პირველი კლუბთაშორისი შეჯიბრი სპორტინგში - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

პირველი კლუბთაშორისი შეჯიბრი სპორტინგში, ფოტო-ვიდეო მასალა და განხილვა
Bone
პოსტი Jun 2 2013, 04:02
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



პირველი კლუბთაშორისი შეჯიბრი სპორტინგში

მოგახსენებთ...

სპორტინგი - სპორტი , ფაქტიურად კი ნადირობაა , იმ განსხვავებით , რომ სპორტინგზე უფრო ჰუმანური ნადირობა არ და ვერ არსებობს . გარდა ამისა სწორი სროლის ასათვისებლად საუკეთესო გასართობი და სავარჯიშოა ...

სპორტინგის მიმოხილვაზე არ გავჩერდებით . მაგრამ მოკლედ შეგახსენებთ , რომ სპორტინგი მთელს მსოფლიოში მზარდი (ხაზგასმით მზარდი) პოპულარობით სარგებლობს, და ეს შემთხვევითი არაა . საქართველოში, საბჭოთა კავშირის ეპოქაში , სასტენდო სროლას - თიხის მოძრავ სამიზნეებზე სროლას გამორჩეული ადგილი ეჭირა სპორტის სხვა ოლიმპიურ სახეობებს შორის . საქართველოში გაიზარდნენ იმ ეპოქის უძლიერესი სპორტული მსროლელები გლუვ ლულიანი თოფიდან . გვარების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს .
სამწუხაროდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ , მომენტალურად გაიყინა საქართველოში ეს სპორტის სახეობა , შემდეგ კი ეტაპობრივად დაიშალა და ბოლოს დაინგრა ........
.... მაგრამ სპორტინგი , არც საქართველოში და არც მთელს საბჭოთა კავშირში არ არსებობდა არასოდეს . სპორტინგმა რუსეთში 90 ანი წლების დასაწყისში ჩააღწია და ფეხი მოიკიდა ... შემდეგ ეტაპობრივად სხვადასხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნებში ..... საქართველომდე კი ვერა და ვერ ჩამოაღწია ....
საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ოჩოპინტრე , არაოფიციალურ დონეზე, მოყვარულთა შორის პირველი ატარებს შეჯიბრს .....
რამოდენიმე სეზონი , მაგრამ უსაფრთხოების და მწირი ფინანსებისა თუ შესაბამისი ტექნიკის უქონლობის გამო , მხოლოდ შიდა საკლუბო შეჯიბრებებს მოიცავს ....

ამა წლის 2 ივმისს კი , ოჩოპინტრემ ჩაატარა საქართველოს კლუბთაშორისი შეჯიბრი სპორტინგში . ეს არ არის ხმა მაღალი განცხადება , რადგან შეჯიბრის წესდება უსაფრთხოების ნორმები , ტრაექტორიების მრავალფეროვნება თუ სპეც ტექნიკა , ოფიციალურის მიმსგავსებული იყო ....
დიახ , საქართველოში არ არსებობს სპორტინგი ოფიციალურად , მაგრამ მოყვარულთა დონეზე ვფიქრობთ სტარტი აიღო სპორტინგმა ჩვენი კლუბის თაოსნობით და კეთილი ადამიანების დახმარებით ....

წლევანდელ, პირველ კლუბთაშორის შეჯიბრში - მონაწილეობა მიიღეს კლუბებმა
ბაზიერი
ხირიმი
საფარი
ოჩოპინტრე


სამწუხაროდ ზოგიერთმა კლუბმა ვერ მოახერხა მონაწილეობა სურვილის მიუხედავად .... ყველაფერი კარგი წინაა...

მონაწილეობა მიიღეს :
ბაზიერი

1. სიმონ რუსიშვილი
2. შაკო მონასელიძე
3. გიორგი თარხნიშვილი

ხირიმი

1. გოგა კელაპტრიშვილი
2. დათო სამუშია
3. ლევან მემარნიშვილი

კლუბი საფარი

1. ლერი ახმეტელი
2. დათო კოხრეიძე
3. ვასო ყაულაშვილი

ოჩოპინტრე

1. გიორგი მეტრეველი
2. გიორგი ვარდოსანიძე
3. კახა ჩავლეიშვილი

შეჯიბრის ფორმატი მოიცავდა შემდეგ პოზიციებს. A , B , C , D , E , F პოზიციებს
5 ერთეული და 1 ხმოვანი დუბლეტი

სროლა დაიწყო ლერი ახმეტელმა




























ცხრილები:















მონაწილეები



-------------------
შეჯიბრი წარმატებით დასრულდა ... რაც მთავარია მშვიდობიანად გაიმართა, ყოველგვარი უბედური შემთხვევების გარეშე. არც სხვა ექსცესებს ქონია ადგილი.
მონაწილეები ზედმიწევნით იცავდნენ უსაფრთხოების წესებს,მიყვებოდნენ შეჯიბრის ფორმატს.
პაექრობა იყო სპორტული დატვირთვით. მომავალში მეგობრობის პერსპექტივით.
ამ შეჯიბრის მთავარი მიზანი არის, პირველ რიგში, სპორტინგის პოპულარიზაცია. მომავლისთვის , სპორტინგი აუცილებლად იქნება საქართველოში პოპულარული სპორტის სახეობა
თუ მეგობარი კლუბები ასევე მოგვბაძავენ ამდაგვარი ღონისძიებებით სასიამოვნო იქნება და მისასალმებელი !
მომავლისათვის ღმერთის წაყლობით ისევ ჩავატარებთ შეჯიბრებს....კეთილი ადამიანების დახმარებით და ჩვენი მეგობარი და მეზობელი კლუბების დახმარებით...

დიდი დახმარება გაგვიწია ჩვენმა მეზობელმა კლუბმა Guns.ge -მ ისინი რომ არა შეჯიბრი ასეთი მრავალფეროვანი ტრაექტორიებით არ გამოვიდოდა

სპონსორები:
ჩვენი შეჯიბრის პრიზებზე იზრუნა კლუბმა საფარიმ. მონაწილეები და გამარჯვებულები დააჯილდოვა შესანიშნავი ჟურნალით "ნადირობა და თევზაობა" სამაგიდო ვერსიით.
ჩვენი შეჯიბრი პრიზებით უზრუნველყო მაღაზიამ ARMERIA Innocenti, გარდა პრიზებისა ყველა მონაწილე დააჯილდოვა 1 თვიანი ფასდაკლების უფლებით, მაღაზია ARMERIA Innocenti
დიდი მადლობა მათ მთელი კლუბ ოჩოპინტრეს სახელით


აგრეთვე უდიდესი დახმარება გაგვიწია ჩვენი კლუბის წევრებმა და არა მარტო მათ:
Davitus - (დავით კალანდია) - ტექნიკური, საორგანიზაციო და დაგეგმარების საკითხი
T A M P L I E R - (ნიკოლოზ თურმანიძე) - ტექნიკური, საორგანიზაციო და დაგეგმარების საკითხი
ბესო - (ბესო მგალობლიშვილი) - ტექნიკური საკითხი
iva75 - (ივა გურეშიძე) - ტექნიკური საკითხი


მადლობა მათ კლუბ ოჩოპინტრეს სახელით

მომავალ შეხვედრმდე მეგობრებო newsmile05.gif...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
7 გვერდი V  « < 2 3 4 5 6 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (45 - 59)
ilariona
პოსტი Jun 3 2013, 08:47
პოსტი #46


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,239
რეგისტრ.: 25-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მთელი გულით გულვშემატკივრობდი ჩვენს გუნდს, სამწუხაროდ ვერ ავედი შეჯიბრზე, მაგრამ საწყალ ჭალიმგელას სულ ხელს ვუშლიდი სროლაში იმდენჯერ დავურეკე D.gif

რა მექნა აბა? გული მეწვოდა და მთელი გულით მინდოდა, რომ ეს შეჯიბრი ჩვენს კლუბს მოეგო.

მასეც მოხდა და ბიჭებმა გვასახელეს, ოჩოს გუნდი N1 და ეს არის ძალზედ სასიხარულო ფაქტი.

ეს იმაზე მეტს ნიშნავს ვიდრე ჩანს newsmile05.gif

სიხარულის ემოციებს ვერ ვმალავ, მიხარია და კიდევ ერთხელ მიხარია.

ბრავო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Jun 3 2013, 08:53
პოსტი #47


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გილოცავთ გამარჯვებულებოოო.გამიხარდა თქვენი და ჩვენი კლუბის წარმატება kiss.gif kiss.gif kiss.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jun 3 2013, 10:53
პოსტი #48


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ilariona
ციტატა(ilariona @ 3rd June 2013 - 09:47) *
მაგრამ საწყალ ჭალიმგელას სულ ხელს ვუშლიდი სროლაში იმდენჯერ დავურეკე


იმიტომ იყო, რომ ბოლო წერტილზე 2 გამაზა.... შენი ბრალია რააა....

D.gif D.gif D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Jun 3 2013, 11:20
პოსტი #49


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გილოცავთ, ჩემს თავსაც ვულოცავ. ეს კარგი რამე მოხდა.
ორგანიზატორობაში ბონე ჩემპიონია. დაჯილდოებაზე რა დამაჯერებელი რეჩი დაარტყა. დავითუს, ტამპლიერი და ჩელე რომ არა , არ ვიცი, გაიხარეთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
achiko-l
პოსტი Jun 3 2013, 11:21
პოსტი #50


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,355
რეგისტრ.: 24-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: mtskheta



გილოცავთ ოჩოელებო newsmile045.gif newsmile027.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Jun 3 2013, 11:24
პოსტი #51


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(gagrinski @ Jun 2 2013, 19:03) *
ზაზა თუ შემოიხედავს მინდა დაწეროს რა პრინციპით ვითხოვდი საუკეთესო მსროლელის გამოვლენას D.gif დროზე ამაფარა პირზე ხელი თორემ დამისეტყვავდნენ ტრაკს newsmile087.gif 9 და 7 ნომრით newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif



აბაა. საუკეთესო მსროლელი გამოვავლინოთო საუკეთესო სროლისთვისო, რას ამბობ, ფეხბურთი ხო არაა საუკეთესო გოლისთვის რო აჯილდოებენ-მეთქი, ვისაც როგორც უნდა იმ სტილით ისვრის-მეთქი.

ვაი, მე ვიფიქრე, როგორც მეძებრებში აქაც ეგრე საუკეთესო სტილისთვის უნდა დაგვეჯილდოვებინაოnewsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jun 3 2013, 11:40
პოსტი #52


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მადლობა ყველა მონაწილეს, იდეალური წესრიგისთვის, ყველაფერმა ორგანიზებულად და მიზანმიმართულად ჩაიარა. მადლობა ორგანიზატორებს და იმ ადამიანებს ვინც ნებისმიერი სახით მონაწილეობა მიიღო ღონისძიების ორგანიზებაში.

ყველას ვულოცავ საპრიზოზე გასვლას, ყოველმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა და ფაქტიურად უშეღავათო ბრძოლა გაიმართა, გაისად იმედია უფრო მეტი კლუბები მიიღებენ მონაწილეობას, კლუბ "ოჩოპინტრეს" უკვე ტრადიციულ სპორტინგში.

ჩვენს კლუბს ვულოცავ პირველ ადგილს, ღირეულ კონკურენტებს შორის. მომავალშიც გვესახელებინოს საკუთარი კლუბი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jun 3 2013, 11:46
პოსტი #53


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მე რა შუაში ვარ?...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დათუნა
პოსტი Jun 3 2013, 12:22
პოსტი #54


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 87
რეგისტრ.: 2-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გილოცავთ მაგრები ხართ!!! small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
simona
პოსტი Jun 3 2013, 12:45
პოსტი #55


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 229
რეგისტრ.: 19-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება




ყველამ რომ ცალცალკე არ ეძებოს კურიერში
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
rezident
პოსტი Jun 3 2013, 17:57
პოსტი #56


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 468
რეგისტრ.: 13-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



გილოცავთ შეჯიბრის მაღალ დონეზე ჩატარებას და გამარჯვებას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კალვერა
პოსტი Jun 3 2013, 20:19
პოსტი #57


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,386
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მაგრები ხართ გენაცვალეთ newsmile05.gif ეგრეც ვიცოდი რომ თასი ჩვენთან დარჩებოდაD.gif

ყველა პრიზიორს ულოცავ წარმატებას და უსურვებ ყოველივე კარგს ამ სპორტში და პირად ცხოვრებაში D.gif

მე ვერ წამოვედი ვმუშაობდი 9 საათზე დავამთავრე დილას :( ზატო მარიხუანას დეკრიმინალიზაციის აქციაზე ვიყავი newsmile05.gif


ისე შედეგები მაიტერესებს მაგრა!? ვინ როგორ ისროლა,ხოდა იქნება დადოთ!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მარდი
პოსტი Jun 3 2013, 20:53
პოსტი #58


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,018
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გილოცავთ ბიჭებო ყველა ოჩოელს ვულოცავ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ams
პოსტი Jun 3 2013, 21:58
პოსტი #59


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 989
რეგისტრ.: 3-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



გილოცავთ ოჩოელებო კიდევ ერთხელ დაამტკიცეტ რო ერთ ერთი უმაგრესი კლუბია მაგრები ხარ dastur.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩიკა
პოსტი Jun 3 2013, 23:10
პოსტი #60


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 855
რეგისტრ.: 23-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



სულით და გულით ვულოცავ ჩვენებს გამარჯვებას ძალიან გამიხარდა გული მწყდება, რომ სამსახურის გამო ვერ მოვახერხე ასვლა და უფრო ახლოდან გულშემატკივრობა, მაგრამ მეც მთელი ფიქრებით იქ ვიყავი.ვულოცავ ასევე სხვა პრიზიორებსაც წარმატებას და ვუსრვებ შემდეგში უფრო გაემჯობესებინოდ თავიანთი შედეგები. მშვენივრად ჩაუვლია ყველაფერს და დიდი მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის ორგანიზატორების მიმართ რათა არ შეგვარცხვინეს და პირიქით უფრო გაგვიმყარეს რეპუტაცია. ოჩოს გაუმარჯოს ასე გავეგრძელებინოს წარმატებული წინსვლა d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

7 გვერდი V  « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th November 2025 - 09:02