ARMSAN 612 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ARMSAN 612 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოკლედ შევიძინე ამ რამოდენიმე ხნის წინ და რაღაც შთაბეჭდილება უკვე შემექმნა ხოდა მოგახსენებთ რა და როგორ არის.
უპირველესად დავიწყებ იქიდან რომ აქამდე მქონდა 2 გლუვლულიანი ერთდროულად, მც21-12 და იჟ43, იდეაში მც მორგებული მქონდა რადგან 15 წელი ვხმარობდი, მაგრამ საშინელ დისკომფორტს განვიცდი მისი წონის, ვაზნების შერჩევის და კიდევ გარკვეული ტექნიკური ფაქტორების გამო. რაც შეეხება იჯ43 ეს თოფი საერთოდ ვერ მოვირგე, მიუხედავად იმისა რომ მოკლე ლულა ქონდა მაინც ჯართი ჯართად დარჩა, 2 სეზონი ვიხმარე და მაინც ვერაფერი მოუხერხე. განვიზრახე ორივეს გასხვისება და ამ ბოლო ხანებში თურქულ თოფებზე გამოხმაურებების მიხედვით რომელიმე მოდელის შერჩევა. თავიდან ATA NEO მქონდა განზრახული, ხოდა ავდექი და მივედით მე და ბონე გუდვილის "მაგნუმში" (თამარ მეფეზე რატომაც არ მივედი მიხვდებით ალბათ ![]() გვახებინებდნენ, პრინციპში როდესაც დარწმუნდნენ მერეც დიდად არ შეიცვალა ტექნიკური დათვალიერების თავისუფლება, მაგრამ მაინც მოვახერხეთ. ხელში მეჭირა 1200 ფული და ამ თანხაში უნდა ჩავჯდარიყავი გადაფორმებიან, ყიდვიან სახლში ჩამოტანიანად. არჩევანი საჩემოდ დიდი არ იყო, 2 მოდელში უნდა გამეკეთებინა არჩევანი, ARMSAN612 და ATA NEO-ში. ფასებში განსხვავება საკმაო გამოდიოდა, ატა იყო 71სმ ლულიანი მაგრამ "კეისი" არ მოყვებოდა, ფასი ზუსტად არ მახსოვს , მაგრამ თავის ჩასადებიანად სადღაც 1100 ლარამდე დამიჯდებოდა ან მეტი. არმსანის შემთხვევაში980 ფული უნდა გადამეხადა და "კეისიც" მოყვებოდა, მაგრამ ლულის ზომამ არ მომხიბლა - 76სმ. რა უნდამექნა, ავიღე და საკუთარ თავზე კომფორტულად რომელიც მოვირგე, მხარზე რომელიც მომაჯდა და სამიზნე რომელზეც უფრო მარტივად აღვიქვი იყო არმსანი. კიდევ ერთი დამატებითი ატრიბუტი რაც ამას ქონდა და ატას არა იყო კონდახის "პრაკლადკები"(ქართულად არ ვიცი რა ქვია) ანუ ნებისმიერ შემთხვევაში მფლობელს თუნდ ცაცია იყოს შეუძლია თავის თავზე მოირგოს კონდახი. ![]() ეხლა თავად იარაღზე: კალიბრი; 12 სავაზნე; 76 მმ ლულის სიგრძე; 71 სატარე მასალა; კეთილშობილი კაკალი, კოხტად დამუშავებული და აკურატულად მიჯენილი მეტალთან. მოქმედება; გაზდამტენი წონა; 3 000 გრამი ლულა შიგნიდან ქრომირებულია მობილ-ჩოკები კომპლექტში 5 ცალი (ჩოკები არაა ქრომირებული) ![]() დანარჩენს დრო გვიჩვენებს............. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 11:26 |