ინგლისური სეტერი - ლავერაკი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ინგლისური სეტერი - ლავერაკი |
May 16 2009, 07:34
პოსტი
#1401
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
სეტერისტებს ბატონი შადიმანისგან
![]() ინგლისური სეტერი სეტერს, ჩვეულებრივ, გრძელბეწვიან მეძებარ ძაღლს უწოდებენ. ეს ტერმინი დიდ ბრიტანეთში უკვე XIV საუკუნიდანაა ცნობილი. კინოლოგები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ამ პერიოდში და ალბათ უფრო ადრეც, ესპანური წარმოშობის მომცრო სპანიელებისა და სხვა რამოდენიმე ჯიშის, მაგალითად, ფრანგული შავფოთლიანი მეძებრის შეჯვარებით მიღებულ იქნა ფრინველზე მონადირე გრძელბეწვიანი ძაღლი, რომელიც ზომით სპანიელს აღემატებოდა და ჰქონდა განსაკუთრებული თვისება _ განაბულიყო ნაპოვნი ფრინველის წინ. ანუ ძაღლი ნაბულზე დგებოდა, ხანდახან წვებოდა კიდეც. "ტო სეტ" _ აქედან წარმოიშვა ჯიშის სახელწოდება. ეს სიტყვა ხომ ძირს დაშვებას, დაჯდომას, დაწოლას ნიშნავს. სეტერების მომრავლება-მოშენება ბრიტანეთის სხვადასხვა მხარეებში ურთიერთიზოლირებულად ხდებოდა. ინგლისელი მონადირეები შავ-თეთრ შეფერილობას ანიჭებდნენ უპირატესობას, უელსელები _ თეთრს, ირლანდიელები _ წითელს, ჟღალს, შოტლანდიელები _ შავ ფერს, ოღონდ დრუნჩზე, მკერდზე და ფეხებზე რუჯით. რა თქმა უნდა, შეფერილობასთან ერთად სხვადასხვა კუთხის სეტერები თანდათან ერთმანეთისაგან გამორჩეულ სხვა თვისებებსაც იძენდნენ. ამიტომ იყო, რომ მე-19 საუკუნის მიწურულს ისინი ოფიციალურად დაყვეს სამ დამოუკიდებელ ჯიშად: ინგლისურ, ირლანდიურ და შოტლანდიურ სეტერებად. საკუთრივ ინგლისური სეტერის ისტორია განუყოფლად არის დაკავშირებული ედუარდ ლავერაკის (1798-1877) სახელთან, რომელმაც ამ ჯიშის მოშენება 1825 წლიდან დაიწყო. ინგლისურ სეტერს ბევრი ხომ დღემდე "ლავერაკს" ეძახის. ლავერაკისეული ძაღლები ჯმუხები, მუხლმოკლეები და გაწელილი ფორმატისანი იყვნენ. ახასიათებდათ მიწას გაკრული ქროლვა, მწოლიარე ნაბული, ძლიერი ყნოსვა, ნადირობის დაუოკებელი ჟინი და მოუღლელობა. თანამედროვე ინგლისური სეტერის ჩამოყალიბებაში უდავოა XIX საუკუნეში მოღვაწე მეორე ინგლისელი მომშენებლის _ პიურსელ ლუელინის წვლილიც. მის მიერ გამოყვანილი ინგლისური სეტერის ტიპი უფრო მსუბუქი, თხელი და მაღალფეხება ჩანდა, ამასთან განსაკუთრებული ყნოსვით და სისწრაფით გამოირჩეოდა. ინგლისურ სეტერს ზემოთჩამოთვლილი ღირსებები დღემდე სრულად აქვს შენარჩუნებული. ამ ჯიშის საყოველთაო პოპულარობის მიზეზად მაინც საოცარი გონიერება, მოსიყვარულე ბუნება, დამყოლი ხასიათი და, უპირველეს ყოვლისა, მუშაობის გამორჩეულად ლამაზი სტილი _ განუმეორებელი პლასტიკა მიიჩნევა. საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი ინგლისური სეტერი _ შედარებით მუხლმოკლე, "ჩამჯდარი" აღნაგობის, მაგრამ ამასთან, საკმაოდ წინამაღალა ძაღლია. წინა და უკანა კიდურების სამოძრაო ბერკეტები მკვეთრად მახვილკუთხოვანი აქვს. კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და მკვრივ-ხმელია. ლაღი, შეუბოჭავი და ენერგიული მოძრაობებით გამოირჩევა. ნადირობისას ინგლისური სეტერის ქროლვაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, ერთის მხრივ, ელეგანტურობა და სილამაზე, მეორეს მხრივ _ ძალ-ღონე და ამტანობა. სქესის გამოხატულება სხვაობა თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო ტანადები და ძვალსრულები არიან, ძუები _ შედარებით მომცროები და მსუბუქი აღნაგობისანი. ნაკლი: ძუ _ ხვადის ტიპისა. ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა. ქცევა და ხასიათი ინგლისური სეტერი ადამიანის მიმართ განსაკუთრებით ალერსიანი და მიმნდობია. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება. ტანადობა საშუალო სიმაღლისაა. მინდაომდე (ქედისძირამდე) ხვადების სიმაღლეა _ 56-64 სმ, ხოლო ძუების _ 53-62 სმ. გაწელილობის ინდექსია 107-108 (ხვადები) და დაახლოებით 110 (ძუები). მითითებულზე ნაკლები და 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. შეფერილობა ორფერები: თეთრ ფონზე გაბნეული შავი ან მოყვითალო ან მოწითალო-ნარინჯისფერი ან ყავისფერი წინწკლები, ხალები ან ლაქები. სამფერები: თეთრ ფონზე შავი წინწკლები, ხალები ან ლაქები; ამასთან წარბზედა რკალები, ყურების შიდა ნაწილი და კიდურები შავთან ერთად შეფერილია აგრეთვე მოწითალო-ნარინჯისფერი წინწკლებითაც (ფორეჯებითაც). დაწინწკლულ, დაფორეჯებულ შეფერილობას, ტანზე დიდი ლაქებისა და ფართო ფოთლების გარეშე, ლაქებიანთან და ფოთლებიანთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. იშვიათად გვხვდება, მაგრამ დასაშვებია, სულ ერთიანად თეთრი ან ფოლადისფერი შეფერილობები. (ეს უკანასკნელი თეთრი და შავი ბეწვის თანაბარი მონაცვლეობითაა გაპირობებული) ამასთან, ძაღლის კიდურები ამ შემთხვევაშიც დაწინწკლული უნდა იყოს. ხინჯი: ერთფერიანობა _ მთლიანად ყავისფერი ან მთლიანად შავი ან მთლიანად წითური ყველანაირი ელფერებით. ბანალი ინგლისური სეტერი მდიდრულად ჩაცმული ძაღლია. შემოსილია ხშირი, მბზინავი, ფაფუკი ბანლით. მეტწილად სწორი, აბრეშუმისებრი ბეწვი დასაშვებია თეძოებზე ოდნავ ტალღოვანიც რომ იყოს. თავზე და კიდურების წინა მხარეს მოკლეა, ტანზე კი გრძელი, წმინდა და ხასხასაა. ყურებზე, მკერდზე (ქვედა ნაწილი), წინა ფეხების უკანა მხარეს _ იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს _ კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, ასევე კუდის მუცელზე ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე ტანზე და ნაძეძებადაა ჩამოვარცხნილი; კუდზე კი მარაოსავით ჩამოშლილია. ნაკლი: მწირი, სუსტად განვითარებული ბანალი; ზედმეტად ტალღოვანი ან დახუჭუჭებული ბეწვი; გახუნებული, ჩამქრალი ბეწვი. ხინჯი: ხეშეში ბეწვი; ფეხებზე ნაძეძისა და კუდზე მარაოს არარსებობა. ტყავი და ძვალ-კუნთოვანი სისტემა ტყავი თხელია, მკვრივი, მომდგარი და ელასტიური. ჩონჩხი და კუნთები _ კარგად განვითარებული. ნაკლი: არასაკმარისად განვითარებული ჩონჩხი და მუსკულატურა. ხინჯი: ძვალმწირობა; სქელი, უხეში, დანაკეცებული ტყავი. თავი მსუბუქია, ხმელი, წაგრძელებული, აშკარად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). ზევიდან თუ დავხედავთ _ დრუნჩი თავის ქალის კოთხოზე ოდნავ ვიწ.როა; გვერდხედში დრუნჩისა და კოთხოს ზედა კონტურები სწორია და პარალელური. წარბზედა რკალები რელიეფურადაა გამოხატული. ტიხარი (შუბლის კუთხე) მკაფიოდ იკვეთება. თავის ქალის კოთხოს სიგრძე, დაახლოებით მისსავე სიგანეს (ყურებს შორის) უტოლდება. დრუნჩის სიგრძე კი კოთხოს სიგრძეს უნდა უთანაბრდებოდეს. ტუჩები თხელია; ზედა ტუჩი ქვედაზე მცირედით გადმოშვებული და ჩამოცილებულია. ზედა ტუჩის კონტური პროფილში სწორკუთხედს ქმნის, მომრგვალებული ძირა კუთხით. ძუებთან ეს მომრგვალება უფრო შესხეპილია. განიერი, ფართონესტოებიანი, ნოტიო ცხვირი ფერით სხეულის საერთო შეფერილობას ეხამება - ან შავია, ან ყავისფერი. ნაკლი: მოკლე, წამახვილებული, ჩამოფლაშული დრუნჩი. შესამჩნევად აპრეხილი ცხვირი; თვალშისაცემი ცხვირკეხიანობა; გაბრტყელებული კოთხო; ზედმეტად გამობურცული შუბლი; ყურებს შორის გუმბათივით ამომრგვალებული თავის ქალა. ხინჯი: ტიხრის არქონა; სოლისებური თავი; მკვეთრად გამოყრილი ყვრიმალები. ყური ზომიერად გრძელია, დაკიდული, თხელი და სალუქი, არაგანიერი, მომრგვალებული ბოლოებით, შემკულია წმინდა, კაზმული ბეწვით. ინგლისურ სეტერს ყური საკმაოდ დაბლა უზის _ თვალის ხაზის გასწვრივ _ ლამაზად დანაკეცებული ეშვება და წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ღაწვებს. ნაკლი: მაღალზე დასმული ყური; მძიმე, დონდლო ყური;შეუფერებლად მოკლე ან გრძელი (როცა შეტოლებისას ცხვირის წვერს წვდება); ზედმეტად გრძელი ბეწვით შემოსილი ყური (8 სმ-ზე მეტით). ხინჯი: ხრტილზე გადმოკიდული ყური; ხრტილზე გადმოკიდული და უკან გაცქვეტილი ყური. თვალი ზომიერად დიდია, მრგვალია, არაღრმად ჩამჯდარია მჭიდროდ მომდგარი უპეების სწორ ჭრილში. ფერად _ მუქი ყავისფერი ან კაკლისმურაბისფერია, რაც მეტად მუქია, მით უკეთესი. მბრწყინავია, ნაპერწკლიანია, აზრიანია _ მშვიდი, კეთილმოსურნე გამომეტყველებით. ნაკლი: შორი-შორ განლაგებული თვალები ცერად გაჭრილი უპეებით. გადმოკარკლული ან ჩაცვენილი; მცირე ზომის თვალი; ღია ფერის თვალი; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპე. ხინჯი: მოყვითალო თვალი ძაღლის ნებისმიერი შეფერილობისას. კბილები თეთრი, მაგარი საღი, კარგად განვითარებული; ერტმანეთთან მჭიდროდ მიჯრილ-ჩაწიკწიკებული. კბილთაყრა მაკრატელისებურია. კისერი გრძელია, ხმელია და კუნთოვანი, კვეთში ოვალურია; ზედხედში ოდნავ გამობურცული; ქედი ეტყობა; კისერი მინდაოსკენ თანდათან ფართოვდება. ნაკლი: მოკლე; მძიმე და გადატვირთული კისერი. ღაბაბიანი ყელ-კისერი. ხინჯი: მომრგვალებული; ძალზე მსხვილი ან ძალზე მოკლე კისერი. მკერდი გრძელია; საკმაოდ ღრმაა და საკმაოდ ფართო; ჩამოშვებულია იდაყვებამდე ან უფრო დაბლა. ყაფაზი, გრძელი და რამდენადმე გამობურცული ნეკნებით, კარგად განვითარებულია. მკერდის შუაძვალი მცირედ იკვეთება. ნაკლი: ზედმეტად გაშლილი; ვიწრო; კასრისებურად მომრგვალებული მკერდი. ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. მინდაო კარგადაა ამოზიდული, მკვეთრად გამოეყოფა ზურგის ხაზს, რელიეფურად დაკუნთულია. ბეჭი გრძელია, ბრტყელია და ცერად დახრილი, კორპუსს მიკრული. ბეჭისთავები მომრგვალებულია. ნაკლი: ვიწრო; ძალიან გრძელი; დამძიმებული მინდაო. მოშვებული ბეჭები; წაწვეტებული ბეჭისთავები. მუცელი ზომიერადაა აკვალთული. ნაკლი: ჩამოშვებული ან ძალზე ატაცული მუცელი. ზურგი მოკლეა, სწორია, ზომიერად ფართო და კუნთოვანი. ნაკლი: ვიწრო; გადრეკილი (რბილი), ან მცირედ ამოკუზული ზურგი. ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი. წელი ოდნავაა ამოდრეკილი, ფართოა და კუნთოვანი. ნაკლი: გრძელი წელი; გასწორებული (თარაზული) წელი; თვალშისაცემად ამოდრეკილი წელი. ხინჯი: იგივე _ მკვეთრად გამოხატული. გავა გრძელია, ფართოა და ოდნავ დაქანებული. ნაკლი: ვიწრო; განუვითარებელი; თარაზული ან ჩათლილი გავა. ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. წინა კიდურები წინხედში ფეხები სწორია და ძაღლს ურთიერთპარალელურად უდგას. მხრები ღონივრად დაკუნთული აქვს; მხრის ბერკეტი თვალშისაცემად მახვილკუთხოვანია _ მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 90 გრადუსია. წინამხარი განივჭრილში ოვალურია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან მიმართულია, კორპუსზე მიმჯდარია და ზუსტად მინდაოს ქვეშაა განლაგებული. ტერფი ღონიერია, მყარად და ოდნავ დახრილად დგას. ნაკლი: შედარებით გაშლილი მხარ-ბეჭის კუთხე; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; ცოტათი შიგნით შებრუნებული (დამალული) ან განზე გამოყრილი იდაყვები; სუსტი ან შვეულად მდგარი, ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი (შიგნით შეტრიალებული), ან ბატატურა (გან-გან გადგმული) თათები. ხინჯი: იგივე გადახრები _ მკვეთრად გამოხატული. უკანა კიდურები თეძოს და წვივის ძვალი გრძელია; მათი შესახსრების კუთხეები (მუხლისთავები) კარგად გამოხატულია; უკანა ტერფი მოკლეა და მშვიდად მყოფ ძაღლს თითქმის შვეულად უდგას; სანავარდოები (კოჭ-წვივის სახსრები) აუცილებლად უკან მიმართულია. ნაკლი: ზედმეტად გამართული უკანა კიდურები; ერთმანეთთან ზედმეტად დაახლოებული ან მეტისმეტად დაშორებული სანავარდოები. "მორცხვი" დგომი _ შეტყუპული, ზედმეტად ახლომდგომი უკანა ფეხები. ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი ბრჭყალითურთ). თათი ცოტათი ოვალური ფორმისაა; მიკუმულია _ ერთმანეთთან მჭიდროდ მიკრული თითებით. თითებშუა სწორი ბანალია ამობუჩქული. ბალიშები სქელი და უხეში აქვს. ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები. კუდი სწორია ან ხმლისებური, ნარნარად აგრძელებს ზურგის ხაზს; სიგრძეს რაც შეეხება, კუდის ბოლო მალა სანავარდო სახსარს ოდნავ უნდა ჩაცდეს. ძაღლს კუდი ზურგის ხაზის სიმაღლეზე ან ცოტა დაშვებული უჭირავს. კუდი შემოსილია სწორი ან ოდნავ შეტალღული (არავითარ შემთხვევაში _ ხუჭუჭა) ბანალით, რომელიც მარაოსებრ ჩამოშლილია _ ბეწვი, დაწყებული კუდის რიკიდან, თანდათანობით გრძელდება შუა ნაწილამდე, ბოლოსკენ კი ისევ მოკლდება. ნაკლი: ზედმეტად გრძელი ან მოკლე; გვერდზე გადავარდნილი; აპრეხილი; ნამგლისებური კუდი. ხინჯი: მოკაუჭებული კუდი. :moderirebulia: |
|
|
|
Beso ინგლისური სეტერი - ლავერაკი May 16 2009, 07:34
megreli gagrinski
აი დავით ეს მგ... Aug 6 2013, 02:04
ზაზა ეს როგორი სეტერია, ... Aug 9 2013, 10:00
ზახარა ზაზა
ძველი სეტერი... Aug 9 2013, 12:35
dato6 სეტერის მეტი ყველა... Aug 10 2013, 13:02
კუთხა RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Aug 10 2013, 14:11
Fishman dato6
რახან დომინანტ... Aug 10 2013, 18:13
aragveli ყურებზე გაპარსული... Aug 10 2013, 19:13
ზახარა ვანო დონჯაშვილის ჯ... Aug 10 2013, 19:25
megreli RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Aug 10 2013, 20:02
dato6 Fishman კორპუსი არ მიხს... Aug 11 2013, 18:58
samo პერო სად დაინახე კ... Aug 11 2013, 19:59
Don. vano ზაზა მე დიდი სიამო... Aug 11 2013, 22:44
ზაზა იმ შავ სეტერზე რამ... Aug 12 2013, 12:19
gagrinski ციტატა(zaza @ 12th August 2013 ... Aug 12 2013, 13:24
Fishman dato6
ციტატაკორპუსი ... Aug 12 2013, 13:47
megreli Fishman
ციტატა(khmaltevza @ 12th... Aug 12 2013, 14:19
megreli კლასიკა Aug 12 2013, 18:26
Don. vano ბოდიშით მაგრამ მაი... Aug 12 2013, 21:40
შადი შამოდი ციტატა(Don. vano @ Aug 12 2013, 2... Aug 13 2013, 19:46
samo პიგმენტაცია ჩემთვ... Aug 12 2013, 22:54
nik@a ე ბიჭო ექსტერიერი ... Aug 12 2013, 23:19
ზახარა მომწონს რომელია მ... Aug 12 2013, 23:24
ალთაზარ ზახარა
ნუ იქნები რ... Aug 12 2013, 23:35
megreli ზახარა
ციტატა(zaxara ... Aug 13 2013, 00:58
კუთხა ყვავი რომ ვარ, შავი ... Aug 13 2013, 08:24
megreli სპეციალისტი Aug 13 2013, 14:16
megreli RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Aug 13 2013, 19:10
Sergi88 Don. vano
იმ სრტერის ლეკ... Aug 13 2013, 19:32
კალვერა მაგარია რა ეს დალო... Aug 14 2013, 04:01
Don. vano შადიმან აქ საუბარი... Aug 14 2013, 22:50
megreli RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Aug 15 2013, 05:59
megreli სტეფანო ჯირანდოლა,... Aug 15 2013, 18:03
merabi01 tqventan erti shekitxva maqvs am gverdze rac surat... Aug 18 2013, 18:35
gagrinski იმიტომ რომ ევროპაშ... Aug 18 2013, 18:51
merabi01 gagrinski
ლეკვებს რამდე... Aug 18 2013, 19:16
gagrinski ვერაფერი გავიგე შე... Aug 18 2013, 19:25
merabi01 ციტატა(gagrinski @ Aug 18 2013, 2... Aug 18 2013, 19:31
megreli merabi01
ყოველ 6 თვეში ერ... Aug 18 2013, 19:49
merabi01 ეხლა ამძუნდა ჩემი ... Aug 18 2013, 21:06
ზახარა merabi01
ციკლის დაწყები... Aug 18 2013, 21:16
megreli ეცი !!! Aug 19 2013, 16:43
hunter88 free upload
რიჩი
host image online
რ... Sep 7 2013, 20:57
Assasin ციტატა(hunter88 @ Sep 7 2013, 21... Sep 7 2013, 21:22
ზახარა hunter88
ლავერაკი !! Sep 7 2013, 21:40
ალთაზარ ზახარა
hunter88
ძალია... Sep 7 2013, 22:27
longi ორივე მაგარია მაგრ... Sep 7 2013, 22:34
nik@a ციტატაორივე მაგარ... Sep 7 2013, 23:20
longi რაიყო ნიკა? Sep 7 2013, 23:24
hunter88 მადლობა გაიხარეთ ჯ... Sep 8 2013, 00:17
ზახარა ალთაზარ
nik@a
მე ნაბუ... Sep 8 2013, 08:07
დ-NT megreli
+10000000000 Sep 8 2013, 09:07
merabi01 თუ შეგიძლიათ შემიფ... Sep 10 2013, 08:17
სკვითია ჯვარისწერია, კარგ ... Sep 10 2013, 08:19
merabi01 სკვითია
გაიხარე Sep 10 2013, 08:20
სკვითია merabi01
რა ხნის არის? Sep 10 2013, 08:28
merabi01 ციტატა(სკვითია @ Se... Sep 10 2013, 08:29
megreli ინგლისური სეტერებ... Sep 10 2013, 09:26
baxi ვინმეს ხო არ შეგიძ... Sep 14 2013, 22:27
gagrinski ამ განყოფილებაში ე... Sep 15 2013, 09:38
ჭალიმგელა ციტატა(gagrinski @ Sep 15 2013, 1... Sep 16 2013, 01:02
marco-polo ციტატა(ჭალიმგელა ... Sep 21 2013, 19:19
baxi გასაგებია გაგრინს... Sep 15 2013, 09:57
კუთხა ციტატა(Chalimgela @ 16th Septembe... Sep 16 2013, 08:08
megreli RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Sep 17 2013, 13:02
jaba_gugesha გამარჯობათ,
აქ ერთ... Sep 23 2013, 11:40
ლეკი jaba_gugesha
ეგ ბრჭყალების... Sep 23 2013, 12:02
jaba_gugesha ჯერ სახლშია. რომელ... Sep 23 2013, 12:04
ლეკი jaba_gugesha
"D" ვიტამინ... Sep 23 2013, 12:37
Fishman jaba_gugesha
ვეტერინარი უ... Sep 23 2013, 12:56
ჭალიმგელა marco-polo
გიორგი ვარდოს... Sep 23 2013, 14:42
marco-polo ციტატა(ჭალიმგელა ... Sep 23 2013, 14:49
გიზოვიჩი jaba_gugesha
მეც მყავს მაგ ... Sep 23 2013, 14:50
jaba_gugesha ციტატა(გიზოვიჩი ... Sep 23 2013, 15:21
gagrinski რათ უნდა დაჭრა ბრჭ... Sep 23 2013, 16:46
ლეკი ციტატა(gagrinski @ Sep 23 2013, 1... Sep 23 2013, 16:49
jaba_gugesha გაიხარეთ ბიჭებო, დ... Sep 23 2013, 17:00
დ-NT ჭალიმგელა
ციტატაგ... Sep 23 2013, 17:04
hunter88 uploading images
რიჩი .. Sep 26 2013, 20:23
gonchatniki RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Sep 30 2013, 12:14
Jei RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Oct 1 2013, 14:05
ზახარა RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Oct 3 2013, 10:40
marco-polo ინგლისური სეტერი ნ... Oct 3 2013, 11:02
ზახარა RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Oct 3 2013, 11:06
ზახარა განწყობისთვის Oct 3 2013, 11:10
ზახარა RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Oct 3 2013, 11:15
ბაბუ jaba_gugesha
ციტატა(jaba_gugesha ... Oct 3 2013, 11:40
ზახარა RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Oct 3 2013, 11:45
ზახარა მხედრიონელები Oct 3 2013, 11:58
megreli ესეც ინგლისური სეტ... Oct 4 2013, 18:29
ძამა მოკლედ სეტერისტებ... Oct 7 2013, 21:00
ძამა screenshot pc Oct 8 2013, 12:58
ძამა ეს არის ერთი თვის წ... Oct 8 2013, 13:10
gonchatniki აუ როგორ მიყვარს ე... Oct 8 2013, 15:29
ძამა კი მეც მაგრად მომწ... Oct 8 2013, 19:14
Sergi88 საინტერესო ლეკვებ... Oct 8 2013, 19:41
longi კარგი ლეკვები ჩანა... Oct 8 2013, 20:13
Sergi88 ძამა ეს ლეკვები ერ... Oct 8 2013, 20:42
ჭალიმგელა თავები არ მომწონს. ... Oct 8 2013, 22:05
შადი შამოდი ჩემთვის "რუსეთის ... Oct 8 2013, 23:11
ჭალიმგელა შადი შამოდი
ესე იგ... Oct 8 2013, 23:40![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th November 2025 - 02:43 |