IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური სეტერი - ლავერაკი
ბესო
პოსტი May 16 2009, 07:34
პოსტი #1301


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სეტერისტებს ბატონი შადიმანისგან



ინგლისური სეტერი


სეტერს, ჩვეულებრივ, გრძელბეწვიან მეძებარ ძაღლს უწოდებენ. ეს ტერმინი დიდ ბრიტანეთში უკვე XIV საუკუნიდანაა ცნობილი. კინოლოგები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ამ პერიოდში და ალბათ უფრო ადრეც, ესპანური წარმოშობის მომცრო სპანიელებისა და სხვა რამოდენიმე ჯიშის, მაგალითად, ფრანგული შავფოთლიანი მეძებრის შეჯვარებით მიღებულ იქნა ფრინველზე მონადირე გრძელბეწვიანი ძაღლი, რომელიც ზომით სპანიელს აღემატებოდა და ჰქონდა განსაკუთრებული თვისება _ განაბულიყო ნაპოვნი ფრინველის წინ. ანუ ძაღლი ნაბულზე დგებოდა, ხანდახან წვებოდა კიდეც. "ტო სეტ" _ აქედან წარმოიშვა ჯიშის სახელწოდება. ეს სიტყვა ხომ ძირს დაშვებას, დაჯდომას, დაწოლას ნიშნავს. სეტერების მომრავლება-მოშენება ბრიტანეთის სხვადასხვა მხარეებში ურთიერთიზოლირებულად ხდებოდა. ინგლისელი მონადირეები შავ-თეთრ შეფერილობას ანიჭებდნენ უპირატესობას, უელსელები _ თეთრს, ირლანდიელები _ წითელს, ჟღალს, შოტლანდიელები _ შავ ფერს, ოღონდ დრუნჩზე, მკერდზე და ფეხებზე რუჯით. რა თქმა უნდა, შეფერილობასთან ერთად სხვადასხვა კუთხის სეტერები თანდათან ერთმანეთისაგან გამორჩეულ სხვა თვისებებსაც იძენდნენ. ამიტომ იყო, რომ მე-19 საუკუნის მიწურულს ისინი ოფიციალურად დაყვეს სამ დამოუკიდებელ ჯიშად: ინგლისურ, ირლანდიურ და შოტლანდიურ სეტერებად.
საკუთრივ ინგლისური სეტერის ისტორია განუყოფლად არის დაკავშირებული ედუარდ ლავერაკის (1798-1877) სახელთან, რომელმაც ამ ჯიშის მოშენება 1825 წლიდან დაიწყო. ინგლისურ სეტერს ბევრი ხომ დღემდე "ლავერაკს" ეძახის. ლავერაკისეული ძაღლები ჯმუხები, მუხლმოკლეები და გაწელილი ფორმატისანი იყვნენ. ახასიათებდათ მიწას გაკრული ქროლვა, მწოლიარე ნაბული, ძლიერი ყნოსვა, ნადირობის დაუოკებელი ჟინი და მოუღლელობა. თანამედროვე ინგლისური სეტერის ჩამოყალიბებაში უდავოა XIX საუკუნეში მოღვაწე მეორე ინგლისელი მომშენებლის _ პიურსელ ლუელინის წვლილიც. მის მიერ გამოყვანილი ინგლისური სეტერის ტიპი უფრო მსუბუქი, თხელი და მაღალფეხება ჩანდა, ამასთან განსაკუთრებული ყნოსვით და სისწრაფით გამოირჩეოდა.
ინგლისურ სეტერს ზემოთჩამოთვლილი ღირსებები დღემდე სრულად აქვს შენარჩუნებული. ამ ჯიშის საყოველთაო პოპულარობის მიზეზად მაინც საოცარი გონიერება, მოსიყვარულე ბუნება, დამყოლი ხასიათი და, უპირველეს ყოვლისა, მუშაობის გამორჩეულად ლამაზი სტილი _ განუმეორებელი პლასტიკა მიიჩნევა.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი

ინგლისური სეტერი _ შედარებით მუხლმოკლე, "ჩამჯდარი" აღნაგობის, მაგრამ ამასთან, საკმაოდ წინამაღალა ძაღლია. წინა და უკანა კიდურების სამოძრაო ბერკეტები მკვეთრად მახვილკუთხოვანი აქვს. კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და მკვრივ-ხმელია. ლაღი, შეუბოჭავი და ენერგიული მოძრაობებით გამოირჩევა. ნადირობისას ინგლისური სეტერის ქროლვაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, ერთის მხრივ, ელეგანტურობა და სილამაზე, მეორეს მხრივ _ ძალ-ღონე და ამტანობა.


სქესის გამოხატულება

სხვაობა თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო ტანადები და ძვალსრულები არიან, ძუები _ შედარებით მომცროები და მსუბუქი აღნაგობისანი.
ნაკლი: ძუ _ ხვადის ტიპისა.
ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა.


ქცევა და ხასიათი

ინგლისური სეტერი ადამიანის მიმართ განსაკუთრებით ალერსიანი და მიმნდობია. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება.


ტანადობა

საშუალო სიმაღლისაა. მინდაომდე (ქედისძირამდე) ხვადების სიმაღლეა _ 56-64 სმ, ხოლო ძუების _ 53-62 სმ. გაწელილობის ინდექსია 107-108 (ხვადები) და დაახლოებით 110 (ძუები). მითითებულზე ნაკლები და 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია.


შეფერილობა

ორფერები: თეთრ ფონზე გაბნეული შავი ან მოყვითალო ან მოწითალო-ნარინჯისფერი ან ყავისფერი წინწკლები, ხალები ან ლაქები.
სამფერები: თეთრ ფონზე შავი წინწკლები, ხალები ან ლაქები; ამასთან წარბზედა რკალები, ყურების შიდა ნაწილი და კიდურები შავთან ერთად შეფერილია აგრეთვე მოწითალო-ნარინჯისფერი წინწკლებითაც (ფორეჯებითაც). დაწინწკლულ, დაფორეჯებულ შეფერილობას, ტანზე დიდი ლაქებისა და ფართო ფოთლების გარეშე, ლაქებიანთან და ფოთლებიანთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. იშვიათად გვხვდება, მაგრამ დასაშვებია, სულ ერთიანად თეთრი ან ფოლადისფერი შეფერილობები. (ეს უკანასკნელი თეთრი და შავი ბეწვის თანაბარი მონაცვლეობითაა გაპირობებული) ამასთან, ძაღლის კიდურები ამ შემთხვევაშიც დაწინწკლული უნდა იყოს.
ხინჯი: ერთფერიანობა _ მთლიანად ყავისფერი ან მთლიანად შავი ან მთლიანად წითური ყველანაირი ელფერებით.


ბანალი

ინგლისური სეტერი მდიდრულად ჩაცმული ძაღლია. შემოსილია ხშირი, მბზინავი, ფაფუკი ბანლით. მეტწილად სწორი, აბრეშუმისებრი ბეწვი დასაშვებია თეძოებზე ოდნავ ტალღოვანიც რომ იყოს. თავზე და კიდურების წინა მხარეს მოკლეა, ტანზე კი გრძელი, წმინდა და ხასხასაა. ყურებზე, მკერდზე (ქვედა ნაწილი), წინა ფეხების უკანა მხარეს _ იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს _ კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, ასევე კუდის მუცელზე ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე ტანზე და ნაძეძებადაა ჩამოვარცხნილი; კუდზე კი მარაოსავით ჩამოშლილია.
ნაკლი: მწირი, სუსტად განვითარებული ბანალი; ზედმეტად ტალღოვანი ან დახუჭუჭებული ბეწვი; გახუნებული, ჩამქრალი ბეწვი.
ხინჯი: ხეშეში ბეწვი; ფეხებზე ნაძეძისა და კუდზე მარაოს არარსებობა.


ტყავი და ძვალ-კუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, მკვრივი, მომდგარი და ელასტიური. ჩონჩხი და კუნთები _ კარგად განვითარებული.
ნაკლი: არასაკმარისად განვითარებული ჩონჩხი და მუსკულატურა.
ხინჯი: ძვალმწირობა; სქელი, უხეში, დანაკეცებული ტყავი.


თავი

მსუბუქია, ხმელი, წაგრძელებული, აშკარად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). ზევიდან თუ დავხედავთ _ დრუნჩი თავის ქალის კოთხოზე ოდნავ ვიწ.როა; გვერდხედში დრუნჩისა და კოთხოს ზედა კონტურები სწორია და პარალელური. წარბზედა რკალები რელიეფურადაა გამოხატული. ტიხარი (შუბლის კუთხე) მკაფიოდ იკვეთება. თავის ქალის კოთხოს სიგრძე, დაახლოებით მისსავე სიგანეს (ყურებს შორის) უტოლდება. დრუნჩის სიგრძე კი კოთხოს სიგრძეს უნდა უთანაბრდებოდეს. ტუჩები თხელია; ზედა ტუჩი ქვედაზე მცირედით გადმოშვებული და ჩამოცილებულია. ზედა ტუჩის კონტური პროფილში სწორკუთხედს ქმნის, მომრგვალებული ძირა კუთხით. ძუებთან ეს მომრგვალება უფრო შესხეპილია. განიერი, ფართონესტოებიანი, ნოტიო ცხვირი ფერით სხეულის საერთო შეფერილობას ეხამება - ან შავია, ან ყავისფერი.
ნაკლი: მოკლე, წამახვილებული, ჩამოფლაშული დრუნჩი. შესამჩნევად აპრეხილი ცხვირი; თვალშისაცემი ცხვირკეხიანობა; გაბრტყელებული კოთხო; ზედმეტად გამობურცული შუბლი; ყურებს შორის გუმბათივით ამომრგვალებული თავის ქალა.
ხინჯი: ტიხრის არქონა; სოლისებური თავი; მკვეთრად გამოყრილი ყვრიმალები.


ყური

ზომიერად გრძელია, დაკიდული, თხელი და სალუქი, არაგანიერი, მომრგვალებული ბოლოებით, შემკულია წმინდა, კაზმული ბეწვით.
ინგლისურ სეტერს ყური საკმაოდ დაბლა უზის _ თვალის ხაზის გასწვრივ _ ლამაზად დანაკეცებული ეშვება და წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ღაწვებს.
ნაკლი: მაღალზე დასმული ყური; მძიმე, დონდლო ყური;შეუფერებლად მოკლე ან გრძელი (როცა შეტოლებისას ცხვირის წვერს წვდება); ზედმეტად გრძელი ბეწვით შემოსილი ყური (8 სმ-ზე მეტით).
ხინჯი: ხრტილზე გადმოკიდული ყური; ხრტილზე გადმოკიდული და უკან გაცქვეტილი ყური.


თვალი

ზომიერად დიდია, მრგვალია, არაღრმად ჩამჯდარია მჭიდროდ მომდგარი უპეების სწორ ჭრილში. ფერად _ მუქი ყავისფერი ან კაკლისმურაბისფერია, რაც მეტად მუქია, მით უკეთესი. მბრწყინავია, ნაპერწკლიანია, აზრიანია _ მშვიდი, კეთილმოსურნე გამომეტყველებით.
ნაკლი: შორი-შორ განლაგებული თვალები ცერად გაჭრილი უპეებით. გადმოკარკლული ან ჩაცვენილი; მცირე ზომის თვალი; ღია ფერის თვალი; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპე.
ხინჯი: მოყვითალო თვალი ძაღლის ნებისმიერი შეფერილობისას.


კბილები

თეთრი, მაგარი საღი, კარგად განვითარებული; ერტმანეთთან მჭიდროდ მიჯრილ-ჩაწიკწიკებული.
კბილთაყრა მაკრატელისებურია.


კისერი

გრძელია, ხმელია და კუნთოვანი, კვეთში ოვალურია; ზედხედში ოდნავ გამობურცული; ქედი ეტყობა; კისერი მინდაოსკენ თანდათან ფართოვდება.
ნაკლი: მოკლე; მძიმე და გადატვირთული კისერი. ღაბაბიანი ყელ-კისერი.
ხინჯი: მომრგვალებული; ძალზე მსხვილი ან ძალზე მოკლე კისერი.


მკერდი

გრძელია; საკმაოდ ღრმაა და საკმაოდ ფართო; ჩამოშვებულია იდაყვებამდე ან უფრო დაბლა. ყაფაზი, გრძელი და რამდენადმე გამობურცული ნეკნებით, კარგად განვითარებულია. მკერდის შუაძვალი
მცირედ იკვეთება.
ნაკლი: ზედმეტად გაშლილი; ვიწრო; კასრისებურად მომრგვალებული მკერდი.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

კარგადაა ამოზიდული, მკვეთრად გამოეყოფა ზურგის ხაზს, რელიეფურად დაკუნთულია. ბეჭი გრძელია, ბრტყელია და ცერად დახრილი, კორპუსს მიკრული. ბეჭისთავები მომრგვალებულია.
ნაკლი: ვიწრო; ძალიან გრძელი; დამძიმებული მინდაო. მოშვებული ბეჭები; წაწვეტებული ბეჭისთავები.


მუცელი

ზომიერადაა აკვალთული.
ნაკლი: ჩამოშვებული ან ძალზე ატაცული მუცელი.


ზურგი

მოკლეა, სწორია, ზომიერად ფართო და კუნთოვანი.
ნაკლი: ვიწრო; გადრეკილი (რბილი), ან მცირედ ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი.


წელი

ოდნავაა ამოდრეკილი, ფართოა და კუნთოვანი.
ნაკლი: გრძელი წელი; გასწორებული (თარაზული) წელი; თვალშისაცემად ამოდრეკილი წელი.
ხინჯი: იგივე _ მკვეთრად გამოხატული.


გავა

გრძელია, ფართოა და ოდნავ დაქანებული.
ნაკლი: ვიწრო; განუვითარებელი; თარაზული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.


წინა კიდურები

წინხედში ფეხები სწორია და ძაღლს ურთიერთპარალელურად უდგას. მხრები ღონივრად დაკუნთული აქვს; მხრის ბერკეტი თვალშისაცემად მახვილკუთხოვანია _ მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 90 გრადუსია. წინამხარი განივჭრილში ოვალურია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან მიმართულია, კორპუსზე მიმჯდარია და ზუსტად მინდაოს ქვეშაა განლაგებული. ტერფი ღონიერია, მყარად და ოდნავ დახრილად დგას.
ნაკლი: შედარებით გაშლილი მხარ-ბეჭის კუთხე; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; ცოტათი შიგნით შებრუნებული (დამალული) ან განზე გამოყრილი იდაყვები; სუსტი ან შვეულად მდგარი, ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი (შიგნით შეტრიალებული), ან ბატატურა (გან-გან გადგმული) თათები.
ხინჯი: იგივე გადახრები _ მკვეთრად გამოხატული.


უკანა კიდურები

თეძოს და წვივის ძვალი გრძელია; მათი შესახსრების კუთხეები (მუხლისთავები) კარგად გამოხატულია; უკანა ტერფი მოკლეა და მშვიდად მყოფ ძაღლს თითქმის შვეულად უდგას; სანავარდოები (კოჭ-წვივის სახსრები) აუცილებლად უკან მიმართულია.
ნაკლი: ზედმეტად გამართული უკანა კიდურები; ერთმანეთთან ზედმეტად დაახლოებული ან მეტისმეტად დაშორებული სანავარდოები. "მორცხვი" დგომი _ შეტყუპული, ზედმეტად ახლომდგომი უკანა ფეხები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი ბრჭყალითურთ).


თათი

ცოტათი ოვალური ფორმისაა; მიკუმულია _ ერთმანეთთან მჭიდროდ მიკრული თითებით. თითებშუა სწორი ბანალია ამობუჩქული. ბალიშები სქელი და უხეში აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.

კუდი

სწორია ან ხმლისებური, ნარნარად აგრძელებს ზურგის ხაზს; სიგრძეს რაც შეეხება, კუდის ბოლო მალა სანავარდო სახსარს ოდნავ უნდა ჩაცდეს. ძაღლს კუდი ზურგის ხაზის სიმაღლეზე ან ცოტა დაშვებული უჭირავს. კუდი შემოსილია სწორი ან ოდნავ შეტალღული (არავითარ შემთხვევაში _ ხუჭუჭა) ბანალით, რომელიც მარაოსებრ ჩამოშლილია _ ბეწვი, დაწყებული კუდის რიკიდან, თანდათანობით გრძელდება შუა ნაწილამდე, ბოლოსკენ კი ისევ მოკლდება.
ნაკლი: ზედმეტად გრძელი ან მოკლე; გვერდზე გადავარდნილი; აპრეხილი; ნამგლისებური კუდი.
ხინჯი: მოკაუჭებული კუდი.
:moderirebulia:
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Beso   ინგლისური სეტერი - ლავერაკი   May 16 2009, 07:34
- - Fishman   ზახარა სეტერ ფართ...   Jun 22 2013, 21:33
- - hunter88   free pic რიჩი ფირმა ვარ...   Jun 25 2013, 22:28
- - hunter88   კი ეგა. საქმე არ მქო...   Jun 25 2013, 22:39
- - ზახარა   hunter88   Jun 25 2013, 22:34
- - Fishman   hunter88 ხო საბუთიანია?   Jun 25 2013, 22:52
|- - hunter88   ციტატა(Fishman @ Jun 25 2013, 23...   Jun 25 2013, 23:27
- - Fishman   hunter88 მაინც რიჩი ჯობ...   Jun 25 2013, 23:31
|- - hunter88   ციტატა(Fishman @ Jun 26 2013, 00...   Jun 25 2013, 23:38
- - Maverick   ციტატაუსაბუთო ძაღ...   Jun 26 2013, 08:06
|- - hunter88   ციტატა(Maverick @ Jun 26 2013, 09...   Jun 26 2013, 09:19
|- - ჭალიმგელა   ციტატა(hunter88 @ Jun 26 2013, 10...   Jun 26 2013, 09:28
|- - hunter88   ციტატა(ჭალიმგელა ...   Jun 26 2013, 10:01
- - კუთხა   hunter88 კარგი ცუგრიები...   Jun 26 2013, 11:40
- - მარდი   ციტატა(კუთხა @ Jun 26 2...   Jun 26 2013, 11:52
- - hunter88   მადლობა!   Jun 26 2013, 12:32
- - megreli   Fishman აჰა Setter Party хостинг ...   Jun 26 2013, 13:19
- - მარდი   მართლა რა მაგარი გ...   Jun 26 2013, 13:21
- - megreli   ციტატა(sergo tabagari @ 26th June...   Jun 26 2013, 13:30
- - მარდი   ციტატა(megreli @ Jun 26 2013, 14...   Jun 26 2013, 14:34
- - Fishman   ციტატა(Maverick @ Jun 26 2013, 09...   Jun 26 2013, 15:08
- - megreli   загрузить картинку на сайт ...   Jun 26 2013, 15:28
- - ზაზა   აი სეტერი   Jun 26 2013, 16:41
- - ზახარა   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Jul 1 2013, 22:33
- - Fishman   ზახარა ფინალში ფრ...   Jul 2 2013, 11:51
|- - ჭალიმგელა   ციტატა(Fishman @ Jul 2 2013, 12...   Jul 9 2013, 12:04
- - megreli   хостинг картинок для форум...   Jul 8 2013, 18:55
- - ზახარა   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Jul 8 2013, 20:32
- - achiko-l   ზახარა ბოლო სურათ...   Jul 9 2013, 12:32
- - ზახარა   achiko-l აქ ესეთებს რა უ...   Jul 9 2013, 12:34
|- - Fishman   ციტატა(ზახარა @ Jul 9...   Jul 9 2013, 12:58
|- - achiko-l   ციტატა(ზახარა @ Jul 9...   Jul 9 2013, 15:10
- - gagrinski   მაგ სეტერზე მე ჩემ...   Jul 9 2013, 13:00
- - megreli   ჭალიმგელა ციტატა(Ch...   Jul 9 2013, 13:00
- - gagrinski   ვინაიდან ხშირად ვკ...   Jul 9 2013, 13:02
- - megreli   gagrinski ციტატა(dato gagrinski ...   Jul 9 2013, 13:03
- - gagrinski   ვიცი რომ გორდონი ა...   Jul 9 2013, 13:04
- - megreli   ციტატა(dato gagrinski @ 9th July ...   Jul 9 2013, 13:08
- - megreli   фотохостинг залить картин...   Jul 9 2013, 13:21
- - მარდი   ციტატა(achiko-l @ Jul 9 2013...   Jul 9 2013, 19:18
- - gagrinski   საქართველოს გარემ...   Jul 9 2013, 19:24
|- - achiko-l   ციტატა(gagrinski @ Jul 9 2013, 20...   Jul 9 2013, 22:10
- - მარდი   ციტატა(ზახარა @ Jul 8...   Jul 9 2013, 19:28
- - megreli   ციტატა(dato gagrinski @ 9th July ...   Jul 9 2013, 19:29
- - megreli   ციტატა(archilich @ 9th July 2013 ...   Jul 9 2013, 23:40
- - achiko-l   ხო,დგას   Jul 10 2013, 08:18
- - kupra   რა ლამაზი ძაღლებია...   Jul 10 2013, 08:55
- - ზაზა   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Jul 10 2013, 13:58
- - kupra   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Jul 10 2013, 17:40
- - ზახარა   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Jul 11 2013, 22:12
- - კალვერა   კაია არა ოცნება?!:D   Jul 12 2013, 04:28
- - Fishman   კალვერა რეალობას ...   Jul 12 2013, 09:50
- - megreli   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Jul 14 2013, 15:01
- - kupra   სილამაზეა მაგარია   Jul 14 2013, 20:14
- - megreli   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Jul 16 2013, 16:45
- - gagrinski   სეტერის თვალები უკ...   Jul 16 2013, 17:04
- - megreli   ციტატა(dato gagrinski @ 16th July...   Jul 16 2013, 17:12
- - megreli   შედეგი хостинг картин...   Jul 17 2013, 14:30
- - kupra   მაგრა მომწონს სეტე...   Jul 17 2013, 16:10
- - megreli   ჩემი რო მეყოლება ა...   Jul 18 2013, 02:18
- - gagrinski   ძაგლასის მასტერკლ...   Jul 18 2013, 19:01
- - hunter88   free image hosting არ არიან ჩა...   Jul 21 2013, 00:16
- - gonchatniki   აუფ ასეთის აყვანა ...   Jul 21 2013, 07:07
- - grigola   აუფ, ტანში ჟრუანტე...   Jul 21 2013, 09:24
- - gagrinski   ციტატა(nukraa @ 21st July 2013 ...   Jul 21 2013, 09:59
- - gagrinski   აკოფ ასატრიანის რუ...   Jul 21 2013, 10:43
- - hunter88   მშვენიერი ძაღლია ყ...   Jul 21 2013, 11:13
- - Fishman   gagrinski აუ რა მაგარი ხ...   Jul 21 2013, 12:23
- - megreli   ამის ასახსნელად... ...   Jul 21 2013, 18:05
- - megreli   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Jul 23 2013, 07:13
- - megreli   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Jul 23 2013, 07:19
- - სკვითია   ძალიან მაგრებია!   Jul 23 2013, 08:33
- - gagrinski   http://huntdogs.ru/dog_details.php?bc_tovar_id=168...   Jul 24 2013, 10:00
- - megreli   იაქტიურეთ ხალხნო ...   Jul 25 2013, 20:28
- - kupra   მომწონს ეს დალოცვი...   Jul 25 2013, 21:25
- - megreli   kupra ციტატა(lashak @ 25th July ...   Jul 25 2013, 22:49
- - ზახარა   megreli დასაწუნი რა აქვ...   Jul 25 2013, 22:53
- - megreli   ზახარა   Jul 25 2013, 22:59
- - Maverick   ციტატაყველაზე ცოტ...   Jul 26 2013, 08:38
- - Bone   ვინ გეწინააღმდეგე...   Jul 26 2013, 09:14
- - megreli   ციტატა(Nikolo @ 26th July 2013 ...   Jul 26 2013, 18:39
- - megreli   залить картинку   Jul 26 2013, 19:04
- - Giorgi_M   სულ უცხოური ძაღლებ...   Jul 30 2013, 08:24
- - gagrinski   ვაა, უძალიანმაგრეს...   Jul 30 2013, 10:45
- - megreli   Giorgi_M ციტატა(Giorgi_M @ 30th ...   Jul 30 2013, 11:50
- - კალვერა   ციტატა(dato gagrinski @ 30th July...   Jul 30 2013, 21:33
- - megreli   ქალბატონები და ბატ...   Aug 1 2013, 19:36
- - longi   ციტატა(Giorgi_M @ 30th July 2013 ...   Aug 1 2013, 19:49
- - Bat   მაისურზე დასაბეჭდ...   Aug 2 2013, 13:39
- - gagrinski   გარედან ჩუქურთმებ...   Aug 2 2013, 14:16
- - Bat   gagrinski ესე?   Aug 2 2013, 15:12
- - megreli   Bat ჩემი აზრით ამდენ...   Aug 2 2013, 20:38
- - ზახარა   ნახეტებს ლაივში იყ...   Aug 2 2013, 22:21
|- - achiko-l   ციტატა(ზახარა @ Aug 2...   Aug 2 2013, 23:04
- - megreli   ციტატა(zaxara @ 2nd August 2013 ...   Aug 2 2013, 23:18
- - hunter88   image shack არ არის დახატ...   Aug 3 2013, 00:07
- - megreli   ესეც ახალი ფოტოები...   Aug 3 2013, 19:11
- - gagrinski   შოუ ინგლისურებს რო...   Aug 4 2013, 17:03
- - megreli   მუშებად გაიზრდები...   Aug 4 2013, 17:27
- - veshaguri   მაგარი ლეკვებია ზა...   Aug 4 2013, 20:11
19 გვერდი V  « < 12 13 14 15 16 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th June 2025 - 19:36