მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - ოჩოპინტრეს წევრობა! - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - ოჩოპინტრეს წევრობა!
ბესო
პოსტი Mar 31 2010, 12:40
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე"-ს წევრობის მსურველთა საყურადღებოდ!

1) სახელწოდება: არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”

2) ააიპ “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ს წევრი შეიძლება იყოს:
3) საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მოქალაქე, ფიზიკური პირი;

4) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი იურიდიული პირი. იურიდიულ პირს “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ში წარმოადგენს “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ს წევრი იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი;

5) კლუბის წევრად მსურველის მიღება ხდება წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელსაც 2 რეკომენდატორის თანხმობა ახლავს;

6) კლუბის წევრად მიღების შემდეგ წევრი ავსებს სპეციალურ ანკეტას, რომლის მიხედვითაც წევრს გადაეცემა კლუბის წევრის მოწმობა!

7) კლუბის წევრად მიღების შესახებ განცხადებას განიხილავს კლუბის გამგეობა. გამგეობას უფლება აქვს როგორ დააკმაყოფილოს, ასევე უარი უთხრას განმცხადებელს წევრად მიღებაზე. უარის დასაბუთება სავალდებულო არ არის;

8) კლუბის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს წევრობიდან გამგეობის წინაშე გაკეთებული განცხადების საფუძველზე;

9) კლუბის წევრის კლუბიდან გარიცხვა ხდება – კლუბის წესების, მიღების პირობების და წესდების დაუცველობის შემთხვევაში, ასევე კანონდარღვევის აღმოჩენისა და ნებისმიერი ისეთი საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც კლუბის მიზნებს და პრესტიჟს საფრთხეს უქმნის;

10) კლუბის უმაღლესი მმართველი ორგანოა წევრთა კრება;

11) კლუბის აღმასრულებელი ორგანოა კლუბის გამგეობა;

12) ნებისმიერ წევრს უფლება აქვს არჩეულ იქნას ან აირჩიოს გამგეობის წევრი;

13) კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა ერთობლივ ღონისძიებებში, რომელიც კლუბის სახელით იქნება მოწყობილი;

14) კლუბის წევრს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლებებით, რომელიც კლუბისთვის არის დაწესებული;

15) კლუბის წევრის მიერ წევრობისთვის შესატანი საწევრო არის თვეში 10 ლარი, ეს თანხა ხმარდება კლუბის განვითარებას, რეკლამირებას, საკლუბო ატრიბუტიკის დამზადებას, ნადირობის კულტურის განვითარებას, სანადირო მეძაღლეობის ხელშეწყობას, ფორუმისა და ვებ გვერდის განვითარებას და ა.შ;

16) კლუბის ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ქონება გადაეცემა ერთ ან რამდენიმე არაკომერციულ – მსგავსი მიზნების მქონე იურიდიულ პირს, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო;

17) კლუბის წევრობისათვის აუცილებელია, რომ კლუბის წევრობის კანდიდატი დადიოდეს კლუბის მიერ მოწყობილ თევზაობებზე, ნადირობებზე და სხვა ღონისძიებებზე. უნდა გააცნოს კლუბის წევრებს თავი. უნდა ეთანხმებოდეს კლუბში მიღების წესებს, კლუბის მიზნებს და წესდებას;

18) კლუბის წევრთა კრება უფლებამოსილია წევრთა 2/3-ის შეკრების შემთხვევაში;

19) კლუბის წევრთა კრებაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით (50%+1);

20) კლუბის მმართველი ორგანო აირჩევა 1 წლის ვადით;

21) კლუბის წევრს გადაეცემა წევრობის დამადასტურებელი მოწმობა და მაღალი ხილვადობის კები კლუბის სიმბოლიკით;





1. კლუბის ძირითად მიზანს წარმოადგენს დაიცვას და გაუფრთხილდეს ბუნებას. გააუმჯობესოს ფაუნის წარმომადგენელთა არსებობის პირობები მეცნიერულად დადასტურებული მეთოდებით, კერძოდ სანადირო აღკვეთილების შექმნის გზით.

2. მიზნის მისაღწევად კლუბი იხელმძღვანელებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და არსებული წესდებით შემდეგი ამოცანების გადასაჭრელად:

ა) ჩაატაროს საგანმანათლებლო სამუშაოები ბუნების დაცვის მიზნით;

ბ) კლუბის წევრებისათვის მოამზადოს ღონისძიებები ერთობლივი ნადირობის და თევზაობის მიმართულებით საქართვერლოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) ხელი შეუწყოს კლუბის წევრებში და გარეთ სპორტული ნადირობის და თევზაობის პროპაგანდას;

დ) ითანამშრომლოს აქტიურად მონადირე ძაღლების კლუბთან და კლუბთან ერთად აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მონადირე ძაღლების მოშენებასა, გამოფენებსა თუ სხვა ღონისძიებებში;

ე) მოამზადოს ტრენინგები და სემინარები სანადირო მეურნეობების მენეჯმენტის მიმართულებით, ხელი შეუწყოს ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას;

ვ) ითანამშრომლოს უცხოურ დონორ ორგანიზაციებთან გადაშენების პირას მყოფი ნადირი ფრინველის მოშენებასას და დაცვის მიმართულებით;

ზ) ხელი შეუწყოს სახელმწიფო დაცვის ორგანოებს ბრაკონიერებთან ბრძოლაში.

- ასევე ეწევა სხვა საქმიანობას, რაც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით!

კლუბის ყველა წევრი სარგებლობს, ააიპ "საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - "ოჩოპინტრე"-ს წევრის ყველა პრიორიტეტით!


განაცხადი: გადმოწერა: http://forum.ochopintre.ge/sound/Ocho_A4_Col.rar



ანკეტებთან ერთად აუცილებელია, კლუბში მისაღები განმცხადებლის საპასპორტო სურათის ციფრული (ელეკტრონული) ვერსია, მინიმალური გარჩევადობით 640X480 რომელიც უნდა გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე: Davitus[@]msn.com

კლუბის წევრობის მსურველებმა დაპოსტეთ ამ თემაში!

სხვა, თემასთან შეუსაბამო პოსტები, წაიშლება!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
88 გვერდი V  « < 59 60 61 62 63 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (900 - 914)
Sergi88
პოსტი Jul 21 2013, 16:36
პოსტი #901


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 221
რეგისტრ.: 28-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi.naxalovka



ბიჭებო მაგ სიას მეც მიმამატეთ თუ შეიძლება. რეკომენდაციასაც მომცემენ ბიჭებიი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jul 22 2013, 09:21
პოსტი #902


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Sergi88
მობრძანდი ბატონო, სად ხარ აქამდე მერე newsmile05.gif +
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jul 22 2013, 11:37
პოსტი #903


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ეს დედაძროხა სხვა საჭორაო ადგილი ვერ ნახეთ? პოსტეთ რაა თემატურად თუ არა და საჭორაო მაგისთვის არის, რომ ვინ ბევრს სვამს და ვის რა ხოში აქვს იმაზე ილაპარაკოს.... ბოლოჯერ გაფრთხილებთ და მერე წამოვა ჭიაყელები.....



longi
ციტატა(longinozi @ 20th July 2013 - 11:17) *
ძვირფასო ოჩოპინტრეს წევრებო, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ თქვენის ნებართვით დამეწერა ეს პოსტი და გამომეთქვა სურვილი ოჩოპინტრეს სრულფასოვან წევრობაზე.
ამ საიტზე 13-August 12 - დან ვარ დარეგისტრირებული და ჯერჯერობით კარგი ცოდნის და კარგი მეგობრების მეტი არაფერი შემიძენია, რაც ძალიან მახარებს. გამოფენებზეც ვიყავი ამ წელს და ციციშვილის მემორიალზეც, რამაც ჩემში უფრო გააღვივა მონადირული ჟინი და ჯიშიანი ძაღლების პოპულარიზაცია. ( იმედია უადგილოდ არ ჩამითვლით და 2013 წლის ციციშვილის მემორიალზე მე და მარდი (სერგო თაბაგარი) ზღვიდან ფეხით ამოვედით შეჯიბრის ჩატარების ადგილამდე, თან გზა შეგვეშალა და იმხელა გორებზე გადმოვედით შეჯიბრი უკვე დასრულებული დაგვხვდა , მხოლოდ დაჯილდოვებას მივუსწარით , მაგრამ ჩევნ რაც მმთავარია იმ დღეს ჩვენი ჯილკა მოვიკალით იქედან achiko-l -მ ჩამოგვიყვანა რისთვისაც დიდი მადლობა) ამით იმის თქმა მინდა ,რომ თუ ადამიანს უნდა ყველაფერს მოახერხებს იმისათვის რომ გარკვეული სურვილი და მონდომება დაიკმაყოფილოს და მეც დიდი სურვილი მაქვს რომ გავხდე ოჩოს წევრი, პატივისცემით
Longi ( ლონგინოზ ლასურაშვილი).


ამ კაცს არავინ იცნობთ???.....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jul 22 2013, 11:40
პოსტი #904


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





temoo90

ამ კაცს ჩემგან +1
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
achiko-l
პოსტი Jul 22 2013, 12:17
პოსტი #905


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,355
რეგისტრ.: 24-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: mtskheta



ციტატა(ჩელე @ Jul 22 2013, 12:37) *
ეს დედაძროხა სხვა საჭორაო ადგილი ვერ ნახეთ? პოსტეთ რაა თემატურად თუ არა და საჭორაო მაგისთვის არის, რომ ვინ ბევრს სვამს და ვის რა ხოში აქვს იმაზე ილაპარაკოს.... ბოლოჯერ გაფრთხილებთ და მერე წამოვა ჭიაყელები.....



longi


ამ კაცს არავინ იცნობთ???.....

მე ვიცნობ და კაი კაცია მარა ჯერ ვერ ვაძლევ რეკომენდაციას
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მარდი
პოსტი Jul 22 2013, 13:08
პოსტი #906


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,018
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ჩელე @ Jul 22 2013, 12:37) *
ეს დედაძროხა სხვა საჭორაო ადგილი ვერ ნახეთ? პოსტეთ რაა თემატურად თუ არა და საჭორაო მაგისთვის არის, რომ ვინ ბევრს სვამს და ვის რა ხოში აქვს იმაზე ილაპარაკოს.... ბოლოჯერ გაფრთხილებთ და მერე წამოვა ჭიაყელები.....



longi


ამ კაცს არავინ იცნობთ???.....

მეც ვიცნობ ჩემი ძმაა!! მაგარი კაცი მაგრამ ვერ ვაძლევ ვერც მე ჯერ რეკომენდაციას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jul 22 2013, 13:15
პოსტი #907


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ლონგი არის, ლონგი ლასურიშვილი, წესიერი და პატიოსანი ბიჭია. კარგი იქნებოდა ახლოს გაგვეცნო უფრო.

წესი მაინც წესია. აბა ლონგი იაქტიურე newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლონგი
პოსტი Jul 22 2013, 13:47
პოსტი #908


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 733
რეგისტრ.: 13-August 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(archilich @ 22nd July 2013 - 13:17) *
მე ვიცნობ და კაი კაცია მარა ჯერ ვერ ვაძლევ რეკომენდაციას

ციტატა(sergo tabagari @ 22nd July 2013 - 14:08) *
მეც ვიცნობ ჩემი ძმაა!! მაგარი კაცი მაგრამ ვერ ვაძლევ ვერც მე ჯერ რეკომენდაციას.

ციტატა(Chalimgela @ 22nd July 2013 - 14:15) *
ლონგი არის, ლონგი ლასურიშვილი, წესიერი და პატიოსანი ბიჭია. კარგი იქნებოდა ახლოს გაგვეცნო უფრო.

გაიხარეთ ბიჭებო მადლობა.
ჭალიმგელა
გიო ძალიან დიდი სურვილი მაქვს ყველას გიცნობდეთ და აუცილებლად გაგიცნობთ კარგი ხალხი ხარტ ,გაიხარეთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლონგი
პოსტი Jul 22 2013, 14:15
პოსტი #909


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 733
რეგისტრ.: 13-August 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(chele @ 22nd July 2013 - 12:37) *
ამ კაცს არავინ იცნობთ???.....

გაიხარე ყურადღებისთვის მადლობა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
DATKA
პოსტი Jul 22 2013, 21:22
პოსტი #910


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 593
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi




კუთხა
+1 ჩემგან
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Jul 22 2013, 21:45
პოსტი #911


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



Sergi88
+1
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ძამა
პოსტი Jul 22 2013, 23:01
პოსტი #912


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 834
რეგისტრ.: 18-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Sergi88

ამ კაცს მე მივცემ რეკომენდაციას დიდიხანია ვიცნობ კარგი მონადირეა და პატიოსანი კაცია.გამიხარდება თუ ჩვენს კლუბში ვიხილავთ

+1
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
თემო.
პოსტი Jul 23 2013, 01:26
პოსტი #913


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 595
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჩელე
გაიხარე newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Jul 23 2013, 07:23
პოსტი #914


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



DATKA
მადლობა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Jul 23 2013, 09:56
პოსტი #915


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



longi- ლონგოს მეც ვუწევ რეკომენდაციას ასეთი ახალგაზრდები წაადგება კლუბს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

88 გვერდი V  « < 59 60 61 62 63 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th September 2025 - 17:33