თეთრი არაგვი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

თეთრი არაგვი, თევზაობა ფასანაურში
(dila)adriano
პოსტი Aug 24 2010, 22:43
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბედის ირონიით
გრიგოლეთში მიმავალი კაცი ფასანაურში აღმოვჩნდი
თან ისეთ სასტავთან ერთად
რომ
10 დღის განმავლობაში ფასანაურის მაღაზიებში არაყი გამოცალეს
(ამ საქმეს ძირითადად გოგოები ჩადიოდნენ)
ერთი შეხედვით თევზაობისთვის დრო არ უნდა დამრჩენოდა
თუმცა ყოველ დილით ჯიუტად ვდგებოდი დილის 7 საათზე
და თეთრი და შავი (გუდამაყრის) არაგვის შესართავთან გავდიოდისათევზაოდ
"ჯიუტადო" იმიტომ ვამბობ რომ
პირველი 3 დღე ვერაფერს ვიჭერდი
გამოვცადე ყველანაირი სატყუარა
თეთრი ჭია
წითელი
კალია
"სმესი"
მაგრამ სახლში უთევზოდ ვბრუნდებოდი

სიტუაცია შეიცვალა მასშემდეგ რაც ერთი ძალიან მაგარი მეთევზე გავიცანი
იქნებ თქვენც იცნობთ
ფორუმებზე მას "რომანოზა' ქვია
გამოგიტყდებით პირველად გადავეყარე ნამდვილ "მეთევზე სპორტსმენს"
ეს სამტრედიელი კაცი დილიდან საღამომდე
ყოველ დღეს არაგისპირას ატარებდა
შესაშური რაოდენობით იჭერდა მურწებს და კალმახებს
(ახლა არავინ თქვას კალმახის ჭერა კანონითააო აკრძალული
ეგეთ მეთევზეს ყველანაირი მორალური უფლება აქვს მისი დაჭერის)

რომანოზამ არაგვზე თევზაობის სადუმლოებებს მაზიარა:
მსუბუქი დონკა
გრძელი ჯოხი (ჯოხები იცოცხლე მრავლად მქონდა)
და რაც მთავარია
სატყუარა
არაგვზე (ზემო დინებაში) თევზი მხოლოდ სამსალაზე და ყურყუმალაზე მოდის
სამსალა ისევე როგორც ყურყუმალა
თხელ წყლებში ქვების ქვეშ ბინადრობს
სამასალები ძირითადად ერთი ზომის არიან
მათ დასჭერად რომანოზამ ფასანაურიდან 3 კილომეტრი მატარა
მდინარე ხანდოსწყლამდე
ამ მდინარის ჩქერებში დიდი ქვების ქვეშ
ეს მწერი იმდენია რომ
შეიძელბა არც დამიჯეროთ
ქვის ერთი გადატრიალება და 30-40 სამსალა უკვე შენს წინდაშია
სხვათა შორის
თუ სამსალას ცოცხლად შენახვა გსურთ (რაც აუცილებელია)
სველ ნაჭერში უნდა შეინახოთ
უმჯობესია წინდაში

რაც შეეხება ყურყუმალას
მისი დაჭერა გაცილებით რთულია
ისინი ზომით სამსალაზე ბევრად დიდები იზრდებიან (4 სმ-მდე)
(ჩემი დაკვირვებით ყურყუმალაზე თევზაობა გაცილებით ეფექტურია)
და არაგვის თავთხელში ბინადრობენ ქვების ქვეშ

სატყუარებს შორის ასევე აღსანიშნავია
ქვების ქვეშ მობინადრე უცნაური მატლები
ზომით 5 სანტიმეტრამდე
სამწუხაროდ მათი სახელი არავინ მითხრა
(თუმცა ჩემი პირველი ფასანაურელი კალმახი სწორედ მასზე მოკალათდა
დიდი ზარ-ზეიმით წამოვაბრძანე სახლში
ორი დღე ეზოს უკან დაგუბებულ პატარა წყაროში ვაჭყუმპალავე
რითაც დიდად გაიხარეს ბავშვებმა
ორი დღის შემდეგ კი
ბავშებისავე თხოვნით კალმახი სამშვიდობოზე გავუშვით)

მოკლედ იმის თქმა მინდოდა რომ
რომანოზამ არაგვზე თევზაობის ანბანი შემასწავლა
მთავარი წესია:
გყავდეს ცოცხალი სამსალა (ან ყურყუმალა) წინდაში
გებას newsmile090.gif გრძელი და მსუბუქი ჯოხი
და მუდმივად იმოძრაო
ერთი მორევიდან მეორისაკენ

რომანოზა თითო გასვლაზე 2 კილოზე ნაკლებს არასოდეს იჭერდა
ჩემი თვალით ნანახი მისი სარეკორდო თევზებია:
ხრამული (იგივე ფიჩხული) 750 გრამი
კალმახი 500 გრამი
და მურწა 250 გრამი

რაც შეეხება ჩემს მონაგარს
როგორც მოგახსენეთ ჩვენს ეზოში არაყმა ამოხეთქა
ასე რომ სათევზაოდ დიდი დრო არ მრჩებოდა
ერთი ორჯერ კი დავიკარგე რომანოზასთან ერთად
თუმცა არც მაშინ მისახელებია თავი
10 დღის განმავლობაში ჩემი მონაგარია:
40-მდე მურწა (ყველაზე დიდი 100 გრამი)
ერთი კალმახი (გათავისუფლებული)
ერთი 300 გარმიანი ხრამული (დავიჭირე ნაპირში, თითქმის მოზაგრავე ქალების ფეხებთან newsmile090.gif

ფასანაურში თევზაობა ზედმეტად აზარტულია
პრინციპი ერთია:
"შენ სამსალა მომეცი და მურწას მე გაჭმევო"
ხრამულს კი არა
ისეთი მოზაგრავე ნაშობა ეძრობა
პატიოსანმა კაცმა სამსალამობმული ანკესი გვერდზე უნდა გადადო
და ჭეშმარიტი ანკესი მოიმარჯვო newsmile090.gif

მე რა უნდა მექნა
ცოლიანი კაცი ვარ
და შამფურზე შემწვარ მურწას ვჯერდები newsmile041.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
5 გვერდი V  « < 3 4 5  
Start new topic
გამოხმაურებები (60 - 68)
Saba.S
პოსტი Sep 30 2012, 19:11
პოსტი #61


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



არა ხავსით კი არა ვერანაირი მეთოდით ვერ ითევზავებდი იმდენად პატარა წყალია, ვერ გაატარებდი ვერანაირად... სასროლი ბადისთვის და ჩანგლით თევზაობისთვის კარგი იყო მაგრამ ანკესით აზრი არ ქონდა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
LeoTaso
პოსტი Sep 30 2012, 19:13
პოსტი #62


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 754
რეგისტრ.: 7-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



არაგვი ისვენებს ზნაჩიტ newsmile05.gif
წარმატებები...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Saba.S
პოსტი Sep 30 2012, 19:24
პოსტი #63


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



LeoTaso

მადლობა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Saba.S
პოსტი Mar 4 2013, 14:40
პოსტი #64


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გუშინ მე და აქაური ახალი ფორუმელი (Sopromadze) ვიყავით არაგვზე დასატესტად, დილით 10 საათზე ჯერ კიდევ -1 გრადუსი იყო, ვითევზავეთ წითელ და თეთრ ჭიაზე, ჯერჯერობით ვერაფერი დავიჭირეთ მარა კარგი ადგილები დავიმახსოვრე სატივტივე, რამოდენიმე ფუჭი ჩარტყმა იყო წითელ ჭიაზე მაგრამ ალბათ პატარები აწვალებდნენ... 2 კაცი თევზაობდა იმათ 6-7 პატარა თევზი ყავდათ დაჭერილი, ამბობდნენ არაგვისთვის ჯერ ადრეა 2 კვირაში კარგად წამოვა თევზიო newsmile05.gif ეს 2 კვირა მომიწევს გლდანის ტბაზე გავატარო და მერე ისევ არაგვს გადავხედავ D.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Saba.S
პოსტი Mar 4 2013, 14:48
პოსტი #65


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi









ეს 3 ფოტო მაქვს დანარჩენები სუ ბუნდოვნებია, ციოდა აღარ მქონდა ფოტოაპარატის თავი D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Saba.S
პოსტი Mar 4 2013, 18:20
პოსტი #66


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



და კიდევ ანანურის ფოტო მაქვს სულ დამშრალია

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Saba.S
პოსტი Jun 10 2013, 20:02
პოსტი #67


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



8-9 ივნისს ვიყავი ბულაჩაურში და ორჯერ არაგვზეც ჩავიარე, 9 ში Sopromadze ც ჩამოვიდა ცოტახნით, სულ 2 დღის განმავლობაში 4 საათი გამომივიდა თევზაობა, 2 ამბავია ერთი კარგი და ერთიც ცუდი, კარგი ისაა რომ დენით აღარავინ აღარ დადის, თევზი ძალიან ბევრია და კარგადაც მოდის, ცუდი ისაა რომ ყოველ 2 ნაბიჯში ეკრანშიკები არიან, თევზის ზომა არაა ისეთი დიდი როგორიც შარშან ან იმის წინ. ვთევზაობდი მსუბუქი ფსკერულით წყლის ჭიით ( ქვების ქვეშ რაც არის, იქ სანსალებს ეძახიან )

არ ვიცი რატომ მაგრამ ესეც ეყარა ნაპირებზე





ძირითადად მოდიოდა ესეთი ზომის თევზი







Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მონადირე
პოსტი Jun 14 2013, 13:17
პოსტი #68


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 691
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Saba.S
ყოჩაღ, მაინც კარგია! რომელ მხარეს ითევზავე? ბულაჩაურის წყალსაცავის ზემოთ თუ ქვემოთ?

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Saba.S
პოსტი Aug 5 2013, 20:16
პოსტი #69


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მონადირე

წყალსაცავთან სადაც ჩანჩქერია...



ესეც მანდ დაჭერილი ხრამულია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

5 გვერდი V  « < 3 4 5
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd June 2025 - 09:32