ზაფხულის ტურნირი ფიდერით თევზჭერაში ''წალკა 2013'' - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ზაფხულის ტურნირი ფიდერით თევზჭერაში ''წალკა 2013''
lavriskheveli
პოსტი Jul 15 2013, 08:08
პოსტი #1


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 244
რეგისტრ.: 30-June 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ძვირფასო მეგობრებო, მინდა სასიხარულო ამვბავი შეგატყობინოთ და გამოვაცხადო საყოველთაო მზადება წლევანდელი, რიგით მესამე ტურნირისთვის ფიდერით თევზჭერაში!



ტურნირის ორგანიზატორი: "საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია"

მხარდაჭერა: საქართველოს მეთევზეთა კლუბი Fisher.ge

ტურნირის სახელწოდება: "2013 წლის ზაფხულის გუნდურ–პირადი პირველობა ფიდერით თევზჭერაში"

ტურნირის ჩატარების თარიღი: 28 ივლისი

ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: წალკის წყალსაცავი

ტურნირის სტატუსი: ღია სამოყვარულო შეჯიბრება ფიდერით თევზჭერაში

ტურნირის მიზანი: ფიდერით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში და ძლიერი სპორტსმენების გამოვლენა პროფესიონალური გუნდების ჩამოყალიბების მიზნით

შეჯიბრება სამოყვარულო ხასიათისაა, მაგრამ ჩატარდება სპორტულთან მაქსიმალურად მიახლოვებული წესებით. მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა ფიდერით დაინტერესებულმა პირმა.

ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით:

1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ფიდერის ანკესით, რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით - ქვივერტიპით.
2. შეჯიბრზე თევზჭერის ადგილი დაიყოფა 3 ზონად. ყოველ ზონაში მოხვდება ყველა გუნდის თითო წევრი. ინდივიდუალური მონაწილეები კენჭისყრის შედეგად განაწილდებიან ზონებში დარჩენილ თავისუფალ ადგილებში. 3 საპრიზო ადგილი განაწილდება გუნდებს შორის. დაწესდება ასევე ერთი პრიზი საუკეთესო პირადი შედეგისთვის და ერთი პრიზი "BigFish".
3. თითო სექტორისთვის ზონაში გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი.
4. სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია (მსაჯების გარდა).
5. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში.
6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია.
7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავით.
8. თევზჭერის დროს დასაშვებია ნებისმიერი ფიდერის ერთნემსკავიანი მონტაჟი, მათ შორის მეთოდ–ფიდერი და მისი ნაირსახეობები (ზამბარა, ფლეტი, ბანჯო და ა.შ.).
9. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები შეუზღუდავი რაოდენობით. დაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდ საკვებურით, ხელით და შურდულით დაკვება აკრძალულია.
10. დასაშვებია ნებისმიერი სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. თმიანი მონტაჟი აკრძალულია.
11. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია.
12. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს.
13. კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ტურნირის მსვლელობის დროს.

ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში მსაჯთა კოლეგიას უფლება აქვს მოახდინოს მონაწილეს დისკვალიფიკაცია ტურნირიდან და ბათილად სცნოს მისი მონაწილეობის შედეგი

ეს განცხადება დაანონსდება ყველა სათევზაო ფორუმზე და ამ ფორუმების წევრები სიაში ჩაეწერებიან საკუთარ ფორუმებზე, მაგრამ მონაწილეთა მთლიანი სია გამოქვეყნდება საქართველოს მეთევზეთა კლუბის ფორუმზე, ამ გვერდზე.


შეჯიბრში მონაწილეობის მსურველმა სპორტსმენებმა უნდა შემოიტანონ სარეგისტრაციო მოსაკრებელი ______30_______ ლარი TBC ბანკში შემდეგ ანგარიშზე:

საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია

საბანკო კოდი: TBCBGE22
ანგარიში: GE32TB7601436080100003
[/b][/size]

თანხის შეტანის ბოლო ვადა 25 ივლისი.

მეგობრებო, გთხოვთ კარგად გაეცნოთ შეჯიბრების ჩატარების წესებს, სადაც ყველაფერი ზედმიწევნით არის გადმოცემული. მინდა ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ შეჯიბრებაზე პრიორიტეტულია გუნდური ასპარეზობა, რომელიც გაცილებით უფრო საინტერესოა და შედეგიანია სპორტსმენებისთვის, ვიდერე პირადი. ფედერაციის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სტაბილური ფიდერის გუნდების ჩამოყალიბებას, რაც კარგი ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბების წინაპირობაა. შეჯიბრების სტრუქტურაც გუნდურ ასპარეზობაზე იქნება აგებული. ჩვენ უკვე გვყავს რამდენიმე კარგი ფიდერის გუნდი და მათ უკვე სერიოზული კონკურენცია აქვთ ერთამნეთში, რაც მხოლოდ მისასალმებელია. ასე რომ, ყველას ვურჩევ ჩამოაყალიბოს საკუთარი გუნდი. ყველას გისურვებთ წარმატებას, აბა დავიწყოთ მონაწილეების რეგისტრაცია!



მონაწილეთა საერთო სია:

1. თენგო ბინიაშვილი (dentist);
2. გიგა გაბრიაძე (GigaG);
3. მალხაზ მახარაშვილი (maxo06);
4. ზურაბ ჩაქალოვი (zukako5);
5. გიორგი გარაყანიძე (goxnari);
6.

გუნდები:

1. გუნდი "Smart Feeder" - გიგა გაბრიაძე (GigaG), მალხაზ მახარაშვილი (maxo06), ზურაბ ჩაქალოვი (zukako5);
2.


აბა დაიქოქა ლომებოოო.... წავიდა ოჩოდან გუნდები : )



1. lavriskheveli
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
10 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (30 - 44)
megreli
პოსტი Jul 18 2013, 16:34
პოსტი #31


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(lavriskheveli @ 17th July 2013 - 09:31) *
2 კაცი კიდე და ოჩოდან გუნდი გავიდა :


მათხოვეთ მოწყობილობები და შეგეშველებით ჯანდაბას ჩემი დიეტა D.gif

თეორია ვიცი D.gif პრაქტიკა 0 %
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Don-G
პოსტი Jul 19 2013, 16:27
პოსტი #32


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 397
რეგისტრ.: 18-April 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



tema-wamoweulia.gif იკრიბება ოჩოს გუნდი თუ არა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
არჩილ
პოსტი Jul 19 2013, 17:11
პოსტი #33


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 374
რეგისტრ.: 14-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მე გიბალეშჩიკებთ D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jul 19 2013, 18:57
პოსტი #34


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჩუდას დაუკავშირდით ვინმე რა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
CHUDA
პოსტი Jul 19 2013, 21:40
პოსტი #35


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 88
რეგისტრ.: 6-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მეც მოვედი newsmile05.gif))


ჩამწერეთ ტურნირში მოვდივარ newsmile05.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
CHUDA
პოსტი Jul 19 2013, 22:04
პოსტი #36


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 88
რეგისტრ.: 6-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ოჩოს სახელით ნებისმიერ გუნდში ვიქნები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jul 19 2013, 23:13
პოსტი #37


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



CHUDA
small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jul 20 2013, 00:04
პოსტი #38


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



1 კაცი და გავდივართ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Don-G
პოსტი Jul 20 2013, 00:44
პოსტი #39


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 397
რეგისტრ.: 18-April 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(CHUDA @ Jul 19 2013, 23:04) *
ოჩოს სახელით ნებისმიერ გუნდში ვიქნები


აბა თქვენი იმედი გვაქვს ჩუდა ბატონო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Jul 20 2013, 00:51
პოსტი #40


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



იგორს http://ochopintre.ge/forum/index.php?showuser=1096 შეეხმიანეთ ეგეც ფიდერისტია მგონი ... newsmile05.gif


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
CHUDA
პოსტი Jul 20 2013, 10:37
პოსტი #41


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 88
რეგისტრ.: 6-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვინ დაგვარეგისტრირებს ტურნირზე??? გვარებს და გუნდებს ვინ გადააგზავნის?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ilariona
პოსტი Jul 20 2013, 10:39
პოსტი #42


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,239
რეგისტრ.: 25-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჩემი პაეზდკა გადაიდო, ხო და 28-ში ოჩოს ვასახელებ დიდი კარჩხანების ჭერაში newsmile05.gif

მოვდივარ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
არჩილ
პოსტი Jul 20 2013, 10:53
პოსტი #43


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 374
რეგისტრ.: 14-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



წარმატებებს გისურვებთ partyFishing.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Jul 20 2013, 12:30
პოსტი #44


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მაგააარ! შეიკრა მემგონი გუნდი არა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სკვითია
პოსტი Jul 20 2013, 12:38
პოსტი #45


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 283
რეგისტრ.: 26-June 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



ისღა დაგვრჩენია წარმატებები გისურვოთ!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

10 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th July 2025 - 02:10