"ლოპოტა 2013" - კარპფიშინგი ფსკერული მეთოდით - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

"ლოპოტა 2013" - კარპფიშინგი ფსკერული მეთოდით, ოჩოპინტრეს შიდა საკლუბო შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში
ilariona
პოსტი Apr 3 2013, 17:41
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,239
რეგისტრ.: 25-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ ოჩოპინტრეს შიდა საკლუბო შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში
,,კარპფიშინგი ფსკერული მეთოდით"
,,ლოპოტა 2013"

თარიღი 21.04.2013 წელი.

შეკრების ადგილი თბილისში:



შეკრების დრო: 04:00 საათი

გზა ლოპოტისკენ გომბორით წაგვართმევს 90 წუთს, გურჯაანის გავლით კი 120 წუთს.

შეჯიბრის დაწყების დრო:

1) კენჭისყრა: 06:00 საათი (ნიშნულებს დავსვავთ წინასწარ)
2) მოსამზადებელი დრო პოზიციების დასაკავებლად და ანკესების ასაწყობად: 06:30-07:00
3) შეჯიბრის დაწყება 07:00 საათი.
4) შეჯიბრის დასრულება 15:00 საათი.

რეგისტრაცია: მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა გაიარონ რეგისტრაცია 17 აპრილის ჩათვლით. 17 აპრილს ღამის 12 საათზე რეგისტრაცია შეჩერდება და განხილვას არ დაუბრუნდება.

შეჯიბრის ორგანიზატორი:
საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ოჩოპინტრეს გამგეობა.

შეჯიბრის მიზანი:

1) სპორტული თევზაობის პოპულარიზაცია საქართველოში.
2) კვალიფიკაციისა და გამოცდილების ამაღლება, როგორც საკლუბო ასევე საქვეყნო მაშტაბით.

შეჯიბრში მონაწილეობის წესები:

1.1 შეჯიბრი ტარდება ინდივიდუალური გამოსვლით. სპორცმენი გამოდის შეჯიბრზე დამხმარეს გარეშე.

1.2 პორცმენს მიეცემა ტბის სანაპირო ზოლის 7 მეტრიანი სექტორი. ტბის სანაპირო ზოლი დაიყოფა სექტორებად 1-სექტორიდან X-სექტორამდე. (X-სექტორი დაინიშნება შეჯიბრის დაწყებიდან ერთი კვირით ადრე, როდესაც მონაწილეთა სრული სია შედგება)

1.3 სპორცმენის აღჭურვილობა უნდა მოთავსდეს მისთვის განკუთვნილ სექტორში.

1.4 ყველა მოქმედება, რომელსაც განახორციელებს სპორცმენი (ანკესის აწყობა, ანკესის სროლა, თევზის ამოყვანა) უნდა განხორციელდეს მისთვის განკუთვნილ სექტორში, სხვა წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭერილი თევზე არ ჩაეთვლება. ასევე შეჯიბრის მსვლელობის დროს, სპორცმენს აქვს უფლება დატოვოს საკუთარი სექტორი, მხოლოდ მსაჯებთან შეთანხმებით, არა უმეტეს 30 წუთისა. თუ სპორცმენი ტოვებს საკუთარ სექტორს, იგი ვალდებულია ანკსეი ამოიღოს წყლიდან და განათავსოს მისთვის განკუთვნილ სექტორში.

1.5 ანკესის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 4 მეტრს. ასევე ანკესის ტიპი უნდა იყოს ფსკერული თევზჭერისათვის განკუთვნილი. (სხვა ყველა ტიპის ანკესით მონაწილეობა აკრძალულია)

1.6 ანკესი უნდა იყოს აღჭურვილი ერთი ნემსკავით. ნემსკავს არ უნდა ჰქონდეს ,,ბასრი ჭრილი" იხილეთ ფოტოზე




ახალი ნემსკავის შეძენა სავალდებულო არაა, შეგიძლიათ ,,ბასრი ჭრილი'' მოაქლიბოთ თქვენს ნემსკავებს და ისე გამოიყენოთ.

1.7 ანკესის სროლა უნდა მოხდეს ზურგიდან თავზე გადატარებით, გვერდული სროლა აკრძალულია.

1.8 აკრძალულია საკვებურების, ტივტივის, სპინინგის, ელექტრო სატყუარებისა და ექოლოტების გამოყენება. ასევე აკრძალულია ჩაჭიხნული აირისა და მომწამვლელი აირის გამოყენება.

1.9 ყველა მონაწილე სპორცმენი ვალდებულია დაჭშერილი 1კგ-მდე წონის თევზი მოათავსოს რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეებიში. 1კგ-ზე მეტი წონის თევზის დაჭერის შემთხვევაში კი სპორცმენი ვალდებულია მოიწვიოს მსაჯი, რომელიც ადგილზე აწონის თევზს, აიყნვანს აღრიცხვაზე და თევზი დაუბრუნდება ტბას.
შესანახ ბადეში თევზების რაოდენობა არ უნ და აღემატებოდეს ათს. მონაწილე, თუ დაიჭერს მეათე თევზს, ვალდებულია მოიწვიოს მსაჯი, რომ მსაჯმა დაჭერილი თევზები აღრიცხოს და თევზები დაუბრუნდებიან ტბას.

1.10 სპორცმენი შეჯიბრში მონაწილეობას ღებულობს ერთი ანკესით. მას აქვს უფლება ჰქონდეს აწყობილ მდგომარეობაში სათადარიგო ანკესი, რომელიც განთავსებული იქნება სპორცმენისთვის განკუთვნილ სექტორში.

1.11 შეჯიბრის 8 საათიან მონაკვეთსი სპორცმენებს მიეცემათ 2 გამაფრთხილებელი სიგნალი, 08:00 პირველი სიგნალი აღნიშნავს შეჯიბრის დასაწყისს, 16:00 საათზე მეორე სიგნალი აღნიშნავს შეჯიბრის დასრულებას.

1.12 დასაშვებია ნებისმიერი სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. თმიანი მონტაჟი აკრძალულია.
1.13 დაჭერილი თევზი სათვალავში არ ჩაითვლება, თუ თევზის გამოყვანის დროს თევზი ან ძუა გამოედება ნებისმიერი მოწინააღმდეგის ძუას. ასეთ შემთხვევაში თევზი დაუბრუნდება ტბას აწონვისა და აღრიცხვის გარეშე.

საჯარიმო სანქციები:
ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი წესის დარღვევისას, სპორცმენს დაეკისრება საჯარიმო სანქცია, თითო დარღვევაზე სპორცმენს ჩამოაკლდება საერთო ჯამური შედეგიდან:

1) მაქსიმალური თევზიდან -500 გრამი.
2) რაოდენობიდან -5 ცალი.
3) მაქსიმალური წონიდან -500 გრამი.




გამარჯვებულის გამოვლენა:

გამარჯვებული გამოვლინდება სამ კატეგორიაში.

1) გამარჯვებულად ჩაითვლება ის სპორცმენი, რომელიც დაიჭერს ყველაზე დიდი წონის მქონე თევზს.
2) გამარჯვებულად ჩაითვლება ის სპორცმენი, რომელიც დაიჭერს ყველაზე ბევრ თევზს (აღრიცხვაში შევა 50 გრამიანი კარჩხანაც)
3) გამარჯვებულად ჩაითვლება ის სპორცმენი, რომელიც დაიჭერს წონით ყველზე მეტ თევზს.

სულ სამი პრიზიორი.

ფინანსები:

ერთ მონაწილეზე 30 ლარი.
30 ლარი ითვალისწინებს:
1) სპორცმენის ავტობუსით ტრანსფერს (თბილისი-ლოპოტა-თბილისი).
2) შუადღის ლანჩს (ბუტერბროტი+გამაგრილებელი სასმელი)
3) საპრიზო ფონდს.

თებზი ბევრია, გვეყოფა ალბათ







ჩაეწერეთ სიაში:
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
16 გვერდი V  « < 12 13 14 15 16 >  
Start new topic
გამოხმაურებები (195 - 209)
მამუკა
პოსტი Apr 20 2013, 21:09
პოსტი #196


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 367
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



წარმატებებს გისურვებთ და კარგი დროის გატარებას newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Apr 20 2013, 22:00
პოსტი #197


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ვეღარ ვითმენ უკვე რა :(

რებიატკი დაწერეთ რა ამინდია მანდ წვიმს არ წვიმს თოვს თუ მზეა ?D.gif


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ilariona
პოსტი Apr 20 2013, 22:13
პოსტი #198


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,239
რეგისტრ.: 25-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ალთაზარ
თეო თოოვს?

არა მზეა D.gif

ხოდა ამინდი კარგია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Apr 20 2013, 22:45
პოსტი #199


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



რა მაინტერესებს იცით?იქიდან გამომდინარე რომ იქ კურორტული ზონაა და კეთილმოწყობილის იქაურობა ჩექმები დამჭირდება?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Apr 20 2013, 23:05
პოსტი #200


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(ნოსო @ Apr 20 2013, 23:45) *
ჩექმები დამჭირდება?



ბალოტნიკებიც, თან აუცილებლად................
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Apr 20 2013, 23:07
პოსტი #201


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჩეი ანკესის ჩამოსადებები ვისთან არის ნეტა? სტენდზე რომ ვისროლეთ იქ ვიხმარეთ ბოლოს. აპარატთან ერთად იქნება

ჰოდა რომელს გაქვთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Apr 20 2013, 23:56
პოსტი #202


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ilariona
D.gif


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Apr 21 2013, 00:42
პოსტი #203


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



აბა გზამშვიდობისა მეგობრებო და წარმატებული ჩემპიონატი. როგორ მინდოდა წამოსვლა, მაგრამ მაინცდამაინც ამ კვირას დაემთხვა. აბა თქვენ იცით. d778bc34f693c93907196ff195628213.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Apr 21 2013, 03:35
პოსტი #204


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



newsmile041.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Apr 21 2013, 09:13
პოსტი #205


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჭალიმგელა
ჩელეს აქვს გიო როგორც მახსოვს. სად დაიკარგებაო, მერე ვივაწოდებო newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Apr 21 2013, 21:40
პოსტი #206


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჩეიხრჩო ნეტავ ეს ხალხი იმ ტბაში თუ რა ხდება ა? ვერ დაწერენ ორ სიტყვას კაცო?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მიხაილ
პოსტი Apr 21 2013, 22:56
პოსტი #207


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 810
რეგისტრ.: 23-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: GEORGIA,TBILISI



საბო
ისეთი არაფერ დავით, ეხლა ჩამოვედით მე და ჩემი ეკიპაჟი. 3 მანქანა მოდის კიდე ეხლა გამოსცდნენ გომბორს. ცუდი ამინდი იყო ძალიან. ციოდა. თევზიც ცუდად მოდიოდა. ტრაფეინნი არ ყოფილა სამწუხაროდ არაფერი. დანარჩენებს ქე დაწერენ უმფროსი ხალხი D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Apr 22 2013, 08:53
პოსტი #208


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(mishka_marexashvili @ 21st April 2013 - 23:56) *
ტრაფეინნი არ ყოფილა სამწუხაროდ არაფერი

არ იყო თებზიი ? newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Apr 22 2013, 08:55
პოსტი #209


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ტებზის მეტი რა არის მანდ მარა წვიმა ქარი მზე რავიცი არეულ დარეული ერთმანეთში.ყოველ საათში ამინდი იცვლებოდა და არ მოდიოდა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Apr 22 2013, 08:56
პოსტი #210


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



kajuberi
სასწორზე დაკიდეთ რამე თუ მარტო დალიეთ ?? D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

16 გვერდი V  « < 12 13 14 15 16 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd October 2025 - 20:05