,,ოჩოპინტრე"-ს პირველი შიდა საკლუბო საველე გამოცდა-დათვალიერება - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

,,ოჩოპინტრე"-ს პირველი შიდა საკლუბო საველე გამოცდა-დათვალიერება
ზაზა
პოსტი Jun 16 2013, 06:48
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ ,,ოჩოპინტრე"-ს ორგანიზებით 2013 წლის 15 ივნისს ჩატარდა მეძებარ ძაღლებს შორის პირველი შიდა საკლუბო საველე გამოცდა-დათვალიერება სახელწოდებით ,,დმანისი-2013", რომელშიც დებულების შესაბამისად მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მხოლოდ კლუბის წევრებს მათი ოთხფეხა მეძებრებით. სავალდებულო პირობა, ასევე დებულების შესაბამისად მდგომარეობდა იმაში, რომ მეძებარი დარეგისტრირებული ყოფილიყო სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებაში, ჰქონოდა ექსტერიერის შეფასება არანაკლებ ,,კარგი" და ამავე დროს, უსაფრთხოების მიზნით, ორგანიზატორების მოთხოვნის შესაბამისად, ყოველ მონაწილეს უნდა წარედგინა ვეტერინარული საბუთი ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (აცრები, ცოფის აცრა და ა.შ.).

საველე გამოცდამდე კლუბის წევრებმა (გენერალი, ილარიონა, ზაზა, ირაკლი, Fishman, gagrinski) რამოდენიმეჯერ ადგილზე (დმანისის რაიონში)დაათვალიერეს საველესთვის აუცილებელი რელიეფის და ფართობის მინდვრები, რაშიც დაგვეხმარა ადგილობრივი პიროვნება, gagrinskis სიძე პაატა ადუაშვილი (დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის), რის შემდეგაც შეირჩა მინდორი და კლუბის გამგეობის გადაწყვეტილებით გადაწყდა აღნიშნული ღონისძიების გამართვა, რომლის ჩატარების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი გახლდათ ანტიბრაკონიერული აქცია, უარი ე.წ. ,,მანოკებს" - ელექტრონულ მოსახმობ საშუალებებს და მეძებარი ძაღლით სწორი ნადირობის პოპულარიაზაცია.

საველეს ჩატარებაში როგორც ყოველთვის გვერდში დაგვიდგა სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოება და სეტერ კლუბი, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონებს დავით ცხვედიანს, გიორგი ადიკაშვილს, ნოდარ როსტიაშვილს, გიორგი მამულაძეს,ასევე ვანო დონჯაშვილს (რომელიც ავადმყოფობის გამო სამწუხაროდ ვერ წამოვიდა).

წელიწადის ამ დროს თბილისთან ახლოს მწყერი ბუდეზეა, მისი შეწუხება მიუღებელია, დმანისი კი მაღალი რეგიონია და საველემდე იქ რამოდენიმე ასვლამ დაგვარწმუნა, რომ მეძებრის გამოსაცდელად ნორმალური პირობები იქნებოდა.

12 ივნისს ჩავატარეთ კენჭისყრა, საველეს მინდვრები დავყავით პირობით A და B სექტორებად, წილისყრა ჩატარდა ასევე იმის შესახებ, თუ ექსპერტების რომელი კომისია რომელ სექტორში გამოცდიდა მეძებრებს.

15 ივნისს ღამის დაახლოებით 2 საათიდან მონაწილეებმა და გულშემატკივრებმა დავიწყეთ შეკრება ორთაჭალაში ყოფილ ციხეებთან: იგორი, დათუნა, ბონე, ზურა, ჭალიმგელა, ჩავლე, თაზო, ირაკლი, Jager-man,გენერალი,კალვერა, Fishman,ჩიკა,ნიკა, ზაზა, ასევე ექსპერტები: დ. ცხვედიანი,გ. ადიკაშვილი,ნ. როსტიაშვილი,სტაჟიორ-ექსპერტი გ. მამულაძე. გადავნაწილდით მანქანებში და დაახლოებით 4-ის ნახევარზე 5 ეკიპაჟით გავემართეთ დმანისის მიმართულებით.

ადგილზე დაგვხდა იდეალური საველე პირობები, ნიავი, ნამი მინდორში, რაც მთავარია სიგრილე.





დაახლოებით 05:30 საათზე მონაწილეები და ექსპერტები გადანაწილდნენ წინასწარ განსაზღვრულ მინდვრებში. სექტორების მიხედვით საინტერესო მომენტების ფოტოზე დაფიქსირებისა და რიგით მომდევნო მონაწილის დროული გაფრთხილების მისია იტვირთეს: A სექტორი - კალვერა, Jager-man, B სექტორი - გენერალი, თაზო. მათ ბრწყინვალედ გაართვეს თავი, თავადაც მიიღეს საკმაო გამოცდილება და ღონისძიების მაღალ ხარისხზე უდიდესი გავლენა მოახდინეს. არც ერთი წუთი არ დაკარგულა, ყოველი მომდევნო მონაწილე მინდორში იყო წინა გამომსვლელის ქულების დაჯამებისთანავე. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ პერიოდში უკვე 8 საათისთვის საკმაოდ ცხელა და მეძებრისთვის რთულია თავისი საველე თვისებების სრულად წარმოჩენა.

ობიექტური მიზეზების გამო რამოდენიმე მონაწილე დაგვაკლდა, ბაბუს კურცჰაარმა ფეხი იტკინა, მავერიკი სასწრაფო საქმეზე დასავლეთში გაემგზავრა, ნუკრიმ და გიზოვიჩმაც სამსახურების გამო ვერ მოახერხეს ჩამოსვლა.
სულ 11 მეძებარი გამოიცადა.
A სექტორში: ახალგაზრდა ინგლისური სეტერები დაფნი (გაგრინსკი), გუფი (ჭალიმგელა), დენდი (იგორი), რიჩი (Fishman), ასევე ახალგაზრდა პოინტერები მაქსიმუსი (ზაზა) და შერონ (ნიკა).






Jager_man-ი მომავალ ჩემპიონთან












ექსპერტები

















B სექტორში: გამოცდილი პოინტერი ჯილდა (ბონე), ახალგაზრდა პოინტერი ვიტო (დათუნა), კურცჰაარი ბერტა (ჩიკა), შოტლანდიური სეტერი პერი (ზურა), ცნობილი პოინტერი მაქსი (ირაკლი).



როგორც საველეს დასრულების შემდეგ ექსპერტებმა აღნიშნეს, თითოეულმა მეძებარმა აჩვენა ჯიშისთვის დამახასიათებელი ღირსებები, თუმცა გამოუცდელობამ, სიფიცხემ (უმრავლესობა გაეკიდა) და სხვა მიზეზებმა გავლენა იქონიეს საბოლოო შეფასებაში.
ამ ღონისძიების ჩატარების მიზეზი ზემოთაც აღვნიშნე. მხარდასაჭერად მონადირეები მობრძანდნენ ბოლნისის და დმანისის რაიონებიდან. სტუმრები გვყავდნენ ტელევიზიებიდან და გარემოს დაცვის სამინისტროდან. ერთად განვიხილეთ სწორი სამონადირეო საქმიანობის, ძაღლით ნადირობის კულტურის ძველი და ახალი მიმართულებები. ძალიან საინტერესო დიალოგი შედგა.
ეს ღონისძიება არ ატარებდა შეჯიბრების ხასიათს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველი შიდა საკლუბო საველეს აშკარად გამორჩეული ძაღლი გახდა ბონეს (ნიკა ელერჯიას) ძუ პოინტერი ჯილდა, რომელმაც მე-3 ხარისხის დიპლომი დაიმსახურა. მათ დიპლომი და პრიზი გადასცა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ.
ექსპერტების გადაწყვეტილებით პრიზები გადაეცათ ასევე პერსპექტიულ ახალგაზრდა ძაღლებს: ხვად ინგლისურ სეტერ გუფის (ჭალიმგელა) და ხვად პოინტერს მაქსიმუსი (ზაზა).

ამ საველე-დათვალიერებამ დარწმუნებული ვარ დადებითი როლი უნდა ითამაშოს ჩვენზე, როგორც მგეშავებზე, გამოცდილი ექსპერტების რჩევები, მათი დახასიათებები უდიდესი გამოცდილებაა თითოეული ჩვენთაგანისათვის.










































































































free upload

ახლა კი განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო და დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პაატა ადუაშვილს და მის მეგობრებს, რომლებმაც ტრადიციული ქართული სუფრა გაგვიშალეს ულამაზეს მაშავერას ხეობაში. სურათებს დავდებ და თავადაც დარწმუნდებით.






















დიდი მადლობა ilarionas, რომელსაც თავად არ ყავს ამ ეტაპზე საბუთიანი ძაღლი, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, უდიდესი მონდომებით ჩართულიყო ამ საქმეში. თავად ამ დღეს ვერ მოახერხა ჩამოსვლა, იმ დილით ჩამოფრინდა თბილისში.
გაგრინსკიზე რა ვთქვა, ყველაფერი ნათლად ჩანს, დავით გაიხარე.შენ რომ არა , არ ვიცი. ხომ იცი, არ მოგასვენებ.
დავითუსამ ძალიან ლამაზი დიპლომები დაამზადა. მადლობა.
თაზო, გაიხარე, სამწვადე იყო, მშვენიალური newsmile05.gif
მადლობა ზურას და Jager_man-ს საუკეთესო ქართული ღვინოსთვის.


დიდი მადლობა კლუბის გამგეობას და თავმჯდომარეს, თითოეული კლუბის წევრს, ექსპერტებს, სტუმრებს, გულშემატკივრებს.
კლუბი ,,ოჩოპინტრე" მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ასეთი სახის ღონისძიებების ჩატარებას და არასოდეს შეურიგდება ბრაკონიერობას, უწესო, მეხორცე ნადირობას.

დიდ მადლობას ვუხდით სპონსორობის გაწევისათვის ქართული ლუდის კომპანიას, კერძოდ საჩუქარად ხევსურული ლუდისა და ენერგეტიკული ვაილდერის გადმოცემისათვის.

ეს კი ულამაზესი ადგილი, სადაც ქართული სუფრა გაშალეს მასპინძლებმა. სუფრაზე ოჩოპინტრეს წესის შესაბამისად კლუბის წევრობა მივულოცეთ ზურას.



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
4 გვერდი V  < 1 2 3 4 >  
Start new topic
გამოხმაურებები (30 - 44)
Gobrona
პოსტი Jun 18 2013, 14:24
პოსტი #31


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 68
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მომილოცავს ბიჭებო ასეთ ღონისძიების ასეთ დონეზე ჩატარება. განსაკუთრებით ვულოცავ საპრიზო ადგილებზე გასულ ჩვენს მეგობრებს.

რაც შეეხება რეპორტს, მალადეც! small3d018.gif მიხარია ასეთ რეპორტების გადახედვის შესაძლებლობა რომ გვაქვს ხოლმე (კარგად გიქეიფიათ newsmile027.gif )
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Jun 18 2013, 14:43
პოსტი #32


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ახლა უფრო დამწყდა გული, რომ ვერ წამოვედი! გილოცავთ! მრავალი ასეთი ლამაზი დღეები გაგვთენებოდეს!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Babuka
პოსტი Jun 18 2013, 15:25
პოსტი #33


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 155
რეგისტრ.: 29-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვაა მაგრები ხართ . გილოცავთ გამარჯვებულებს, მაგრამ ყველაგამარჯვებულები არ ხართ ,ასეთი კარგად ორგანიზებული ღონისძიება, ასეთი ბუნება, ასეთი პურმარილი, ა ს ე თ ი ხ ა ლ ხ ი!!!!!! ბრავო.კლუბის მერე ფორუმისაც რო ჩავატაროთ არ შეიძლება? ფორუმის წევრებიც მივიღებდით მონაწილეობას. საორგანიზაციო ამბებშიც მოგეხმარებოდით. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მშვენიერ წამოწყებას d778bc34f693c93907196ff195628213.gif xoshian.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Jun 18 2013, 15:53
პოსტი #34


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



barem-mec-gilocav.gif თ !!!
partyFishing.gif Shooting.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif newsmile041.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
თემო.
პოსტი Jun 18 2013, 16:11
პოსტი #35


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 595
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მაგრები ხართ ბიჭებო!!! small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Jun 18 2013, 18:36
პოსტი #36


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



ციტატა(shadimani @ 18th June 2013 - 15:43) *
ახლა უფრო დამწყდა გული, რომ ვერ წამოვედი! გილოცავთ! მრავალი ასეთი ლამაზი დღეები გაგვთენებოდეს!


არაუშავს ბატონო შადიმან კიდევ გვექნება თუ მოვინდომებთ ასეთი სახის ღონისძიებები. ის კარგი იქნებოდა მდევრებისა და სოროს ძაღლებისთვის მსგავსი რამის გაკეთება, თუმცა მანამდე შესაბამისი ინფრასტრუქტურაა მოსაწყობი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jun 18 2013, 19:09
პოსტი #37


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



....არა, ღონისძიება მართლა სასარგებლო და მისაბაძი იყო........

მთავარი აზრი არის : ქართველმა მონადირეებმა სწორი ნადირობის პრინციპეპს მიჰყონ ხელი ან გააფართოვონ სწორი ნადირობის კულტურა.

ძალიან ბევრს ჩამოყავს ევროპის და ყოფილი საბ.კავშ. ქვეყნების, საუკეთესო ძაღლსაშენებიდან ან უბრალოდ კარგი "სისხლებიდან" მეძებრები, რაც ყველასთვის მისასალმებელია...

პ.ს.
მალე სამხედრო კამუფლირებულ ტანისამოსსაც ჩავანაცვლებთ ალბათ, ნადირობისას, სხვა რომელიმე სანადირო ტანისამოსით....
ერთ დღეში არაფერი კარგი არ გაკეთებულა...ყველაფერს დრო უნდა და ყველაფერი კარგი ღმერთის ნებით წინაა.......
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
რამაზი
პოსტი Jun 18 2013, 20:19
პოსტი #38


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 175
რეგისტრ.: 29-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



გილოცავთ მეგობრებო ამ დიდებული ღონისძიების ბრწყინვალედ ჩატარებას. იმედის ნაპერწკალი გაჩნდა გულში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Jun 18 2013, 20:33
პოსტი #39


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(tuesa @ Jun 18 2013, 16:25) *
კლუბის მერე ფორუმისაც რო ჩავატაროთ არ შეიძლება? ფორუმის წევრებიც მივიღებდით მონაწილეობას. საორგანიზაციო ამბებშიც მოგეხმარებოდით. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მშვენიერ წამოწყებას d778bc34f693c93907196ff195628213.gif xoshian.gif


იქნება კიდევ კლუბის ორგანიზებით უფრო მასშტაბური საველე შეჯიბრება, თუ მეძებარი რეგისტრირებული გყავს სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებაში, აქვს თუნდაც ერთი საველე დიპლომი, ამ შეჯიბრების კარი ღიაა. თვალყური ადევნე ფორუმს, რამოდენიმე ხანში დაიდება აღნიშნულზე ინფორმაცია.

წარმატებები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Babuka
პოსტი Jun 19 2013, 02:33
პოსტი #40


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 155
რეგისტრ.: 29-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ზაზა @ Jun 18 2013, 21:33) *
იქნება კიდევ კლუბის ორგანიზებით უფრო მასშტაბური საველე შეჯიბრება, თუ მეძებარი რეგისტრირებული გყავს სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებაში, აქვს თუნდაც ერთი საველე დიპლომი, ამ შეჯიბრების კარი ღიაა. თვალყური ადევნე ფორუმს, რამოდენიმე ხანში დაიდება აღნიშნულზე ინფორმაცია.

წარმატებები

ვაა გაიხარეე!!!!!საველე ჯერ არ გვაქვს პატარები ვიყავით, მაგრამ მზათ არის და ღმერთის დახმარებით ალბათ ამ დღეებში ვივაჟკაცებთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
simona
პოსტი Jun 19 2013, 07:39
პოსტი #41


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 229
რეგისტრ.: 19-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



მეც ველოდები მომავალ შეჯიბრსსსს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jun 26 2013, 09:44
პოსტი #42


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ოფები გადატანილია, გთხოვთ აღარ გავაოფოთ.

პატივისცემით: მე...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Babuka
პოსტი Jun 26 2013, 13:39
პოსტი #43


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 155
რეგისტრ.: 29-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ზაზა ხომ არ იგეგმება რამე ან თუ იგეგმება როდის???? ვერსად ვერაფერი ვნახე და თან ქვეყნიდან მიწევს გასვლა და არ მინდა რომ გამობტოვო????? პატივისცემით კახა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Jun 26 2013, 14:18
პოსტი #44


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



ჯერ არა აგვისტოში იქნება ბაზალეთი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Jun 26 2013, 16:38
პოსტი #45


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(tuesa @ Jun 26 2013, 14:39) *
ზაზა ხომ არ იგეგმება რამე ან თუ იგეგმება როდის???? ვერსად ვერაფერი ვნახე და თან ქვეყნიდან მიწევს გასვლა და არ მინდა რომ გამობტოვო????? პატივისცემით კახა



სეზონი იხსნება 17 აგვისტოს, სავარაუდოდ ასეა, აგვისტოს მესამე შაბათია.
ოჩოს თასი კი როგორც წესი იმართება გახსნამდე ერთი კვირით ადრე, ასე მოხდა წინა ორი შეჯიბრის დროს. მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით იქნება 2 ან 3 დღიანი.
წელს ბაზალეთის მინდვრები შეჯიბრისთვის არ გამოდგება, ამიტომ მე მგონი კლუბი მიიღებს გადაწყვეტილებას წალკაში ან დმანისში ჩატარების თაობაზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V  < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd October 2025 - 10:42