IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური სეტერი - ლავერაკი
ბესო
პოსტი May 16 2009, 07:34
პოსტი #1201


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სეტერისტებს ბატონი შადიმანისგან



ინგლისური სეტერი


სეტერს, ჩვეულებრივ, გრძელბეწვიან მეძებარ ძაღლს უწოდებენ. ეს ტერმინი დიდ ბრიტანეთში უკვე XIV საუკუნიდანაა ცნობილი. კინოლოგები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ამ პერიოდში და ალბათ უფრო ადრეც, ესპანური წარმოშობის მომცრო სპანიელებისა და სხვა რამოდენიმე ჯიშის, მაგალითად, ფრანგული შავფოთლიანი მეძებრის შეჯვარებით მიღებულ იქნა ფრინველზე მონადირე გრძელბეწვიანი ძაღლი, რომელიც ზომით სპანიელს აღემატებოდა და ჰქონდა განსაკუთრებული თვისება _ განაბულიყო ნაპოვნი ფრინველის წინ. ანუ ძაღლი ნაბულზე დგებოდა, ხანდახან წვებოდა კიდეც. "ტო სეტ" _ აქედან წარმოიშვა ჯიშის სახელწოდება. ეს სიტყვა ხომ ძირს დაშვებას, დაჯდომას, დაწოლას ნიშნავს. სეტერების მომრავლება-მოშენება ბრიტანეთის სხვადასხვა მხარეებში ურთიერთიზოლირებულად ხდებოდა. ინგლისელი მონადირეები შავ-თეთრ შეფერილობას ანიჭებდნენ უპირატესობას, უელსელები _ თეთრს, ირლანდიელები _ წითელს, ჟღალს, შოტლანდიელები _ შავ ფერს, ოღონდ დრუნჩზე, მკერდზე და ფეხებზე რუჯით. რა თქმა უნდა, შეფერილობასთან ერთად სხვადასხვა კუთხის სეტერები თანდათან ერთმანეთისაგან გამორჩეულ სხვა თვისებებსაც იძენდნენ. ამიტომ იყო, რომ მე-19 საუკუნის მიწურულს ისინი ოფიციალურად დაყვეს სამ დამოუკიდებელ ჯიშად: ინგლისურ, ირლანდიურ და შოტლანდიურ სეტერებად.
საკუთრივ ინგლისური სეტერის ისტორია განუყოფლად არის დაკავშირებული ედუარდ ლავერაკის (1798-1877) სახელთან, რომელმაც ამ ჯიშის მოშენება 1825 წლიდან დაიწყო. ინგლისურ სეტერს ბევრი ხომ დღემდე "ლავერაკს" ეძახის. ლავერაკისეული ძაღლები ჯმუხები, მუხლმოკლეები და გაწელილი ფორმატისანი იყვნენ. ახასიათებდათ მიწას გაკრული ქროლვა, მწოლიარე ნაბული, ძლიერი ყნოსვა, ნადირობის დაუოკებელი ჟინი და მოუღლელობა. თანამედროვე ინგლისური სეტერის ჩამოყალიბებაში უდავოა XIX საუკუნეში მოღვაწე მეორე ინგლისელი მომშენებლის _ პიურსელ ლუელინის წვლილიც. მის მიერ გამოყვანილი ინგლისური სეტერის ტიპი უფრო მსუბუქი, თხელი და მაღალფეხება ჩანდა, ამასთან განსაკუთრებული ყნოსვით და სისწრაფით გამოირჩეოდა.
ინგლისურ სეტერს ზემოთჩამოთვლილი ღირსებები დღემდე სრულად აქვს შენარჩუნებული. ამ ჯიშის საყოველთაო პოპულარობის მიზეზად მაინც საოცარი გონიერება, მოსიყვარულე ბუნება, დამყოლი ხასიათი და, უპირველეს ყოვლისა, მუშაობის გამორჩეულად ლამაზი სტილი _ განუმეორებელი პლასტიკა მიიჩნევა.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი

ინგლისური სეტერი _ შედარებით მუხლმოკლე, "ჩამჯდარი" აღნაგობის, მაგრამ ამასთან, საკმაოდ წინამაღალა ძაღლია. წინა და უკანა კიდურების სამოძრაო ბერკეტები მკვეთრად მახვილკუთხოვანი აქვს. კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და მკვრივ-ხმელია. ლაღი, შეუბოჭავი და ენერგიული მოძრაობებით გამოირჩევა. ნადირობისას ინგლისური სეტერის ქროლვაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, ერთის მხრივ, ელეგანტურობა და სილამაზე, მეორეს მხრივ _ ძალ-ღონე და ამტანობა.


სქესის გამოხატულება

სხვაობა თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო ტანადები და ძვალსრულები არიან, ძუები _ შედარებით მომცროები და მსუბუქი აღნაგობისანი.
ნაკლი: ძუ _ ხვადის ტიპისა.
ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა.


ქცევა და ხასიათი

ინგლისური სეტერი ადამიანის მიმართ განსაკუთრებით ალერსიანი და მიმნდობია. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება.


ტანადობა

საშუალო სიმაღლისაა. მინდაომდე (ქედისძირამდე) ხვადების სიმაღლეა _ 56-64 სმ, ხოლო ძუების _ 53-62 სმ. გაწელილობის ინდექსია 107-108 (ხვადები) და დაახლოებით 110 (ძუები). მითითებულზე ნაკლები და 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია.


შეფერილობა

ორფერები: თეთრ ფონზე გაბნეული შავი ან მოყვითალო ან მოწითალო-ნარინჯისფერი ან ყავისფერი წინწკლები, ხალები ან ლაქები.
სამფერები: თეთრ ფონზე შავი წინწკლები, ხალები ან ლაქები; ამასთან წარბზედა რკალები, ყურების შიდა ნაწილი და კიდურები შავთან ერთად შეფერილია აგრეთვე მოწითალო-ნარინჯისფერი წინწკლებითაც (ფორეჯებითაც). დაწინწკლულ, დაფორეჯებულ შეფერილობას, ტანზე დიდი ლაქებისა და ფართო ფოთლების გარეშე, ლაქებიანთან და ფოთლებიანთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. იშვიათად გვხვდება, მაგრამ დასაშვებია, სულ ერთიანად თეთრი ან ფოლადისფერი შეფერილობები. (ეს უკანასკნელი თეთრი და შავი ბეწვის თანაბარი მონაცვლეობითაა გაპირობებული) ამასთან, ძაღლის კიდურები ამ შემთხვევაშიც დაწინწკლული უნდა იყოს.
ხინჯი: ერთფერიანობა _ მთლიანად ყავისფერი ან მთლიანად შავი ან მთლიანად წითური ყველანაირი ელფერებით.


ბანალი

ინგლისური სეტერი მდიდრულად ჩაცმული ძაღლია. შემოსილია ხშირი, მბზინავი, ფაფუკი ბანლით. მეტწილად სწორი, აბრეშუმისებრი ბეწვი დასაშვებია თეძოებზე ოდნავ ტალღოვანიც რომ იყოს. თავზე და კიდურების წინა მხარეს მოკლეა, ტანზე კი გრძელი, წმინდა და ხასხასაა. ყურებზე, მკერდზე (ქვედა ნაწილი), წინა ფეხების უკანა მხარეს _ იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს _ კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, ასევე კუდის მუცელზე ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე ტანზე და ნაძეძებადაა ჩამოვარცხნილი; კუდზე კი მარაოსავით ჩამოშლილია.
ნაკლი: მწირი, სუსტად განვითარებული ბანალი; ზედმეტად ტალღოვანი ან დახუჭუჭებული ბეწვი; გახუნებული, ჩამქრალი ბეწვი.
ხინჯი: ხეშეში ბეწვი; ფეხებზე ნაძეძისა და კუდზე მარაოს არარსებობა.


ტყავი და ძვალ-კუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, მკვრივი, მომდგარი და ელასტიური. ჩონჩხი და კუნთები _ კარგად განვითარებული.
ნაკლი: არასაკმარისად განვითარებული ჩონჩხი და მუსკულატურა.
ხინჯი: ძვალმწირობა; სქელი, უხეში, დანაკეცებული ტყავი.


თავი

მსუბუქია, ხმელი, წაგრძელებული, აშკარად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). ზევიდან თუ დავხედავთ _ დრუნჩი თავის ქალის კოთხოზე ოდნავ ვიწ.როა; გვერდხედში დრუნჩისა და კოთხოს ზედა კონტურები სწორია და პარალელური. წარბზედა რკალები რელიეფურადაა გამოხატული. ტიხარი (შუბლის კუთხე) მკაფიოდ იკვეთება. თავის ქალის კოთხოს სიგრძე, დაახლოებით მისსავე სიგანეს (ყურებს შორის) უტოლდება. დრუნჩის სიგრძე კი კოთხოს სიგრძეს უნდა უთანაბრდებოდეს. ტუჩები თხელია; ზედა ტუჩი ქვედაზე მცირედით გადმოშვებული და ჩამოცილებულია. ზედა ტუჩის კონტური პროფილში სწორკუთხედს ქმნის, მომრგვალებული ძირა კუთხით. ძუებთან ეს მომრგვალება უფრო შესხეპილია. განიერი, ფართონესტოებიანი, ნოტიო ცხვირი ფერით სხეულის საერთო შეფერილობას ეხამება - ან შავია, ან ყავისფერი.
ნაკლი: მოკლე, წამახვილებული, ჩამოფლაშული დრუნჩი. შესამჩნევად აპრეხილი ცხვირი; თვალშისაცემი ცხვირკეხიანობა; გაბრტყელებული კოთხო; ზედმეტად გამობურცული შუბლი; ყურებს შორის გუმბათივით ამომრგვალებული თავის ქალა.
ხინჯი: ტიხრის არქონა; სოლისებური თავი; მკვეთრად გამოყრილი ყვრიმალები.


ყური

ზომიერად გრძელია, დაკიდული, თხელი და სალუქი, არაგანიერი, მომრგვალებული ბოლოებით, შემკულია წმინდა, კაზმული ბეწვით.
ინგლისურ სეტერს ყური საკმაოდ დაბლა უზის _ თვალის ხაზის გასწვრივ _ ლამაზად დანაკეცებული ეშვება და წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ღაწვებს.
ნაკლი: მაღალზე დასმული ყური; მძიმე, დონდლო ყური;შეუფერებლად მოკლე ან გრძელი (როცა შეტოლებისას ცხვირის წვერს წვდება); ზედმეტად გრძელი ბეწვით შემოსილი ყური (8 სმ-ზე მეტით).
ხინჯი: ხრტილზე გადმოკიდული ყური; ხრტილზე გადმოკიდული და უკან გაცქვეტილი ყური.


თვალი

ზომიერად დიდია, მრგვალია, არაღრმად ჩამჯდარია მჭიდროდ მომდგარი უპეების სწორ ჭრილში. ფერად _ მუქი ყავისფერი ან კაკლისმურაბისფერია, რაც მეტად მუქია, მით უკეთესი. მბრწყინავია, ნაპერწკლიანია, აზრიანია _ მშვიდი, კეთილმოსურნე გამომეტყველებით.
ნაკლი: შორი-შორ განლაგებული თვალები ცერად გაჭრილი უპეებით. გადმოკარკლული ან ჩაცვენილი; მცირე ზომის თვალი; ღია ფერის თვალი; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპე.
ხინჯი: მოყვითალო თვალი ძაღლის ნებისმიერი შეფერილობისას.


კბილები

თეთრი, მაგარი საღი, კარგად განვითარებული; ერტმანეთთან მჭიდროდ მიჯრილ-ჩაწიკწიკებული.
კბილთაყრა მაკრატელისებურია.


კისერი

გრძელია, ხმელია და კუნთოვანი, კვეთში ოვალურია; ზედხედში ოდნავ გამობურცული; ქედი ეტყობა; კისერი მინდაოსკენ თანდათან ფართოვდება.
ნაკლი: მოკლე; მძიმე და გადატვირთული კისერი. ღაბაბიანი ყელ-კისერი.
ხინჯი: მომრგვალებული; ძალზე მსხვილი ან ძალზე მოკლე კისერი.


მკერდი

გრძელია; საკმაოდ ღრმაა და საკმაოდ ფართო; ჩამოშვებულია იდაყვებამდე ან უფრო დაბლა. ყაფაზი, გრძელი და რამდენადმე გამობურცული ნეკნებით, კარგად განვითარებულია. მკერდის შუაძვალი
მცირედ იკვეთება.
ნაკლი: ზედმეტად გაშლილი; ვიწრო; კასრისებურად მომრგვალებული მკერდი.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

კარგადაა ამოზიდული, მკვეთრად გამოეყოფა ზურგის ხაზს, რელიეფურად დაკუნთულია. ბეჭი გრძელია, ბრტყელია და ცერად დახრილი, კორპუსს მიკრული. ბეჭისთავები მომრგვალებულია.
ნაკლი: ვიწრო; ძალიან გრძელი; დამძიმებული მინდაო. მოშვებული ბეჭები; წაწვეტებული ბეჭისთავები.


მუცელი

ზომიერადაა აკვალთული.
ნაკლი: ჩამოშვებული ან ძალზე ატაცული მუცელი.


ზურგი

მოკლეა, სწორია, ზომიერად ფართო და კუნთოვანი.
ნაკლი: ვიწრო; გადრეკილი (რბილი), ან მცირედ ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი.


წელი

ოდნავაა ამოდრეკილი, ფართოა და კუნთოვანი.
ნაკლი: გრძელი წელი; გასწორებული (თარაზული) წელი; თვალშისაცემად ამოდრეკილი წელი.
ხინჯი: იგივე _ მკვეთრად გამოხატული.


გავა

გრძელია, ფართოა და ოდნავ დაქანებული.
ნაკლი: ვიწრო; განუვითარებელი; თარაზული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.


წინა კიდურები

წინხედში ფეხები სწორია და ძაღლს ურთიერთპარალელურად უდგას. მხრები ღონივრად დაკუნთული აქვს; მხრის ბერკეტი თვალშისაცემად მახვილკუთხოვანია _ მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 90 გრადუსია. წინამხარი განივჭრილში ოვალურია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან მიმართულია, კორპუსზე მიმჯდარია და ზუსტად მინდაოს ქვეშაა განლაგებული. ტერფი ღონიერია, მყარად და ოდნავ დახრილად დგას.
ნაკლი: შედარებით გაშლილი მხარ-ბეჭის კუთხე; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; ცოტათი შიგნით შებრუნებული (დამალული) ან განზე გამოყრილი იდაყვები; სუსტი ან შვეულად მდგარი, ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი (შიგნით შეტრიალებული), ან ბატატურა (გან-გან გადგმული) თათები.
ხინჯი: იგივე გადახრები _ მკვეთრად გამოხატული.


უკანა კიდურები

თეძოს და წვივის ძვალი გრძელია; მათი შესახსრების კუთხეები (მუხლისთავები) კარგად გამოხატულია; უკანა ტერფი მოკლეა და მშვიდად მყოფ ძაღლს თითქმის შვეულად უდგას; სანავარდოები (კოჭ-წვივის სახსრები) აუცილებლად უკან მიმართულია.
ნაკლი: ზედმეტად გამართული უკანა კიდურები; ერთმანეთთან ზედმეტად დაახლოებული ან მეტისმეტად დაშორებული სანავარდოები. "მორცხვი" დგომი _ შეტყუპული, ზედმეტად ახლომდგომი უკანა ფეხები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი ბრჭყალითურთ).


თათი

ცოტათი ოვალური ფორმისაა; მიკუმულია _ ერთმანეთთან მჭიდროდ მიკრული თითებით. თითებშუა სწორი ბანალია ამობუჩქული. ბალიშები სქელი და უხეში აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.

კუდი

სწორია ან ხმლისებური, ნარნარად აგრძელებს ზურგის ხაზს; სიგრძეს რაც შეეხება, კუდის ბოლო მალა სანავარდო სახსარს ოდნავ უნდა ჩაცდეს. ძაღლს კუდი ზურგის ხაზის სიმაღლეზე ან ცოტა დაშვებული უჭირავს. კუდი შემოსილია სწორი ან ოდნავ შეტალღული (არავითარ შემთხვევაში _ ხუჭუჭა) ბანალით, რომელიც მარაოსებრ ჩამოშლილია _ ბეწვი, დაწყებული კუდის რიკიდან, თანდათანობით გრძელდება შუა ნაწილამდე, ბოლოსკენ კი ისევ მოკლდება.
ნაკლი: ზედმეტად გრძელი ან მოკლე; გვერდზე გადავარდნილი; აპრეხილი; ნამგლისებური კუდი.
ხინჯი: მოკაუჭებული კუდი.
:moderirebulia:
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Beso   ინგლისური სეტერი - ლავერაკი   May 16 2009, 07:34
- - aragveli   სასურველი და იდიალ...   May 9 2013, 22:38
|- - giga_megu   ციტატა(aragveli @ May 9 2013, 23...   May 9 2013, 23:29
- - Bone   კაი ნაბულია კაი   May 9 2013, 22:57
- - ჯეკო   Bone giga_megu პოინტერისტე...   May 9 2013, 23:11
- - ჯეკო   ციტატა(giga_megu @ 10th May 2013 ...   May 10 2013, 06:37
- - aragveli   გიგა შენ ხარ სუფთა ...   May 10 2013, 07:45
|- - giga_megu   ციტატა(aragveli @ May 10 2013, 08...   May 10 2013, 10:12
- - aragveli   ძაღლი აშკარად ცუდ ...   May 10 2013, 07:49
- - levani100   რას ერჩით მაგ ძაღლ...   May 10 2013, 08:18
- - ჭალიმგელა   აბა ჩემსას ხო ამოა...   May 10 2013, 08:18
- - Alik   რაც ეხება პირველი...   May 10 2013, 09:16
- - Bone   ციტატა(levani-asi @ 10th May...   May 10 2013, 09:17
- - ჭალიმგელა   Alik რომელ სურათებზე ...   May 10 2013, 09:32
- - Bone   Alik აი ახლა მართლა ...   May 10 2013, 09:32
- - ჭალიმგელა   უი პირველი ძაღლიო ...   May 10 2013, 09:33
- - Alik   პირველი სურათი 80 გვ...   May 10 2013, 09:55
- - levani100   ციტატა(Alik @ 10th May 2013 ...   May 10 2013, 10:18
|- - hunter88   ციტატა(levani100 @ May 10 2013, 1...   May 10 2013, 10:54
|- - giga_megu   ციტატა(levani100 @ May 10 2013, 1...   May 10 2013, 11:14
- - levani100   ციტატა(hunter88 @ 10th May 2013 ...   May 10 2013, 11:10
|- - hunter88   ციტატა(levani100 @ May 10 2013, 1...   May 10 2013, 11:14
- - levani100   ციტატა(giga_megu @ 10th May 2013 ...   May 10 2013, 11:54
|- - giga_megu   ციტატა(levani100 @ May 10 2013, 1...   May 10 2013, 12:36
- - Alik   levani 100, საერთოდ სურათ...   May 10 2013, 12:12
- - gagrinski   ჩემო კარგო ხალხო მ...   May 10 2013, 12:23
- - ჭალიმგელა   giga_megu რომ იყოს შესაძ...   May 10 2013, 12:41
- - monadire batumeli   giga_megu ,გეთანხმები ნა...   May 10 2013, 12:57
- - kajuberi   ეგ პირველი სურათის...   May 10 2013, 13:00
- - levani100   ციტატა(Alik @ 10th May 2013 ...   May 10 2013, 13:01
- - შადი შამოდი   რაც სურათზე ჩანს, ი...   May 10 2013, 13:39
- - gagrinski   ბატონო შადიმან ერთ...   May 10 2013, 13:49
- - შადი შამოდი   გადახაზულია ინგლი...   May 10 2013, 13:58
- - Alik   ბატონო შადიმან თუ ...   May 10 2013, 15:06
- - შადი შამოდი   სუყველა ხუთქულიან...   May 10 2013, 16:12
- - monadire batumeli   ციტატა(shadimani @ 10th May 2013 ...   May 10 2013, 16:53
- - nik@a   წინა წელს 21 ძაღლი გ...   May 10 2013, 17:02
- - gagrinski   ტყის ქათამზე მარ...   May 10 2013, 17:30
- - gagrinski   ეს წყვილიც ძაან მო...   May 10 2013, 17:41
|- - Fishman   ციტატა(gagrinski @ May 10 2013, 1...   May 11 2013, 16:17
- - Alik   ბატონო შადიმან სა...   May 10 2013, 21:00
- - Alik   და კიდევ ერთი არც ე...   May 10 2013, 21:15
|- - ჭალიმგელა   ციტატა(Alik @ May 10 2013, 22...   May 10 2013, 23:13
- - Alik   ჭალიმგელა, თუ არ ვც...   May 11 2013, 11:39
- - gagrinski   ციტატა(Alik @ 10th May 2013 ...   May 11 2013, 11:44
- - levani100   ციტატა(dato gagrinski @ 11th May ...   May 11 2013, 11:59
|- - ჭალიმგელა   ციტატა(levani100 @ May 11 2013, 1...   May 13 2013, 21:38
- - gagrinski   მაგ დღეს მომასწრო ...   May 11 2013, 16:26
- - Fishman   gagrinski დაფნის ვოლიერ...   May 11 2013, 16:27
- - gagrinski   არა ჩემს ბუნაგში ს...   May 11 2013, 16:30
- - Fishman   ციტატამე და შენთვი...   May 11 2013, 16:33
- - Alik   ეს არის საიტი საერ...   May 14 2013, 09:22
- - Alik   თავისთავად ვინმე მ...   May 14 2013, 10:35
- - Taras.K   ზვიად ფარეშიშვილს ...   May 16 2013, 06:30
- - levani100   ზვიად გილოცავ, უკე...   May 16 2013, 08:29
- - megreli   ვუერთდები მოლოცვა...   May 16 2013, 10:37
- - nik@a   ციტატაზვიად ფარეშ...   May 16 2013, 12:47
- - gagrinski   მიხარია სეტერების ...   May 16 2013, 13:12
- - შადი შამოდი   კარგი დღე იყო, ოთხი...   May 16 2013, 13:24
|- - hunter88   ციტატა(შადი შამოდი...   May 16 2013, 21:45
- - megreli   ესეც თოვლში ნიკა ...   May 16 2013, 20:07
- - megreli   გადავხედე წინა გვე...   May 17 2013, 18:10
- - megreli   ციტატა(dato1992 @ 17th May 2013 ...   May 21 2013, 19:28
|- - GIGO   ციტატასეტერის კატ...   May 22 2013, 09:31
- - ზახარა   პოსტები წაიშალა წე...   May 22 2013, 19:46
- - Alik   გიგომ აბსოლუტურად ...   May 22 2013, 20:44
- - Fishman   ამათი ლეკვი, ჩემი ა...   May 27 2013, 17:57
- - gagrinski   ისეა საგვარეულო გა...   May 27 2013, 18:54
- - Fishman   gagrinski მაგ 6 თვის ლეკვ...   May 27 2013, 19:14
- - megreli   ზახარა ციტატა(GIGO ...   May 27 2013, 20:16
- - megreli   GIGO და Alik მადლობა ყუ...   May 27 2013, 20:25
- - gagrinski   Fishman ციტატა(khmaltevza @ 27th...   May 27 2013, 20:27
|- - Fishman   ციტატა(gagrinski @ May 27 2013, 2...   May 27 2013, 21:48
- - megreli   ციტატა(khmaltevza @ 27th May 2013...   May 28 2013, 00:11
- - megreli   რა დაეწუნება ?!   May 28 2013, 00:44
- - megreli   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   May 28 2013, 00:58
- - megreli   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   May 29 2013, 11:16
- - megreli   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   May 30 2013, 18:03
- - giga_megu   არ ვიცი ვინმეს დაა...   Jun 1 2013, 01:51
- - megreli   хостинг картинок წარმა...   Jun 7 2013, 15:39
- - achiko-l   giga_megu კარგი ვიდეოა,მ...   Jun 7 2013, 17:32
- - megreli   ციტატა(giga_megu @ 1st June 2013 ...   Jun 7 2013, 18:46
- - Fishman   megreli Setter Party-ებს ვაწყო...   Jun 7 2013, 18:58
- - megreli   Fishman ციტატა(khmaltevza @ 7th ...   Jun 7 2013, 19:47
- - Fishman   megreli რას უძახი მონდ...   Jun 7 2013, 21:49
- - megreli   მონდომება ძაღლები...   Jun 8 2013, 00:28
- - Fishman   megreli რა შუაშია ძაღლ...   Jun 8 2013, 00:33
- - megreli   ციტატა(khmaltevza @ 7th June 2013...   Jun 8 2013, 01:37
- - Fishman   ციტატამე ვიფიქრე რ...   Jun 8 2013, 02:05
- - megreli   გამოაცოცხლეთ თემა ...   Jun 14 2013, 20:43
- - Maverick   ციტატაგამოფენაზე ...   Jun 15 2013, 20:56
- - megreli   ციტატა(Nikolo @ 15th June 2013 ...   Jun 15 2013, 22:17
- - megreli   როგორც დაგპირდით ...   Jun 21 2013, 20:18
- - ალთაზარ   megreli რომელი ხარ?   Jun 21 2013, 20:23
|- - Fishman   ციტატა(ალთაზარ @ Ju...   Jun 21 2013, 22:29
|- - ჭალიმგელა   ციტატა(ალთაზარ @ Ju...   Jun 21 2013, 23:14
- - megreli   მაისურებს დააკვირ...   Jun 21 2013, 20:28
- - megreli   ციტატა(Chalimgela @ 22nd June 201...   Jun 21 2013, 23:50
- - ზახარა   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Jun 22 2013, 11:32
- - Bone   რა ხდება, სოკო ჭამე...   Jun 22 2013, 14:14
- - ზახარა   Bone   Jun 22 2013, 14:21
19 გვერდი V  « < 11 12 13 14 15 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 11:08