ბრაკონიერებთან ბრძოლა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ბრაკონიერებთან ბრძოლა |
![]()
პოსტი
#571
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 794 რეგისტრ.: 15-February 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
არჩილ მერე ვერაფერს რომ ვერ ვუხერხებთ მაგ პრობლემას იმიტომ გამოვთქვამთ პროტესტს !! უნდა აიკრძალოს შემოტანა-გაყიდვა თუ მოხმარება აკრძალულიაა!! მაშინ გაყიდონ მაიმარკეტზე და მაღაზიებში მარიხუანა !! მაგის მოხმარებაც ხომ კანონდარღვევაა ? ![]() მთავარია მოხმარება აიკრძალოს და დასაჯონ კანონდამრღვევები, იყოს კონტროლი და თვითონ ჩაბარდება წარსულს ეგ მანოკების რეალიზაცია, მომხმარებელი თუ არ იქნება ადგნენ და გაუკეთონ თავიანთ დედებს, თან ფასიც დაეცემა რომ აღარავინ იყიდის და აგარ იქნება მომგებიანი მაგ ყ**ობით ვაჭრობა |
|
|
![]()
პოსტი
#572
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 989 რეგისტრ.: 3-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გარემოსდამცველმა ორგანიზაციამ "მწვანე სარტყელი" ანაკლიაში, დაცულ ტერიტორიაზე, 7 მკვდარი დელფინი აღმოაჩინა. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, სავარაუდოდ, დელფინები მეთევზეების ბადეში მოყვნენ, რის შემდეგაც დაიხოცნენ და მკვდარი დელფინები სანაპიროზე მეთევზეებმა დაყარეს.
სავარაუდოდ, თევზჭერა აკრძალული ბადეებით მიმდინარეობდა. გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ ისინი ინფორმაციას შესაბამის ორგანოებს მიაწვდიან. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/semtxveva/81020-anakl...l#ixzz2XiNMW8Nf ეხლა წავიკითხე ეს ინფო ამათი დედა ვატირე 7 დელფინს რო მოკლავ კაცი ციხე კი არა ადგილზე უნდა დახ**ტი ის ადამინები |
|
|
![]()
პოსტი
#573
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გუშინ ბრაკონიერებს სიონში ნავის ნიჩბები მოვპარე. ნავს ვერაფერი დავუშავე ვინაიდან ბოთლებით იყო გაკეთებული ძველ ნავზე. ბადე სამწუხაროდ ვერ ვიპოვნე. მეტს ჯერ ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. ასე თუ აღმოვფხ**ით ცალკეულ შემთხვევებს თორე ამათ ჩვენ ვერ დავამარცხებთ იმდენნი არიან ეს დედაძროხები.....
|
|
|
![]()
პოსტი
#574
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
მე მგონი დაიწყო ისტორიული სამართლიანობის აღდგენა
რაკონიერობის წინააღმდეგ გამკაცრებული ახალი სამართლებრივი რეგულაციები უახლოეს დღეებში ამოქმედდება. ამ მიმართულებით პარლამენტის მიერ ადმინისტრციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილი ცვლილებები, რომლის ავტორი და ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტია, "საკანონმდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნდა, ძალაში კი 15 დღეში შევა. მიღებული ცვლილებებით მკაცრდება სახელმწიფო კონტროლი და სანქციები თეზჭერისა და ნადირობის სფეროში. უკანონო თევზჭერა, ელექტროშოკის აპარატის გამოყენებით საკმაოდ სოლიდურ ჯარიმებთან იქნება დაკავშირებული. კერძოდ, "ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსი" ამ მიმართულებით შემდეგ სანქციებს ითვალისწინებს: - თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის იარაღისა და ხერხების გამოყენებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარიდან 200 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით. აღნიშნული ქმედების განმეორება, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარიდან 400 ლარამდე, ასევე სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორება - 1000 ლარიან ჯარიმას. კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევაზე გათვალისწინებულია ჯარიმა 200 ლარიდან 400 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით, ხოლო ამ ქმედების ჩადენა წყლის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის კატარღა, ნავი, ნახევარბარკასი ან სხვა) გამოყენებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარიდან 800 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმისა და სამართალდარღვევის იარაღის, ასევე წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით. აღნიშნული ქმედების ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში განმეორება, 800 ლარიდან 2000 ლარამდე ჯარიმასთან იქნება დაკავშირებული. თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, აგრეთვე საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 4000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით. 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარიდან 5000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ. 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით, კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა კი გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარიდან 50 000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით. გარდა ამისა, თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზჭერის ლიცენზიის პირობებისა და მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებებით, ნადირობის წესების დარღვევა, როცა საქმე ნადირობაზე მიკუთვნებულ სახეობებს ეხება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე - მოპოვებული ობიექტის კონფისკაციით ან უამისოდ. ნადირობის წესის დარღვევის მიმართულებით, ასევე გათვალისწინებულია პირისთვის 500 ლარიდან 700 ლარამდე ჯარიმის დაკისრება. ამასთან, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 1000 ლარამდე, მოპოვებული ობიექტის, სანადირო იარაღის ან მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ, ხოლო ნადირობა იმ იარაღით, საშუალებით ან მეთოდით, რომლით ნადირობაც აკრძალულია გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 2000 ლარამდე. რაც შეეხება ამ მიმართულებით სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უკანონო თევზჭერაზე მკაცრდება. კერძოდ, თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, ან 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის ან 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეჭი იარაღით თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება, ან "წითელ ნუსხაში" შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება, ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. აღნიშნული ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. გარდა ამისა, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, ან 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის ან 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით თევზჭერა, ჩადენილი აკრძალულ დროს ან აკრძალულ ადგილას, ან საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, ან სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის ან მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. |
|
|
![]()
პოსტი
#575
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
მე მგონი დასაწყისისთვის ნორმალური მიდგომაა, რაღაც ვერ ვხედავ თქვენს რეაქციებს მეგობრებო
|
|
|
![]()
პოსტი
#576
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,018 რეგისტრ.: 25-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მე მგონი დასაწყისისთვის ნორმალური მიდგომაა, რაღაც ვერ ვხედავ თქვენს რეაქციებს მეგობრებო სათქმელი რაა.. ყველა მივესალმებით მსგავს ნაბიჯებს. იმედია ახლო მომავალში მარტო იქთიოფაუნაზე არ მოხდება აქცენტის გაკეთება და ჩვენს ძუძუმწოვრებსაც მიეხედებათ, მაგრამ პირველი ნაბიჯისთვის ძალიან კარგია. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#577
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
ნადირობაზეც არის ბოლო პუნქტი
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებებით, ნადირობის წესების დარღვევა, როცა საქმე ნადირობაზე მიკუთვნებულ სახეობებს ეხება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე - მოპოვებული ობიექტის კონფისკაციით ან უამისოდ. ნადირობის წესის დარღვევის მიმართულებით, ასევე გათვალისწინებულია პირისთვის 500 ლარიდან 700 ლარამდე ჯარიმის დაკისრება. ამასთან, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 1000 ლარამდე, მოპოვებული ობიექტის, სანადირო იარაღის ან მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ, ხოლო ნადირობა იმ იარაღით, საშუალებით ან მეთოდით, რომლით ნადირობაც აკრძალულია გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 2000 ლარამდე. |
|
|
![]()
პოსტი
#578
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,228 რეგისტრ.: 2-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: საცხა ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#579
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ეუფ დამატყდა თვალები და თვინი. კარგია! მართლა კარგია, მაგრამ მე ის გამიტყდა, რომ FLY FISHING-ით ვერ ვითევზავებ სპორტული მეთოდით :(
|
|
|
![]()
პოსტი
#580
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
Fishman
დაჭერა-გაშვების მეთოდით არ მგონია პრობლემა შეგექმნას |
|
|
![]()
პოსტი
#581
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ზახარა
ციტატა თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის იარაღისა და ხერხების გამოყენებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარიდან 200 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
|
|
|
![]()
პოსტი
#582
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,443 რეგისტრ.: 6-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
რაღაცას მივაღწიეთ მემგონი მარა არ უნდა გავაჩეროთ ეს პროცესი და არ უნდა მოვასვენოთ გარემოს დაცვა.
|
|
|
![]()
პოსტი
#583
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
კარგი ბატონო, დავუშვათ გადარცება თევზი
ნადირ-ფრინველი? |
|
|
![]()
პოსტი
#584
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 283 რეგისტრ.: 26-June 13 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
იგივე და უფრო მეტი ყურადღება უნდა ნადირ-ფრინველსაც! ასევე შეუბრალებლად გაჩეხილ ტყეებს!
ყოველი მთაში წასვლაზე მცირდება წყაროების რაოდენობა, რატომ? პასუხი მარტივია:ტყე იჩეხება |
|
|
![]()
პოსტი
#585
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
თქვიტ დრო და ადგილი, მოვიყვან პარლამენტარს რომელიც წერს კანონს და გააცანით თქვენი მოსაზრებები
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th June 2025 - 21:41 |