ზაფხულის ტურნირი ფიდერით თევზჭერაში ''წალკა 2013'' - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ზაფხულის ტურნირი ფიდერით თევზჭერაში ''წალკა 2013''
lavriskheveli
პოსტი Jul 15 2013, 08:08
პოსტი #1


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 244
რეგისტრ.: 30-June 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ძვირფასო მეგობრებო, მინდა სასიხარულო ამვბავი შეგატყობინოთ და გამოვაცხადო საყოველთაო მზადება წლევანდელი, რიგით მესამე ტურნირისთვის ფიდერით თევზჭერაში!



ტურნირის ორგანიზატორი: "საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია"

მხარდაჭერა: საქართველოს მეთევზეთა კლუბი Fisher.ge

ტურნირის სახელწოდება: "2013 წლის ზაფხულის გუნდურ–პირადი პირველობა ფიდერით თევზჭერაში"

ტურნირის ჩატარების თარიღი: 28 ივლისი

ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: წალკის წყალსაცავი

ტურნირის სტატუსი: ღია სამოყვარულო შეჯიბრება ფიდერით თევზჭერაში

ტურნირის მიზანი: ფიდერით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში და ძლიერი სპორტსმენების გამოვლენა პროფესიონალური გუნდების ჩამოყალიბების მიზნით

შეჯიბრება სამოყვარულო ხასიათისაა, მაგრამ ჩატარდება სპორტულთან მაქსიმალურად მიახლოვებული წესებით. მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა ფიდერით დაინტერესებულმა პირმა.

ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით:

1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ფიდერის ანკესით, რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით - ქვივერტიპით.
2. შეჯიბრზე თევზჭერის ადგილი დაიყოფა 3 ზონად. ყოველ ზონაში მოხვდება ყველა გუნდის თითო წევრი. ინდივიდუალური მონაწილეები კენჭისყრის შედეგად განაწილდებიან ზონებში დარჩენილ თავისუფალ ადგილებში. 3 საპრიზო ადგილი განაწილდება გუნდებს შორის. დაწესდება ასევე ერთი პრიზი საუკეთესო პირადი შედეგისთვის და ერთი პრიზი "BigFish".
3. თითო სექტორისთვის ზონაში გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი.
4. სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია (მსაჯების გარდა).
5. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში.
6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია.
7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავით.
8. თევზჭერის დროს დასაშვებია ნებისმიერი ფიდერის ერთნემსკავიანი მონტაჟი, მათ შორის მეთოდ–ფიდერი და მისი ნაირსახეობები (ზამბარა, ფლეტი, ბანჯო და ა.შ.).
9. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები შეუზღუდავი რაოდენობით. დაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდ საკვებურით, ხელით და შურდულით დაკვება აკრძალულია.
10. დასაშვებია ნებისმიერი სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. თმიანი მონტაჟი აკრძალულია.
11. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია.
12. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს.
13. კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ტურნირის მსვლელობის დროს.

ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში მსაჯთა კოლეგიას უფლება აქვს მოახდინოს მონაწილეს დისკვალიფიკაცია ტურნირიდან და ბათილად სცნოს მისი მონაწილეობის შედეგი

ეს განცხადება დაანონსდება ყველა სათევზაო ფორუმზე და ამ ფორუმების წევრები სიაში ჩაეწერებიან საკუთარ ფორუმებზე, მაგრამ მონაწილეთა მთლიანი სია გამოქვეყნდება საქართველოს მეთევზეთა კლუბის ფორუმზე, ამ გვერდზე.


შეჯიბრში მონაწილეობის მსურველმა სპორტსმენებმა უნდა შემოიტანონ სარეგისტრაციო მოსაკრებელი ______30_______ ლარი TBC ბანკში შემდეგ ანგარიშზე:

საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია

საბანკო კოდი: TBCBGE22
ანგარიში: GE32TB7601436080100003
[/b][/size]

თანხის შეტანის ბოლო ვადა 25 ივლისი.

მეგობრებო, გთხოვთ კარგად გაეცნოთ შეჯიბრების ჩატარების წესებს, სადაც ყველაფერი ზედმიწევნით არის გადმოცემული. მინდა ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ შეჯიბრებაზე პრიორიტეტულია გუნდური ასპარეზობა, რომელიც გაცილებით უფრო საინტერესოა და შედეგიანია სპორტსმენებისთვის, ვიდერე პირადი. ფედერაციის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სტაბილური ფიდერის გუნდების ჩამოყალიბებას, რაც კარგი ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბების წინაპირობაა. შეჯიბრების სტრუქტურაც გუნდურ ასპარეზობაზე იქნება აგებული. ჩვენ უკვე გვყავს რამდენიმე კარგი ფიდერის გუნდი და მათ უკვე სერიოზული კონკურენცია აქვთ ერთამნეთში, რაც მხოლოდ მისასალმებელია. ასე რომ, ყველას ვურჩევ ჩამოაყალიბოს საკუთარი გუნდი. ყველას გისურვებთ წარმატებას, აბა დავიწყოთ მონაწილეების რეგისტრაცია!



მონაწილეთა საერთო სია:

1. თენგო ბინიაშვილი (dentist);
2. გიგა გაბრიაძე (GigaG);
3. მალხაზ მახარაშვილი (maxo06);
4. ზურაბ ჩაქალოვი (zukako5);
5. გიორგი გარაყანიძე (goxnari);
6.

გუნდები:

1. გუნდი "Smart Feeder" - გიგა გაბრიაძე (GigaG), მალხაზ მახარაშვილი (maxo06), ზურაბ ჩაქალოვი (zukako5);
2.


აბა დაიქოქა ლომებოოო.... წავიდა ოჩოდან გუნდები : )



1. lavriskheveli
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
10 გვერდი V  « < 7 8 9 10 >  
Start new topic
გამოხმაურებები (120 - 134)
ჭაღარა
პოსტი Jul 28 2013, 20:43
პოსტი #121


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 23-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: გორი



შედეგებს ველით, შედეგებს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Jul 28 2013, 20:51
პოსტი #122


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



სადაა ეს ხალი რომ არ ჩანს, წაგიღოთ წვიმამ თუ??????????????????
მე ძლივს გამოვასწარი, კინაღამ უკან ჩამრეცხა ტბაში.

შედეგის დამწერიც არ დარჩა ნეტავ?
და იყო საერთოდ შედეგი?

პირადად მე 9დან 1 საათამდე 6 კგ, საშუალოდ 300-500გრიანი კარჩხანა და 5ც 700-800 გრ-იანი საზანი(ეს უკანასკნელნი დავუბრუნე საბუდარს).
ესშედეგი არა საშეჯიბრო იყო, ვინაიდან არ ვღებულობდი მონაწილეობას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
darcho
პოსტი Jul 28 2013, 20:58
პოსტი #123


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 452
რეგისტრ.: 3-May 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Rustavi



1 "Soft Sweeps" თენგო ბინიაშვილი (dentist), გია ჩიტაიშვილი (kalojero74), გიგა ბაინდურაშვილი (giga-bai);
2 ,,ფიდერის სპეცები" მირიან ბეჟიტაძე (Mirian), იმედა ჩოხელი (Obexe), ნიკა ჩლაიძე (Nika) (+)
3 FF (FishFinders) არტურ ვართარეზოვი (artnightman), ლაშა დარჩიაშვილი (DARCHO), დიმიტრი ჯარიაშვილი (fff);
ეს გუნდური და პირადი ჩათვლაში დიმიტრი ჯარიაშვილმა გაიმარჯვა 10,რაღაც კგ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
general
პოსტი Jul 28 2013, 22:20
პოსტი #124


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,443
რეგისტრ.: 6-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჩამოვაღწიეთ როგორც იქნა:

დებედიდან 3:30 წუთზე წამუსული მე და ილარიონა (ღამე საათი საათ ნახევარი გვეძინა ნუ მე ცოტა მეტი D.gif ) შავიკრიბეთ ჯერ მთაწმინდზე სადაც შევხვდით თაზოს და ჩელეს და გადავინაცვლეთ ივერია ბლუსთან, ლავრისხეველი და ჩუდა იქ გველოდებოდნენ. საიდანაც ნელ ნელა დავიძარით ვინც ტბის ადგილმდებარეობა იცოდა. გზაზე რათქმაუნდა სმარტში შევიარეთ და ცხელი ყოვეც მივეჩით ჯანში (ნეტა ნადარბაზევში გვქონოდა ). 30-40 წუთში ვიყავით ადგილზე, აი აქ დაიწყოოო. newsmile040.gif რა თქმა უნდა შედგა კენჭისყრა სადაც სამი სექტორი იყო თითო სექტორში ორ-ორი კაცი ვიყავით ოჩოდან მე და ილარიონას მესამე სექტორი და 46-50 ნომრები შეგვხვდა ადგილზე რომ მივედით ილოს შექტორში ისეთი ამბავი იყო ტიტუ ტიტუ, ადგილი სადაც უნდა დამდაგარიყო საცალფეხო ბილიკივით იყო და მის უკან ისეთი "ლუჟაიკა" იდგა მეორე თევზსაშენს გააკეთებდა კაცი, ისა ხო, ჩემი სექტორი საერთოდ არ არსებობდა. xPMWh.gif D.gif(ტალახი და რა ტალახი, მედა ილოს ჩექმები დაგვრჩა არ წამაგვიღია newsmile039.gif )მარა რაცხა მოვახერხეთ და დაიწყო თევზაობა. ანკესები კარგად აწყობილიც არ გვქონდა როცა წუმაც დაიცყო და ნიავიც წამოვიდა, თევზიც მოძრაობდა და პირველმა ამურმაც არ დაახანა, თითქოს თევზი მოდიოდა მუღამიც მაგარი მარა რად გინდა რო დაუშვა და ქარაშოტი ამოვარდა იგეთი რომა ძვალში და რბილში ატანდა. პირველისკენ შევძვერით მანქანაში, ერთი ორჯერ ვცადეთ გადმოსვლა მარა მივხვდით რომ არ ღირდა. გაგვეღვიძა: უკვე დაჭერილის აწონვა მიდიოდა. ოჩოპინტრე1: გენერალ 3.460, თაზო6.00, ჩელე (ნიკოოოო დაიჭირე რამე .. D.gif ) ოჩოპინტრე 2: ჩუდა 3.680, ილარიონა 1.350, ლავრისხეველი 1.500 კგ. შედგა დაჯილდოვება ოცოპინტრე პრიზის გარეშეა. მაგრამ მოიცა, ნიკოოო დაიჭირე რამე ?...ნომინაცია წამახალისებელი პრიზი, ბატონი ჩელე გახდა საწვიმარის მფლობელი small3d018.gif (დაჭერილი თევზის წონა არ სახელდება newsmile090.gif ) მონაცილეებმა მივიღეთ სიგელები, ზოგმა ორი newsmile045.gif როგორც იქნა დავიძარით და მცხეთის სალობიეს დავადგით თვალი შესვლის თანავე ხალხი უცნაურად გვიყურებდა (აბა რა იქნებოდა ყურებამდე ტალახში ვიყავით ამოსვრილები) მარა ეგ აფერი, ისე გვშიოდა მაგას ვინ დაეძებდა.ტურნირზე რჩევა მოგვცეს აქედან რომ წახვალთ ტერაფლუ დალიეთ ყველამო, მარა ჩვენ ჩვენი ექიმი გვყავდა და სხვა შაშუალება გვირჩია D.gif რომელიც დავიჯერეთ რა თქმა უნდა და განვახორციელეთ კიდეც.

თქვენი მონა მორჩილი: generali
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
general
პოსტი Jul 28 2013, 22:33
პოსტი #125


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,443
რეგისტრ.: 6-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



[b

საბო
ჯიმა შენ როის მოხვედი მე რათ ვერა გნახე რათა D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Jul 28 2013, 22:45
პოსტი #126


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



general
მეეერეეე? შენ ხარ ჩემი ბააატონი .......მეეერეეე?

კარგია რომ დასწერე მარიაა სურათები მაინც თუ გედეიღეთ?


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ilariona
პოსტი Jul 29 2013, 08:07
პოსტი #127


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,239
რეგისტრ.: 25-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ალთაზარ
ცოტა ხანი მოითმინეთ და დავსდებ რეპორტის სახით ადგილს და რაღაც რაღაცეებს.



სახლში 21:30 მოვედი გუშინ და 22:00 ნაბანავებს მეძინა უკვე newsmile05.gif ისეთი დაბრედილი ვიყავი, რომ 11 საათი ისე მეძინა არაფერი არ გამიგია.

თუნდაც 10 კაცს ურეკია ღამე D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
general
პოსტი Jul 29 2013, 08:55
პოსტი #128


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,443
რეგისტრ.: 6-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ალთაზარ
ჩვენ მესურათე არ გვყავდა, ისენი იღებდნენ და იმედია გადმოგვიგზავნიან.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Jul 29 2013, 08:59
პოსტი #129


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



general
მდააა. საღოლ კარგი რეპორტია სურათებიც დაემატება ეხლა ამას და კამფეტ D.gif

თქვენ მაგაზე გული არ გაიტხოთ.მთავარია იყავით ,ითევზავეთ და იმკურნალეთ D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Jul 29 2013, 09:03
პოსტი #130


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



დაჭერილ თევზს რა ბედი ეწია? newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Jul 29 2013, 09:06
პოსტი #131


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გაუშვეს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Jul 29 2013, 09:07
პოსტი #132


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



ეს სურათები ფიშერ.გე-დან

https://www.facebook.com/media/set/?set=a.1...7411&type=1
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
lavriskheveli
პოსტი Jul 29 2013, 10:54
პოსტი #133


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 244
რეგისტრ.: 30-June 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



უფფ რა იყო ეს, ძლივს გავცოცხლდი დღეს ყველაფერი მტკივა... გუშინ ისე შემცივდა ეხლაც მცივა.... რაც შეეხება შედეგებს ერთი საპრიზო ადგილი შეგვხვდა და ყველაზე მეტი სიგელი : )
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
არჩილ
პოსტი Jul 29 2013, 10:57
პოსტი #134


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 374
რეგისტრ.: 14-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ეგაც კარგია, ჩვენი დროც მოვა გული არ გაიტეხოთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
lavriskheveli
პოსტი Jul 29 2013, 10:59
პოსტი #135


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 244
რეგისტრ.: 30-June 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



საქართველოს ჩემპიონატს ვიგებთ. : ) ... კარგად მოვემზადოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

10 გვერდი V  « < 7 8 9 10 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2025 - 06:43