ზაფხულის ტურნირი ფიდერით თევზჭერაში ''წალკა 2013'' - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ზაფხულის ტურნირი ფიდერით თევზჭერაში ''წალკა 2013''
lavriskheveli
პოსტი Jul 15 2013, 08:08
პოსტი #1


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 244
რეგისტრ.: 30-June 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ძვირფასო მეგობრებო, მინდა სასიხარულო ამვბავი შეგატყობინოთ და გამოვაცხადო საყოველთაო მზადება წლევანდელი, რიგით მესამე ტურნირისთვის ფიდერით თევზჭერაში!



ტურნირის ორგანიზატორი: "საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია"

მხარდაჭერა: საქართველოს მეთევზეთა კლუბი Fisher.ge

ტურნირის სახელწოდება: "2013 წლის ზაფხულის გუნდურ–პირადი პირველობა ფიდერით თევზჭერაში"

ტურნირის ჩატარების თარიღი: 28 ივლისი

ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: წალკის წყალსაცავი

ტურნირის სტატუსი: ღია სამოყვარულო შეჯიბრება ფიდერით თევზჭერაში

ტურნირის მიზანი: ფიდერით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში და ძლიერი სპორტსმენების გამოვლენა პროფესიონალური გუნდების ჩამოყალიბების მიზნით

შეჯიბრება სამოყვარულო ხასიათისაა, მაგრამ ჩატარდება სპორტულთან მაქსიმალურად მიახლოვებული წესებით. მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა ფიდერით დაინტერესებულმა პირმა.

ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით:

1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ფიდერის ანკესით, რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით - ქვივერტიპით.
2. შეჯიბრზე თევზჭერის ადგილი დაიყოფა 3 ზონად. ყოველ ზონაში მოხვდება ყველა გუნდის თითო წევრი. ინდივიდუალური მონაწილეები კენჭისყრის შედეგად განაწილდებიან ზონებში დარჩენილ თავისუფალ ადგილებში. 3 საპრიზო ადგილი განაწილდება გუნდებს შორის. დაწესდება ასევე ერთი პრიზი საუკეთესო პირადი შედეგისთვის და ერთი პრიზი "BigFish".
3. თითო სექტორისთვის ზონაში გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი.
4. სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია (მსაჯების გარდა).
5. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში.
6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია.
7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავით.
8. თევზჭერის დროს დასაშვებია ნებისმიერი ფიდერის ერთნემსკავიანი მონტაჟი, მათ შორის მეთოდ–ფიდერი და მისი ნაირსახეობები (ზამბარა, ფლეტი, ბანჯო და ა.შ.).
9. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები შეუზღუდავი რაოდენობით. დაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდ საკვებურით, ხელით და შურდულით დაკვება აკრძალულია.
10. დასაშვებია ნებისმიერი სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. თმიანი მონტაჟი აკრძალულია.
11. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია.
12. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს.
13. კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ტურნირის მსვლელობის დროს.

ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში მსაჯთა კოლეგიას უფლება აქვს მოახდინოს მონაწილეს დისკვალიფიკაცია ტურნირიდან და ბათილად სცნოს მისი მონაწილეობის შედეგი

ეს განცხადება დაანონსდება ყველა სათევზაო ფორუმზე და ამ ფორუმების წევრები სიაში ჩაეწერებიან საკუთარ ფორუმებზე, მაგრამ მონაწილეთა მთლიანი სია გამოქვეყნდება საქართველოს მეთევზეთა კლუბის ფორუმზე, ამ გვერდზე.


შეჯიბრში მონაწილეობის მსურველმა სპორტსმენებმა უნდა შემოიტანონ სარეგისტრაციო მოსაკრებელი ______30_______ ლარი TBC ბანკში შემდეგ ანგარიშზე:

საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია

საბანკო კოდი: TBCBGE22
ანგარიში: GE32TB7601436080100003
[/b][/size]

თანხის შეტანის ბოლო ვადა 25 ივლისი.

მეგობრებო, გთხოვთ კარგად გაეცნოთ შეჯიბრების ჩატარების წესებს, სადაც ყველაფერი ზედმიწევნით არის გადმოცემული. მინდა ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ შეჯიბრებაზე პრიორიტეტულია გუნდური ასპარეზობა, რომელიც გაცილებით უფრო საინტერესოა და შედეგიანია სპორტსმენებისთვის, ვიდერე პირადი. ფედერაციის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სტაბილური ფიდერის გუნდების ჩამოყალიბებას, რაც კარგი ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბების წინაპირობაა. შეჯიბრების სტრუქტურაც გუნდურ ასპარეზობაზე იქნება აგებული. ჩვენ უკვე გვყავს რამდენიმე კარგი ფიდერის გუნდი და მათ უკვე სერიოზული კონკურენცია აქვთ ერთამნეთში, რაც მხოლოდ მისასალმებელია. ასე რომ, ყველას ვურჩევ ჩამოაყალიბოს საკუთარი გუნდი. ყველას გისურვებთ წარმატებას, აბა დავიწყოთ მონაწილეების რეგისტრაცია!



მონაწილეთა საერთო სია:

1. თენგო ბინიაშვილი (dentist);
2. გიგა გაბრიაძე (GigaG);
3. მალხაზ მახარაშვილი (maxo06);
4. ზურაბ ჩაქალოვი (zukako5);
5. გიორგი გარაყანიძე (goxnari);
6.

გუნდები:

1. გუნდი "Smart Feeder" - გიგა გაბრიაძე (GigaG), მალხაზ მახარაშვილი (maxo06), ზურაბ ჩაქალოვი (zukako5);
2.


აბა დაიქოქა ლომებოოო.... წავიდა ოჩოდან გუნდები : )



1. lavriskheveli
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
10 გვერდი V  « < 6 7 8 9 10 >  
Start new topic
გამოხმაურებები (105 - 119)
კუთხა
პოსტი Jul 27 2013, 14:26
პოსტი #106


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



ჩელე
გასაგებია. თუ ძალიან წვიმა არ იქნა და თუ გავჩითე ცოტა მაღალი მანქანა ვიდრე ჩემია შემოგიერთდებით მაყურებლის და გულშემატკივრის რანგში newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jul 27 2013, 16:29
პოსტი #107


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



თაზო

არა მთლად ვერ გავაკეთე, ზეთის ჩამატება დასჭირდა და ჩავამატე. პრობლემა არ აქვს.

კუთხა

ტურნირი 16:00-ზე მთავრდება და მაგ დროს მგონი რომ შემოგიშვებენ....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
თაზო
პოსტი Jul 27 2013, 19:18
პოსტი #108


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 832
რეგისტრ.: 27-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



http://fisher.ge/index.php?showtopic=1382&st=240 ახლა დადეს, დილით 4:30 ვიკრიბებით ივერიასთან! ჩელე, მომიპიემე შენი ნომერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭაღარა
პოსტი Jul 27 2013, 21:20
პოსტი #109


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 23-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: გორი



გორში წვიმს საკაიფოდ და მგონი რომ ნადარბაზევზეც არ იქნება კაი ამინდიი :(
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
lavriskheveli
პოსტი Jul 27 2013, 21:21
პოსტი #110


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 244
რეგისტრ.: 30-June 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



გამარჯობათ ბიჭებო, როგორ ხართ, ამ წამს დავბრუნდი სოფლიდან და ერთი არასასიამოვნო ამბავი დამხვდა ... სანამ წავიდოდი ჩვენი ფორუმიდან მარტო მე ვიყავი მსურველი ტურნირზე მონაწილეობის ხოდა სოფლიდანაც რამოდენიმეჯერ გადავამოწმე და კიდევ არ იყო მსურველი, ხოდა რამოდენიმე დღის წინ დამირეკა ერთ ერთმა მონაწილემ რომელსაც გუინდის შექმნა უნდოდა და ერთი კაცი აკლდებოდა, ხოდა მთხოვა დამემატეო, რადგან აქ არ იყო მსურველი დავემატე იმათ, დღეს კიდე რო ჩამოვედი ვნახე რო იმის გუნდშიც ვარ და აქ ჩვენ სასტავშიც... რა ჯანდაბა ვქნა არ ვიცი .. ესეთ უხერხულ სიტუაციაში პირველად ვარ :(((
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jul 27 2013, 21:52
პოსტი #111


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მდააა...

არც კი ვიცი რა გითხრა newsmile05.gif

მე ვის უნდა გავუარო არ მეტყვით?.... ჩუდა სად არის?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ilariona
პოსტი Jul 27 2013, 21:54
პოსტი #112


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,239
რეგისტრ.: 25-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



lavriskheveli
რა უნდა ქნა და თუ კარგად ითევზავებ ჩვენი გუნდის ზაჩოტში გამოუშვებ და თუ ცუდათ იმათ გუნდში D.gif

მეტი კარგი გამოსავალი რა გასწავლო აბა? D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jul 27 2013, 22:01
პოსტი #113


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოგესალმებით მეგობრებო. ცოტა ხნის წინ დავბრუნდით ნადარბაზევის ტბიდან. რამდენიმე საათი გავატარეთ ტბის დათვალიერებაში, გამოვკითხეთ ადგილობრივი პერსონალი და მეთევზეები ნაპირების თავისებურებების შესახებ და მოვნიშნეთ სამი სატურნირო ზონა. ორი ერთმანეთის გვერდით, ხოლო მესამე ტბის მოპირდაპირე მხარეს, საკმაოდ მოშორებით. ასეთი განაწილება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ტბის ნაპირების უმეტესობა წვიმის დროს უკიდურესად ტალახდება, ახასიატებთ წყლის ნაკლები სიღრმე და როგორც გვითხრეს ადგილობრივმა მეთევზეებმა - ბევრი "ზაცეპებია". თუმცა ტევზის ნაკლებობა ამ ადგილებში არ შეინიშნება - მუხლებამდე წყალში მდომი ორი ყმაწვილი ტივტივით საკამოდ წარმატებულად თევზაობდა. გასაკვირი იყო ისიც, რომ მათ წითელი ჭიით დაჭერილი ყავდათ რამდენიმე თეთრი ამური.

რაც შეეხება სატურნირო ნაპირებს, იქაც ბევრი ხალხი იდგა, ყველა თევზაობდა ფსკერულით - ჩვეულებრივით, კოპტონით, ვნახეთ ასევე ცოტა ცივილური ჯგუფი, რომლებიც თევზაობდნენ მეთოდით. ყველა ყავდა თევზი დაჭერილი, უკმეყოფილი არ იყო არავინ. აშკარაა, რომ ტბა სავსეა თევზით.

ეხლა უშუალოდ თევზზე. განსაკუთრებით დიდი ეგზემპლარები არავის ყავდა დაჭერილი, ნადავლის უმეტესობას შეადგენს კარჩხანა და პატარა ზომის კობრი. ზოგჯერ გამოერევა საშუალო ზომის საზანი. ტივტივათი დაჭერილი ყავდათ თეთრი ამურები წითელ ჭიაზე. თევზი მოდის როგორც ჭითელ ჭიაზე, ისე სიმინდზე. სხვა სატყუარა არ შეგვიმჩნევია.

მოკლედ შთაბეჭდილება დადებითია, თევზსს არავინ აჭმევს, პრაქტიკულად თევზით მდიდარი ველური ტბაა.




ეს ფიშერიდან დავაკოპირე....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
lavriskheveli
პოსტი Jul 27 2013, 22:09
პოსტი #114


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 244
რეგისტრ.: 30-June 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



მგონი გვარდება სიტუაცია, თენგოს ველაპრაკე, თან გამოჩნდა ერთი კაცი რომელიც უგუნდოდააა ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Jul 27 2013, 22:15
პოსტი #115


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ხვალ დილას მეც მივდივარ ნადარბაზევის ტბაზე, ოღონდ არა შეჯიბრში მონაწილეობის მიზნით. დამპატიჟეს. მოკლედ იქ ვიქნები და გიგულშემატკივრებთ თავზაობასთან ერთად.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
lavriskheveli
პოსტი Jul 27 2013, 22:24
პოსტი #116


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 244
რეგისტრ.: 30-June 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(ilariona @ Jul 27 2013, 22:54) *
lavriskheveli
რა უნდა ქნა და თუ კარგად ითევზავებ ჩვენი გუნდის ზაჩოტში გამოუშვებ და თუ ცუდათ იმათ გუნდში D.gif

მეტი კარგი გამოსავალი რა გასწავლო აბა? D.gif


როგორ ხარ ?? : ) მოკლედ კინაღამ გავიშარე newsmile05.gif .. მაგრამ ერთი კაცი გამოჩნდა და შეავსებს იმ გუნდს ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jul 28 2013, 00:45
პოსტი #117


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



აბა წარმატებებს ვისურვებდი, მეტი რაღა დამრჩენია? newsmile05.gif წავედი წავუსლიფავ ცოტას მაინც....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
თაზო
პოსტი Jul 28 2013, 03:00
პოსტი #118


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 832
რეგისტრ.: 27-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



თვალი ვერ მოვხუჭე ამის დედაც! wtfg.gif დღეს ბლომად ყავა&რედბული დამჭირდება, ბლიად! xPMWh.gif სულ ეს მიდგას თვალწინ partyFishing.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Jul 28 2013, 07:12
პოსტი #119


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



წარმატებები ბიჭებო d778bc34f693c93907196ff195628213.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alex77
პოსტი Jul 28 2013, 09:31
პოსტი #120


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 459
რეგისტრ.: 14-June 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ყველას წარმატებეს გისურვებთ, პირველი ადგილი მოგველოცოს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

10 გვერდი V  « < 6 7 8 9 10 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2025 - 16:11