ზაფხულის ტურნირი ფიდერით თევზჭერაში ''წალკა 2013'' |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ზაფხულის ტურნირი ფიდერით თევზჭერაში ''წალკა 2013'' |
![]()
პოსტი
#136
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,239 რეგისტრ.: 25-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
დავიწყოთ აბა.
გიორგამ კი დაწერა, რომ დებედაზე ვიყავით სათევზაოთ და იქედან დავიძარით პირდაპირ შეკრების ადგილისაკენ, გზაში რაღაცეებსაც ვგეგმავდით კიდეც, ძალზედ დიდი ენთუზიაზმით მივუდექით საქმეს. ნუ ერთი სიტყვით ჩავედით ნადარბაზევის ტბაზე, გადავხედეთ საერთო სიტუაციას და მართლაც კარგი სათევზაო ადგილი ჩანდა, როგორც ორგანიზატორებმა აგვიხსნენ სულ იყო სამი ზონა, თითო ზონაში უნდა განაწილებულიყო გუნდიდან ერთი კაცი, ვინაიდან ოჩოპინტრედან ორი გუნდი იყო გამოსული თითო ზონაში ორი კაცი გვყვავდა. მეორე ზონა იყო შეკრების ადგილი, სადაც მშვენიერი ნაპირი იყო, ზოგ ადგილებში მოხრეშულიც კი, გვერძე იყო პირველი ზონა, რომელიც ბალახიანი ნაპირით გამოირჩეოდა და მესამე ზონა კი იყო მეორე ზონის მოპირდაპირე მხარეს, ნაპირი არ ჩანდა, ვინაიდან საკმაოდ შორს იყო. ორგანიზატორებმა თქვეს, რომ მესამე ზონაში უნდა წასულიყვნენ ის ხალხი, ვისაც ორ ხიდიანი მანქანები ჰყავს, ვინაიდან მისასვლელი საკმაოდ ტალახიანი გზა იყო. გადავწყვიტეთ, რომ მე და გენერალი გადავსულიყავით ჩემი ლენდით მეორე მხარეს, ანუ მესამე ზონაში. გუნდი ოჩოპინტრე-1 დან მე და ოჩოპინტრე-2 დან გენერალი. პირველ ზონაში იდგნენ ოჩოპინტრე-1დან ჩუდა და ოჩოპინტრე-2დან თაზო. მეორე ზონაში იდგნენ ოჩოპინტრე-1დან ლავრისხეველი და ოჩოპინტრე-2დან ჩელე. დაიწყო კენჭისყრა, გაირა ყველამ რეგისტრაცია და დაიწყო მესამე ზონის კენჭისყრა, მივედით მე და გენერალი კენჭისყრაზე და ჩვენი ნომრები არ ეყარა პარკში, ჩვენ წინ ჩაყარეს ორი ნომერი და ამოიღეთო ![]() ცოტა გამიკვირდა, რაღა კენჭისყრაა თუ ორ ნომერს ყრიან პარკში და ამოიღეთო გვავალებენ ![]() ![]() ნუ მე შემხვდა 46 და გიოს 50. წავედით, მართლაც პატარა და გემრიელი ოფროუდი მოვაწყვეთ გზაზე და მივედით ადგილამდე. უბედურებია ისაა, რომ გენერლისთვის ქოლგა გვქონდა წამოღებული და ჩემთვლის ფანჩატური გასაშლელი საკაიფო რანცხა, რომელიც ზომაში 3-4.5 მეტრი იყო. ნუ ვიდეო ვინც ნახეთ მიხვდით, რომ მე ჩემს ფანჩატურს ვერ გავშლიდი ვერანაირად ![]() ![]() გავიხედეთ და გენერლის ზონა საერთოდ არ არსებობდა (აქ სმაილიკსაც აღარ დავურთავ). 49-ე ზონა იყო ბოლო. დალშე თავში ქვა გიხლიათ იყო, მაგრამ გენერალი მაინც დაჯდა 50-ე ზონაში, როგორ და რანაირად მან თქვას. რა გაეწყობოდა, აღარ გავშალე არაფერი, ვიფიქრე 8 საათი კაცი კარცერში ძლებს და მეც რამენაირად გავძლებ მეთქი. ავიღე პატარა სკამი, ანკესი, (როდ პოდიც შემეცოდა მანდ გასაშლელად) რაღაც მაიმუნობა ჩასარჭობი და დავიწყე თევზაობა. მინდა აღვნიშნო, რომ ვიდეოში არა სწორად ვთქვი ეს ჩემი ზონაა მეთქი, მაგ ზონაში ორი კაცი ვყოფილვართ, ვიყოფდით ნახევარკუნძულს ![]() იმასაც აღვნიშნავ, რომ ჩემს გვერძე მყოფი გახდა N1 ჩემპიონი, საერთო ჯამში 10კგ გრამებით დაიჭირა, არც მას ჰქონდა ქოლგა, როგოც მე, მაგრამ მას ბათინკები ეცვა ჩემგან განსხვავებით და კეტებით არ იყო წამოსული ![]() თავიდან სიმინდზე ვცადე თევზაობა, მაგრამ არ ეკარებოდა, თან ცოტა დიდი ნემსკავიც მეყენა, ფიდერზე წვეტი კი ჰევი. 70 გრამიან საკვებურზე დამატებული სადღაც 30 გრამი საკვები მქონდა, 100 გრამს მაინც ვისვრიდი, თავიდან რთული იყო სროლა, ვინაიდან სულ სველი ვიყავი, ხელს ვერ ვიმშრალებდი და ძუა ხელიდან მისხლტებოდა, რამოდენიმე სროლა საშინელი მქონდა, 20 მეტრში ვარდებოდა. დავითრიე მანქანიდან ნაჭერი, ჩავიკუჭე ჯიბეში და სროლის წინ ვამშრალებდი ანკესს, ძუასა და მარჯვენა ხელს ![]() შედეგი გამოსწორდა და სროლის მანძილი სადღაც 50 მეტრის ფარგლებში იყო. მაინც რაღაც ნიტო იყო, ჩემს გვერდით ,,მოცურავე'' მეთევზე უკვე მესამე თევზს მოათრევდა ნაპირისკენ, გენერალს ამურჩიკი ყავდა კარგი ზომის დაჭერილი და მე ისევ ისე ვიჯექი. ავდექი და გადავაწყვე ანკესი, დავაყენე 50 გრამიანი საკვებური, მედიუმ ცხვირი და 8 ნომერი ნემსკავი. სატყუარა შევცვალე სიმინდიდან წითელ ნაკელის ჭიაზე. ვტყორცნე წლისკენ და 2 წუთსი პირველი საზანჩიკიც ამოვიყვანე, სადღაც 300 გრამი იქნებოდა, ერთ საათში 3 საზანი, 1 ამური და 2 კარჩხანა მყავდა დაჭერილი (შედეგი სულ ეს იყო) დილის წვიმიდან გამოყოლებული სისველე ნელ-ნელა მტეხავდა ტანში, თან ქარი უბერავდა, ფეხები სულ სველი და ტალახიანი, შარვალი სულ სველი, მაიკა სველი და რაც მთავარია ყველაფერი რაც მეცვა იყო გაზაფხულისთვის მორგებული თბილი ამინდისთვის. დაცხო კიდევ ერთხელ წვიმამ, ნუ იდეაში რაღას დამასველებდა, ისედაც სულ სველი ვიყავი. მაინც ვთევზაობდი, ამ წვიმას მოყვა ძლიაერი ქარი, რომელიც სიცივეს ძვალსა და რბილში ატარებდა, მაგრამ მაინც ვთევზაობდი. 12 საათი იყო წითელი ჭია გამითავდა და წავედი ჩუდას მიმართულებით, რომ გამომერთმია წითელი ჭია, მივედი და თან ბიჭების შედეგი გავიგე, თაზოს 4 კარგი ზომის ამური ყავდა დაჭერილი, ჩუდას ერთი 2-3 კგ ყავდა დაჭერილი, შედეგები იყო, ჭია დავითრიე და ნელ-ნელა გათბა მანქანაში ფეჩისგან ძვლები, მომეწონა ![]() ![]() ![]() მივედი უკან, ჩავუწიე ფანჯარას და სიცივე, რომ შემოვარდა ძალიან არ მომეწონა ![]() ვერაფრით ვერღარ გადმოვდგი ფეხი მანქანიდან. ქარი მატულობდა, ცამ უფრო მოაღო პირი და სულ გადაირია ამინდი. ასე ვიჯექი მანქანაში 4 საათამდე. ხო მართლა, 1 საათზე გენერალმაც ვერ გაუძლო სიცივეს, ვინაიდან არც მას ჰქონდა ვალინკები და ზედა მოსასხამი, მაიკა და ერთი ჟაკეტი ეცვა, როცა ხალხი ფაქტიურად ზამთრის ზედებზე ზევიდან საწვიმურებით იყვნენ ჩამოსულები. ხოდა ასე ვერ გავუძელით მე და გენერლამა გამყინვარებას და ქე წავაგეთ ტურნირი. გენერლას 1 საათამდე 3.4კგ ყავდა დაჭერილი, თაზომ 6 კგ დაიჭირა, ჩუდამ 3.6კგ ლავრისხეველმა 1.8კგ, მე 1.2კგ და ჩელემ 0.560კგ. ჯამში ჩემი მხრიდან ყველაფერს ჩემს ზონას დავაბრალებ მაინც, მე რომ ფანჩატურის გაშლის საშუალება მქონოდა, აშკარად არ დავსველდებოდი და ნორმალურადაც ვითევზავებდი, მაგრამ 8 საათიდან სულ 2 საათიც ვერ ვითევზავე, დანარჩენი გამშრალებასა და ტალახების მოცილებას მოვანდომე. აბა მგონი სრულად მოვყევი ყველაფერი რაც მოხდა და ვინც წაიკითხავთ ამ მოთხრობას კი მიხვდებით რაც მოხდა ![]() პს. პრიზი მაინც გვერგო, რა პრიზი და როგორი, პრიზის მფლობემა მოზღაპროს ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#137
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#138
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 832 რეგისტრ.: 27-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მე ჩემსას დავამატებ: კარგი ტურნირი იყო ახალი ადგილის სანახავად, მუხლის და ანკესების გასაშლელად, მეგობრების სანახავად. თევზაობაც კარგი გამოვიდა, ყველამ დაიჭირა თევზი, სხვადასხვა წონა, მაგრამ დაიჭირა! განსხვავებით კუმისისაგან კარგი სიტუაცია იყო,რადგან თუ მოინდომებდი დაიჭერდი კიდეც! 8 საათიდან დაახლოებით 11 საათამდე რამოდენიმე კარჩხანა და საზანჩიკი მქონდა დაჭერილი! რადგანაც ამურს იჭერდნენ ჩემი მეზობლები პო სექციი, გადავწყვიტე მესინჯა "ა ლია ლოპოტა", ანუ პურის ქერქი, რამაც მაგრად გაამართლა.
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#139
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ilariona
მდაააა... შენ და გენერალი გამძლეობაში... რაც მოყევი ძმაო, ოსკარი გეკუთვნის, პირველი ადგილი კიარა ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#140
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოკლედ მეორედ ვწერ ამას რასაც ვწერ.... ბლიაძ.... ამიტომ არის 9 საქმეს არ უნდა აკეთებდეს კაცი.
გამგზავრება ჩამოსვლაზე უკვე დაწერეს. როგორც იცით ამინდმა არ გაამართლა, მაგრამ მიუხედავად ამისა ვინც იცის ფიდერით თევზაობა იმან დაიჭირა. ვინც არა კი მოიგო საწვიმარი ![]() ![]() ![]() რატომ ვერ დავიჭირე 570 გრამის მეტი. მიზეზები მარტივია. 1. ფიდერით თევზობა ჩემთვის ახალია. არ ვიცი ბევრი არაფერი. 2. მეყენა სქელი ძუა ( მეგონა მქონდა წვრილი ძუა და აღმოჩნდა რომ 0,38 იყო. შაბათს გვიან ვნახე და მაღაზიები დაკეტილი იყო. ავდექი და ჩავახვია ეს ძუა) რომ ავაწყვე ანკესი დავაყენე 50 გრამიანი საკვებური. მესამე სროლისას ამებურდა. გამოვხსენი და ვისროლე თავიდან მაგრამ ამჯერად უკვე ჩამიწყდა. დავაყენე მეორე 50 გრამიანი საკვებური. ისიც ამებურდა და ჩამიწყდა. დავაყენე 60 გრამიანი. ისიც ჩამიწყდა და კინაღამ ანკესიც ვიმსხვერპლე. ავდექი და დავაყენე 30 გრამიანი. ამ საკვებურით დავიჭირე ეგ თევზი ისე რომ არ ამბურდვია და არც ჩამწყვეტია. ამ ყველაფერს ერთვოდა ძლიერი ქარი. ისეთი რომ ვეღარ ვგრძნობდი როდის ურტყამდა თევზი და გამოუცდელისთვის რთულია ორმაგად. ასევე მერე უკვე წვიმა, რომელმაც ყველას დაგვანებებინა თავი თევზაობას. 3. მეასმე მიზეზი კი არის წინა ორი მიზეზი ერთად. სამაგიეროდ დამაჯილდოვეს საწვიმარით ![]() ![]() ![]() რაც შეეხება ტბას: კარგი ტბაა აშკარად. თევზი არის. ახლოა რაც მთავარია და ბოლო-ბოლო რამდენი უნდა წამოიღო ეგ თევზი რომ ძვირი დაგიჯდეს. მთავარი ის არის, რომ ისიამოვნებ დიდად. საერთოდ რომ არ წამოიღო თევზი, მგონი ის სიამოვნება რაც თან ახლავს თევზაობას და თან ისეთ თევზაობას სადაც იჭერ თევზს, ნამდვილად გადაწონის თევზის წამოღების სურვილს. კარგ ამინდში კარგი იქნება. რაც შეეხება თვითონ ტურნირს: პირველ რიგში ვულოცავ ყველა გამარჯვებულს. მეორე რიგში დიდი მადლობა ორგანიზატორებს იმისთვის, რომ მოგვცა საშუალება ეს ტბა გაგვეცნო. მართალია რაღაც ლაფსუსები იყო, მაგრამ შეუმცდარი არავინ არის. ყოველთვის ხდება გაუთვალისწინებელი რაღაც, რაც ვიღაცას არ მოეწონება, მაგრამ იმედი მაქვს შემდეგ ტურნირზე გამოსწორდება ყველაფერი. თუ არ გააკეთე რაღაც, ვერ ისწავლი კარგად როგორ უნდა გააკეთო. თუმცა იყო იმის შანსიც, რომ გამოსწორებულიყო ადგილზე ეგ ამბავი. უბრალოდ ჩვენმა ბიჭებმა აღარ თქვეს, მაგრამ მე რომ ვყოფილიყავი აუცილებლად ვიტყოდი. იქ გადაუჭრელი პრობლემა არაფერი იყო. დანარჩენი ყველაფერი კარგად იყო. ვინც იცის ამ მეთოდით თევზაობა კი დაიჭირა ყველამ. მოკლედ, კიდევ ერთხელ მადლობა ორგანიზატორებს. ყველაფრის მიუხედავად მე კმაყოფილი ვარ. ამ ტურნირმა ბევრის გაგების საშუალება მომცა ამ მეთოდით თევზაობაზე. გამოცდილებაც მივიღე. შემდეგ ჯერზე იმედი მაქვს ამ გამოცდილებით გავაორმაგებ შედეგს და დავიჭრე 1,400 გრამს : ![]() ![]() ![]() ![]() თუ რამე გამახსენდება დავსწერ კიდევ.... ilariona და ჩელემ 0.560კგ. 10 გრამს რა პონტში მაკლებ ბრატ?.... თაზო ჩელიოს, ჩემი სერთიფიკატი და სათვალე დამიბრუნე რააა... არა და გკითხე: ხომ არაფერი გრჩება- მეთქი ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#141
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 832 რეგისტრ.: 27-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
საერთოდ რომ მივაგენი რამეს არ გიკვირს?
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#142
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 244 რეგისტრ.: 30-June 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბევრი სესხები მაქვს და სამსახურის დაკარგვა არ მინდოდა თორე ისეთი დაღლილი ვიყავი დღეს დილით ლოგინიდან ძლივს ავდექი : )
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 12:17 |