დამცავი სათვალეები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

დამცავი სათვალეები, Shooting Glasses
Davitus
პოსტი Jul 6 2012, 02:11
პოსტი #1


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გასაკვირი არავისთვის არ იქნება ის ფაქტი რომ მხედველობის ორგანოს - თვალის დაცვა მონადირისთვის და არამარტო, მეტად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ისეთ გარემოშიც კი სადაც გაშლილი სივრცეა და თითქოს თვალისთვის საფრთხის შემქმნელი მექანიკური ფაქტორები მინიმუმამდეა დაყვანილი მაინც არსებობს მთელი რიგი გარემოება რაც არასასურველ და საზიანო ეფექტს ახდენს ჩვენს მხედველობაზე, რომ არაფერი ვთქვათ უსაფრთხოებისთვის საჭირო თადარიგის დაჭერაზე.

ნებისმიერ ცეცხსასროლ იარაღს, მეტ-ნაკლებად აქვს უკუცემა, როგორც ბევრისთვის ცნობილია "ატდაჩა", რასაც განაპირობებს იარაღის ვაზნაში არსებული საწვავი მასალის აალების შედეგად წარმოქმნილი მუხტი

წარმოიდგინეთ დამიზნებისას, როდესაც თვალი რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით არის "აფეთქების წყაროსგან" რაოდენ დიდ რისკთან ვაყენებთ საკუტარ მხედველობას ყოველი გასროლისას




ბევრისთვის წარმოუდგენელია თუ რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ყველას აზრით უწყინარი და არასაშიში მწყერზე ნადირობა 9,10 და 11 ნომრის საფანტით, ალბათ ერთხელ მაინც მოგხვედრიათ უცხო მონადირის მიერ დაუდევრობით, შორიდან ნასროლი წვრილი საფანტი, მართალია ფატალურად და რაიმე მძიმე გამოსავლით არ მტავრდება ზურგში, გვერდიდან ან სხეულის სხვა ნაწილზე შორიდან "შემოყრილი" წვრილი ტყვია.




მაგრამ ბევრისთვის ძალიან სავალალოდ დასრულებულა საქმე როდესაც დაუცველ თვალთან მისულა საქმე და საკმაოდ უწყინარ წვრილ საფანტს თვალის არეალთან ქონია შეხება.





მექანიკური დაზიანება გავიგეთ, მაგრამ კიდევ რისგან შეიძლება დაიცვას მონადირე სათვალემ?

ალბათ ბევრმა იცით რომ დედამიწაზე კოსმოსიდან შემოსული სხვადასხვა გამოსხივების დამცავად ოზონი და ატმოსფეროს სქელი მასა გვევლინება, თუმცა მაინც აღწევს ჩვენამდე ისეთი გამოსხივება როგორიცაა - ულტრაიისფერი




ულტრაიისფერი გამოსხივება თავისთავად შედგება 3 ტიპის სხივისგან ეს არის:

ულტრა C (UVC) - ყველაზე ძლიერი და დამღუპველი მოქმედების სხივები. თითქმის 99.8% -ის შეკავება ხდება ატმოსფეროს ზედა ფენებში, ამიტომ საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისთვის

ულტრა A (UVA) - ყველაზე დიდი ტალღის სხივი ამ სამიდან, ხედავენ ძიორითადად მწერები და ფრინველები, არ არის საზიანო ჩვენთვის

ულტრა B(UVB) - ეს სხვივი კი ყველასთვის ცნობილი და როგორც სასარგებლო ასევე ზიანის მომტანია, ამ ტიპის ულტრაიისფერი გამოსხივება ახდენს მელანოციტები მობილიზებას კანში და "ზაგარიც" აქედან არის განპირობებული, თვალის ბადურაზე საკმაო ზემოქმედება გააჩნია და "დაღლილობის" გარდა ზიანის მოტანაც შეუძლია


ეს ყველაფერი განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ როცა მზის სხივები დედამიწის ზედაპირთან მაქსიმალურად პერპენდიკულარულად არის განთავსებული, წლიწადის დროტაგან ზაფხულში, ხოლო დღის მონაკვეთებიდან 12:00 -14:00 მდე

ამ დროს თუნდაც გამჭვირვალე უფერული სათვალე საკმაოდ დიდ როლს ასრულებს მხედველობის დაცვაში






გადავიდეთ უშუალოდ სათვალეებზე, დღესდღეობით მზოფლიო ბაზარზე, დამცავი სათვალეების აურაცხელი არჩევანია, რომელიც ფასთა საკმაოდ დიდ დიაპაზონში მერყეობს.

დამცავი სათვალის ძირიტადი შემადგენელი ნაწილია, ლინზები და ჩარჩო


დამცავი სათვალეების ლინზების ძირითადად 3 ტიპი არსებობს:

1. სილიკატის მინა

2. CR39 პლასტიკი

3. პოლიკარბონატი


აქედან ყველაზე საუკეთესო და გავრცელებულ მასალად, პოლიკარბონატი ითვლება, განსხვავებით დანარცენი ორი ტიპისგან, პოლიკარბონატს უკეტესი დარტყმაგამძლე თვისებები აქვს, აგრეთვე უფრო მსუბუქია და რაც მტავარია ულტრაიისფერი სხივების შეკავების უნარი ძალიან მაღალი აქვს





პოლიკარბონატი იწარმოება LEXAN® ტერმოპლასტიკის მასალიდან და ტყვიაგაუმტარი ბრონირებული მინების ერთ ერთი შემადგენელი ფენაა, ის იმდენად მყარი მასალააა რომ წარმოებისას მისი დაჭრა ხდება ალმასის პირიანი დანებით

დღესდღეისობით, შემოღებულია დამცავი სათვალის მინის დარტყმაგამძლეობის სტანდარტიფიკაცია, მსოფლიოში არსებობს ამ ტიპის სამი სტანდარტი

1. OHSA Safety Standard 1910.133(a)(2) (პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ადმინისტრაციის სტანდარტი) ამ სტანდარტის მინა იცავს თვალს, ძირითადად საყოფაცხოვრებო, ანასხლეტი და რეკოშეტირებული უცხო, მყარი სხეულებისგან


2. ANSI (ამერიკის ნაციონალური სტანდარტების ინსტიტუტი) სტანდარტის Z87.1 და Z87.3 კატეგორიები - ეს სტანდარტი მიწოდებულია ამერიკელი ინჟინრების მიერ, რომლებიც მუდაობენ სოციალური უსაფრთხოების დახვეწის თემებზე


3. U.S. Military - MIL-V-43511C - ეს არის ამერიკის სამხედრო სტანდარტი, რომელიც ტესტირებულია .22 კალიბრის (5.6მმ) დარტყმამედეგობით. ამ სტანდარტის გარეშე ამერიკელი სამხედროები დამცავ სათვალეს არც კი ეკარებიან



ამ სამი სტანდარტიდან მინიმუმ პირველი 2 მაინც უნდა ქონდეს მსროლელის დამცავ სათვალეს, რომ ჩაითვალოს საიმედოდ.




გარდა ამისა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მნიშვნელოვანია გამოსხივებისგან (ძირითადად ულტრაიისფერი სხივებისგან) დაცვაც, აქაც არსებობს ANSI UV სტანდარტის შესაბამისობა, აგრეთვე სათვალეებს აწერიათ UV პროტექციის პროცენტულობა რომელიც 99% -100% ს არ სცილდება, არის სათვალეების რომლებიც UV 400 nm აღნიშვნით არის და მიწანშეწონილია ისეთი სათვალის შეძენა რომელიც ამ მნიშვნლს ქვემოთ არ სცილდება


სათვალის ფერები, ეს ის მახასიათებელი თვისებებია, რომელიც ადამიანის ინდივიდუალური შეხედულებისამებრ ირჩევა და დიდი არსებითი მნიშვნელობა რაა აქვს, რადგან კიდევ გავიმეორებ რომ ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა გამჭვირვალე უფერულ შესაბამისი სტანდარტის სათვალეებსაც შეუძლია (ზოგის მცდარი მოსაზრებით, გამჭვირვალე უფერული სათვალე არ იცავს მზისგან) თუმცა სინათლის გაღიზიანებადობის მგრძნობელობა ყველას სხვადასხვანაირი აქვს, და განსხვავდება დღის სხვადასხვა მონაკვეთში და გარემო პირობებისას, ამიტომ უმჯობსია თუ გვექნება სათვალე სხვადასხვა ფერის სათვალე ან საცვლელი ლინზები ფერის და მიხედვით

რადგან შებინდებისას სოლისთვის უკეთესია ღია ყვითელი ფერი, ხოლოდ შუადღისით, განათების ინტენსიუობისას მუქი ფერი, ისევე როგორც ოდნავ უკეთეს შედეგს იძლევა მოწითალო ფერი ნისლის პირობებში






სამწუხაროდ ბაზარზე არსებული სათვალეების კარგი ხარისხი ჩვენთვის სკმაოდ მაღალ ფასებს "უკაკუნებს"
მსოფლიოში მიღებული, დამცავი სათვალეების ბრენდები, რომლის სათვალეებს ზედმეტი "გამოკვლევა" და შემოწმება არ ჭირდება და რომლებსაც შეიძლება ბრმად ვენდოთ არიან: Zeiss, Decot, Knobloch, Oakley, Tasco, Randolph Ranger და Wiley-X

ფასები კი 100$ დან 5000$ მდე ადის, გააჩნია დამუშავების ხარისხს, დიზაინს, ჩარჩოს მასალის შემცველობას და ა.შ.





ამ სტატის წაკითხვისას მაინც დაგვებადება კითხვები და ძირითადად გაგვიჩნდება ინტერესი ისეთი დამცავი სათვალეების მიმართ რომლებიც უფრო ხელმისაწვდომია ფართო მასებისთვის, რომლებიც მერყეობენ დაახლოებით 5$-30$ ის დიაპაზონში. ნუთუ ეს სათვალეები უვარგისია და არ არის ჩვენი საშველი?!

გამომდინარე იქიდან რომ ყველაფერი შეფარდებითია, ასე ხელაღებით უკუგდება იაფფასიანის რათქმაუნდა არ იქნება სწორი, თუმცა რაღათქმაუნდა ჯობს ერთხელ გადაიხადო მეტი და იყიდო ძვირადღირებული და ხარისხიანი სათვალე.

თუმცა ბევრი დამეთანხმება რომ დამცავი სათვალეები ზოგიერთ ადამიანს მაქსიმუმ 10-15-20 წუთის განმავლობაში სჭირდება, ზოგს საათობით უკეთია, ზოგიერთს სულაც რამოდენიმე წამი, უშუალოდ სროლისას

იაფფასიანი დამცავი სათვალეები რათქმაუნდა გარკვეულწილად თვალის დაცვის გარანტიაა და ისეთ ვითარებაში როგორიცაა 70 მეტრიდან მოფრენილი წვრილი საფანტი, ჯანმრთელობისთვის ნამდვილად მნიშვნელოვან მფარველობას გვიწევს, რადგან ამ მანძილზე თუნდაც სახეში მოხვედრილი საფანტი უმეტეს შემთხვევაში ნაკლებად საზიანოაა, რასაც ვერ ვიტყვით დაუცველ თვალის კაკალზე

აგრეთვე მთავარი პირობაა, იაფფასიან სათვალეში სხივის გარდატეხა იმდენად დამაკმაყოფილებელი იყოს რომ 2 საათი მაინც თვალს არ გვიღლიდეს, ეს უფრო დაკვირვების ხარჯზე შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, ვერც ერთი იაფფასიანი მწარმოებელი ამის გარანტიას ვერ მოგვცემს.

ბევრი იაფფასიანი დამცავი სათვალე მინახავს რომელიც 15 წუთშიც კი მიღლის თვალს, თუმცა არის ბევრი სათვალე რომელიც შეგვიძლია 2 საათზე მეტ ხანს თამამად ვატაროთ, თუმცა მთელი დღე ასეთი სათვალის ტარება არ არის რეკომენდირებული, რადგან რაც არ უნდა მაქსიმალურად კომფორტული იყოს სათვალე, "იაფფასიანობა მაინც თავისას შვრება" და მხედველობაზე მაინც მოქმედებს

თუმცა არჩევანი უსაფრთხოებასა და დროებით დისკომფორტს შორის, მაინც კოლოსალურია, ამიტომ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რომ დამცავი სათვალეები გვეხმარება უსაფრთხოდ ნადირობაში თუ იარაღის სროლაში

ეს ყველაფერი მეტად აქტუალურია აგვისტოს ბოლოდან, როცა მწყერზე ნადირობის სეზონი იხსნება და ახალბედა თუ დამწყები მონადირე, დიდიან პატარიანად გაშლილ მინდვრებს არიან შესეულები



ჩემს მიერ ჩატარებულ იქნა, მცირედი ტესტი, ჩვეულებრივი იაფფასიანი სათვალის მედეგობაზე, წვრილი საფანტის სროლისას, რომელსაც მოგვაინებით შემოგთავაზებთ



სტატია მომზადებული ჩემს მიერ, ინტერნეტში არსებული მასალების შეჯერებით და საკუთარი გამოცდილებით მიღებული დაკვირვების ანალიზით, კოპირების შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ პირველწყარო Ochopintre.ge
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
3 გვერდი V  < 1 2 3 >  
Start new topic
გამოხმაურებები (15 - 29)
LeoTaso
პოსტი Jul 9 2012, 22:40
პოსტი #16


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 754
რეგისტრ.: 7-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საინტერესოა ფრიად .
პოლარიზებაზე თუ გაქვს რამე ინფო , იქნებ ეგეც დაგეწერა, საინტერესო იქნება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
არჩილი
პოსტი May 27 2013, 12:58
პოსტი #17


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 60
რეგისტრ.: 11-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ზუგდიდი



ბატონებო, ვინც სათვალეებში ერკვევით გთხოვთ მირჩიოთ გამომადგება თუ არა ასეთი მონაცემების დამცავი სათვალე სანადიროდ?
გამჭირვალე სათვალე, შუშაზე აწერია 1 F და წაგრძელებული, წვეტიანი ნათურის ფორმის მწარმოებლის ნიშანი.
შიგნიდან ჩარჩოზე ერთ მხარეს, ჯერ ისევ მწარმოებლის ნიშანი და შემდეგ -- EN 166 F CE z87+
მეორე მხარეს კი – M 9700 sports.
პასპორტის მიხედვით მასალა პოლიკარბონატი ან აცეტატი, დამზადებულია ინგლისში.
დაიცავს თუ არა ეს სათვალე თვალებს სამწყერე საფანტისგან 20-30 მეტრიდან. თუ აუცილებლად უნდა იყოს ANSI Z87.1+ და ამის იმედად ყოფნა არ შეიძლება?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი May 27 2013, 13:03
პოსტი #18


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



არჩილი

დაიცავს, სრულიად საკმარისია. ბრიტანელებს სხვა სტანდარტი აქვთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
არჩილი
პოსტი May 27 2013, 19:18
პოსტი #19


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 60
რეგისტრ.: 11-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ზუგდიდი



Davitus
დიდი მადლობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jun 23 2014, 18:27
პოსტი #20


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ესეც შეპირებული ვიდეო

სათვალის ტესტირება, მასზე სხვადასხვა სიდიდის და მუხტის მქონე ვაზნების სროლით.


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Jun 23 2014, 18:52
პოსტი #21


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



Davitus
კარგი ვიდეოა დავით, აი ქარის პრობლემაა ცოტა. რომელი სათვალე დატესტე ზუსტი მოდელიც გვითხარი რა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კალვერა
პოსტი Jun 23 2014, 19:38
პოსტი #22


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,386
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ბიჯო დავითუს #3 და #0-ლიც გესინჯა,სანამ არ გახ**ეტდაnewsmile05.gif საინტეროსოა რამდენს გაუძლებდა D.gif

სათვალე მართლაც აუცილებელია,ცემი განუყრელი ატრიბუტია სანადიროთ,ღამეც და დღეც.

ასევე სათვალე იცავს თვალს ტყეში ,მოულოდნელი და უხერხული ტოტებისგან newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Jun 23 2014, 19:40
პოსტი #23


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




კალვერა
0 თუ მოგხვდა 35 მეტრზე სახეში გინდა გკეთებია ეგ სათალეები გინდა არა D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კალვერა
პოსტი Jun 23 2014, 19:41
პოსტი #24


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,386
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ხოო მარა მაინც newsmile05.gif ტვალი გადაგირჩებაnewsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Jun 23 2014, 20:02
პოსტი #25


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




მე ისიც მაინტერესებს თვალებს ხომ არ ღლის ორი სათვალე მქონდა ერთი რემინგტონი ერთიც რაღაც მასეთი, 2 საათის ორივე ღლიდა თვალებს და ვერ ვხმარობდი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jun 23 2014, 21:07
პოსტი #26


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კუთხა

კონკრეტული მოდელი არაფერ შუაშია შოთიკ, რაც ზევით მიწერია ის გადაიკითხე, იმ სტანდარტისას რომ იყიდი, ყველა ეგრე უძლებს. დანარცენი დიზაინის, ფერის, შუქგამტარობის და კომფორტის ამბავია.




კალვერა

არ მქონდა თორემ ვესროდი, ისე მაგხელა საფანტი 30 მეტრში მტერს მოხვდეს, თვალი მეორეხარისხოვანი იქნება მაგ შემთხვევაში, ქე გაგასხმეინებს ტვინს ბიჯო და ვის რაში უნდა შენი ჯანმრთელი თვალის კაკლები, შენ ჯვარი გწერია და D.gif

assassin29

ეგ უკვე შუიქგარდატეხაზე,ა ფასიც მაქედან გამომდინარეა, თორემ 15$ იანიც და 150$ იანიც ერთნაირად აკავებს საფანტს თუ სტატიაში ნახსენები სტანდარტები აქვს გავლილი


ტესტირებული სათვალის ფასი თუ არ ვცდები 19$-ს არ სცილდებოდა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jun 23 2014, 21:41
პოსტი #27


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



კარგი ვიდეოა შემეცნებითი საონტერესო სანახავიიყო საღოლ დავით small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Jun 23 2014, 23:55
პოსტი #28


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Davitus
დავით იცი რა მაინტერესებს? ეგ სათვალე სტატიკურად გქონდა რამეზე დამაგრებული თუ უბრალოდ ჩამოდებული? ხვდები ალბათ რატომ გეკითხები, სახეზე მყარად არის დამაგრებული და ვერსად წავა, ანუ არც გადავარდება და არც ჩამოვარდება, აქ კიდევ შეიძლება უკან გავარდეს და ტყვიის ძალა ამითაც ჩააქროს.
ისე კარგი ვიდეო გამოგსვლია, ძაან ინფორმატიული და სასარგებლო!

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია feroni: Jun 23 2014, 23:55
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jun 24 2014, 00:00
პოსტი #29


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



feroni

ხო, ვიდეოში გადამავიწყდა მეჩვენებინა, თავის ქალის იმიტაცია, ძველი მანეკენის თავისგან გავაკეთე, შიგნით რაც სიცარიელე იყო ბალისტიკური გელით (არაპროფესიონალური, სახლში მომზადებული) ამოვავსე

ფაქტიურად 95% ით მიახლოებული ცსენარის იმიტირება მოვახდინე

თუმცა მაგ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ სადაც 34 გრამიან 5 ნომერს გაუძლო, ნებისმიერ ვარიანტში დაიცავს მწყრის საფანტისგან, სხვათაშორის, გადაჭარბებული მუხტით რომ სავაზნე აგიფეთქდეს, შრაპნელებისგანაც უნდა დაგიცვას ჩემი გათვლებით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Jun 24 2014, 11:07
პოსტი #30


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

> სწრაფი პასუხის ფორმა
სქელი
დახრილი
ხაზგასმული
სურათის ჩასმა
სიცილაკები
ციტატის ტეგებში ჩასმა
კოდის ტეგებში ჩასმა
 
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 • Add image to post
 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელ-ფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?
   

3 გვერდი V  < 1 2 3 >
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 6 მომხმარებელი (მათ შორის 6 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd December 2025 - 17:26