ზაფხულის ტურნირი ფიდერით თევზჭერაში ''წალკა 2013'' |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ზაფხულის ტურნირი ფიდერით თევზჭერაში ''წალკა 2013'' |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 244 რეგისტრ.: 30-June 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ძვირფასო მეგობრებო, მინდა სასიხარულო ამვბავი შეგატყობინოთ და გამოვაცხადო საყოველთაო მზადება წლევანდელი, რიგით მესამე ტურნირისთვის ფიდერით თევზჭერაში!
ტურნირის ორგანიზატორი: "საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია" მხარდაჭერა: საქართველოს მეთევზეთა კლუბი Fisher.ge ტურნირის სახელწოდება: "2013 წლის ზაფხულის გუნდურ–პირადი პირველობა ფიდერით თევზჭერაში" ტურნირის ჩატარების თარიღი: 28 ივლისი ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: წალკის წყალსაცავი ტურნირის სტატუსი: ღია სამოყვარულო შეჯიბრება ფიდერით თევზჭერაში ტურნირის მიზანი: ფიდერით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში და ძლიერი სპორტსმენების გამოვლენა პროფესიონალური გუნდების ჩამოყალიბების მიზნით შეჯიბრება სამოყვარულო ხასიათისაა, მაგრამ ჩატარდება სპორტულთან მაქსიმალურად მიახლოვებული წესებით. მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა ფიდერით დაინტერესებულმა პირმა. ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით: 1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ფიდერის ანკესით, რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით - ქვივერტიპით. 2. შეჯიბრზე თევზჭერის ადგილი დაიყოფა 3 ზონად. ყოველ ზონაში მოხვდება ყველა გუნდის თითო წევრი. ინდივიდუალური მონაწილეები კენჭისყრის შედეგად განაწილდებიან ზონებში დარჩენილ თავისუფალ ადგილებში. 3 საპრიზო ადგილი განაწილდება გუნდებს შორის. დაწესდება ასევე ერთი პრიზი საუკეთესო პირადი შედეგისთვის და ერთი პრიზი "BigFish". 3. თითო სექტორისთვის ზონაში გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი. 4. სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია (მსაჯების გარდა). 5. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში. 6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია. 7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავით. 8. თევზჭერის დროს დასაშვებია ნებისმიერი ფიდერის ერთნემსკავიანი მონტაჟი, მათ შორის მეთოდ–ფიდერი და მისი ნაირსახეობები (ზამბარა, ფლეტი, ბანჯო და ა.შ.). 9. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები შეუზღუდავი რაოდენობით. დაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდ საკვებურით, ხელით და შურდულით დაკვება აკრძალულია. 10. დასაშვებია ნებისმიერი სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. თმიანი მონტაჟი აკრძალულია. 11. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია. 12. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს. 13. კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ტურნირის მსვლელობის დროს. ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში მსაჯთა კოლეგიას უფლება აქვს მოახდინოს მონაწილეს დისკვალიფიკაცია ტურნირიდან და ბათილად სცნოს მისი მონაწილეობის შედეგი ეს განცხადება დაანონსდება ყველა სათევზაო ფორუმზე და ამ ფორუმების წევრები სიაში ჩაეწერებიან საკუთარ ფორუმებზე, მაგრამ მონაწილეთა მთლიანი სია გამოქვეყნდება საქართველოს მეთევზეთა კლუბის ფორუმზე, ამ გვერდზე. შეჯიბრში მონაწილეობის მსურველმა სპორტსმენებმა უნდა შემოიტანონ სარეგისტრაციო მოსაკრებელი ______30_______ ლარი TBC ბანკში შემდეგ ანგარიშზე: საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია საბანკო კოდი: TBCBGE22 ანგარიში: GE32TB7601436080100003 [/b][/size] თანხის შეტანის ბოლო ვადა 25 ივლისი. მეგობრებო, გთხოვთ კარგად გაეცნოთ შეჯიბრების ჩატარების წესებს, სადაც ყველაფერი ზედმიწევნით არის გადმოცემული. მინდა ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ შეჯიბრებაზე პრიორიტეტულია გუნდური ასპარეზობა, რომელიც გაცილებით უფრო საინტერესოა და შედეგიანია სპორტსმენებისთვის, ვიდერე პირადი. ფედერაციის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სტაბილური ფიდერის გუნდების ჩამოყალიბებას, რაც კარგი ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბების წინაპირობაა. შეჯიბრების სტრუქტურაც გუნდურ ასპარეზობაზე იქნება აგებული. ჩვენ უკვე გვყავს რამდენიმე კარგი ფიდერის გუნდი და მათ უკვე სერიოზული კონკურენცია აქვთ ერთამნეთში, რაც მხოლოდ მისასალმებელია. ასე რომ, ყველას ვურჩევ ჩამოაყალიბოს საკუთარი გუნდი. ყველას გისურვებთ წარმატებას, აბა დავიწყოთ მონაწილეების რეგისტრაცია! მონაწილეთა საერთო სია: 1. თენგო ბინიაშვილი (dentist); 2. გიგა გაბრიაძე (GigaG); 3. მალხაზ მახარაშვილი (maxo06); 4. ზურაბ ჩაქალოვი (zukako5); 5. გიორგი გარაყანიძე (goxnari); 6. გუნდები: 1. გუნდი "Smart Feeder" - გიგა გაბრიაძე (GigaG), მალხაზ მახარაშვილი (maxo06), ზურაბ ჩაქალოვი (zukako5); 2. აბა დაიქოქა ლომებოოო.... წავიდა ოჩოდან გუნდები : ) 1. lavriskheveli |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#121
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 809 რეგისტრ.: 23-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: გორი ![]() |
შედეგებს ველით, შედეგებს
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#122
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
სადაა ეს ხალი რომ არ ჩანს, წაგიღოთ წვიმამ თუ??????????????????
მე ძლივს გამოვასწარი, კინაღამ უკან ჩამრეცხა ტბაში. შედეგის დამწერიც არ დარჩა ნეტავ? და იყო საერთოდ შედეგი? პირადად მე 9დან 1 საათამდე 6 კგ, საშუალოდ 300-500გრიანი კარჩხანა და 5ც 700-800 გრ-იანი საზანი(ეს უკანასკნელნი დავუბრუნე საბუდარს). ესშედეგი არა საშეჯიბრო იყო, ვინაიდან არ ვღებულობდი მონაწილეობას. |
|
|
![]()
პოსტი
#123
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 452 რეგისტრ.: 3-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Rustavi ![]() |
1 "Soft Sweeps" თენგო ბინიაშვილი (dentist), გია ჩიტაიშვილი (kalojero74), გიგა ბაინდურაშვილი (giga-bai);
2 ,,ფიდერის სპეცები" მირიან ბეჟიტაძე (Mirian), იმედა ჩოხელი (Obexe), ნიკა ჩლაიძე (Nika) (+) 3 FF (FishFinders) არტურ ვართარეზოვი (artnightman), ლაშა დარჩიაშვილი (DARCHO), დიმიტრი ჯარიაშვილი (fff); ეს გუნდური და პირადი ჩათვლაში დიმიტრი ჯარიაშვილმა გაიმარჯვა 10,რაღაც კგ |
|
|
![]()
პოსტი
#124
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,443 რეგისტრ.: 6-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჩამოვაღწიეთ როგორც იქნა:
დებედიდან 3:30 წუთზე წამუსული მე და ილარიონა (ღამე საათი საათ ნახევარი გვეძინა ნუ მე ცოტა მეტი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() თქვენი მონა მორჩილი: generali |
|
|
![]()
პოსტი
#125
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,443 რეგისტრ.: 6-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
[b
საბო ჯიმა შენ როის მოხვედი მე რათ ვერა გნახე რათა ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#126
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
general
მეეერეეე? შენ ხარ ჩემი ბააატონი .......მეეერეეე? კარგია რომ დასწერე მარიაა სურათები მაინც თუ გედეიღეთ? -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
![]()
პოსტი
#127
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,239 რეგისტრ.: 25-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ალთაზარ
ცოტა ხანი მოითმინეთ და დავსდებ რეპორტის სახით ადგილს და რაღაც რაღაცეებს. სახლში 21:30 მოვედი გუშინ და 22:00 ნაბანავებს მეძინა უკვე ![]() თუნდაც 10 კაცს ურეკია ღამე ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#128
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,443 რეგისტრ.: 6-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ალთაზარ
ჩვენ მესურათე არ გვყავდა, ისენი იღებდნენ და იმედია გადმოგვიგზავნიან. |
|
|
![]()
პოსტი
#129
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
general
მდააა. საღოლ კარგი რეპორტია სურათებიც დაემატება ეხლა ამას და კამფეტ ![]() თქვენ მაგაზე გული არ გაიტხოთ.მთავარია იყავით ,ითევზავეთ და იმკურნალეთ ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#130
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,812 რეგისტრ.: 13-July 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი ![]() |
დაჭერილ თევზს რა ბედი ეწია?
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#131
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გაუშვეს
|
|
|
![]()
პოსტი
#132
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,812 რეგისტრ.: 13-July 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#133
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 244 რეგისტრ.: 30-June 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
უფფ რა იყო ეს, ძლივს გავცოცხლდი დღეს ყველაფერი მტკივა... გუშინ ისე შემცივდა ეხლაც მცივა.... რაც შეეხება შედეგებს ერთი საპრიზო ადგილი შეგვხვდა და ყველაზე მეტი სიგელი : )
|
|
|
![]()
პოსტი
#134
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 374 რეგისტრ.: 14-April 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ეგაც კარგია, ჩვენი დროც მოვა გული არ გაიტეხოთ
|
|
|
![]()
პოსტი
#135
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 244 რეგისტრ.: 30-June 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
საქართველოს ჩემპიონატს ვიგებთ. : ) ... კარგად მოვემზადოთ.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 06:09 |