"ლოპოტა 2013" - კარპფიშინგი ფსკერული მეთოდით, ოჩოპინტრეს შიდა საკლუბო შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
"ლოპოტა 2013" - კარპფიშინგი ფსკერული მეთოდით, ოჩოპინტრეს შიდა საკლუბო შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში |
Apr 3 2013, 17:41
პოსტი
#201
|
|
|
ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,239 რეგისტრ.: 25-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ ოჩოპინტრეს შიდა საკლუბო შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში
,,კარპფიშინგი ფსკერული მეთოდით" ,,ლოპოტა 2013" თარიღი 21.04.2013 წელი. შეკრების ადგილი თბილისში: ![]() შეკრების დრო: 04:00 საათი გზა ლოპოტისკენ გომბორით წაგვართმევს 90 წუთს, გურჯაანის გავლით კი 120 წუთს. შეჯიბრის დაწყების დრო: 1) კენჭისყრა: 06:00 საათი (ნიშნულებს დავსვავთ წინასწარ) 2) მოსამზადებელი დრო პოზიციების დასაკავებლად და ანკესების ასაწყობად: 06:30-07:00 3) შეჯიბრის დაწყება 07:00 საათი. 4) შეჯიბრის დასრულება 15:00 საათი. რეგისტრაცია: მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა გაიარონ რეგისტრაცია 17 აპრილის ჩათვლით. 17 აპრილს ღამის 12 საათზე რეგისტრაცია შეჩერდება და განხილვას არ დაუბრუნდება. შეჯიბრის ორგანიზატორი: საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ოჩოპინტრეს გამგეობა. შეჯიბრის მიზანი: 1) სპორტული თევზაობის პოპულარიზაცია საქართველოში. 2) კვალიფიკაციისა და გამოცდილების ამაღლება, როგორც საკლუბო ასევე საქვეყნო მაშტაბით. შეჯიბრში მონაწილეობის წესები: 1.1 შეჯიბრი ტარდება ინდივიდუალური გამოსვლით. სპორცმენი გამოდის შეჯიბრზე დამხმარეს გარეშე. 1.2 პორცმენს მიეცემა ტბის სანაპირო ზოლის 7 მეტრიანი სექტორი. ტბის სანაპირო ზოლი დაიყოფა სექტორებად 1-სექტორიდან X-სექტორამდე. (X-სექტორი დაინიშნება შეჯიბრის დაწყებიდან ერთი კვირით ადრე, როდესაც მონაწილეთა სრული სია შედგება) 1.3 სპორცმენის აღჭურვილობა უნდა მოთავსდეს მისთვის განკუთვნილ სექტორში. 1.4 ყველა მოქმედება, რომელსაც განახორციელებს სპორცმენი (ანკესის აწყობა, ანკესის სროლა, თევზის ამოყვანა) უნდა განხორციელდეს მისთვის განკუთვნილ სექტორში, სხვა წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭერილი თევზე არ ჩაეთვლება. ასევე შეჯიბრის მსვლელობის დროს, სპორცმენს აქვს უფლება დატოვოს საკუთარი სექტორი, მხოლოდ მსაჯებთან შეთანხმებით, არა უმეტეს 30 წუთისა. თუ სპორცმენი ტოვებს საკუთარ სექტორს, იგი ვალდებულია ანკსეი ამოიღოს წყლიდან და განათავსოს მისთვის განკუთვნილ სექტორში. 1.5 ანკესის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 4 მეტრს. ასევე ანკესის ტიპი უნდა იყოს ფსკერული თევზჭერისათვის განკუთვნილი. (სხვა ყველა ტიპის ანკესით მონაწილეობა აკრძალულია) 1.6 ანკესი უნდა იყოს აღჭურვილი ერთი ნემსკავით. ნემსკავს არ უნდა ჰქონდეს ,,ბასრი ჭრილი" იხილეთ ფოტოზე ![]() ახალი ნემსკავის შეძენა სავალდებულო არაა, შეგიძლიათ ,,ბასრი ჭრილი'' მოაქლიბოთ თქვენს ნემსკავებს და ისე გამოიყენოთ. 1.7 ანკესის სროლა უნდა მოხდეს ზურგიდან თავზე გადატარებით, გვერდული სროლა აკრძალულია. 1.8 აკრძალულია საკვებურების, ტივტივის, სპინინგის, ელექტრო სატყუარებისა და ექოლოტების გამოყენება. ასევე აკრძალულია ჩაჭიხნული აირისა და მომწამვლელი აირის გამოყენება. 1.9 ყველა მონაწილე სპორცმენი ვალდებულია დაჭშერილი 1კგ-მდე წონის თევზი მოათავსოს რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეებიში. 1კგ-ზე მეტი წონის თევზის დაჭერის შემთხვევაში კი სპორცმენი ვალდებულია მოიწვიოს მსაჯი, რომელიც ადგილზე აწონის თევზს, აიყნვანს აღრიცხვაზე და თევზი დაუბრუნდება ტბას. შესანახ ბადეში თევზების რაოდენობა არ უნ და აღემატებოდეს ათს. მონაწილე, თუ დაიჭერს მეათე თევზს, ვალდებულია მოიწვიოს მსაჯი, რომ მსაჯმა დაჭერილი თევზები აღრიცხოს და თევზები დაუბრუნდებიან ტბას. 1.10 სპორცმენი შეჯიბრში მონაწილეობას ღებულობს ერთი ანკესით. მას აქვს უფლება ჰქონდეს აწყობილ მდგომარეობაში სათადარიგო ანკესი, რომელიც განთავსებული იქნება სპორცმენისთვის განკუთვნილ სექტორში. 1.11 შეჯიბრის 8 საათიან მონაკვეთსი სპორცმენებს მიეცემათ 2 გამაფრთხილებელი სიგნალი, 08:00 პირველი სიგნალი აღნიშნავს შეჯიბრის დასაწყისს, 16:00 საათზე მეორე სიგნალი აღნიშნავს შეჯიბრის დასრულებას. 1.12 დასაშვებია ნებისმიერი სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. თმიანი მონტაჟი აკრძალულია. 1.13 დაჭერილი თევზი სათვალავში არ ჩაითვლება, თუ თევზის გამოყვანის დროს თევზი ან ძუა გამოედება ნებისმიერი მოწინააღმდეგის ძუას. ასეთ შემთხვევაში თევზი დაუბრუნდება ტბას აწონვისა და აღრიცხვის გარეშე. საჯარიმო სანქციები: ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი წესის დარღვევისას, სპორცმენს დაეკისრება საჯარიმო სანქცია, თითო დარღვევაზე სპორცმენს ჩამოაკლდება საერთო ჯამური შედეგიდან: 1) მაქსიმალური თევზიდან -500 გრამი. 2) რაოდენობიდან -5 ცალი. 3) მაქსიმალური წონიდან -500 გრამი. გამარჯვებულის გამოვლენა: გამარჯვებული გამოვლინდება სამ კატეგორიაში. 1) გამარჯვებულად ჩაითვლება ის სპორცმენი, რომელიც დაიჭერს ყველაზე დიდი წონის მქონე თევზს. 2) გამარჯვებულად ჩაითვლება ის სპორცმენი, რომელიც დაიჭერს ყველაზე ბევრ თევზს (აღრიცხვაში შევა 50 გრამიანი კარჩხანაც) 3) გამარჯვებულად ჩაითვლება ის სპორცმენი, რომელიც დაიჭერს წონით ყველზე მეტ თევზს. სულ სამი პრიზიორი. ფინანსები: ერთ მონაწილეზე 30 ლარი. 30 ლარი ითვალისწინებს: 1) სპორცმენის ავტობუსით ტრანსფერს (თბილისი-ლოპოტა-თბილისი). 2) შუადღის ლანჩს (ბუტერბროტი+გამაგრილებელი სასმელი) 3) საპრიზო ფონდს. თებზი ბევრია, გვეყოფა ალბათ ![]() ![]() ![]() ![]() ჩაეწერეთ სიაში: |
|
|
|
ilariona "ლოპოტა 2013" - კარპფიშინგი ფსკერული მეთოდით Apr 3 2013, 17:41
ჭალიმგელა ჩეი ანკესის ჩამოსა... Apr 20 2013, 23:07
ალთაზარ ilariona Apr 20 2013, 23:56
nik@a აბა გზამშვიდობისა ... Apr 21 2013, 00:42
T A M P L I E R RE: "ლოპოტა 2013" - კარპფიშინგი ფსკერული მეთოდით Apr 21 2013, 03:35
Bone ჭალიმგელა
ჩელეს ა... Apr 21 2013, 09:13
საბო ჩეიხრჩო ნეტავ ეს ხ... Apr 21 2013, 21:40
FISHERMAN საბო
ისეთი არაფერ ... Apr 21 2013, 22:56
ზახარა ციტატა(mishka_marexashvili @ 21st... Apr 22 2013, 08:53
kajuberi ტებზის მეტი რა არი... Apr 22 2013, 08:55
ზახარა kajuberi
სასწორზე დაკიდ... Apr 22 2013, 08:56
kajuberi ორივენიცა Apr 22 2013, 09:02
gagrinski მოკლედ არაჩვეულებ... Apr 22 2013, 09:11
ზახარა gagrinski
უი უი დაგალურჯ... Apr 22 2013, 09:12
T A M P L I E R ციტატა(zaxara @ 22nd April 2013 ... Apr 22 2013, 09:22
ჭალიმგელა ზახარა
უი საწორზე ... Apr 22 2013, 09:22
T A M P L I E R ბიჯო ადამიანური მა... Apr 22 2013, 09:24
kajuberi ვერაფერი Apr 22 2013, 09:24
T A M P L I E R ბიჯო ორი სიტყვით მ... Apr 22 2013, 09:27
ჭალიმგელა ციტატა( T A M P L I E R @ Apr 22 ... Apr 22 2013, 10:04
kajuberi რეპორტს არ მინდა გ... Apr 22 2013, 09:29
T A M P L I E R კიიიი!ვხვთეფიიიი... Apr 22 2013, 09:38
ზახარა ციტატა(Chalimgela @ 22nd April 20... Apr 22 2013, 09:38
T A M P L I E R მარა როის იქნება მ... Apr 22 2013, 09:39
ზახარა ციტატა(nika @ 22nd April 2013 ... Apr 22 2013, 09:40
T A M P L I E R ეგ უკანასკნელი ვიც... Apr 22 2013, 09:51
ზახარა ციტატა(nika @ 22nd April 2013 ... Apr 22 2013, 09:52
kajuberi აგერ მოვიდა ილია ბ... Apr 22 2013, 09:56
T A M P L I E R ეგ მივხვდი Apr 22 2013, 10:04
ჩავლე პირიქით ძაან მაგარ... Apr 22 2013, 10:08
ilariona ყველაფერი ძაან მაგ... Apr 22 2013, 10:08
CHUDA მოგესალმებით ყველ... Apr 22 2013, 10:11
ზახარა თებზის დედაც !! მ... Apr 22 2013, 10:13
i.gor ამინდმა მართლა მაგ... Apr 22 2013, 11:37
FISHERMAN მოგესალმებით! პი... Apr 22 2013, 12:24
ჭალიმგელა ჭაით ეხლა ახალ თემ... Apr 22 2013, 15:02![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th October 2025 - 03:32 |