ვაზნების ტესტირება ►►► - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ვაზნების ტესტირება ►►►, სამწყერე ვაზნები ▪▪▪
Bone
პოსტი Aug 18 2010, 20:36
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



სამწყერე ვაზნების ტესტირება

(იჟ-43, იჟ-27, Stoeger 2000, MP-153, ATA neo 12)





სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით კლუბმა საჭიროდ ჩათვალა გაეკეთებინა პირველ სანადირო ობიექტზე გამოსაყენებელი ვაზნების სასინჯი ტესტირება, რომელიც კლუბისავე ინიციატივით განხორციელდა.ტესტირების მთავარი მიზანი იყო ის რომ, რაც შეიძლება ფართო მასების მონადირეებისათვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია ამა თუ იმ ვაზნაზე, რაც იმედია არჩევისას სასარგებლო სამსახურს გაუწევდა მათ.

ტესტირებაში იარაღების სახით მონაწილეობა მიიღო საქართველოში მეტ ნაკლებად გავრცელებულმა სანადრიო გლუვლულიანმა თოფებმა.

ვაზნების ტესტირებას ხშირად ვაწყდებით უცხოურ ლიტერეატურაში, ეს აპრობირებული მეთოდია, როგორც რეკლამისთვის ასევე მონადირის პირადი ინტერესისთვის, ასეთი ტესტირება პირველ ყოვლისა ინფორმაციის წყაროა და ბერ კითხვაზე შეუძლია გასცეს პასუხი.

მინდა ვთქვა რომ არავითარი რეკლამა და შესაბამისად ანტირეკლამა ამ ტესტირებას არ ეხება, მონაცემები მაქსიმალურად ობიექტურია, მიკერძოების გარეშე.

იქიდან გამომდინარე რომ კლუბ ოჩოპინტრეს მიზანი ნადირობის კულტურაზე ზრუნვაა, თამამად შემიძლია ვთქვათ რომ ასეთი ღონიძიებით პატარა ქვა ჩვენც დავადეთ ქართული სამონადირეო ლიტერატურის განვითარებას. მართალია ბევრი იწერება ვაზნების სახლის პიროობებში დამზადებაზე მაგრამ მის ტესტირებაზე ინფორმაცია მიზერულია.

აქვე მინდა შევპირდე მკითხველს რომ საეთი ტესტები გაგრძელდება და სისტემატიურ ხასიათა მიიღებს.

რადგანაც გვაინტერესებდა შესაბამისი ნომრების საფანტის ვაზნების მონაცემები და არა თოფების ბალისტიკური მაჩვენებლები, შეირჩა უნიკალური სამიზნე. უპოპულარულესი სანადირო ობიექტი საქართველოში - მწყერი.

სამიზნეზე მწყრის გაბარიტების მაქსიმალური იდენტურობაა დაცული მისი მაშტაბია 28-30 სმ კვადრატი ! რაც რეალურის ანალოგია.
მინდა დავამატო რომ სამიზნე უნიკალურია და ჩვენს მიერაა შექმნილი რისთვისაც მრავალ საათიანი შრომა დაგვჭირდა.

სამიზნე დაფიქსირებული იყო ლულის "წვერიდან" ზუსტად 20 მეტრში. დისტანცია ლაზერული მანძილმზომით გაიზომა და ცდომილების ალბათობა პრაქტიკულად ნულის ტოლია. ფორმატებისს ზომა 85#85.

რატომ ავირჩიეთ სატესტო მანძილად 20 მეტრი? პასუხი შემდეგია:

ნებსიმიერი სტანდარტული ქარხნული ვაზნის სიჩქარე, ნებსიმიერი ნომრისათვის (ძირითადად წვრილი საფანტი) საშუალოდ 380 მ/წმ -ია.

საფანტის ბალისტიკური ცხრილიდან კი ცნობილია რომ #10 ნომერი საფანტი 25 მეტრზე, ასეთ საწყის სიჩქარეს აგდებს 210-220 მ/წ-მდე. რაც აუცილებელი დაზიანებისათვის მინიმუმზე 10-20 მ/წ-ით ნაკლებია (ასეთი სიჩქარის საფანტს ენერგია არ ყოფნის ფრინველის ძვალის დასაზიანებლად) .

არ არსებობს არცერთი ვაზნა და არცერთი საწყისი სიჩქარე რომელიც 1,75 მმ-ი ტყვიის სფეროს უფრო მეტ მანძილზე შეუნარჩუნებს მაღალ სიჩქარეს, ეს VII კლაის ფიზიკის სასკოლო პროგრამაა.

#9 (ნომერი 9) საფანტისათვის ზემოთ ხსენებული პრობლემა ასე ვთქვათ მოხსნილია და მისი ენერგია 20 მეტრზე საკმარისია შესაბამისი ფრინველის სასიკვდილო დაზიანებისთვის. კონკრეტულად კი 230 მ/წ.


ტესტირებისათვის გამოყენებულ იქნა 3 სხავადასვა მწარმოებლის ე.წ. სამწყერე ვაზნა. რომელიც შეირჩა ფასისა და ხარისხის შეფარდებით.


1. ვაზნა YAF CHEDDITE BIOR, 12 კალ., 30 გრ., #10 უკონტეინერო



2. ვაზნა RC3 dispersante, 12 კალ., 33 გრ., #9 ჯვრიანი კონტეინერი



3. ვაზნა NIKE-fiocci streu 12 კალ., 28 გრ., #10 ჯვრიანი კონტეინერი





თოფები ყოველ გასროლაზე დაფიქსირებული იყო სპეციალურ სამაგრში რომელიც ხრახნიანი იარაღის მისროლისთვის გამოიყენება.





1. იჟ- 43 EM ფიქსირებული ჩოკები.
ვაზნა RC3 dispersante, 12 კალ., 33 გრ., #9 ჯვრიანი კონტეინერი
მანძილი 20მ.
ჩოკი (1მმ)
28 მარცვალი სილუეტში

2. იჟ-43 EM ფიქსირებული ჩოკები.
ვაზნა RC3 dispersante, 12 კალ., 33 გრ., #9 ჯვრიანი კონტეინერი
მანძილი 20 მ.
ნახევარჩოკი (0,5მმ)
22 მარცვალი სილუეტში




* * *


3. იჟ-43 EM ფიქსირებული ჩოკები.
ვაზნა YAF CHEDDITE BIOR, 12 კალ., 30 გრ., #10 უკონტეინერო
მანძილი 20მ.
ჩოკი(1მმ)
98 მარცვალი სილუეტში

4. იჟ-43 EM ფიქსირებული ჩოკები.
ვაზნა YAF CHEDDITE BIOR, 12 კალ., 30 გრ., #10 უკონტეინერო
მანძილი 20მ.
ნახევარჩოკი (0,5)
75 მარცვალი სილუეტში





* * *


5.იჟ-43 EM ფიქსირებული ჩოკები.
ვაზნა NIKE-fiocci streu 12 კალ., 28 გრ., #10 ჯვრიანი კონტეინერი
მანძილი 20მ.
ჩოკი (1მმ)
30 მარცვალი სილუეტში

6. იჟ-43 EM ფიქსირებული ჩოკები.
ვაზნა NIKE-fiocci streu 12 კალ., 28 გრ., #10 ჯვრიანი კონტეინერი
მანძილი 20მ.
ნახევარ ჩოკი (0,5მმ)
19 მარცვალი სილუეტში




* * *



7. იჟ-27 M ფიქსირებული ჩოკები.
ვაზნა RC3 dispersante, 12 კალ., 33 გრ., #9 ჯვრიანი კონტეინერი
მანძილი 20მ.
ჩოკი (1მმ)
18 მარცვალი სილუეტში

8. იჟ-27 M ფიქსირებული ჩოკები.
ვაზნა RC3 dispersante, 12 კალ., 33 გრ., #9 ჯვრიანი კონტეინერი
მანძილი 20მ.
ნახევარ ჩოკი (0,5მმ)
30 მარცვალი სილუეტში




* * *



9. იჟ-27 M ფიქსირებული ჩოკები.
ვაზნა YAF CHEDDITE BIOR, 12 კალ., 30 გრ., #10 უკონტეინერო
მანძილი 20 მ.
ჩოკი (1მმ)
69 მარცვალი სილუეტში.

10. იჟ-27 M ფიქსირებული ჩოკები.
ვაზნა YAF CHEDDITE BIOR, 12 კალ., 30 გრ., #10 უკონტეინერო
მანძილი 20 მ.
ნახევარჩოკი ჩოკი (0,5მმ)
55 მარცვალი სილუეტში.




* * *



11. იჟ-27 M ფიქსირებული ჩოკები.
ვაზნა NIKE-fiocci streu 12 კალ., 28 გრ., #10 ჯვრიანი კონტეინერი
მანძილი 20 მ.
ჩოკი (1მმ)
30 მარცვალი სილუეტში

12. იჟ-27 M ფიქსირებული ჩოკები.
ვაზნა NIKE-fiocci streu 12 კალ., 28 გრ., #10 ჯვრიანი კონტეინერი
მანძილი 20 მ.
ნახევარ ჩოკი (0,5მმ)
21 მარცვალი სილუეტში

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
21 გვერდი V  « < 7 8 9 10 11 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (120 - 134)
axalbeda09
პოსტი Mar 6 2013, 21:45
პოსტი #121


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 12
რეგისტრ.: 1-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: სიღნაღის რაიონი



სალამი.მონადირეებს. მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. მაგნუმში ვიყიდე იტალიური დენთი და 5 და 10 ნომერი საფანტი. ავიღე, აფთიაქის სასწორი, ფიცრის შიტი, დავაყენე ვერტიკალურად. გავაკარი 1მ.სიგრძე სიგანის ქაღალდი და დავიწყე ცდები 20 კალიბრის ტოზ-ბ დან, ლატუნის გილზებიტ 5ნომერით.35მეტრი. დენთის და საფანტის დოზას ნელნელა ვზრდიდი. ძალიან მაგარი შედეგი აჩვენა, დენთი-1.3, საფანტი-28გრ. კონტეინერიანმა თურქულმა,5ნომერმა, 28 გრამმა, ვერ აჩვენა იგივე. დავშალე პატრონა და საფანტი 26 გრ. ეყარა, 28ს ნაცვლად, დენთი 1.1გრამს ცოტა აკლდა კიდეც. 16 კალიბრზე იჟ-58 იდეალური, საფანტი 30 და დენთი 1.5 აღმოჩნდა. ანალოგიური აჩვენა 10 ნომერმაც. არადა ფაბრიჩნებს უფრო ვცემდი პატივს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Mar 6 2013, 22:50
პოსტი #122


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



შედეგების ფოტო რომ გვაჩვენო კარგი იქნება... newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
axalbeda09
პოსტი Mar 7 2013, 02:36
პოსტი #123


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 12
რეგისტრ.: 1-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: სიღნაღის რაიონი



არ მაქვს ფოტოაპარატი და ვერ გადავუღე. ვაზნების დატენვამ, დაფის მომზადებამ დიდი დრო წაიგო. ყველა ცდა ვერ მოვასწარი. სეზონის დასაწყისისთვის კიდევ უნდა დავტესტო მწყრისთვის, 20 გრამი საფანტისთვის დენთის ოპტიმალური დოზა უნდა შევარჩიო.ფოტოებს გადავუღებ და გაგიზიარებთ შედეგებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Mar 7 2013, 11:48
პოსტი #124


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



28 გრამი რა ამბავია 20 კალიბრისთვის.
ან 1.3 დენთი.
რომელი დენთი შეიძინე ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
axalbeda09
პოსტი Mar 7 2013, 13:36
პოსტი #125


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 12
რეგისტრ.: 1-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: სიღნაღის რაიონი



ზემოთ დავწერე.იტალიური. რავიცი, ყველაზე მაგრა მაგ დოზით მიიტანა. მაგნუმში 32 გრამიანებიც აქვთ. 20|70 ზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ფარეშა
პოსტი Mar 7 2013, 15:37
პოსტი #126


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 144
რეგისტრ.: 27-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



axalbeda09

32 გრამიანი ვაზნები გათვლილია 20/76, ანუ 20 კალიბრის მაგნუმისთვის.საერთოდ 20 კალიბრისთვის მაქსიმალური ჭურვის მასა არის24-25 გრამი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
axalbeda09
პოსტი Mar 7 2013, 18:58
პოსტი #127


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 12
რეგისტრ.: 1-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: სიღნაღის რაიონი



მაგნუმში იყიდება 20 კალიბრი, 70 სანტიმეტრი, 28 გრამიანიც, 65 თეთრი და 32 გრამიანიც. ჩემი თოფი მძიმეა. 3.5 ია. ლულა 12 იანზე სქელი აქვს და კარგათ ხმარობს დიდ მუხტს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha525
პოსტი Mar 12 2013, 18:17
პოსტი #128


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6
რეგისტრ.: 11-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



,ნებისმიერი პატრონა სხვადასხვა თოფზე სხვადასხვა სედეგს იდზლევა,უკეტესია თქვენ თოფზე სემოწმდეს ესა ტუ ის პატრონა, და ერტი იცოდეტ ყველა ამ პატრონებიდან ტუ რამე უვარგისია ან ვადა გასულია ყველაფერი აქ სემოდის, დგეს დგეობით სედარებიტ ყველას კიდე იტალიურები ჯობია ---რც--- ...ისე კი უკეტესია ყიდვის დროს /ერტი პატრონა დასალო და საფანტის წონა სეადარო პატრონაზე მიტიტებულ წონას/
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Mar 12 2013, 19:55
პოსტი #129


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




ციტატა(axalbeda09 @ Mar 7 2013, 19:58) *
ლულა 12 იანზე სქელი აქვს და კარგათ ხმარობს დიდ მუხტს


შეიძლება არ გახეთქოს ლულა მაგრამ შიგნიდან გააფუჭებს თემო... newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
mamuka!!!
პოსტი May 22 2013, 14:46
პოსტი #130


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4
რეგისტრ.: 22-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოგესალმებით ყველას, ვაზნების შენახვასთან დაკავშირებით თქვენი რჩევა მჭირდება: რა პირობებში უნდა შევინახო წინა წელს მორჩენილი ვაზნები, რომ მომავალი სეზონისთვის ჩვეულებრივად რომ იყოს?
წინასწარ დიდი მადლობა რჩევებისათვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
baroni
პოსტი May 22 2013, 17:32
პოსტი #131


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 337
რეგისტრ.: 16-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



ნებისმიერ მშრალ ადგილზე, სადაც ნესტი არიქნება.


32ი ლალიბრი მაქვს, მისი ლულა რომ წნევას გაუზლებს ვერცერთი თოფის ლულა ვერ აიტანს, მაგრამ მტავარი შიგნიტ მეხანიზმია რომელიც დიდ წნევას ვერ იტანს, მთავარი მარტო ლულა არარის newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
romeo 1
პოსტი May 23 2013, 13:12
პოსტი #132


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,028
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თელავი



mamuka!!! ვაზნა უნდა შეინახო მშრალ ადგილას. და ისეთ ადგილზე სადაც ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება არ ხდება. შენახვის სასურველი ტემპერატურა 21 გრადუსია, ტენიანობა კი 60%-ს ფარგლებში უნდა იყოს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
baron_88
პოსტი Jul 19 2013, 14:58
პოსტი #133


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 38
რეგისტრ.: 19-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



კალაშის პოროხით გაგიტენიატ ვინმეს ტყვიები სამწყროთ??? ვცადე და არ გამომდის.. იციათ ვინმემ რამე მეთოდი ??? (კაპსულას აპეტქებს მაგრამ პოროხი არ იცვება.. საპანტიცკი ვერ გააქვს ლულიდან )

კალაშის პოროხით გაგიტენიატ ვინმეს ტყვიები სამწყროთ??? ვცადე და არ გამომდის.. იციათ ვინმემ რამე მეთოდი ??? (კაპსულას აპეტქებს მაგრამ პოროხი არ იცვება.. საპანტიცკი ვერ გააქვს ლულიდან )
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jul 20 2013, 00:23
პოსტი #134


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



baron_88

"კალაშა"-ს პოროხი სულ სხვანაირად იწვის და თოფის ვაზნისთვის განკუთვნილი დენთი სხვანაირად. ამდენი "კალაშას" ვაზნა თუ გაქვთ, გადაცვალეთ ნორმალურ დენთში, თავს რატომ იტანჯავთ, ნებისმიერი გაგიცვლით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
romeo 1
პოსტი Jul 20 2013, 09:48
პოსტი #135


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,028
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თელავი



baron_88 ცეცხლს ნუ ეთამაშები და შეწყვიტე მაგ დენთით ექსპერიმენტები. შეიძინე გლუვლულიანი თოფისათვის გათვლილი დენთი და იმით გატენე ვაზნები. ზუსტად მასე ატარებდა ექსპერიმენტებს ერთი ნაცნობი და ერთხელაც დაიშალა მისი თოფი საერთოდ. კიდევ კარგი თოფი ხელიდან გამოსტაცა და წინ გავარდა. მოკლედ გადარჩა ინვალიდობას და მის შემდეგ აღარ ეკარება მასეთ რამეებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

> სწრაფი პასუხის ფორმა
სქელი
დახრილი
ხაზგასმული
სურათის ჩასმა
სიცილაკები
ციტატის ტეგებში ჩასმა
კოდის ტეგებში ჩასმა
 
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 • Add image to post
 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელ-ფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?
   

21 გვერდი V  « < 7 8 9 10 11 > » 
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th July 2025 - 11:44