ზაფხულის ტურნირი ფიდერით თევზჭერაში ''წალკა 2013'' |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ზაფხულის ტურნირი ფიდერით თევზჭერაში ''წალკა 2013'' |
Jul 15 2013, 08:08
პოსტი
#101
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 244 რეგისტრ.: 30-June 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
ძვირფასო მეგობრებო, მინდა სასიხარულო ამვბავი შეგატყობინოთ და გამოვაცხადო საყოველთაო მზადება წლევანდელი, რიგით მესამე ტურნირისთვის ფიდერით თევზჭერაში!
ტურნირის ორგანიზატორი: "საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია" მხარდაჭერა: საქართველოს მეთევზეთა კლუბი Fisher.ge ტურნირის სახელწოდება: "2013 წლის ზაფხულის გუნდურ–პირადი პირველობა ფიდერით თევზჭერაში" ტურნირის ჩატარების თარიღი: 28 ივლისი ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: წალკის წყალსაცავი ტურნირის სტატუსი: ღია სამოყვარულო შეჯიბრება ფიდერით თევზჭერაში ტურნირის მიზანი: ფიდერით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში და ძლიერი სპორტსმენების გამოვლენა პროფესიონალური გუნდების ჩამოყალიბების მიზნით შეჯიბრება სამოყვარულო ხასიათისაა, მაგრამ ჩატარდება სპორტულთან მაქსიმალურად მიახლოვებული წესებით. მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა ფიდერით დაინტერესებულმა პირმა. ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით: 1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ფიდერის ანკესით, რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით - ქვივერტიპით. 2. შეჯიბრზე თევზჭერის ადგილი დაიყოფა 3 ზონად. ყოველ ზონაში მოხვდება ყველა გუნდის თითო წევრი. ინდივიდუალური მონაწილეები კენჭისყრის შედეგად განაწილდებიან ზონებში დარჩენილ თავისუფალ ადგილებში. 3 საპრიზო ადგილი განაწილდება გუნდებს შორის. დაწესდება ასევე ერთი პრიზი საუკეთესო პირადი შედეგისთვის და ერთი პრიზი "BigFish". 3. თითო სექტორისთვის ზონაში გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი. 4. სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია (მსაჯების გარდა). 5. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში. 6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია. 7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავით. 8. თევზჭერის დროს დასაშვებია ნებისმიერი ფიდერის ერთნემსკავიანი მონტაჟი, მათ შორის მეთოდ–ფიდერი და მისი ნაირსახეობები (ზამბარა, ფლეტი, ბანჯო და ა.შ.). 9. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები შეუზღუდავი რაოდენობით. დაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდ საკვებურით, ხელით და შურდულით დაკვება აკრძალულია. 10. დასაშვებია ნებისმიერი სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. თმიანი მონტაჟი აკრძალულია. 11. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია. 12. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს. 13. კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ტურნირის მსვლელობის დროს. ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში მსაჯთა კოლეგიას უფლება აქვს მოახდინოს მონაწილეს დისკვალიფიკაცია ტურნირიდან და ბათილად სცნოს მისი მონაწილეობის შედეგი ეს განცხადება დაანონსდება ყველა სათევზაო ფორუმზე და ამ ფორუმების წევრები სიაში ჩაეწერებიან საკუთარ ფორუმებზე, მაგრამ მონაწილეთა მთლიანი სია გამოქვეყნდება საქართველოს მეთევზეთა კლუბის ფორუმზე, ამ გვერდზე. შეჯიბრში მონაწილეობის მსურველმა სპორტსმენებმა უნდა შემოიტანონ სარეგისტრაციო მოსაკრებელი ______30_______ ლარი TBC ბანკში შემდეგ ანგარიშზე: საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია საბანკო კოდი: TBCBGE22 ანგარიში: GE32TB7601436080100003 [/b][/size] თანხის შეტანის ბოლო ვადა 25 ივლისი. მეგობრებო, გთხოვთ კარგად გაეცნოთ შეჯიბრების ჩატარების წესებს, სადაც ყველაფერი ზედმიწევნით არის გადმოცემული. მინდა ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ შეჯიბრებაზე პრიორიტეტულია გუნდური ასპარეზობა, რომელიც გაცილებით უფრო საინტერესოა და შედეგიანია სპორტსმენებისთვის, ვიდერე პირადი. ფედერაციის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სტაბილური ფიდერის გუნდების ჩამოყალიბებას, რაც კარგი ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბების წინაპირობაა. შეჯიბრების სტრუქტურაც გუნდურ ასპარეზობაზე იქნება აგებული. ჩვენ უკვე გვყავს რამდენიმე კარგი ფიდერის გუნდი და მათ უკვე სერიოზული კონკურენცია აქვთ ერთამნეთში, რაც მხოლოდ მისასალმებელია. ასე რომ, ყველას ვურჩევ ჩამოაყალიბოს საკუთარი გუნდი. ყველას გისურვებთ წარმატებას, აბა დავიწყოთ მონაწილეების რეგისტრაცია! მონაწილეთა საერთო სია: 1. თენგო ბინიაშვილი (dentist); 2. გიგა გაბრიაძე (GigaG); 3. მალხაზ მახარაშვილი (maxo06); 4. ზურაბ ჩაქალოვი (zukako5); 5. გიორგი გარაყანიძე (goxnari); 6. გუნდები: 1. გუნდი "Smart Feeder" - გიგა გაბრიაძე (GigaG), მალხაზ მახარაშვილი (maxo06), ზურაბ ჩაქალოვი (zukako5); 2. აბა დაიქოქა ლომებოოო.... წავიდა ოჩოდან გუნდები : ) 1. lavriskheveli |
|
|
|
lavriskheveli ზაფხულის ტურნირი ფიდერით თევზჭერაში ''წალკა 2013'' Jul 15 2013, 08:08
ჩელე CHUDA
ციტატა(CHUDA @ 27th July 2... Jul 27 2013, 13:17
თაზო იქნებ ვინმემ ლინკი... Jul 27 2013, 13:23
თაზო ციტატა(giorgi491 @ 27th July 2013... Jul 27 2013, 13:29
ჩელე თაზო
მანქანა პრობ... Jul 27 2013, 14:07
თაზო გაიხარე ჩელიოს, თუ ... Jul 27 2013, 14:22
კუთხა ჩელე
გასაგებია. თუ ... Jul 27 2013, 14:26
ჩელე თაზო
არა მთლად ვერ... Jul 27 2013, 16:29
თაზო http://fisher.ge/index.php?showtopic=1382&st=2... Jul 27 2013, 19:18
ჭაღარა გორში წვიმს საკაიფ... Jul 27 2013, 21:20
lavriskheveli გამარჯობათ ბიჭებო,... Jul 27 2013, 21:21
ჩელე მდააა...
არც კი ვიცი ... Jul 27 2013, 21:52
ilariona lavriskheveli
რა უნდა ქნა დ... Jul 27 2013, 21:54
lavriskheveli ციტატა(ilariona @ Jul 27 2013, 22... Jul 27 2013, 22:24
ჩელე მოგესალმებით მეგო... Jul 27 2013, 22:01
lavriskheveli მგონი გვარდება სიტ... Jul 27 2013, 22:09
საბო ხვალ დილას მეც მივ... Jul 27 2013, 22:15
ჩელე აბა წარმატებებს ვი... Jul 28 2013, 00:45
თაზო თვალი ვერ მოვხუჭე ... Jul 28 2013, 03:00
კუთხა წარმატებები ბიჭებ... Jul 28 2013, 07:12
ალექსანდრე ყველას წარმატებეს ... Jul 28 2013, 09:31
ჭაღარა შედეგებს ველით, შე... Jul 28 2013, 20:43
საბო სადაა ეს ხალი რომ ა... Jul 28 2013, 20:51
darcho 1 "Soft Sweeps" თენგო ბი... Jul 28 2013, 20:58
general ჩამოვაღწიეთ როგორ... Jul 28 2013, 22:20
general [b
საბო
ჯიმა შენ როი... Jul 28 2013, 22:33
ალთაზარ general
მეეერეეე? შენ ხ... Jul 28 2013, 22:45
ilariona ალთაზარ
ცოტა ხანი ... Jul 29 2013, 08:07
general ალთაზარ
ჩვენ მესუ... Jul 29 2013, 08:55
kajuberi general
მდააა. საღოლ კა... Jul 29 2013, 08:59
კუთხა დაჭერილ თევზს რა ბ... Jul 29 2013, 09:03
kajuberi გაუშვეს Jul 29 2013, 09:06
კუთხა ეს სურათები ფიშერ.... Jul 29 2013, 09:07
lavriskheveli უფფ რა იყო ეს, ძლივს... Jul 29 2013, 10:54
არჩილ ეგაც კარგია, ჩვენი ... Jul 29 2013, 10:57
lavriskheveli საქართველოს ჩემპი... Jul 29 2013, 10:59
ilariona დავიწყოთ აბა.
გიორ... Jul 29 2013, 11:04
kajuberi ციტატა(ilariona @ 29th July 2013 ... Jul 29 2013, 11:09
თაზო მე ჩემსას დავამატე... Jul 29 2013, 13:34
Davitus ilariona
მდაააა...
შენ დ... Jul 29 2013, 13:39
ჩელე მოკლედ მეორედ ვწერ... Jul 29 2013, 13:58
თაზო საერთოდ რომ მივაგე... Jul 29 2013, 14:19
lavriskheveli ბევრი სესხები მაქვ... Jul 29 2013, 19:32![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th December 2025 - 14:42 |