ინგლისური სეტერი - ლავერაკი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ინგლისური სეტერი - ლავერაკი |
May 16 2009, 07:34
პოსტი
#1301
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
სეტერისტებს ბატონი შადიმანისგან
![]() ინგლისური სეტერი სეტერს, ჩვეულებრივ, გრძელბეწვიან მეძებარ ძაღლს უწოდებენ. ეს ტერმინი დიდ ბრიტანეთში უკვე XIV საუკუნიდანაა ცნობილი. კინოლოგები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ამ პერიოდში და ალბათ უფრო ადრეც, ესპანური წარმოშობის მომცრო სპანიელებისა და სხვა რამოდენიმე ჯიშის, მაგალითად, ფრანგული შავფოთლიანი მეძებრის შეჯვარებით მიღებულ იქნა ფრინველზე მონადირე გრძელბეწვიანი ძაღლი, რომელიც ზომით სპანიელს აღემატებოდა და ჰქონდა განსაკუთრებული თვისება _ განაბულიყო ნაპოვნი ფრინველის წინ. ანუ ძაღლი ნაბულზე დგებოდა, ხანდახან წვებოდა კიდეც. "ტო სეტ" _ აქედან წარმოიშვა ჯიშის სახელწოდება. ეს სიტყვა ხომ ძირს დაშვებას, დაჯდომას, დაწოლას ნიშნავს. სეტერების მომრავლება-მოშენება ბრიტანეთის სხვადასხვა მხარეებში ურთიერთიზოლირებულად ხდებოდა. ინგლისელი მონადირეები შავ-თეთრ შეფერილობას ანიჭებდნენ უპირატესობას, უელსელები _ თეთრს, ირლანდიელები _ წითელს, ჟღალს, შოტლანდიელები _ შავ ფერს, ოღონდ დრუნჩზე, მკერდზე და ფეხებზე რუჯით. რა თქმა უნდა, შეფერილობასთან ერთად სხვადასხვა კუთხის სეტერები თანდათან ერთმანეთისაგან გამორჩეულ სხვა თვისებებსაც იძენდნენ. ამიტომ იყო, რომ მე-19 საუკუნის მიწურულს ისინი ოფიციალურად დაყვეს სამ დამოუკიდებელ ჯიშად: ინგლისურ, ირლანდიურ და შოტლანდიურ სეტერებად. საკუთრივ ინგლისური სეტერის ისტორია განუყოფლად არის დაკავშირებული ედუარდ ლავერაკის (1798-1877) სახელთან, რომელმაც ამ ჯიშის მოშენება 1825 წლიდან დაიწყო. ინგლისურ სეტერს ბევრი ხომ დღემდე "ლავერაკს" ეძახის. ლავერაკისეული ძაღლები ჯმუხები, მუხლმოკლეები და გაწელილი ფორმატისანი იყვნენ. ახასიათებდათ მიწას გაკრული ქროლვა, მწოლიარე ნაბული, ძლიერი ყნოსვა, ნადირობის დაუოკებელი ჟინი და მოუღლელობა. თანამედროვე ინგლისური სეტერის ჩამოყალიბებაში უდავოა XIX საუკუნეში მოღვაწე მეორე ინგლისელი მომშენებლის _ პიურსელ ლუელინის წვლილიც. მის მიერ გამოყვანილი ინგლისური სეტერის ტიპი უფრო მსუბუქი, თხელი და მაღალფეხება ჩანდა, ამასთან განსაკუთრებული ყნოსვით და სისწრაფით გამოირჩეოდა. ინგლისურ სეტერს ზემოთჩამოთვლილი ღირსებები დღემდე სრულად აქვს შენარჩუნებული. ამ ჯიშის საყოველთაო პოპულარობის მიზეზად მაინც საოცარი გონიერება, მოსიყვარულე ბუნება, დამყოლი ხასიათი და, უპირველეს ყოვლისა, მუშაობის გამორჩეულად ლამაზი სტილი _ განუმეორებელი პლასტიკა მიიჩნევა. საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი ინგლისური სეტერი _ შედარებით მუხლმოკლე, "ჩამჯდარი" აღნაგობის, მაგრამ ამასთან, საკმაოდ წინამაღალა ძაღლია. წინა და უკანა კიდურების სამოძრაო ბერკეტები მკვეთრად მახვილკუთხოვანი აქვს. კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და მკვრივ-ხმელია. ლაღი, შეუბოჭავი და ენერგიული მოძრაობებით გამოირჩევა. ნადირობისას ინგლისური სეტერის ქროლვაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, ერთის მხრივ, ელეგანტურობა და სილამაზე, მეორეს მხრივ _ ძალ-ღონე და ამტანობა. სქესის გამოხატულება სხვაობა თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო ტანადები და ძვალსრულები არიან, ძუები _ შედარებით მომცროები და მსუბუქი აღნაგობისანი. ნაკლი: ძუ _ ხვადის ტიპისა. ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა. ქცევა და ხასიათი ინგლისური სეტერი ადამიანის მიმართ განსაკუთრებით ალერსიანი და მიმნდობია. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება. ტანადობა საშუალო სიმაღლისაა. მინდაომდე (ქედისძირამდე) ხვადების სიმაღლეა _ 56-64 სმ, ხოლო ძუების _ 53-62 სმ. გაწელილობის ინდექსია 107-108 (ხვადები) და დაახლოებით 110 (ძუები). მითითებულზე ნაკლები და 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. შეფერილობა ორფერები: თეთრ ფონზე გაბნეული შავი ან მოყვითალო ან მოწითალო-ნარინჯისფერი ან ყავისფერი წინწკლები, ხალები ან ლაქები. სამფერები: თეთრ ფონზე შავი წინწკლები, ხალები ან ლაქები; ამასთან წარბზედა რკალები, ყურების შიდა ნაწილი და კიდურები შავთან ერთად შეფერილია აგრეთვე მოწითალო-ნარინჯისფერი წინწკლებითაც (ფორეჯებითაც). დაწინწკლულ, დაფორეჯებულ შეფერილობას, ტანზე დიდი ლაქებისა და ფართო ფოთლების გარეშე, ლაქებიანთან და ფოთლებიანთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. იშვიათად გვხვდება, მაგრამ დასაშვებია, სულ ერთიანად თეთრი ან ფოლადისფერი შეფერილობები. (ეს უკანასკნელი თეთრი და შავი ბეწვის თანაბარი მონაცვლეობითაა გაპირობებული) ამასთან, ძაღლის კიდურები ამ შემთხვევაშიც დაწინწკლული უნდა იყოს. ხინჯი: ერთფერიანობა _ მთლიანად ყავისფერი ან მთლიანად შავი ან მთლიანად წითური ყველანაირი ელფერებით. ბანალი ინგლისური სეტერი მდიდრულად ჩაცმული ძაღლია. შემოსილია ხშირი, მბზინავი, ფაფუკი ბანლით. მეტწილად სწორი, აბრეშუმისებრი ბეწვი დასაშვებია თეძოებზე ოდნავ ტალღოვანიც რომ იყოს. თავზე და კიდურების წინა მხარეს მოკლეა, ტანზე კი გრძელი, წმინდა და ხასხასაა. ყურებზე, მკერდზე (ქვედა ნაწილი), წინა ფეხების უკანა მხარეს _ იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს _ კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, ასევე კუდის მუცელზე ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე ტანზე და ნაძეძებადაა ჩამოვარცხნილი; კუდზე კი მარაოსავით ჩამოშლილია. ნაკლი: მწირი, სუსტად განვითარებული ბანალი; ზედმეტად ტალღოვანი ან დახუჭუჭებული ბეწვი; გახუნებული, ჩამქრალი ბეწვი. ხინჯი: ხეშეში ბეწვი; ფეხებზე ნაძეძისა და კუდზე მარაოს არარსებობა. ტყავი და ძვალ-კუნთოვანი სისტემა ტყავი თხელია, მკვრივი, მომდგარი და ელასტიური. ჩონჩხი და კუნთები _ კარგად განვითარებული. ნაკლი: არასაკმარისად განვითარებული ჩონჩხი და მუსკულატურა. ხინჯი: ძვალმწირობა; სქელი, უხეში, დანაკეცებული ტყავი. თავი მსუბუქია, ხმელი, წაგრძელებული, აშკარად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). ზევიდან თუ დავხედავთ _ დრუნჩი თავის ქალის კოთხოზე ოდნავ ვიწ.როა; გვერდხედში დრუნჩისა და კოთხოს ზედა კონტურები სწორია და პარალელური. წარბზედა რკალები რელიეფურადაა გამოხატული. ტიხარი (შუბლის კუთხე) მკაფიოდ იკვეთება. თავის ქალის კოთხოს სიგრძე, დაახლოებით მისსავე სიგანეს (ყურებს შორის) უტოლდება. დრუნჩის სიგრძე კი კოთხოს სიგრძეს უნდა უთანაბრდებოდეს. ტუჩები თხელია; ზედა ტუჩი ქვედაზე მცირედით გადმოშვებული და ჩამოცილებულია. ზედა ტუჩის კონტური პროფილში სწორკუთხედს ქმნის, მომრგვალებული ძირა კუთხით. ძუებთან ეს მომრგვალება უფრო შესხეპილია. განიერი, ფართონესტოებიანი, ნოტიო ცხვირი ფერით სხეულის საერთო შეფერილობას ეხამება - ან შავია, ან ყავისფერი. ნაკლი: მოკლე, წამახვილებული, ჩამოფლაშული დრუნჩი. შესამჩნევად აპრეხილი ცხვირი; თვალშისაცემი ცხვირკეხიანობა; გაბრტყელებული კოთხო; ზედმეტად გამობურცული შუბლი; ყურებს შორის გუმბათივით ამომრგვალებული თავის ქალა. ხინჯი: ტიხრის არქონა; სოლისებური თავი; მკვეთრად გამოყრილი ყვრიმალები. ყური ზომიერად გრძელია, დაკიდული, თხელი და სალუქი, არაგანიერი, მომრგვალებული ბოლოებით, შემკულია წმინდა, კაზმული ბეწვით. ინგლისურ სეტერს ყური საკმაოდ დაბლა უზის _ თვალის ხაზის გასწვრივ _ ლამაზად დანაკეცებული ეშვება და წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ღაწვებს. ნაკლი: მაღალზე დასმული ყური; მძიმე, დონდლო ყური;შეუფერებლად მოკლე ან გრძელი (როცა შეტოლებისას ცხვირის წვერს წვდება); ზედმეტად გრძელი ბეწვით შემოსილი ყური (8 სმ-ზე მეტით). ხინჯი: ხრტილზე გადმოკიდული ყური; ხრტილზე გადმოკიდული და უკან გაცქვეტილი ყური. თვალი ზომიერად დიდია, მრგვალია, არაღრმად ჩამჯდარია მჭიდროდ მომდგარი უპეების სწორ ჭრილში. ფერად _ მუქი ყავისფერი ან კაკლისმურაბისფერია, რაც მეტად მუქია, მით უკეთესი. მბრწყინავია, ნაპერწკლიანია, აზრიანია _ მშვიდი, კეთილმოსურნე გამომეტყველებით. ნაკლი: შორი-შორ განლაგებული თვალები ცერად გაჭრილი უპეებით. გადმოკარკლული ან ჩაცვენილი; მცირე ზომის თვალი; ღია ფერის თვალი; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპე. ხინჯი: მოყვითალო თვალი ძაღლის ნებისმიერი შეფერილობისას. კბილები თეთრი, მაგარი საღი, კარგად განვითარებული; ერტმანეთთან მჭიდროდ მიჯრილ-ჩაწიკწიკებული. კბილთაყრა მაკრატელისებურია. კისერი გრძელია, ხმელია და კუნთოვანი, კვეთში ოვალურია; ზედხედში ოდნავ გამობურცული; ქედი ეტყობა; კისერი მინდაოსკენ თანდათან ფართოვდება. ნაკლი: მოკლე; მძიმე და გადატვირთული კისერი. ღაბაბიანი ყელ-კისერი. ხინჯი: მომრგვალებული; ძალზე მსხვილი ან ძალზე მოკლე კისერი. მკერდი გრძელია; საკმაოდ ღრმაა და საკმაოდ ფართო; ჩამოშვებულია იდაყვებამდე ან უფრო დაბლა. ყაფაზი, გრძელი და რამდენადმე გამობურცული ნეკნებით, კარგად განვითარებულია. მკერდის შუაძვალი მცირედ იკვეთება. ნაკლი: ზედმეტად გაშლილი; ვიწრო; კასრისებურად მომრგვალებული მკერდი. ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. მინდაო კარგადაა ამოზიდული, მკვეთრად გამოეყოფა ზურგის ხაზს, რელიეფურად დაკუნთულია. ბეჭი გრძელია, ბრტყელია და ცერად დახრილი, კორპუსს მიკრული. ბეჭისთავები მომრგვალებულია. ნაკლი: ვიწრო; ძალიან გრძელი; დამძიმებული მინდაო. მოშვებული ბეჭები; წაწვეტებული ბეჭისთავები. მუცელი ზომიერადაა აკვალთული. ნაკლი: ჩამოშვებული ან ძალზე ატაცული მუცელი. ზურგი მოკლეა, სწორია, ზომიერად ფართო და კუნთოვანი. ნაკლი: ვიწრო; გადრეკილი (რბილი), ან მცირედ ამოკუზული ზურგი. ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი. წელი ოდნავაა ამოდრეკილი, ფართოა და კუნთოვანი. ნაკლი: გრძელი წელი; გასწორებული (თარაზული) წელი; თვალშისაცემად ამოდრეკილი წელი. ხინჯი: იგივე _ მკვეთრად გამოხატული. გავა გრძელია, ფართოა და ოდნავ დაქანებული. ნაკლი: ვიწრო; განუვითარებელი; თარაზული ან ჩათლილი გავა. ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. წინა კიდურები წინხედში ფეხები სწორია და ძაღლს ურთიერთპარალელურად უდგას. მხრები ღონივრად დაკუნთული აქვს; მხრის ბერკეტი თვალშისაცემად მახვილკუთხოვანია _ მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 90 გრადუსია. წინამხარი განივჭრილში ოვალურია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან მიმართულია, კორპუსზე მიმჯდარია და ზუსტად მინდაოს ქვეშაა განლაგებული. ტერფი ღონიერია, მყარად და ოდნავ დახრილად დგას. ნაკლი: შედარებით გაშლილი მხარ-ბეჭის კუთხე; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; ცოტათი შიგნით შებრუნებული (დამალული) ან განზე გამოყრილი იდაყვები; სუსტი ან შვეულად მდგარი, ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი (შიგნით შეტრიალებული), ან ბატატურა (გან-გან გადგმული) თათები. ხინჯი: იგივე გადახრები _ მკვეთრად გამოხატული. უკანა კიდურები თეძოს და წვივის ძვალი გრძელია; მათი შესახსრების კუთხეები (მუხლისთავები) კარგად გამოხატულია; უკანა ტერფი მოკლეა და მშვიდად მყოფ ძაღლს თითქმის შვეულად უდგას; სანავარდოები (კოჭ-წვივის სახსრები) აუცილებლად უკან მიმართულია. ნაკლი: ზედმეტად გამართული უკანა კიდურები; ერთმანეთთან ზედმეტად დაახლოებული ან მეტისმეტად დაშორებული სანავარდოები. "მორცხვი" დგომი _ შეტყუპული, ზედმეტად ახლომდგომი უკანა ფეხები. ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი ბრჭყალითურთ). თათი ცოტათი ოვალური ფორმისაა; მიკუმულია _ ერთმანეთთან მჭიდროდ მიკრული თითებით. თითებშუა სწორი ბანალია ამობუჩქული. ბალიშები სქელი და უხეში აქვს. ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები. კუდი სწორია ან ხმლისებური, ნარნარად აგრძელებს ზურგის ხაზს; სიგრძეს რაც შეეხება, კუდის ბოლო მალა სანავარდო სახსარს ოდნავ უნდა ჩაცდეს. ძაღლს კუდი ზურგის ხაზის სიმაღლეზე ან ცოტა დაშვებული უჭირავს. კუდი შემოსილია სწორი ან ოდნავ შეტალღული (არავითარ შემთხვევაში _ ხუჭუჭა) ბანალით, რომელიც მარაოსებრ ჩამოშლილია _ ბეწვი, დაწყებული კუდის რიკიდან, თანდათანობით გრძელდება შუა ნაწილამდე, ბოლოსკენ კი ისევ მოკლდება. ნაკლი: ზედმეტად გრძელი ან მოკლე; გვერდზე გადავარდნილი; აპრეხილი; ნამგლისებური კუდი. ხინჯი: მოკაუჭებული კუდი. :moderirebulia: |
|
|
|
Beso ინგლისური სეტერი - ლავერაკი May 16 2009, 07:34
Fishman ზახარა
სეტერ ფართ... Jun 22 2013, 21:33
hunter88 free pic
რიჩი ფირმა ვარ... Jun 25 2013, 22:28
hunter88 კი ეგა. საქმე არ მქო... Jun 25 2013, 22:39
ზახარა hunter88 Jun 25 2013, 22:34
Fishman hunter88
ხო საბუთიანია? Jun 25 2013, 22:52
hunter88 ციტატა(Fishman @ Jun 25 2013, 23... Jun 25 2013, 23:27
Fishman hunter88
მაინც რიჩი ჯობ... Jun 25 2013, 23:31
hunter88 ციტატა(Fishman @ Jun 26 2013, 00... Jun 25 2013, 23:38
Maverick ციტატაუსაბუთო ძაღ... Jun 26 2013, 08:06
hunter88 ციტატა(Maverick @ Jun 26 2013, 09... Jun 26 2013, 09:19
ჭალიმგელა ციტატა(hunter88 @ Jun 26 2013, 10... Jun 26 2013, 09:28
hunter88 ციტატა(ჭალიმგელა ... Jun 26 2013, 10:01
კუთხა hunter88
კარგი ცუგრიები... Jun 26 2013, 11:40
მარდი ციტატა(კუთხა @ Jun 26 2... Jun 26 2013, 11:52
hunter88 მადლობა! Jun 26 2013, 12:32
megreli Fishman
აჰა Setter Party
хостинг ... Jun 26 2013, 13:19
მარდი მართლა რა მაგარი გ... Jun 26 2013, 13:21
megreli ციტატა(sergo tabagari @ 26th June... Jun 26 2013, 13:30
მარდი ციტატა(megreli @ Jun 26 2013, 14... Jun 26 2013, 14:34
Fishman ციტატა(Maverick @ Jun 26 2013, 09... Jun 26 2013, 15:08
megreli загрузить картинку на сайт
... Jun 26 2013, 15:28
ზაზა აი სეტერი Jun 26 2013, 16:41
ზახარა RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Jul 1 2013, 22:33
Fishman ზახარა
ფინალში ფრ... Jul 2 2013, 11:51
ჭალიმგელა ციტატა(Fishman @ Jul 2 2013, 12... Jul 9 2013, 12:04
megreli хостинг картинок для форум... Jul 8 2013, 18:55
ზახარა RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Jul 8 2013, 20:32
achiko-l ზახარა
ბოლო სურათ... Jul 9 2013, 12:32
ზახარა achiko-l
აქ ესეთებს რა უ... Jul 9 2013, 12:34
Fishman ციტატა(ზახარა @ Jul 9... Jul 9 2013, 12:58
achiko-l ციტატა(ზახარა @ Jul 9... Jul 9 2013, 15:10
gagrinski მაგ სეტერზე მე ჩემ... Jul 9 2013, 13:00
megreli ჭალიმგელა
ციტატა(Ch... Jul 9 2013, 13:00
gagrinski ვინაიდან ხშირად ვკ... Jul 9 2013, 13:02
megreli gagrinski
ციტატა(dato gagrinski ... Jul 9 2013, 13:03
gagrinski ვიცი რომ გორდონი ა... Jul 9 2013, 13:04
megreli ციტატა(dato gagrinski @ 9th July ... Jul 9 2013, 13:08
megreli фотохостинг
залить картин... Jul 9 2013, 13:21
მარდი ციტატა(achiko-l @ Jul 9 2013... Jul 9 2013, 19:18
gagrinski საქართველოს გარემ... Jul 9 2013, 19:24
achiko-l ციტატა(gagrinski @ Jul 9 2013, 20... Jul 9 2013, 22:10
მარდი ციტატა(ზახარა @ Jul 8... Jul 9 2013, 19:28
megreli ციტატა(dato gagrinski @ 9th July ... Jul 9 2013, 19:29
megreli ციტატა(archilich @ 9th July 2013 ... Jul 9 2013, 23:40
achiko-l ხო,დგას Jul 10 2013, 08:18
kupra რა ლამაზი ძაღლებია... Jul 10 2013, 08:55
ზაზა RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Jul 10 2013, 13:58
kupra RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Jul 10 2013, 17:40
ზახარა RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Jul 11 2013, 22:12
კალვერა კაია არა ოცნება?!:D Jul 12 2013, 04:28
Fishman კალვერა
რეალობას ... Jul 12 2013, 09:50
megreli RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Jul 14 2013, 15:01
kupra სილამაზეა მაგარია Jul 14 2013, 20:14
megreli RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Jul 16 2013, 16:45
gagrinski სეტერის თვალები უკ... Jul 16 2013, 17:04
megreli ციტატა(dato gagrinski @ 16th July... Jul 16 2013, 17:12
megreli შედეგი
хостинг картин... Jul 17 2013, 14:30
kupra მაგრა მომწონს სეტე... Jul 17 2013, 16:10
megreli ჩემი რო მეყოლება ა... Jul 18 2013, 02:18
gagrinski ძაგლასის მასტერკლ... Jul 18 2013, 19:01
hunter88 free image hosting
არ არიან ჩა... Jul 21 2013, 00:16
gonchatniki აუფ ასეთის აყვანა ... Jul 21 2013, 07:07
grigola აუფ, ტანში ჟრუანტე... Jul 21 2013, 09:24
gagrinski ციტატა(nukraa @ 21st July 2013 ... Jul 21 2013, 09:59
gagrinski აკოფ ასატრიანის რუ... Jul 21 2013, 10:43
hunter88 მშვენიერი ძაღლია ყ... Jul 21 2013, 11:13
Fishman gagrinski
აუ რა მაგარი ხ... Jul 21 2013, 12:23
megreli ამის ასახსნელად...
... Jul 21 2013, 18:05
megreli RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Jul 23 2013, 07:13
megreli RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Jul 23 2013, 07:19
სკვითია ძალიან მაგრებია! Jul 23 2013, 08:33
gagrinski http://huntdogs.ru/dog_details.php?bc_tovar_id=168... Jul 24 2013, 10:00
megreli იაქტიურეთ ხალხნო ... Jul 25 2013, 20:28
kupra მომწონს ეს დალოცვი... Jul 25 2013, 21:25
megreli kupra
ციტატა(lashak @ 25th July ... Jul 25 2013, 22:49
ზახარა megreli
დასაწუნი რა აქვ... Jul 25 2013, 22:53
megreli ზახარა Jul 25 2013, 22:59
Maverick ციტატაყველაზე ცოტ... Jul 26 2013, 08:38
Bone ვინ გეწინააღმდეგე... Jul 26 2013, 09:14
megreli ციტატა(Nikolo @ 26th July 2013 ... Jul 26 2013, 18:39
megreli залить картинку Jul 26 2013, 19:04
Giorgi_M სულ უცხოური ძაღლებ... Jul 30 2013, 08:24
gagrinski ვაა, უძალიანმაგრეს... Jul 30 2013, 10:45
megreli Giorgi_M
ციტატა(Giorgi_M @ 30th ... Jul 30 2013, 11:50
კალვერა ციტატა(dato gagrinski @ 30th July... Jul 30 2013, 21:33
megreli ქალბატონები და ბატ... Aug 1 2013, 19:36
longi ციტატა(Giorgi_M @ 30th July 2013 ... Aug 1 2013, 19:49
Bat მაისურზე დასაბეჭდ... Aug 2 2013, 13:39
gagrinski გარედან ჩუქურთმებ... Aug 2 2013, 14:16
Bat gagrinski
ესე? Aug 2 2013, 15:12
megreli Bat
ჩემი აზრით ამდენ... Aug 2 2013, 20:38
ზახარა ნახეტებს ლაივში იყ... Aug 2 2013, 22:21
achiko-l ციტატა(ზახარა @ Aug 2... Aug 2 2013, 23:04
megreli ციტატა(zaxara @ 2nd August 2013 ... Aug 2 2013, 23:18
hunter88 image shack
არ არის დახატ... Aug 3 2013, 00:07
megreli ესეც ახალი ფოტოები... Aug 3 2013, 19:11
gagrinski შოუ ინგლისურებს რო... Aug 4 2013, 17:03
megreli მუშებად გაიზრდები... Aug 4 2013, 17:27
veshaguri მაგარი ლეკვებია ზა... Aug 4 2013, 20:11![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th November 2025 - 23:02 |