,,ოჩოპინტრე"-ს პირველი შიდა საკლუბო საველე გამოცდა-დათვალიერება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
,,ოჩოპინტრე"-ს პირველი შიდა საკლუბო საველე გამოცდა-დათვალიერება |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ ,,ოჩოპინტრე"-ს ორგანიზებით 2013 წლის 15 ივნისს ჩატარდა მეძებარ ძაღლებს შორის პირველი შიდა საკლუბო საველე გამოცდა-დათვალიერება სახელწოდებით ,,დმანისი-2013", რომელშიც დებულების შესაბამისად მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მხოლოდ კლუბის წევრებს მათი ოთხფეხა მეძებრებით. სავალდებულო პირობა, ასევე დებულების შესაბამისად მდგომარეობდა იმაში, რომ მეძებარი დარეგისტრირებული ყოფილიყო სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებაში, ჰქონოდა ექსტერიერის შეფასება არანაკლებ ,,კარგი" და ამავე დროს, უსაფრთხოების მიზნით, ორგანიზატორების მოთხოვნის შესაბამისად, ყოველ მონაწილეს უნდა წარედგინა ვეტერინარული საბუთი ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (აცრები, ცოფის აცრა და ა.შ.).
საველე გამოცდამდე კლუბის წევრებმა (გენერალი, ილარიონა, ზაზა, ირაკლი, Fishman, gagrinski) რამოდენიმეჯერ ადგილზე (დმანისის რაიონში)დაათვალიერეს საველესთვის აუცილებელი რელიეფის და ფართობის მინდვრები, რაშიც დაგვეხმარა ადგილობრივი პიროვნება, gagrinskis სიძე პაატა ადუაშვილი (დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის), რის შემდეგაც შეირჩა მინდორი და კლუბის გამგეობის გადაწყვეტილებით გადაწყდა აღნიშნული ღონისძიების გამართვა, რომლის ჩატარების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი გახლდათ ანტიბრაკონიერული აქცია, უარი ე.წ. ,,მანოკებს" - ელექტრონულ მოსახმობ საშუალებებს და მეძებარი ძაღლით სწორი ნადირობის პოპულარიაზაცია. საველეს ჩატარებაში როგორც ყოველთვის გვერდში დაგვიდგა სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოება და სეტერ კლუბი, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონებს დავით ცხვედიანს, გიორგი ადიკაშვილს, ნოდარ როსტიაშვილს, გიორგი მამულაძეს,ასევე ვანო დონჯაშვილს (რომელიც ავადმყოფობის გამო სამწუხაროდ ვერ წამოვიდა). წელიწადის ამ დროს თბილისთან ახლოს მწყერი ბუდეზეა, მისი შეწუხება მიუღებელია, დმანისი კი მაღალი რეგიონია და საველემდე იქ რამოდენიმე ასვლამ დაგვარწმუნა, რომ მეძებრის გამოსაცდელად ნორმალური პირობები იქნებოდა. 12 ივნისს ჩავატარეთ კენჭისყრა, საველეს მინდვრები დავყავით პირობით A და B სექტორებად, წილისყრა ჩატარდა ასევე იმის შესახებ, თუ ექსპერტების რომელი კომისია რომელ სექტორში გამოცდიდა მეძებრებს. 15 ივნისს ღამის დაახლოებით 2 საათიდან მონაწილეებმა და გულშემატკივრებმა დავიწყეთ შეკრება ორთაჭალაში ყოფილ ციხეებთან: იგორი, დათუნა, ბონე, ზურა, ჭალიმგელა, ჩავლე, თაზო, ირაკლი, Jager-man,გენერალი,კალვერა, Fishman,ჩიკა,ნიკა, ზაზა, ასევე ექსპერტები: დ. ცხვედიანი,გ. ადიკაშვილი,ნ. როსტიაშვილი,სტაჟიორ-ექსპერტი გ. მამულაძე. გადავნაწილდით მანქანებში და დაახლოებით 4-ის ნახევარზე 5 ეკიპაჟით გავემართეთ დმანისის მიმართულებით. ადგილზე დაგვხდა იდეალური საველე პირობები, ნიავი, ნამი მინდორში, რაც მთავარია სიგრილე. ![]() ![]() ![]() ![]() დაახლოებით 05:30 საათზე მონაწილეები და ექსპერტები გადანაწილდნენ წინასწარ განსაზღვრულ მინდვრებში. სექტორების მიხედვით საინტერესო მომენტების ფოტოზე დაფიქსირებისა და რიგით მომდევნო მონაწილის დროული გაფრთხილების მისია იტვირთეს: A სექტორი - კალვერა, Jager-man, B სექტორი - გენერალი, თაზო. მათ ბრწყინვალედ გაართვეს თავი, თავადაც მიიღეს საკმაო გამოცდილება და ღონისძიების მაღალ ხარისხზე უდიდესი გავლენა მოახდინეს. არც ერთი წუთი არ დაკარგულა, ყოველი მომდევნო მონაწილე მინდორში იყო წინა გამომსვლელის ქულების დაჯამებისთანავე. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ პერიოდში უკვე 8 საათისთვის საკმაოდ ცხელა და მეძებრისთვის რთულია თავისი საველე თვისებების სრულად წარმოჩენა. ობიექტური მიზეზების გამო რამოდენიმე მონაწილე დაგვაკლდა, ბაბუს კურცჰაარმა ფეხი იტკინა, მავერიკი სასწრაფო საქმეზე დასავლეთში გაემგზავრა, ნუკრიმ და გიზოვიჩმაც სამსახურების გამო ვერ მოახერხეს ჩამოსვლა. სულ 11 მეძებარი გამოიცადა. A სექტორში: ახალგაზრდა ინგლისური სეტერები დაფნი (გაგრინსკი), გუფი (ჭალიმგელა), დენდი (იგორი), რიჩი (Fishman), ასევე ახალგაზრდა პოინტერები მაქსიმუსი (ზაზა) და შერონ (ნიკა). ![]() ![]() ![]() ![]() ![]() Jager_man-ი მომავალ ჩემპიონთან ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ექსპერტები ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() B სექტორში: გამოცდილი პოინტერი ჯილდა (ბონე), ახალგაზრდა პოინტერი ვიტო (დათუნა), კურცჰაარი ბერტა (ჩიკა), შოტლანდიური სეტერი პერი (ზურა), ცნობილი პოინტერი მაქსი (ირაკლი). ![]() როგორც საველეს დასრულების შემდეგ ექსპერტებმა აღნიშნეს, თითოეულმა მეძებარმა აჩვენა ჯიშისთვის დამახასიათებელი ღირსებები, თუმცა გამოუცდელობამ, სიფიცხემ (უმრავლესობა გაეკიდა) და სხვა მიზეზებმა გავლენა იქონიეს საბოლოო შეფასებაში. ამ ღონისძიების ჩატარების მიზეზი ზემოთაც აღვნიშნე. მხარდასაჭერად მონადირეები მობრძანდნენ ბოლნისის და დმანისის რაიონებიდან. სტუმრები გვყავდნენ ტელევიზიებიდან და გარემოს დაცვის სამინისტროდან. ერთად განვიხილეთ სწორი სამონადირეო საქმიანობის, ძაღლით ნადირობის კულტურის ძველი და ახალი მიმართულებები. ძალიან საინტერესო დიალოგი შედგა. ეს ღონისძიება არ ატარებდა შეჯიბრების ხასიათს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველი შიდა საკლუბო საველეს აშკარად გამორჩეული ძაღლი გახდა ბონეს (ნიკა ელერჯიას) ძუ პოინტერი ჯილდა, რომელმაც მე-3 ხარისხის დიპლომი დაიმსახურა. მათ დიპლომი და პრიზი გადასცა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ. ექსპერტების გადაწყვეტილებით პრიზები გადაეცათ ასევე პერსპექტიულ ახალგაზრდა ძაღლებს: ხვად ინგლისურ სეტერ გუფის (ჭალიმგელა) და ხვად პოინტერს მაქსიმუსი (ზაზა). ამ საველე-დათვალიერებამ დარწმუნებული ვარ დადებითი როლი უნდა ითამაშოს ჩვენზე, როგორც მგეშავებზე, გამოცდილი ექსპერტების რჩევები, მათი დახასიათებები უდიდესი გამოცდილებაა თითოეული ჩვენთაგანისათვის. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() free upload ახლა კი განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო და დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პაატა ადუაშვილს და მის მეგობრებს, რომლებმაც ტრადიციული ქართული სუფრა გაგვიშალეს ულამაზეს მაშავერას ხეობაში. სურათებს დავდებ და თავადაც დარწმუნდებით. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() დიდი მადლობა ilarionas, რომელსაც თავად არ ყავს ამ ეტაპზე საბუთიანი ძაღლი, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, უდიდესი მონდომებით ჩართულიყო ამ საქმეში. თავად ამ დღეს ვერ მოახერხა ჩამოსვლა, იმ დილით ჩამოფრინდა თბილისში. გაგრინსკიზე რა ვთქვა, ყველაფერი ნათლად ჩანს, დავით გაიხარე.შენ რომ არა , არ ვიცი. ხომ იცი, არ მოგასვენებ. დავითუსამ ძალიან ლამაზი დიპლომები დაამზადა. მადლობა. თაზო, გაიხარე, სამწვადე იყო, მშვენიალური ![]() მადლობა ზურას და Jager_man-ს საუკეთესო ქართული ღვინოსთვის. დიდი მადლობა კლუბის გამგეობას და თავმჯდომარეს, თითოეული კლუბის წევრს, ექსპერტებს, სტუმრებს, გულშემატკივრებს. კლუბი ,,ოჩოპინტრე" მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ასეთი სახის ღონისძიებების ჩატარებას და არასოდეს შეურიგდება ბრაკონიერობას, უწესო, მეხორცე ნადირობას. დიდ მადლობას ვუხდით სპონსორობის გაწევისათვის ქართული ლუდის კომპანიას, კერძოდ საჩუქარად ხევსურული ლუდისა და ენერგეტიკული ვაილდერის გადმოცემისათვის. ეს კი ულამაზესი ადგილი, სადაც ქართული სუფრა გაშალეს მასპინძლებმა. სუფრაზე ოჩოპინტრეს წესის შესაბამისად კლუბის წევრობა მივულოცეთ ზურას. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 15:23 |