ბრაკონიერებთან ბრძოლა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

114 გვერდი V  « < 37 38 39 40 41 > »   
Reply to this topicStart new topic
ბრაკონიერებთან ბრძოლა
alika77
პოსტი Jun 29 2013, 22:59
პოსტი #571


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 794
რეგისტრ.: 15-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(ზახარა @ Jun 28 2013, 08:49) *
არჩილ
მერე ვერაფერს რომ ვერ ვუხერხებთ მაგ პრობლემას იმიტომ გამოვთქვამთ პროტესტს !! უნდა აიკრძალოს შემოტანა-გაყიდვა თუ მოხმარება აკრძალულიაა!!

მაშინ გაყიდონ მაიმარკეტზე და მაღაზიებში მარიხუანა !! მაგის მოხმარებაც ხომ კანონდარღვევაა ? xexe.gif

მთავარია მოხმარება აიკრძალოს და დასაჯონ კანონდამრღვევები, იყოს კონტროლი და თვითონ ჩაბარდება წარსულს ეგ მანოკების რეალიზაცია, მომხმარებელი თუ არ იქნება ადგნენ და გაუკეთონ თავიანთ დედებს, თან ფასიც დაეცემა რომ აღარავინ იყიდის და აგარ იქნება მომგებიანი მაგ ყ**ობით ვაჭრობა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ams
პოსტი Jun 30 2013, 18:36
პოსტი #572


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 989
რეგისტრ.: 3-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



გარემოსდამცველმა ორგანიზაციამ "მწვანე სარტყელი" ანაკლიაში, დაცულ ტერიტორიაზე, 7 მკვდარი დელფინი აღმოაჩინა. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, სავარაუდოდ, დელფინები მეთევზეების ბადეში მოყვნენ, რის შემდეგაც დაიხოცნენ და მკვდარი დელფინები სანაპიროზე მეთევზეებმა დაყარეს.

სავარაუდოდ, თევზჭერა აკრძალული ბადეებით მიმდინარეობდა. გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ ისინი ინფორმაციას შესაბამის ორგანოებს მიაწვდიან.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/semtxveva/81020-anakl...l#ixzz2XiNMW8Nf
ეხლა წავიკითხე ეს ინფო ამათი დედა ვატირე 7 დელფინს რო მოკლავ კაცი ციხე კი არა ადგილზე უნდა დახ**ტი ის ადამინები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jun 30 2013, 19:10
პოსტი #573


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გუშინ ბრაკონიერებს სიონში ნავის ნიჩბები მოვპარე. ნავს ვერაფერი დავუშავე ვინაიდან ბოთლებით იყო გაკეთებული ძველ ნავზე. ბადე სამწუხაროდ ვერ ვიპოვნე. მეტს ჯერ ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. ასე თუ აღმოვფხ**ით ცალკეულ შემთხვევებს თორე ამათ ჩვენ ვერ დავამარცხებთ იმდენნი არიან ეს დედაძროხები.....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Jul 3 2013, 18:16
პოსტი #574


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



მე მგონი დაიწყო ისტორიული სამართლიანობის აღდგენა

რაკონიერობის წინააღმდეგ გამკაცრებული ახალი სამართლებრივი რეგულაციები უახლოეს დღეებში ამოქმედდება.
ამ მიმართულებით პარლამენტის მიერ ადმინისტრციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილი ცვლილებები, რომლის ავტორი და ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტია, "საკანონმდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნდა, ძალაში კი 15 დღეში შევა.
მიღებული ცვლილებებით მკაცრდება სახელმწიფო კონტროლი და სანქციები თეზჭერისა და ნადირობის სფეროში. უკანონო თევზჭერა, ელექტროშოკის აპარატის გამოყენებით საკმაოდ სოლიდურ ჯარიმებთან იქნება დაკავშირებული.
კერძოდ, "ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსი" ამ მიმართულებით შემდეგ სანქციებს ითვალისწინებს: - თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის იარაღისა და ხერხების გამოყენებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარიდან 200 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით. აღნიშნული ქმედების განმეორება, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარიდან 400 ლარამდე, ასევე სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
თევზჭერის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორება - 1000 ლარიან ჯარიმას.
კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევაზე გათვალისწინებულია ჯარიმა 200 ლარიდან 400 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით, ხოლო ამ ქმედების ჩადენა წყლის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის კატარღა, ნავი, ნახევარბარკასი ან სხვა) გამოყენებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარიდან 800 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმისა და სამართალდარღვევის იარაღის, ასევე წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით. აღნიშნული ქმედების ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში განმეორება, 800 ლარიდან 2000 ლარამდე ჯარიმასთან იქნება დაკავშირებული.
თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, აგრეთვე საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 4000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.
100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარიდან 5000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ. 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით, კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა კი გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარიდან 50 000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
გარდა ამისა, თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზჭერის ლიცენზიის პირობებისა და მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებებით, ნადირობის წესების დარღვევა, როცა საქმე ნადირობაზე მიკუთვნებულ სახეობებს ეხება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე - მოპოვებული ობიექტის კონფისკაციით ან უამისოდ. ნადირობის წესის დარღვევის მიმართულებით, ასევე გათვალისწინებულია პირისთვის 500 ლარიდან 700 ლარამდე ჯარიმის დაკისრება. ამასთან, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 1000 ლარამდე, მოპოვებული ობიექტის, სანადირო იარაღის ან მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ, ხოლო ნადირობა იმ იარაღით, საშუალებით ან მეთოდით, რომლით ნადირობაც აკრძალულია გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 2000 ლარამდე.
რაც შეეხება ამ მიმართულებით სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უკანონო თევზჭერაზე მკაცრდება. კერძოდ, თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, ან 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის ან 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეჭი იარაღით თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება, ან "წითელ ნუსხაში" შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება, ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
აღნიშნული ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
გარდა ამისა, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, ან 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის ან 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით თევზჭერა, ჩადენილი აკრძალულ დროს ან აკრძალულ ადგილას, ან საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, ან სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის ან მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Jul 3 2013, 20:30
პოსტი #575


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



მე მგონი დასაწყისისთვის ნორმალური მიდგომაა, რაღაც ვერ ვხედავ თქვენს რეაქციებს მეგობრებო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მარდი
პოსტი Jul 3 2013, 20:43
პოსტი #576


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,018
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(gagrinski @ Jul 3 2013, 21:30) *
მე მგონი დასაწყისისთვის ნორმალური მიდგომაა, რაღაც ვერ ვხედავ თქვენს რეაქციებს მეგობრებო

სათქმელი რაა.. ყველა მივესალმებით მსგავს ნაბიჯებს. იმედია ახლო მომავალში მარტო იქთიოფაუნაზე არ მოხდება აქცენტის გაკეთება და ჩვენს ძუძუმწოვრებსაც მიეხედებათ, მაგრამ პირველი ნაბიჯისთვის ძალიან კარგია. small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Jul 3 2013, 21:39
პოსტი #577


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



ნადირობაზეც არის ბოლო პუნქტი
ციტატა(dato gagrinski @ 3rd July 2013 - 19:16) *
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებებით, ნადირობის წესების დარღვევა, როცა საქმე ნადირობაზე მიკუთვნებულ სახეობებს ეხება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე - მოპოვებული ობიექტის კონფისკაციით ან უამისოდ. ნადირობის წესის დარღვევის მიმართულებით, ასევე გათვალისწინებულია პირისთვის 500 ლარიდან 700 ლარამდე ჯარიმის დაკისრება. ამასთან, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 1000 ლარამდე, მოპოვებული ობიექტის, სანადირო იარაღის ან მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ, ხოლო ნადირობა იმ იარაღით, საშუალებით ან მეთოდით, რომლით ნადირობაც აკრძალულია გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 2000 ლარამდე.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი Jul 3 2013, 23:19
პოსტი #578


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა(gagrinski @ Jul 3 2013, 21:30) *
მე მგონი დასაწყისისთვის ნორმალური მიდგომაა, რაღაც ვერ ვხედავ თქვენს რეაქციებს მეგობრებო



კარგია კარგი. მაგრამ მეტია საჭირო.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Jul 3 2013, 23:34
პოსტი #579


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ეუფ დამატყდა თვალები და თვინი. კარგია! მართლა კარგია, მაგრამ მე ის გამიტყდა, რომ FLY FISHING-ით ვერ ვითევზავებ სპორტული მეთოდით :(
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jul 3 2013, 23:46
პოსტი #580


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Fishman
დაჭერა-გაშვების მეთოდით არ მგონია პრობლემა შეგექმნას

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Jul 3 2013, 23:49
პოსტი #581


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ზახარა
ციტატა
თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის იარაღისა და ხერხების გამოყენებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარიდან 200 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
general
პოსტი Jul 4 2013, 00:29
პოსტი #582


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,443
რეგისტრ.: 6-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



რაღაცას მივაღწიეთ მემგონი მარა არ უნდა გავაჩეროთ ეს პროცესი და არ უნდა მოვასვენოთ გარემოს დაცვა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Jul 4 2013, 08:49
პოსტი #583


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კარგი ბატონო, დავუშვათ გადარცება თევზი

ნადირ-ფრინველი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სკვითია
პოსტი Jul 4 2013, 09:13
პოსტი #584


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 283
რეგისტრ.: 26-June 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



იგივე და უფრო მეტი ყურადღება უნდა ნადირ-ფრინველსაც! ასევე შეუბრალებლად გაჩეხილ ტყეებს!
ყოველი მთაში წასვლაზე მცირდება წყაროების რაოდენობა, რატომ? პასუხი მარტივია:ტყე იჩეხება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Jul 4 2013, 09:26
პოსტი #585


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



თქვიტ დრო და ადგილი, მოვიყვან პარლამენტარს რომელიც წერს კანონს და გააცანით თქვენი მოსაზრებები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

114 გვერდი V  « < 37 38 39 40 41 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th June 2025 - 17:36