ნემსკავზე წამოსაცმელი სატყუარები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ნემსკავზე წამოსაცმელი სატყუარები, თუ გინდათ, რომ ბევრი თევზი დაიჭიროთ....
ლეკი
პოსტი Jun 14 2010, 22:33
პოსტი #1


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




სალაფავი-ყველაზე იოლად დასამზადებელი
და უნივერსალური სატყუარაა. ერთი ულუფა
სალაფავის მოსამზადებლად საჭიროა ერთი
სუფრის კოვზი მანანის ბურღული, რომელსაც
უნდა დაასხათ ასევე ერთი სუფრის კოვზი წყალი
. მასას ხუფი დაახურეთ და 1 საათი გააჩერეთ.
მანანის ბურღულმა მთლიანად უნდა შეიწოვოს
წყალი. 1 საათის შემდეგ მოურიეთ წებოვანი
მასის მიღებამდე. თუ სალაფავი 5-7 სანტიმეტრზე
გაწელვისას წყდება ე.ი მზადაა. ეს სატყუარა
ადვილად ინახება. მას ასხამენ ერთჯერად
შპრიცებში და იანახავენ საყინულეში (1 თვემდე).
შპრიციდან გამოსულ სალაფავის წვრილ ნაკადს
ახვევენ ნემსკავზე ისე, რომ წვერი არც კი
დაიფაროს, რადგან გადაგდებისას ჩამოცურდება
და თვითონ დაფარავს. მანანის სალაფავი ყოველგვარი
დანამატების გარეშეც საუკეთესო სატყუარაა.

ბარდა-მანანის ბურღული- 2 ჩაის კოვზ ბარდის
ფქვილს ასხამენ ცოტა წყალს, ადუღებენ და ურევენ
კისელის სისქემდე, შემდეგ ამატებენ მანანის ბურღულის
ფქვილს, გადმოდგამენ და სწრაფად ურევენ, სანამ არ
გასქელდება. შემდეგ კრავენ გუნდას და დებენ
სითბოში ქვაბით 1 საათის განმავლობაში. გამზადებული
მასა პლასტელინივით უნდა იყოს.

შვრია-მანანის ბურღული- 1 სუფრის კოვზ შვრიას
ვყრით ნახევარ ჭიქა მდუღარე წყალში. ვამატებთ 2-3
ჩაის კოვზ შაქარს და ვდგამთ ცეცხლზე. ქაფის გამოჩენისას
გადმოვიღებთ და მორევით ვამატებთ ნახევარ ჭიქა მანანის ბურღულს.

ქერის სატყუარა- 1 სუფრის კოვზი ქერის ბურღული
ჩავყაროთ თერმოსში და დავასხათ მდუღარე წყალი.
45 წუთის მერე გადმოვასხათ საწურზე, გავაციოთ,
გადავიტანოთ ჭურჭელში (არა პლასტმასის) და სატყუარა
მზადაა. ქერის სატყუარას შეიძლება დაემატოს 1 სუფრის
კოვზი თაფლი ან დაჭრილი ვაშლი. ყველა წყალსაცავის
თევზი არ არის ქერის სატყუარას მიჩვეული, ამიტომ
შეიძლება მოგეჩვენოთ რომ ეს სატყუარა არაეფექქტურია.
ამას გამოვასწორებთ, თუ მოსაჩვევ სატყუარაში რამდენიმე
მარცვალ ქერს დაუმატებთ. თევზი მას გასინჯავს და ინტენსიურად
წამოვა ანკესზე.

ხორბალი- ეს იქნება ყველაზე კარგი სატყუარა,
თუ გადაწყვეტთ მსხვილ კაპარჭინასა და კობრზე
თევზაობას. მისი მომზადება უადვილესია. თერმოსის
1/5-ზე ვყრით ხორბალს, ვავსებთ მდუღარე წყლით და
ვტოვებთ მთელი ღამით, დილით სატყუარა მზადაა,
მაგრამ ყველა სახის ხორბალი არ გამოდგება დასალბობად.
საჭიროა მაგარი მარცვალი, რომლისგანაც უმაღლესი
ხარისხის ფქვილს ამზადებენ. რბილი ხორბლის დალბობა
4 საათის შემდეგ უნდა აკონტროლოთ, რომ არ გადაიხარშოს.
რბილი ხარისხის ხორბალი ცუდად ჩერდება ანკესზე,
ამიტომ 2-3 მარცვლის წამოცმა უხდებათ ხოლმე. ხორბალს
არ სჭირდება არომატიზატორი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
4 გვერდი V  « < 2 3 4  
Start new topic
გამოხმაურებები (45 - 51)
---გიორგი---
პოსტი Aug 13 2013, 23:36
პოსტი #46


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 55
რეგისტრ.: 14-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ბოლო რამოდენიმე წასვლაზე ჩავატარე ერთი ანკესით ექსპერიმენტები ხელოვნურ (3-4-ნაირ) ჭიაზე. შედეგებზე კარგს ვერაფერს გეტყვით newsmile042.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ახალციხელი
პოსტი Sep 16 2013, 09:08
პოსტი #47


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 885
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ახალციხელი @ Aug 7 2013, 09:35) *
ჭიები სპეციალურ სითხეშია და თავისებური სუნიც ააქვს. წითელი არ ვიცი და მასეთ ხელოვნურ თეთრ ჭიაზე პატარა კარასი დაჯდა ნადარბაზევში.


ზემოთ ნახსენები gulp ფირმის თეთრი ჭიები, ბიძინასთან შეძენილი, მუშაობს თანაც ძაან კარგად. არაერთხელ დავიჭირე კარასები მაგით, გუშინ კი ქაშაპმაც გაიგიჟა თავი ისე მოეწონა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
choportaa
პოსტი Jun 30 2014, 20:03
პოსტი #48


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 35
რეგისტრ.: 14-June 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ჭოპორტი



ჭიაყელა მშვენიერი სატყუარაა ქაშაპზე! კლოვის გარეშე არ დაუტოვებივარ, უბრალოდ ხშირი ცვლა უნდა ნაკელის ჭიას თორე დანარჩენი არანაირი პრობლემა არააქვს.. მშვენიერ ეგზემპარებს ვიჭერ ქაშაპის და ერთადერთი რაც ჯობნის კალიაა.. newsmile05.gif ხელოვნურ სატყუარებს რაც შეეხება ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ ყოველთვის ცოცხალი სატყუარა აჯობებს.. newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
LeoTaso
პოსტი Jun 30 2014, 21:56
პოსტი #49


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 754
რეგისტრ.: 7-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



choportaa


ციტატა(choportaaa @ 30th June 2014 - 21:03) *
ხელოვნურ სატყუარებს რაც შეეხება ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ ყოველთვის ცოცხალი სატყუარა აჯობებს..



მოდი შენ კალიით დაჯექი და მე სპინინგით, ვნახოთ ვინ აჯობებს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ახალციხელი
პოსტი Jul 1 2014, 09:05
პოსტი #50


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 885
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ახალციხელი @ Sep 16 2013, 10:08) *
ზემოთ ნახსენები gulp ფირმის თეთრი ჭიები, ბიძინასთან შეძენილი, მუშაობს თანაც ძაან კარგად. არაერთხელ დავიჭირე კარასები მაგით, გუშინ კი ქაშაპმაც გაიგიჟა თავი ისე მოეწონა.


წინა კვირას ამ თეთრ ჭიაზე მტკაველიანი წვერა დამიჯდა ფსკერულზე. ახალციხეში ვითევზავე მდინარე ფოცხოვზე. ცოცხალ სატყუარას აჯობებსო ვერ ვიტყვი, მაგრამ იღებს ამასაც თევზი.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ახალციხელი: Jul 1 2014, 09:06
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ახალციხელი
პოსტი Jul 1 2014, 09:15
პოსტი #51


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 885
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



აქვე დავწერ რომ ამაზონიდან იგივე gulp ფირმის ორნაირი ხელოვნური წითელი ჭია გამოვიწერე რამდენჯერმე ვცადე და ვერაფერი ვერ დავიჭირე. კიდევ ტივტივა ხელოვნური სიმინდი გამოვიწერე, მაგაზე ერთხელ ვითევზავე ლისის ტბაზე და თმიან მონტაჟზე მოზრდილი 400-500 გრამი კარასი დაჯდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
BIGმიშა
პოსტი Jul 1 2014, 12:08
პოსტი #52


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 374
რეგისტრ.: 15-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჩემ რეცეპტებსაც დავწერ.

ქაშაპზე მხოლოდ ქათმის წელით ვთევზაობ. იდეალურია და შეუცვლელი სატყუარაა ქაშაპისთვის.

კობრისებთა ოჯახისთვის. სიმინდი ეს ხო ყველამ ვიცით და ჭადი. (გამომცხვარი ხალვასთან ერთად. სმესი კეთდება 1/1ზე ჭადისფ-პურისფქვილი და მოვზილავთ ცხელ წყალში გაცსნილ ხალვიან წყალში. და ბოლომდე არ გამოაცხობ. პლასტენილის პონტსჰი უნდა იყოს, კანიც არუნდა იყს დამწვარი ძაან. ძალიან კარგი არომატი აქ. კობრის-საზანს ძალიან ევასება.

კორმს რაც შეეხება. ყვითელი სინიდი + თეტრი სინიმდი, მოვხარშავ ოოგონდ ბოლლომდე არა, ოდნავ უნდა შერბილდეს. + პურის კაკალი კარგად მოხარშული და ბოლოდ ჭადიფქვილს აურევ და ღომივით სქელი უნდა გამოვიდეს. არ უნდა ჩაიხრაკოს. ეს ბოლომდე მოუხარშავი სიმინდი რო მოხვდება ფსკერზე მიდის და არ ჭამს, დანარჩენ სმესს მირთმევს და ეძებს იმ მოხარშულ და კარგ ტუშონკის სიმინდს ან რბილ ჭადს newsmile05.gif ასერომ ესეც ძალიან კარგად დატესტილიმაქ და მუშაობს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V  « < 2 3 4
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th September 2025 - 15:57