IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური პოინტერი
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 16:49
პოსტი #2801


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა








პოინტერი



პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს.
პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა

პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი.
პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად.
პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები).


სქესის გამოხატულება

სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ.
ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები.


ქცევა და ხასიათი

გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია.


შეფერილობა

ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით.
ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი.
ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ.
ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება.
ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით.


ბანალი

მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით
ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა.
ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი.
N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი.


ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული.



თავი

ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით.
თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს.
ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა.
ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა.


ყური

შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია.
ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური.


თვალი

მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია.
ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე.
ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო.



კბილები

თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული.
კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია.


კისერი

მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული.
კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.


მკერდი

ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.
ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან.


ზურგი

ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ.
ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი.


წელი

ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება.
ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი.



გავა

გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი.
ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა.



მუცელი

კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება.
ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი.


წინა კიდურები

წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი.


უკანა კიდურები

უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს.
ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა.


თათები

შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.


კუდი

უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება.
ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი;
ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- კუდიგორელი   ინგლისური პოინტერი   May 19 2009, 16:49
- - Maverick   qaos1 აშკარად გეტყობა...   Jun 18 2013, 16:59
- - qaos1   Maverick კი გამოცდილი ნა...   Jun 18 2013, 17:05
|- - tuesa   ციტატა(qaos1 @ Jun 18 2013, 18...   Jun 19 2013, 12:46
- - Akop   "АНТ" был лучшим. Днеп...   Jun 19 2013, 10:49
- - ზაზა   მაგარია ანტი. ეს ორ...   Jun 19 2013, 11:03
- - gagrinski   გილოცავთ ბატონო აკ...   Jun 19 2013, 12:24
- - გიზოვიჩი   Akop გილოცავთ აკოპ რა...   Jun 19 2013, 16:48
- - Bone   ანტი მაგარია გილოც...   Jun 19 2013, 17:11
- - ზახარა   Akop გილოცავთ   Jun 19 2013, 17:35
- - Akop   ... დიდი მადლობა !!...   Jun 19 2013, 23:38
- - Davitus   Akop გილოცავთ! ეს ერ...   Jun 20 2013, 00:11
- - gagrinski   ამ ძაღლს ყიდიან უკ...   Jun 20 2013, 17:49
- - შადი შამოდი   17 000 გმინვა რავარია? ...   Jun 20 2013, 19:03
- - Akop   ციტატაამ ძაღლს ყიდ...   Jun 20 2013, 19:14
- - gagrinski   ბატონო აკოფ ბოლომდ...   Jun 20 2013, 21:47
- - Akop   ... деда нахе мама нахе швили...   Jun 20 2013, 22:01
- - gagrinski   მადლობა ბატონო აკო...   Jun 20 2013, 22:16
- - ზაზა   gagrinski, დავით, ეს ფოტო ...   Jun 21 2013, 09:15
- - gagrinski   ფრენა ჩვენებსაც რო...   Jun 21 2013, 09:18
- - aragveli   ჩვენები ფოტოზე დაფ...   Jun 21 2013, 09:23
- - ზაზა   დავით, უფრო უკეთეს...   Jun 21 2013, 09:33
- - Alik   რამოდენიმე შეკითხ...   Jun 22 2013, 18:04
|- - შადი შამოდი   ციტატა(Alik @ Jun 22 2013, 19...   Jun 22 2013, 18:52
- - Alik   აქ უნდა ვხტებოდეთ ...   Jun 22 2013, 18:24
- - Alik   ბატონო შადიმან, თქ...   Jun 22 2013, 19:46
|- - ზაზა   ციტატა(Alik @ Jun 22 2013, 20...   Jun 24 2013, 10:34
- - gagrinski   პატივცემულო თქვენ ...   Jun 22 2013, 19:53
- - Alik   Pატივცემულო ჩემთვი...   Jun 22 2013, 21:18
- - gagrinski   მე გკითხეთ კონკრეტ...   Jun 22 2013, 21:34
- - Alik   სხვათაშორის ამ შემ...   Jun 22 2013, 21:37
|- - Akop   ციტატა(Alik @ Jun 22 2013, 22...   Jun 23 2013, 10:04
- - Alik   შეურაწყობა ის არის...   Jun 22 2013, 22:01
- - Alik   ASTOR VON DER POSTSCHWAIGE.   Jun 23 2013, 07:40
- - samo   თქვენთვითონ შეაფა...   Jun 23 2013, 10:43
|- - ზაზა   ციტატა(samo @ Jun 23 2013, 11...   Jun 24 2013, 10:51
- - Maverick   ეს თემა არაა ანტის ...   Jun 23 2013, 16:29
|- - Maverick   ციტატა(Maverick @ Jun 23 2013, 17...   Jun 24 2013, 10:40
- - ზაზა   და ამაზე ადრე უკრა...   Jun 24 2013, 10:42
- - GIGO   ზაზა აქ ბანია გამო...   Jun 24 2013, 11:37
- - ზაზა   ანტი ჩემი თვალით ვ...   Jun 24 2013, 11:56
- - hunter88   [url=http://postimage.org/][img]http://s12.postimg...   Jun 25 2013, 10:15
- - achiko-l   hunter88 არ ხსნის ჩაასწ...   Jun 25 2013, 10:16
- - hunter88   image hosting tinypic როკი! 2013 გ...   Jun 25 2013, 11:46
- - hunter88   screen shot pc როკი და რიჩი 2...   Jun 25 2013, 20:14
- - achiko-l   პირველ სურათში მწყ...   Jun 25 2013, 21:23
- - Fishman   hunter88 მომწონს შენი რ...   Jun 25 2013, 21:39
- - hunter88   კარგი ბიჭია ჟილკია...   Jun 25 2013, 22:18
- - Fishman   hunter88 უი რიჩი იყო ეგ ...   Jun 25 2013, 22:26
- - ზახარა   hunter88 გადატანილია ნ...   Jun 25 2013, 22:40
- - hunter88   ორივე მყავს პოინტე...   Jun 25 2013, 22:48
|- - Fishman   ციტატა(hunter88 @ Jun 25 2013, 23...   Jun 25 2013, 22:54
- - ზახარა   ციტატა(hunter88 @ 25th June 2013 ...   Jun 25 2013, 22:56
|- - hunter88   ციტატა(ზახარა @ Jun 2...   Jun 25 2013, 23:05
- - Fishman   აი სულ დაწოლილს ას...   Jun 25 2013, 22:57
- - nik@a   თ დაგვტოვეთ სეტერ...   Jun 25 2013, 22:59
- - megreli   Fishman სასურველია თავ...   Jun 25 2013, 23:03
|- - Fishman   ციტატა(megreli @ Jun 26 2013, 00...   Jun 25 2013, 23:11
- - aragveli   ალფა. სეტერისტებო ...   Jun 28 2013, 07:25
- - ზახარა   aragveli   Jun 28 2013, 07:56
- - ზაზა   არაგველო, ძვალმსხვ...   Jun 28 2013, 09:30
- - სკვითია   ოო მართლაც კარგი ლ...   Jun 28 2013, 09:46
- - მარდი   ვა რა მაგარი ლეკვი...   Jun 28 2013, 13:20
- - კუთხა   ჩემი მეგობრის ჩაკი   Jun 30 2013, 09:52
- - kardinal84   გამარჯობათ ხალხო ნ...   Jul 1 2013, 18:38
- - Vaxtang   მოგესალმებით როდე...   Jul 5 2013, 23:05
- - Fishman   Vaxtang თქვენზე ბევრად...   Jul 5 2013, 23:29
- - alex-pointer   დონა 1 წლის http://www.youtube.com...   Jul 8 2013, 11:36
- - gagrinski   დონას საგვარეულოც ...   Jul 8 2013, 11:58
- - შადი შამოდი   პოინტერის თემაში რ...   Jul 8 2013, 12:59
- - hunter88   greenshot screen capture მოკლეთ გ...   Jul 11 2013, 13:21
- - hunter88   <a href='http://postimage.org/' target=...   Jul 11 2013, 13:29
- - hunter88   image hosting free no registration   Jul 11 2013, 13:39
- - ზაზა   შენ გაიხარე მონატრ...   Jul 11 2013, 21:32
- - achiko-l   hunter88 კაია ძმა,გაიხა...   Jul 11 2013, 21:41
- - მარდი   hunter88 მაგარი სურთები...   Jul 11 2013, 21:48
- - hunter88   გაიხარეთ ბიჭებო მა...   Jul 11 2013, 22:13
- - hunter88   screenshot captor ესეც საღამო...   Jul 11 2013, 22:30
|- - არჩილ   ციტატა(hunter88 @ Jul 11 2013, 23...   Jul 12 2013, 12:26
- - ალთაზარ   RE: ინგლისური პოინტერი   Jul 11 2013, 23:16
- - Akop   hunter88 ყოჩაღ, მომეწონ...   Jul 12 2013, 08:43
- - Bone   კაია, კაი ფოტოებია   Jul 12 2013, 14:26
- - aragveli   ცოტა ხნით ფიქრობს ...   Jul 15 2013, 12:41
- - hunter88   კარგი გოგოა.   Jul 15 2013, 12:46
- - მარდი   aragveli ჰე ჰე ალიკ რამხ...   Jul 15 2013, 12:55
- - achiko-l   RE: ინგლისური პოინტერი   Jul 15 2013, 13:19
- - ზაზა   არაგველი, კარგად ი...   Jul 15 2013, 14:42
- - aragveli   RE: ინგლისური პოინტერი   Jul 17 2013, 14:28
- - ალთაზარ   aragveli რა ხნისაა?   Jul 17 2013, 14:30
- - megreli   aragveli   Jul 17 2013, 14:33
- - aragveli   2 თვის.   Jul 17 2013, 14:36
- - ზაზა   ძალიან მაგარია, ის ...   Jul 17 2013, 15:55
- - kupra   საღოლ კაი ლეკვია ა...   Jul 17 2013, 16:08
- - gagrinski   ალიკ 2 თვეზე ცოტა მე...   Jul 17 2013, 16:21
- - aragveli   2 აგვისტოს გახდება 3...   Jul 17 2013, 18:20
- - achiko-l   გაგეზარდოს,ძმა მაგ...   Jul 17 2013, 19:41
- - Gcckoka   ტერი 4 წლის (საწყალი...   Jul 17 2013, 21:44
- - სკვითია   კარგია, ჯვარისწერი...   Jul 18 2013, 11:59
- - Gcckoka   მადლობა აი ეხა მა...   Jul 18 2013, 14:13
- - gagrinski   საბუთები აქვს?   Jul 18 2013, 14:55
38 გვერდი V  « < 27 28 29 30 31 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th July 2025 - 05:25