ზაფხულში ვცდილობდი რომ დაღამებისას მიმეშვა წყალი, რადგან ღამე უფრო დიდი ხანი ვერ
ახერხებს გაშრობას. თუმცა რამოდენიმე დღეც რომ გამოგრჩეთ რამე კატასტროფული არ მოხდება, უბრალოდ პირველი
მოსავალი ცოტა გადაინაცვლებს ვადებში.
მოსავლის აღება: ჩემ შემთხვევაში პირველი ტალღა მოარტყა მაისის ბოლოს, მაგრამ ამას ტალღა არ ერქვა, უფრო
იმის გამოვლინებას გავდა, რომ ზოგადად ყველაფერი წესრიგშია. ერთი კარგი დიდი ტაფა შეიბრაწა და ეგ იყო. ძირითადი ამოსვლა
ჩემთან დაიწყო ამ დღეებში. ასეთ რაოდენობას ნამდვილად არ ველოდი, ერთ მოკრეფაზე ავიღე 5კგ. კი ხვდებით რომ
ძალიან ბევრია, თან პატარ პატარა წამონაზარდები ყოველდღე ემატება. ასე რომ თესლის შეძენისას გაითვალისწინეთ რომ
ზედმეტი არ მოგივიდეთ newsmile05.gif პ.ს. სასიამოვნო ისიც არის რომ დაკრეფილ სოკოს ბევრი წმენდა არ ჭირდება, რადგან მწასტან შეხება
არ აქვს, მთავარია წყალი გავალოთ და ხელი მივახმაროთ.

ესეც პირველი მოსავალი, სულ 3 დღის წამონაზარდები





ცოტა რამ კულინარიაზე: უფრო სწორედ ზამთრისთვის შენახვაზე. რაოდენობის და გამო გადავწყვიტე მარინადის
გაკეთება, მგონი კონსერვიზაცია უფრო სწორე იქნება. ვიღებთ 3კგ კალმახას, ვრეცხავთ და ვჭითრით სასურველ ზომებად.
ვყრით, ვყრით ქვაბში და ვასხავთ 3 ლიტრ წყალს, ვამატებთ 5-6 დაფნის ფოთოლს და 10-15 მარცვალ შავი წიწაკისთესლებს.
წამოვადურებთ 5 წუთის განმავლობაში და გამოუცვლით წყალს. მომავალ წამოდუღებამდე ვნაყავთ 1 საშუალო ზომის
ნიორს და ვყრით ქვაბში. ვაგრძელებთ დუებას 30-40 წუთის განმავლობაში. გადმოგვაქვს სოკო საწურზე და ვაშრობთ,
მაგრამ დრჩენილ წვენს არ ვასხავთ, მისგან დამატებითი ნახარში უნდა გავაკეთოთ რასაც სოკოს ქილებში გადაღების შემდეგ გამოვიყენებთ
მათ შესავსებად. დარჩენილ წვენს ვადგავთ ისევ ცეცხლზე და ვაყრით 300-400 გრამ მარილს, წვენი საშუალოდ უნდა იყოს 1 ლიტრა
მაინც, თუ დაგაკლდათ ონკანის წყლი დაამატეთ. ვიღებთ მშრალ მიხაკს დაახლოებით ნახევარ მუჭას და მასაც ვყრით
ცეცხლე დამდგარ წვენში. ველოდებით წამოდუღებას და მარილის გახსნას.



ვიღებთ წინასწარ გასტერილებულ(მდუღარეში გავლებულ) ქილებს, მე მაგალითად პატარა ქილებს ვამჯობინებ. ვაწყობთ გადავსებამდე
სოკოს და ვასხავთ უკვე გამზადებულ წვენს იმ რაოდენობით სანამ ქილის პირი არ დაიფარება, ველოდებით 2 წუთი რომ წვენი კარგად
დაილექოს და ისევ ვამატებთ. საქმე გაკეთებულია. ველოდებით გაგრილებას და ვხუფავთ პლასტიკის თავსახურით, რატომ
ესე და არა რკინის სახუფით? არ ვიცი მაგდენი, უბრალოთ ყველამ ვისთანაც კონსულტაცია გავიარე ესე მირჩიეს newsmile05.gif დადგით
გრილ ადგილზე და ნებისმიერი სურვილის გაჩენის დროს ხელში გეჭირებათ მზა სოკო, რომელსაც მხოლოდ ტაფაზე კარაქში
მოხრუკვა დაჭირდება. სურვილი თუ გექნებათ სუნელებსაც მიამატებთ ცოტა არჟანს და პირდაპირ ტაფიდან არყის მიყოლებით მიირთმევთ.



არა ძალიან მაგარი ვარ რა, ესე კაცმა ყველაფერი ვიცოდე რავი აბა.... newsmile05.gif
გისურვებთ წარმატებებს newsmile045.gif






Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
11 გვერდი V  « < 2 3 4 5 6 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (45 - 59)
Sos049
პოსტი Apr 17 2013, 13:32
პოსტი #46


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 866
რეგისტრ.: 15-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მადლობა ვიტოს!!!
ძალიან მომეწონა ვიტოს ნაშრომი და გადავწყვიტე მეც მოვსინჯო სამსახურში კალმახას მოყვანა.
შედეგი რამოდენიმე თვეში იქნება ალბათ და გამცნობთ აუცილებლად... newsmile041.gif



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მარდი
პოსტი Apr 17 2013, 15:34
პოსტი #47


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,018
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვა რა მაგარია!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Saba.S
პოსტი Apr 17 2013, 16:01
პოსტი #48


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მეც მაქვს ხის სოკო ეზოში 4 კუნძი newsmile05.gif

Sos049

კარგი რამეა newsmile05.gif წიფელის კუნძებია ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
chalata
პოსტი Apr 17 2013, 16:14
პოსტი #49


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 318
რეგისტრ.: 30-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



არა ალვის ხის კუმძებია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Apr 17 2013, 16:15
პოსტი #50


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



მე მქონდა სოფელში ზუსტად ასე. ამჯერად შევცვალეთ და ნახერხ ჩაყრილ პარკებში ვთესავთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Luka_75
პოსტი Apr 17 2013, 20:20
პოსტი #51


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1
რეგისტრ.: 17-April 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოგესალმებით? ერთი კითხვა მაკვს. პადვალში თუ შეიდზლება გაკეთება?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Apr 17 2013, 21:02
პოსტი #52


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



Sos049
ადრე სოფელში გვქონდა ცელოფნის პარკში ბამბაში დათესილი და გვერდებში იყო დასერილი. ჯონჯოლის ბუჩქის ჩრდილში გვქონდა დალაგებული. მზე არუყვარს, მხოლოდ მორწყვა ჭირდებოდა მეტი არაფერი. ყოველდღე საკმაოდ ბევი იკრიფებოდა ხოლმე.

და ყველაზე მთავარი.!! დახურულ სივრცეში თუ აპირებთ ვინმე გაკეთებას დიდი რაოდენობით, აუცილებლად უდნა დაიცვათ უსაფრცხოების ზომები. პირბადის გარეშე არშეიძლება შესვლა. გამოყოფს (რაღაცას ზუსტად არვიცი რაქვია) რაც სამლავს ადამიანს

ციტატა(Luka_75 @ 17th April 2013 - 21:20) *
მოგესალმებით? ერთი კითხვა მაკვს. პადვალში თუ შეიდზლება გაკეთება?

ციტატა(jeko 15 @ 17th April 2013 - 22:01) *
და ყველაზე მთავარი.!! დახურულ სივრცეში თუ აპირებთ ვინმე გაკეთებას დიდი რაოდენობით, აუცილებლად უდნა დაიცვათ უსაფრცხოების ზომები. პირბადის გარეშე არშეიძლება შესვლა. გამოყოფს (რაღაცას ზუსტად არვიცი რაქვია) რაც სამლავს ადამიანს

კი შეიძლება ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით. 4 და 5 მეშოკზე არმაზქვს საუბარი ოღონდ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Sos049
პოსტი Apr 17 2013, 21:24
პოსტი #53


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 866
რეგისტრ.: 15-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Little Fisher

ციტატა
კარგი რამეა წიფელის კუნძებია ?

ძლიერმა ქარმა ჩემ სამსახურთან წააქცია ალვის ხე ქარსაცავი ზოლიდან და ეგრევე შემოვათრიე და "დრუჟბაც"დავადე... newsmile045.gif
ხო ჯემალ,ადგილი ისეთი შევარჩიე,რომ მზე საერთოდ არ ხვდება მანდ.კედლები კირით შევათეთრე და კუნძებსაც ცელოფნები
ჩამოვაცვი(ასე მასწავლეს "ჩემი მამულის" მაღაზიაში)
ვნახოთ რას იზავს შემოდგომაზე... newsmile029.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Apr 17 2013, 21:31
პოსტი #54


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Sos049
რა შემოდგომაზე ჩემთან უკვე ამოვიდა D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Sos049
პოსტი Apr 17 2013, 21:47
პოსტი #55


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 866
რეგისტრ.: 15-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა( T A M P L I E R @ Apr 17 2013, 22:31) *
Sos049
რა შემოდგომაზე ჩემთან უკვე ამოვიდა D.gif

რა ვიცი კაცო,გუშინწინ დავთესეთ და ორი თვე უნდაო...15გრადუსზე წამოვაო ...
15 შემოდგომამდე იქნება? D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიგი
პოსტი Apr 21 2013, 19:51
პოსტი #56


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 942
რეგისტრ.: 10-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



რა საინტერესოა... გარაჟში ან პადვალში რო გავაკეთო ივარგებს ნეტა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Apr 21 2013, 19:57
პოსტი #57


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi




ციტატა(გიგი @ 21st April 2013 - 20:51) *
ციტატა
და ყველაზე მთავარი.!! დახურულ სივრცეში თუ აპირებთ ვინმე გაკეთებას დიდი რაოდენობით, აუცილებლად უდნა დაიცვათ უსაფრცხოების ზომები. პირბადის გარეშე არშეიძლება შესვლა. გამოყოფს (რაღაცას ზუსტად არვიცი რაქვია) რაც სამლავს ადამიანს
კი შეიძლება ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით. 4 და 5 მეშოკზე არმაზქვს საუბარი ოღონდ

გიგი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Sos049
პოსტი Nov 11 2013, 18:43
პოსტი #58


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 866
რეგისტრ.: 15-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ესეც დაპირებული სურათები D.gif





Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მახო.
პოსტი Feb 21 2014, 14:23
პოსტი #59


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 255
რეგისტრ.: 12-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



ძან მაგარია საგოლლლლ... კარაქში და ხახვში რა იქნება ბიჯოოო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Feb 21 2014, 15:35
პოსტი #60


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




maxo_987
ციტატა(maxo_987 @ 21st February 2014 - 15:23) *
ძან მაგარია საგოლლლლ... კარაქში და ხახვში რა იქნება ბიჯოოო

ნუ იტყვი ნერწყვი მომადგა, გვქონდა ჩვენც შარშანწინ მაგრამ სეტყვა რომ იყო კახეთში საშინელი იმან გაგვინადგურა მთელი "იმფრასტრუქრურა" :(
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

11 გვერდი V  « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2025 - 07:31