პირველი კლუბთაშორისი შეჯიბრი სპორტინგში - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

პირველი კლუბთაშორისი შეჯიბრი სპორტინგში, ფოტო-ვიდეო მასალა და განხილვა
Bone
პოსტი Jun 2 2013, 04:02
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



პირველი კლუბთაშორისი შეჯიბრი სპორტინგში

მოგახსენებთ...

სპორტინგი - სპორტი , ფაქტიურად კი ნადირობაა , იმ განსხვავებით , რომ სპორტინგზე უფრო ჰუმანური ნადირობა არ და ვერ არსებობს . გარდა ამისა სწორი სროლის ასათვისებლად საუკეთესო გასართობი და სავარჯიშოა ...

სპორტინგის მიმოხილვაზე არ გავჩერდებით . მაგრამ მოკლედ შეგახსენებთ , რომ სპორტინგი მთელს მსოფლიოში მზარდი (ხაზგასმით მზარდი) პოპულარობით სარგებლობს, და ეს შემთხვევითი არაა . საქართველოში, საბჭოთა კავშირის ეპოქაში , სასტენდო სროლას - თიხის მოძრავ სამიზნეებზე სროლას გამორჩეული ადგილი ეჭირა სპორტის სხვა ოლიმპიურ სახეობებს შორის . საქართველოში გაიზარდნენ იმ ეპოქის უძლიერესი სპორტული მსროლელები გლუვ ლულიანი თოფიდან . გვარების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს .
სამწუხაროდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ , მომენტალურად გაიყინა საქართველოში ეს სპორტის სახეობა , შემდეგ კი ეტაპობრივად დაიშალა და ბოლოს დაინგრა ........
.... მაგრამ სპორტინგი , არც საქართველოში და არც მთელს საბჭოთა კავშირში არ არსებობდა არასოდეს . სპორტინგმა რუსეთში 90 ანი წლების დასაწყისში ჩააღწია და ფეხი მოიკიდა ... შემდეგ ეტაპობრივად სხვადასხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნებში ..... საქართველომდე კი ვერა და ვერ ჩამოაღწია ....
საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ოჩოპინტრე , არაოფიციალურ დონეზე, მოყვარულთა შორის პირველი ატარებს შეჯიბრს .....
რამოდენიმე სეზონი , მაგრამ უსაფრთხოების და მწირი ფინანსებისა თუ შესაბამისი ტექნიკის უქონლობის გამო , მხოლოდ შიდა საკლუბო შეჯიბრებებს მოიცავს ....

ამა წლის 2 ივმისს კი , ოჩოპინტრემ ჩაატარა საქართველოს კლუბთაშორისი შეჯიბრი სპორტინგში . ეს არ არის ხმა მაღალი განცხადება , რადგან შეჯიბრის წესდება უსაფრთხოების ნორმები , ტრაექტორიების მრავალფეროვნება თუ სპეც ტექნიკა , ოფიციალურის მიმსგავსებული იყო ....
დიახ , საქართველოში არ არსებობს სპორტინგი ოფიციალურად , მაგრამ მოყვარულთა დონეზე ვფიქრობთ სტარტი აიღო სპორტინგმა ჩვენი კლუბის თაოსნობით და კეთილი ადამიანების დახმარებით ....

წლევანდელ, პირველ კლუბთაშორის შეჯიბრში - მონაწილეობა მიიღეს კლუბებმა
ბაზიერი
ხირიმი
საფარი
ოჩოპინტრე


სამწუხაროდ ზოგიერთმა კლუბმა ვერ მოახერხა მონაწილეობა სურვილის მიუხედავად .... ყველაფერი კარგი წინაა...

მონაწილეობა მიიღეს :
ბაზიერი

1. სიმონ რუსიშვილი
2. შაკო მონასელიძე
3. გიორგი თარხნიშვილი

ხირიმი

1. გოგა კელაპტრიშვილი
2. დათო სამუშია
3. ლევან მემარნიშვილი

კლუბი საფარი

1. ლერი ახმეტელი
2. დათო კოხრეიძე
3. ვასო ყაულაშვილი

ოჩოპინტრე

1. გიორგი მეტრეველი
2. გიორგი ვარდოსანიძე
3. კახა ჩავლეიშვილი

შეჯიბრის ფორმატი მოიცავდა შემდეგ პოზიციებს. A , B , C , D , E , F პოზიციებს
5 ერთეული და 1 ხმოვანი დუბლეტი

სროლა დაიწყო ლერი ახმეტელმა




























ცხრილები:















მონაწილეები



-------------------
შეჯიბრი წარმატებით დასრულდა ... რაც მთავარია მშვიდობიანად გაიმართა, ყოველგვარი უბედური შემთხვევების გარეშე. არც სხვა ექსცესებს ქონია ადგილი.
მონაწილეები ზედმიწევნით იცავდნენ უსაფრთხოების წესებს,მიყვებოდნენ შეჯიბრის ფორმატს.
პაექრობა იყო სპორტული დატვირთვით. მომავალში მეგობრობის პერსპექტივით.
ამ შეჯიბრის მთავარი მიზანი არის, პირველ რიგში, სპორტინგის პოპულარიზაცია. მომავლისთვის , სპორტინგი აუცილებლად იქნება საქართველოში პოპულარული სპორტის სახეობა
თუ მეგობარი კლუბები ასევე მოგვბაძავენ ამდაგვარი ღონისძიებებით სასიამოვნო იქნება და მისასალმებელი !
მომავლისათვის ღმერთის წაყლობით ისევ ჩავატარებთ შეჯიბრებს....კეთილი ადამიანების დახმარებით და ჩვენი მეგობარი და მეზობელი კლუბების დახმარებით...

დიდი დახმარება გაგვიწია ჩვენმა მეზობელმა კლუბმა Guns.ge -მ ისინი რომ არა შეჯიბრი ასეთი მრავალფეროვანი ტრაექტორიებით არ გამოვიდოდა

სპონსორები:
ჩვენი შეჯიბრის პრიზებზე იზრუნა კლუბმა საფარიმ. მონაწილეები და გამარჯვებულები დააჯილდოვა შესანიშნავი ჟურნალით "ნადირობა და თევზაობა" სამაგიდო ვერსიით.
ჩვენი შეჯიბრი პრიზებით უზრუნველყო მაღაზიამ ARMERIA Innocenti, გარდა პრიზებისა ყველა მონაწილე დააჯილდოვა 1 თვიანი ფასდაკლების უფლებით, მაღაზია ARMERIA Innocenti
დიდი მადლობა მათ მთელი კლუბ ოჩოპინტრეს სახელით


აგრეთვე უდიდესი დახმარება გაგვიწია ჩვენი კლუბის წევრებმა და არა მარტო მათ:
Davitus - (დავით კალანდია) - ტექნიკური, საორგანიზაციო და დაგეგმარების საკითხი
T A M P L I E R - (ნიკოლოზ თურმანიძე) - ტექნიკური, საორგანიზაციო და დაგეგმარების საკითხი
ბესო - (ბესო მგალობლიშვილი) - ტექნიკური საკითხი
iva75 - (ივა გურეშიძე) - ტექნიკური საკითხი


მადლობა მათ კლუბ ოჩოპინტრეს სახელით

მომავალ შეხვედრმდე მეგობრებო newsmile05.gif...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
7 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (15 - 29)
HUNTER FREDY
პოსტი Jun 2 2013, 18:41
პოსტი #16


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



გენაცვალეეთ ისე კი რო მოქონდათ საჩუქრები კიურხარით ის კაცი ( ჭალო) სამჯერ მოვიყვანე აქ და მაშინვე ნდა გეჩუქებინათ ეს თქო D.gif გილოცავთ ყველა ოჩოელს ეგ ერთი და სხვა მრავალი კიდე newsmile045.gif

აგრევე ულოცავ სხვა მონაწილეებსაც
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jun 2 2013, 18:45
პოსტი #17


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მეც მოვედი.
პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მონაწილე კლუბებს. ძალიან კარგი და საინტერესო ხალხი გავიცანი და მოვინახულე.
ბრძოლა მართლაც დაძაბული იყო და ყველა კლუბმა თითქმის თანაბარი ქულები აჩვენა. რა თქმა უნდა დიდი მადლობა ბონეს, დავითუსას, ტამპლიერს, ჩელეს და ყველა იმ კლუბის წევრს ვინც ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო

დიდი მადლობა მთავარ მსაჯს ავთო ანდღულაძესა და ნუკრი მაცხარაშვილს
მოკლედ ყველას დიდი მადლობა ვინც მოხვედით იასპარეზეთ და იგულშემატკივრეთ.

მინდა მივულოცო ყველა პრიზიორს და ოჩოპინტრეს გუნდს გამარჯვება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩავლე
პოსტი Jun 2 2013, 18:52
პოსტი #18


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,764
რეგისტრ.: 29-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მეც მიულოცე,მადლობაც გადაუხადე და მოკლედ დააგდო ტექსტი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jun 2 2013, 18:58
პოსტი #19


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ხოოო მოლოცვა სულ დამავიწყდა newsmile05.gif))

გილოცავთ ბიჭებო, მაგრები ხართ. ძალიან გამიხარდა თქვენი წარმატება. თქვენი წარმატება კი მთლიანი კლუბის წარმატებაა და შესაბამისად ჩვენიც. ასე რომ მრავალი მოგება და წინსვლა მიდა გისურვოთ. დანარჩენ მოასპარეზეები კი მინდა გავამხნევო და ვუთხრა გული არ გაიტეხონ. ეს პირველი პრეტენდენტი იყო ასეთი სახით წარმოდგენილი და შეიძლება მომზადებულებიც არ იყავით სათანადოდ. მაგრამ დამერწმუნეთ, არც ჩვენ გაგვითენებია სტენდზე. მომავალი წინ არის და იმედი მაქვს ეს შეჯიბრი მიიღებს ყოველწლიურ სახეს და შემდეგში ყველას უფრო მეტი შანსი გეძლევათ. მთავარი მოგება არ არის-ო რომ იტყვია, ყოველთვის ვეწინააღმდეგები. მონაწილეობის მერე მოგებაა მთავარი რა თქმა უნდა. ასე რომ წინ კიდევ გველოდება ბევრი მსგავსი შეჯიბრი და შანსი ყველას ერთნაირი გვაქვს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jun 2 2013, 19:08
პოსტი #20


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ხო, კურიერში გავიდა რეპორტაჟი 18:34 ზე დაიწყო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩავლე
პოსტი Jun 2 2013, 19:10
პოსტი #21


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,764
რეგისტრ.: 29-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ისე ბიჭებო,კი უნდა მაპატიოთ,შესაძლებელზე ნაკლები რომ გავაკეთე,რა ცუდია ნაბახუსევზე კი გამიგებთ, გეხვევით ყველას
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jun 2 2013, 19:11
პოსტი #22


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მე ვერ ვიღებ კადრს და ვინც მაგის მამები ხართ იქნებ ამოიღოთ და ატვირთოთ. ეხლა გადავახვიე და მშვენიერი სიუჟეტი გამოსულა..... ყოჩაღ დავით.....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუდიგორელი
პოსტი Jun 2 2013, 19:15
პოსტი #23


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



გილოცავთ ყველა მონაწილეს და გამარჯვებულს newsmile05.gif მიხარია რო წარმატებით ჩატარდა კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიება, დიდი მადლობა ბონეს და ყველა ორგანიზატორსnewsmile05.gif

სამწუხაროდ ჯანმრთელობის მხრივ ვერ ვარ ჯერ კარგად და ვერ მოგეხმარეთ ვერაფერში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Jun 2 2013, 19:17
პოსტი #24


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გილოცავთ მეგობრებო! კიდევ ბევრი და ბევრი წარმატება მოგველოცოს! მაგრად გამიხარდა.

ვულოცავ სხვა პრიზიორებსაც. მადლობა ყველას მონაწილეობისთვის და ასევე დიდი მადლობა ორგანიზატორებს და დამხმარე პერსონალს! newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
simona
პოსტი Jun 2 2013, 19:29
პოსტი #25


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 229
რეგისტრ.: 19-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ირველ რიგში მადლობა ორგანიზატორებს, ყველაფერი იდეალურად იყო და შესაშურად გაკეთებული, მადლობა გულშემატკივარს ვინც იქ გვახლდა და მონაწილეებს ამ ყველაფრისთვის, საკმაოდ მაღალ და მოულოდნელ დონეზე იყო სროლა გათვლილი და ეს ნამდვილათ აღსანიშნავია რისთვისაც კიდევ ერთხელ "ბრაო" ორგანიზატორებს. ვუულოცავ გამარჯვებას კლუბ "ოჩოპინტრეს" მეორე საპრიზო ადგილს " საფარი კლუბ გორჯიას" მესამე საპრიზოს "ბაზიერი.გე" ს და კიდევ ერტხელ უდიდესი მადლობა ორგანიზატორებს რომლებმაც დრო და ენერგია არ დაიშურეს და დილაადრიანათ შეუდგენ სამდაზისს ყველაფერი ჩატარდა 5 ანზეეე, გაიხარეთ ბიჭებო და ყველამ, სპონსორებო ვინც პრიზებიც დააწესეთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიზოვიჩი
პოსტი Jun 2 2013, 19:41
პოსტი #26


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,630
რეგისტრ.: 6-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კარგი და ორგანიზებული რონისძიება ჩატარებულა, ყველა შეგაქეთ
ვისაც ელემენტარული წვლილიც კი მიუძრვის ამ ყველაფერში...
ყველა გამარჯვებულს გილოცავთ, მაგრები ხარტ ლომებო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Jun 2 2013, 20:00
პოსტი #27


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



გილოცავავთ პრიზიორებს. ქულები არ დაიდება?

საღოლ ჭალიმგელა d778bc34f693c93907196ff195628213.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jun 2 2013, 20:21
პოსტი #28


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(nik@a @ Jun 2 2013, 21:00) *
საღოლ ჭალიმგელა d778bc34f693c93907196ff195628213.gif

ჭალიმგელა რა შუაშია, მადლობა ჩავლეს და გიორგის, ნუუუუ... მეც რა newsmile05.gif

ეს გუნდური შეჯიბრი იყო და სამივეს ქულებმა მოგვაგებინა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Jun 2 2013, 20:25
პოსტი #29


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ააა, ფრედიმ ცუდად მომაწოდა ინფორმაცია.
საღოლ ყველას ერთად მაშინ kiss.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Jei
პოსტი Jun 2 2013, 20:26
პოსტი #30


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 95
რეგისტრ.: 21-June 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



გილოცავთ მეგობრებო, გილოცავთ ! newsmile05.gif
ოჩო რულეზ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

7 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th November 2025 - 04:51