მტრედი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მტრედი, მტრედის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები
ლეკი
პოსტი Nov 28 2010, 13:16
პოსტი #1


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




მტრედის აღწერილობა

ქედანი
გვრიტი
გვიძინი ანუ გულიო
მტრედი



ცნობილია მტრედისნაირთა ოჯახის ოთხი სახეობა:ქედანი, გვრიტი, გვიძინი ანუ გულიო და მტრედი. ჩვენთან ოთხივე სახეობა გავრცელებულია. მტრედისნაირთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელია გვრიტი, თუმცა მას ყველაზე გემრიელი ხორცი აქვს. ყველაზე დიდი წარმომადგენელია ქედანი, მისი წონა დაახლოებით 450-620 გრამამდე მერყეობს.
მტრედი ბუდობს და მრავლდება ხშირფოთლოვან ტყეში, სადაც მისი შემჩნევა არც თუ ისე ადვილი საქმეა. მხოლოდ გამრავლების პერიოდში შესაძლებლია მისი ადგილსამყოფელის მიგნება თავისებური ხმოვანი ბგერებით, რომელსაც გამოსცემს მამალი, როცა დედალს უხმობს. ბუდის გაკეთებაში მონაწილეობას ღებულობს, როგორც დედალი ასევე მამალი. დედალ დებს ორ იშვიათად სამ კვერცხს. ბუდეზე ძირითადად დედალი ზის, მაგრამ არის შემთხვევა როცა ენაცვლება მამალიც. ინკუბაცია გრძელდება 17-18 დღე. ბარტყების გამოკვებაში მონაწილეობს ორივე მშობელი.

გადაფრენა და მიგრაცია

მტრედები გუნდური ცხოვრების მოყვარულები არიან, ისინი საკვებად და დასასვენებლად ყველგან ერთად დაფრინავენ. მტრედების მიგრაციას განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს, ირჩევენ ერთ მარშუტს და და ყოველთვის იმ მარშუტით დაფრინავენ. მტრედები თავიანთი ფრთხილი ბუნების გამო ღამის გასათევად ირჩევენ ისე ადგილებს სადაც საშიშროებას ნაკლებად ელიან. მაგალითად: მაღალი ხეები, დანგრეული შენობები, მიტოვებული სახლების სახურავები, ელექტრო ანძები და სხვა. კარგად ცნობილია და ჩემი დაკვირვების შედეგადაც ნათელი გახდა, რომ მათ მიგრაციის განსაკუთრებული გრაფიკი გააჩნიათ. ყოველ დილით ადრე და საღამოს შებინდებისას, ისინი საკვებად გაშლილი მინდვრებისკენ ან ნათესებისაკენ გადაფრინდებიან და ისევ უკან ბრუნდებიან ერთსა და იმავე დროის შუალედში.

მტრედზე ნადირობა

მტრედზე ნადირობა ჩვენთან ნაკლებად პოპულარულია, მიუხედავად იმისა რომ რესურსი ამოუწურავია. ის სხვა ნადირობებისაგან მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა. იშვიათად მეგულება კაცი, რომელიც სპეციალურად მტრედზე წავა სანადიროდ, შემთხვევით თუ წააწყდება სადმე და მცირე წანადირებით იკლავს მონადირულ ჟინს. მტრედზე ნადირობა გარკვეულწილად მცირე გამოცდილებასაც საჭიროებს, მონადირე რომელსაც სპორტული ნადირობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, მისთვის მტრედი უცხო ხილი იქნება.
მრავალი მონადირის აზრი მომისმენია და პირადი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ მტრედი ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი ფრინველია სხვა სანადირო ფრინველებს შორის. მას ძალიან მახვილი თვალი და განსაკუთრებული ალღო გააჩნია, რომელიც ეხმარება მას საფრთხის თავიდან აცილებაში. მტრედზე ნადირობისას ყველა მონადირეს განსაკუთრებული მოთმინება მართებს. ხანდახან საათობით გვიწევს ერთ ადგილაც, გაუნძრევლად ჯდომა მტრედის გამოჩენის ლოდინში და ერთმა ნაჩქარევად გადადგმულმა ნაბიჯმა შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაგვიყაროს.

მტრედზე ნადირობის ხერხები და მეთოდები


ძირითადად მტრედზე ნადირობის ორი მეთოდი არსებობს: მიპარვით და მალვით. მიპარვით - ამ მეთოდით ნადირობის დროს მთავარია მინდორში საკვებად დამსხდარ გუნდს განსაკუთრებული სიფრთხილით მიეპარო სასროლ მანძილზე. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ხერხი ნაკლებად შედეგიანია. მალვით - მტრედზე ნადირობის ეს ხერხი ჩემი აზრით მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა, მაგრამ ზოგისთვის დამღლელი და მოსაბეზრებელია, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მეტი მოთმინება და ლოდინია საჭირო. ამ მეთოდით ნადირობის მთავარი პრინციპი საფარის განსაკუთრებულად მოწყობაში მდგომარეობს, ადგილი სადაც გადაწყვეტთ სამალავის მოწყობას უნდა ეცადოთ რომ ზუსტად შეახამოთ გარემოსთან რათა ფრინველის მახვილი თვალისთვის შეუმჩნეველი იყოს საფრთხე.
როგორც სხვა ფრინველებზე, ასევე მტრედებზე ნადირობის დროსაც ფიტულების ჩაწყობა დიდ ეფექტს იძლევა. სრულიად საკმარისია 3-4 ფიტული და მტრედების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობთ. თუმცა რაც მეტი ფიტული იქნება მით უკეთესი, მტრედების მოტყუების შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. არსებობს ფიტულების სხვადასხვანაირი სახეობა:

1. პენოპლასტის ფირფიტაზე დახატული მტრედი

2. მოკლული ფრინველი სატყუარად გამოყენების კიდევ ერთი ნიმუში( მიწაში ჩარჭობილ ლითონზე დამაგრებული) რომელიც ისეთ ეფექტს ქმნის თითქოს დაჯდომას აპირებს

3. მექანიკრი ფიტული, რომელიც მხოლოდ ქარის დროს რეაგირებს(თუმცა ზუსად ასეთი ელექტროებიც არებობს)

4. ელექტრო ფიტული

სატყუარად მკვდარი ფრინველის გამოყენებაც ეფექტიანია მისი სწორად დადგმის შემთხვევაში. თავი აუცილებლად უნდა იყოს აწეული მდგომარეობაში რათა ცოცხლის ეფექტი მეტად შეიქმნას. ამაში გამოგვადგება ორკაპა ჯოხი. რაც ყველაზე მთავარია, როდესაც მოკლული მტრედის სატყუარად გამოყენებას გადაწყვეტთ ყურადღება უნდა მიექცეს მისი ფრთების განლაგებას. მტრედს ფრთის ბოლოს, ქვემოდან აქვს თეთრი ფერის ბუმბული, რომლის გამოჩენაც მათთვის საშიშროების ნიშანია და 60-70 მეტრიდან ამჩნევენ. ასეთ შემთხვევაში ნადირობა უშედეგო იქნება.

სამტრედე თოფის და ვაზნების შერჩევა

სამტრედე თოფის შერჩევაში იგულისხმება არა რომელიმე ფირმის იარაღი ან მოდელი, არამედ მისი ტექნიკური მონაცემები. ანუ იქიდან გამომდინარე რომ მტრედებზე ნადირობა სპორტულ ხასიათს ატარებს იარაღი უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს რაც სპორტული ნადირობისთვისაა აუცილებელი. მაგალითად უმეტესობა ყოფილხართ მტრედზე სანადიროდ და გეცოდინებათ რა სისწრაფით გვჭირდება სროლა იმ მომენტში როცა მტრედების გუნდი გადაგიფრენს. სამტრედე თოფი უნდა იყოს აუცილებლად მსუბუქი და მოხერხებული და რა თქმა უნდა სწრაფი დატენვის მექანიზმით. ჩახმახიანი თოფით მტრედზე ნადირობა ცოტა არ იყოს და მოუხერხებლად მეჩვენება. ამას ვამბობ მალვით ნადირობის დროს როდესაც ჩამალული ხარ და არ იცი როდის გადმოგიფრენს გუნდი, ანუ ისევ სპორტული თვალსაზრისით. ჩემი აზრით მტრედზე საუკეთესოა ნახევრადავტომატური ტიპის იარაღი რომელიც ძალიან სწრაფი და მოხერხებული სოლის საშუალებას იძლევა. თუმცა ეს არა მხოლოდ ჩემი აზრია, ინგლისელები რომელთაც მტრედებზე ნადირობა სპორტად აქვთ ქცეული ნახევრადავტომატს აღიარებენ.
რაც შეეხება ვაზნებს პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეფექტურ სროლას ყოველთვის განაპირობებს ვაზნების ხარისხი.
რაც უფრო კარგი ხარისხის ვაზნას ისვრი მით მეტია ეფექტი და შედეგიც. მტრედისთვის სტანდარტულად მიჩნეულია 6-7 და ზოგ შემთხვევაში 8 ნომერი საფანტი 35-50 მეტრზე სასიკვდილო სროლისათვის. მტრედის მკვრივი კანისა და ბუმბულის ხშირი საფარის გამო ძნელია სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, ადვილად იტანს ჭრილობას. ამისათვის საჭიროა ვაზნების სწორი შერჩევა და განსაზღვრა.
პ.ს ეს ჩემი პირველი სტატიაა და თუ ცოტა გაურკვევლად მიწერია რამე ჩავასწორებ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
17 გვერდი V  « < 9 10 11 12 13 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (150 - 164)
Che Guevara
პოსტი Jan 22 2013, 10:58
პოსტი #151


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 82
რეგისტრ.: 9-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ფარეშა
ვისაც ჭაღარას ბეკასებზე ნადირობა უნახავს არც 40 მეტრიდან ქედნის ჩამოგდება გაუკვირდება.

ძმაკაცმა იცის ხოლმე თქმა, ესროლე რა იცი და თვალში ხვდებაო newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭაღარა
პოსტი Jan 22 2013, 12:18
პოსტი #152


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 23-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: გორი



ციტატა(ფარეშა @ Jan 22 2013, 10:44) *
, ქედნებს ვესროდი უკვე ხეზე დამსხდრებს chagaraa 40-45 მეტრი სიმაღლის ხე ცოტა ბევრი ხომ არ არის?
Bonehill
ბოდიში ოფისთვის.



არაა, მაგხელა ხე არც მინახავს მგონი D.gif ანუ მე ვიყავი სხვა ხის ქვეშ newsmile045.gif კახეთში ბევრია მასეთი ადგილი newsmile045.gif

ციტატა(Che Guevara @ Jan 22 2013, 11:58) *
ფარეშა
ვისაც ჭაღარას ბეკასებზე ნადირობა უნახავს არც 40 მეტრიდან ქედნის ჩამოგდება გაუკვირდება.

ძმაკაცმა იცის ხოლმე თქმა, ესროლე რა იცი და თვალში ხვდებაო newsmile05.gif



ესეც მე ვარ? D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
diletanti
პოსტი Jan 22 2013, 20:30
პოსტი #153


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 14
რეგისტრ.: 20-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



რომელი უფრო მეტია თქვენი აზრით: თვალში ტყვიამორტყმული და მკვდარი თუ ურალოდ დაჭრილი სანადირო ობიექტი, რომელიც სადღაც კვდება და ვერ ვპოლობთ, იმის გამო, რომ უბრალოდ არასასროლ დისტანციაზე ვესროლეთ... მეარ ვამბობ, რომ მე არ მისვრია, მაგრამ მაინც უნდა დავფიქრდეთ ალბათ ღირს თუ არა სროლა...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
levan81
პოსტი Jan 22 2013, 21:14
პოსტი #154


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 506
რეგისტრ.: 25-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი




ციტატა(diletanti @ 22nd January 2013 - 21:30) *
დაჭრილი სანადირო ობიექტი, რომელიც სადღაც კვდება და ვერ ვპოლობთ, იმის გამო, რომ უბრალოდ არასასროლ დისტანციაზე ვესროლეთ...

vetanxmebi.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭაღარა
პოსტი Jan 23 2013, 08:46
პოსტი #155


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 23-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: გორი



ციტატა(diletanti @ Jan 22 2013, 21:30) *
რომელი უფრო მეტია თქვენი აზრით: თვალში ტყვიამორტყმული და მკვდარი თუ ურალოდ დაჭრილი სანადირო ობიექტი, რომელიც სადღაც კვდება და ვერ ვპოლობთ, იმის გამო, რომ უბრალოდ არასასროლ დისტანციაზე ვესროლეთ... მეარ ვამბობ, რომ მე არ მისვრია, მაგრამ მაინც უნდა დავფიქრდეთ ალბათ ღირს თუ არა სროლა...



თვალში ტყვიამორტყმულიც ბევრი მინახავს D.gif vot-tak.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
diletanti
პოსტი Jan 23 2013, 23:14
პოსტი #156


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 14
რეგისტრ.: 20-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



მეც მინახავს, მომირტყავს კიდეც, მაგრამ ეჰ რომ უფრო მეტი გამიცუდებია D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭაღარა
პოსტი Jan 24 2013, 08:41
პოსტი #157


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 23-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: გორი



ისე თბილისის შემოგარენში თუ არის სადმე ქედანი? თუ თბილისიდანაც ყველა კახეთისკენ მიეშურება? D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
LeoTaso
პოსტი Apr 20 2013, 16:39
პოსტი #158


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 754
რეგისტრ.: 7-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



არადა ფიტულის ხეზე დასმა ჩემი მოგონილი მეგონა D.gif D.gif



( იხილეთ მე-5-ე გვერდი newsmile05.gif )
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Gcckoka
პოსტი Jul 24 2013, 23:36
პოსტი #159


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 527
რეგისტრ.: 14-June 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi





სადაც წავიკითხე ეწერა , რომ საუკეთესო სიტუაციაა მტრედზე სანადიროდ .
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
levanimers
პოსტი Nov 26 2013, 01:31
პოსტი #160


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 32
რეგისტრ.: 11-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მოგესალმებით ყველას newsmile041.gif მოგეხსენებათ რომ რამდენიმე ხნის წინ შევიზინე huglu 201A და მისი ფოტოებიც დავდე ფორუმზე და ისიც დავწერე რომ შედეგებს აუცილებლად დავდებდი ფორუმზე... გუშინ მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ სადმე გავსულიყავით და ჩვენი თოფები შეგვემოწმებინა: ჩემი თოფი ზემოთ აგნიშნული მოდელია და ჩემი მეგობრების თოფებიც ჰუგლუა ოგონდ 104A. დილით 6 საათი იყო რო დავიზარით თბილისიდან და გეზი ქესალოსკენ ავიგეთ. ჯერ კიდე გამე იყო ადგილზე რო ჩავედით დგის 12 საათამდე იქ ვიყავით და ვუყურებდით თუ როგორ ტრიალებდა იხვების და ჩეროკების დიდი გუნდები... სამწუხაროდ ჩვენ ნავი არგვქონდა რომ ტყის მხარეს გდავსულიყავით და ამიტომ აქეთა ნაპირში განვლაგდით ტუმცა ამაოდ ჩვენსკენ არაფერი მოდიოდა მხოლოდ ტყის მხარეს ნაპირებსჰი მოზრაობდა.... ვერაფერი მოვინადირეთ თუარ ჩავთვლით ჩემი მეგობრის მიერ მოხსნილ 3 ბაკლანს newsmile01.gif გაბრაზებულებმა გადავწყვიტეთ ჯანდარაზე წავსულიყავით და მტრედებზე გავრთობილიყავით და მინდა ხაზგასმით ავგნიშნო რომ ჩემმა თოფმა ზალიან მაგრად იმუშავა შორმანძილზეც და ახლომანძილზეც, რათქმაუნდა ჩოკების შეცვლასაც ვახდენდი... შედეგი კი ესეთი იყო სულ მოვხსენით 20 ცალი თუმცა ერთი ეზოში ჩავარდა და ერთიც სახურავზე ჩამოვარდა და ვერავიგეთ. დანარჩენი კი ესარის Shooting.gif




აქედან 7 მე მოვხსენი დანარჩენი კი ჩემმა მეგობრებმა ზვიადიმ და კახამ gunshot.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია levanimers: Nov 26 2013, 01:34
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Nov 26 2013, 01:39
პოსტი #161


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(levanimers @ 26th November 2013 - 02:31) *
თუმცა ერთი ეზოში ჩავარდა და ერთიც სახურავზე ჩამოვარდა



ყველაფერი კარგი მაგრამ, ეზოში ნადირობდით შეკაცო? D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
smekosmeko
პოსტი Nov 26 2013, 08:14
პოსტი #162


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 948
რეგისტრ.: 11-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ისე აი ამ მტრედის გემო ნიტოა. ქედანის და გვიტის კარგია ასევე გულიოსიც. მე ისიც მისწორდება ნანადირევის მომზადების პროცესი და ა.შ. ამიტომ მივატოვე მტრედზე სროლა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Nov 26 2013, 11:26
პოსტი #163


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



smekosmeko
ეს ჩვეულებრივი მტრედი რაზეც შენ ამბობ, საშიშია ჯანმრთელობისთვის, ათასი დაავადების გადამტანია და უფრო მეტიც, მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია რომ მტრედს შეუძლია ისეთ საწამლავებს გაუძლოს და მატარებელი იყოს, რომელიც ადამიანისთვის მომაკვდინებელია ანუ შეიძლება ერთი შეხედვით სრულიად ჯანმრთელი მტრედი შეჭამო და სინამდვილეში შხამებით ქონდეს ორგანიზმი გამოტენილი. ასე რომ მეორედ არ გირჩევ მასე გარისკვას.
ჯანდაცვის სამინისტრო გვაფრთხილებს, ნუ შეჭამთ ჩვეულებრივ მტრედს D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
smekosmeko
პოსტი Nov 26 2013, 20:08
პოსტი #164


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 948
რეგისტრ.: 11-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მიღებულ D.gif მაგიტომავ არაა ეგ ჩვეულებრივი მტრედი შეტანილი სანადირო ობიექტებში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gelka72
პოსტი Nov 26 2013, 22:42
პოსტი #165


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 253
რეგისტრ.: 2-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: barcelona catalunya



მეც მომიწიახოლმე საქართველოში 2-3 გავლა მტრედისებრთა ოჯახზე. რაც შეეხება ხორცს დიდათ არ მომეწონა. ასე რომ მომავალში ტყვიასაც კი არ გავაფუჭებ მტრედებისთვის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

17 გვერდი V  « < 9 10 11 12 13 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2025 - 13:01