"ლოპოტა 2013" - კარპფიშინგი ფსკერული მეთოდით - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

"ლოპოტა 2013" - კარპფიშინგი ფსკერული მეთოდით, ოჩოპინტრეს შიდა საკლუბო შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში
ilariona
პოსტი Apr 3 2013, 17:41
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,239
რეგისტრ.: 25-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ ოჩოპინტრეს შიდა საკლუბო შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში
,,კარპფიშინგი ფსკერული მეთოდით"
,,ლოპოტა 2013"

თარიღი 21.04.2013 წელი.

შეკრების ადგილი თბილისში:



შეკრების დრო: 04:00 საათი

გზა ლოპოტისკენ გომბორით წაგვართმევს 90 წუთს, გურჯაანის გავლით კი 120 წუთს.

შეჯიბრის დაწყების დრო:

1) კენჭისყრა: 06:00 საათი (ნიშნულებს დავსვავთ წინასწარ)
2) მოსამზადებელი დრო პოზიციების დასაკავებლად და ანკესების ასაწყობად: 06:30-07:00
3) შეჯიბრის დაწყება 07:00 საათი.
4) შეჯიბრის დასრულება 15:00 საათი.

რეგისტრაცია: მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა გაიარონ რეგისტრაცია 17 აპრილის ჩათვლით. 17 აპრილს ღამის 12 საათზე რეგისტრაცია შეჩერდება და განხილვას არ დაუბრუნდება.

შეჯიბრის ორგანიზატორი:
საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ოჩოპინტრეს გამგეობა.

შეჯიბრის მიზანი:

1) სპორტული თევზაობის პოპულარიზაცია საქართველოში.
2) კვალიფიკაციისა და გამოცდილების ამაღლება, როგორც საკლუბო ასევე საქვეყნო მაშტაბით.

შეჯიბრში მონაწილეობის წესები:

1.1 შეჯიბრი ტარდება ინდივიდუალური გამოსვლით. სპორცმენი გამოდის შეჯიბრზე დამხმარეს გარეშე.

1.2 პორცმენს მიეცემა ტბის სანაპირო ზოლის 7 მეტრიანი სექტორი. ტბის სანაპირო ზოლი დაიყოფა სექტორებად 1-სექტორიდან X-სექტორამდე. (X-სექტორი დაინიშნება შეჯიბრის დაწყებიდან ერთი კვირით ადრე, როდესაც მონაწილეთა სრული სია შედგება)

1.3 სპორცმენის აღჭურვილობა უნდა მოთავსდეს მისთვის განკუთვნილ სექტორში.

1.4 ყველა მოქმედება, რომელსაც განახორციელებს სპორცმენი (ანკესის აწყობა, ანკესის სროლა, თევზის ამოყვანა) უნდა განხორციელდეს მისთვის განკუთვნილ სექტორში, სხვა წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭერილი თევზე არ ჩაეთვლება. ასევე შეჯიბრის მსვლელობის დროს, სპორცმენს აქვს უფლება დატოვოს საკუთარი სექტორი, მხოლოდ მსაჯებთან შეთანხმებით, არა უმეტეს 30 წუთისა. თუ სპორცმენი ტოვებს საკუთარ სექტორს, იგი ვალდებულია ანკსეი ამოიღოს წყლიდან და განათავსოს მისთვის განკუთვნილ სექტორში.

1.5 ანკესის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 4 მეტრს. ასევე ანკესის ტიპი უნდა იყოს ფსკერული თევზჭერისათვის განკუთვნილი. (სხვა ყველა ტიპის ანკესით მონაწილეობა აკრძალულია)

1.6 ანკესი უნდა იყოს აღჭურვილი ერთი ნემსკავით. ნემსკავს არ უნდა ჰქონდეს ,,ბასრი ჭრილი" იხილეთ ფოტოზე




ახალი ნემსკავის შეძენა სავალდებულო არაა, შეგიძლიათ ,,ბასრი ჭრილი'' მოაქლიბოთ თქვენს ნემსკავებს და ისე გამოიყენოთ.

1.7 ანკესის სროლა უნდა მოხდეს ზურგიდან თავზე გადატარებით, გვერდული სროლა აკრძალულია.

1.8 აკრძალულია საკვებურების, ტივტივის, სპინინგის, ელექტრო სატყუარებისა და ექოლოტების გამოყენება. ასევე აკრძალულია ჩაჭიხნული აირისა და მომწამვლელი აირის გამოყენება.

1.9 ყველა მონაწილე სპორცმენი ვალდებულია დაჭშერილი 1კგ-მდე წონის თევზი მოათავსოს რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეებიში. 1კგ-ზე მეტი წონის თევზის დაჭერის შემთხვევაში კი სპორცმენი ვალდებულია მოიწვიოს მსაჯი, რომელიც ადგილზე აწონის თევზს, აიყნვანს აღრიცხვაზე და თევზი დაუბრუნდება ტბას.
შესანახ ბადეში თევზების რაოდენობა არ უნ და აღემატებოდეს ათს. მონაწილე, თუ დაიჭერს მეათე თევზს, ვალდებულია მოიწვიოს მსაჯი, რომ მსაჯმა დაჭერილი თევზები აღრიცხოს და თევზები დაუბრუნდებიან ტბას.

1.10 სპორცმენი შეჯიბრში მონაწილეობას ღებულობს ერთი ანკესით. მას აქვს უფლება ჰქონდეს აწყობილ მდგომარეობაში სათადარიგო ანკესი, რომელიც განთავსებული იქნება სპორცმენისთვის განკუთვნილ სექტორში.

1.11 შეჯიბრის 8 საათიან მონაკვეთსი სპორცმენებს მიეცემათ 2 გამაფრთხილებელი სიგნალი, 08:00 პირველი სიგნალი აღნიშნავს შეჯიბრის დასაწყისს, 16:00 საათზე მეორე სიგნალი აღნიშნავს შეჯიბრის დასრულებას.

1.12 დასაშვებია ნებისმიერი სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. თმიანი მონტაჟი აკრძალულია.
1.13 დაჭერილი თევზი სათვალავში არ ჩაითვლება, თუ თევზის გამოყვანის დროს თევზი ან ძუა გამოედება ნებისმიერი მოწინააღმდეგის ძუას. ასეთ შემთხვევაში თევზი დაუბრუნდება ტბას აწონვისა და აღრიცხვის გარეშე.

საჯარიმო სანქციები:
ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი წესის დარღვევისას, სპორცმენს დაეკისრება საჯარიმო სანქცია, თითო დარღვევაზე სპორცმენს ჩამოაკლდება საერთო ჯამური შედეგიდან:

1) მაქსიმალური თევზიდან -500 გრამი.
2) რაოდენობიდან -5 ცალი.
3) მაქსიმალური წონიდან -500 გრამი.




გამარჯვებულის გამოვლენა:

გამარჯვებული გამოვლინდება სამ კატეგორიაში.

1) გამარჯვებულად ჩაითვლება ის სპორცმენი, რომელიც დაიჭერს ყველაზე დიდი წონის მქონე თევზს.
2) გამარჯვებულად ჩაითვლება ის სპორცმენი, რომელიც დაიჭერს ყველაზე ბევრ თევზს (აღრიცხვაში შევა 50 გრამიანი კარჩხანაც)
3) გამარჯვებულად ჩაითვლება ის სპორცმენი, რომელიც დაიჭერს წონით ყველზე მეტ თევზს.

სულ სამი პრიზიორი.

ფინანსები:

ერთ მონაწილეზე 30 ლარი.
30 ლარი ითვალისწინებს:
1) სპორცმენის ავტობუსით ტრანსფერს (თბილისი-ლოპოტა-თბილისი).
2) შუადღის ლანჩს (ბუტერბროტი+გამაგრილებელი სასმელი)
3) საპრიზო ფონდს.

თებზი ბევრია, გვეყოფა ალბათ







ჩაეწერეთ სიაში:
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
16 გვერდი V  « < 13 14 15 16 >  
Start new topic
გამოხმაურებები (210 - 224)
kajuberi
პოსტი Apr 22 2013, 09:02
პოსტი #211


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ორივენიცა D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Apr 22 2013, 09:11
პოსტი #212


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



მოკლედ არაჩვეულებრივი დღე იყო, ყველას დიდი მადლობა, ჩემთვის ორმაგად სასიხარულო, ახლა კი ვარ ნაღდი ოჩოპინტრელი. გადაცემის ჩანაწერი ჩემზეა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Apr 22 2013, 09:12
პოსტი #213


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



gagrinski
უი უი დაგალურჯეს უკვე ? D.gif გილოცავ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Apr 22 2013, 09:22
პოსტი #214


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(zaxara @ 22nd April 2013 - 10:12) *
უი უი დაგალურჯეს უკვე ?

ჯერ სად ხარD.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Apr 22 2013, 09:22
პოსტი #215


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ზახარა
უი საწორზე გამახსენდა, ჩემმა სასწორმა ლოპოტას წყალი დალია ilcry.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Apr 22 2013, 09:24
პოსტი #216


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ბიჯო ადამიანური მართლა ვერაფერი დაიჭირეთ??
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Apr 22 2013, 09:24
პოსტი #217


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვერაფერი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Apr 22 2013, 09:27
პოსტი #218


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ehh.gif


ბიჯო ორი სიტყვით მაინც დაწერეთ რა იყო და როგორ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Apr 22 2013, 09:29
პოსტი #219


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



რეპორტს არ მინდა გავასწრო newsmile05.gif ხვთეფი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Apr 22 2013, 09:38
პოსტი #220


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



კიიიი!ვხვთეფიიიიიი D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Apr 22 2013, 09:38
პოსტი #221


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Chalimgela @ 22nd April 2013 - 10:22) *
უი საწორზე გამახსენდა, ჩემმა სასწორმა ლოპოტას წყალი დალია

რა უქენი დაძირე ??
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Apr 22 2013, 09:39
პოსტი #222


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მარა როის იქნება მაი???
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Apr 22 2013, 09:40
პოსტი #223


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(nika @ 22nd April 2013 - 10:27) *
ბიჯო ორი სიტყვით მაინც დაწერეთ რა იყო და როგორ

არ ვყოფილვარ მაგრამ რა დაწერა უნდა თებზი იყო პატარა და ცოტა newsmile05.gif ამინდი მოჯმული xexe.gif ქეიფი გრანდიოზული იქნებოდა როგორც ყოველთვის newsmile05.gif

ვერ გასაწავლე ტარება რაა xexe.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Apr 22 2013, 09:51
პოსტი #224


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ეგ უკანასკნელი ვიცით მაღალ დონეზე D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Apr 22 2013, 09:52
პოსტი #225


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(nika @ 22nd April 2013 - 10:51) *
ეგ უკანასკნელი ვიცით მაღალ დონეზე

მე ყოველთვის მჯეროდა შენი D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

16 გვერდი V  « < 13 14 15 16 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd October 2025 - 20:05