ევროპული მოშენების მონადირე ძაღლები საქართველოში, ლეკვების ჩამოყვანა ევროპული ქვეყნებიდან და საქართველოში მათი მოშენება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ევროპული მოშენების მონადირე ძაღლები საქართველოში, ლეკვების ჩამოყვანა ევროპული ქვეყნებიდან და საქართველოში მათი მოშენება |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგესალმებით ყველას !!!
![]() როგორც ინგლისური სეტერების თემაში ვნახე მიმდინარეობს მსჯელობა ევროპიდან ამ ჯიშის ლეკვების შემოყვანაზე საქართველოში და გადავწყვიტე გამეხსნა თემა ამ საკითხზე,არამარტო ინგლისური სეტერების მოყვარულებს არამედ სხვა ჯიშის მოყვარულებსაც კარგი იქნებოდა რომ გეცადათ იგივე და დაწეროთ ამ თემაში ![]() ახლა კი მინდა გავამახვილო ყურადღება აქტუალურ საკითხზე ინგლისური სეტერების ლეკვების ჩამოყვანასთან დაკავშირებით,როგორც ვნახე რამდენიმე პირი მზადაა დადოს საკუთარი ჯიბიდან გარკვეული თანხა ლეკვის ჩამოსაყვნად რაც მისასალმებელია,კარგი იქნებოდა რომ შეიქმნას საერთო ფონდი და უფრო სრულყოფილი სახე მიეცეს ამ საკითხს,მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე მონადირემ შეიძლება მხოლოდ თავისი ჯიბით ჩამოიყვანოს ერთი ლეკვი,ერთი საკმარისი არ იქნება თავიდანვე უმჯობესია რომ იყოს წყვილი სხვადასხვა ძაღლსაშენიდან (რომელიც თქვენთვის მისაღებია მცოდნეებო),მე იმასაც ვიტყვი რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციამ "ოჩოპინტრესთან" გააფორმა თანამშრომლობის დოკუმენტი,არ ვიცი რა პუნქტებს მოეწერა ხელი მაგრამ, ჩემი აზრით ფედერაციაც ხომ არ ჩაგვერთო ამ საკითხში ? როგორც ვიცი საერთაშორისო დონისაა ჩვენი ფედერაცია და ხომ არ მიგვემართა მათთვის ? რომ გვიშუამდგომლონ რაღაც საკითხებში ან თუნდაც სპონსორი გამოძებნონ ამ საქმისთვის,არ ვიცი ვის რა კავშირები აქვს ფედერაციის გამგეობასთან,მე ვიცნობ ბატონ გოჩა კობერიძეს და შემიძლია მასთან დაკავშირება როგორც 13 აპრილის კონფერენციაზე განაცხადეს მათ ჰყავთ "ჟურნალის" სპონსორი ისეთი ადამიანები რომელნიც ეხმარებიან მის გამოცემაში რომ საქართველოში ნადირობის და თევზაობის განვითარებას ხელი შეუწყონ და ფინასურად მზად არიან ამ საქმისთვის,ხომ არ მიემართათ მათთვის მსგავსი წინადადებით თუნდაც ერთჯერადად რომ შეუწყონ ხელი იმ ადამიანებმა საქართველოს მეძაღლეობის განვითარებას ან თუნდაც ერთი ლეკვის თანხა გამოყონ და ერთი ლეკვის თანხა "მონადირეების ფონდში" აგროვდეს ? მგონი კარგი იქნებოდა აქედანვე მიგვემართა ფედერაციისათვის... პირადად მე არ ვარ არც ფედერაციის წევრი და არც ამ კლუბის მაგრამ დიდ სურვილი მაქვს წინ წავიდეს საქმე... პატივისცემით: /დავით პერტენავა/ |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th May 2025 - 22:36 |