ანგლორუსული მდევრები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

127 გვერდი V  « < 81 82 83 84 85 > »   
Reply to this topicStart new topic
ანგლორუსული მდევრები, ვისაუბროთ ამ ძაღლებზეც
aragveli
პოსტი Aug 10 2013, 10:08
პოსტი #1231


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ჩვენთან გაზაფხული კიდევ დიდხანს დაიგვიანებს, თუ ცოტა კანონმდებლობასაც არ ეშველა. ყველა გონჩატნიკი ავტომატურად ბრაკონიერებში გავდივართ, ამ სამარცხვინო სიტყვის თქმაც კი მზარავს. იმაში აბსოლიტურად გეთანხმები რომ თუ ექსპერტს თავად არ აქვს გამოცდილება და კუჭი არ აქვს მდევრების გეშვაში მოჭრილი, წესები რაც არ უნდა ზედ მიწევნით იცოდეს, ძაღლის შეფასებაში მაინც დიდ შეცდომას დაუშვებს. ყველა ნიუანსს სწორად უნდა აღითქვამდეს და აფასებდეს, მითუმეტეს რომ მდევრებით ნადირობისას ვიღაცისთვის უმნიშვნელო ნიუანსი, საბოლოოდ გადამწყვეტი ფაქტორია ხოლმე. 2 დღიან მუშაობას რაც შეეხება, აბსოლიტურად სწორი მიდგომაა მაგრამ ძალიან რთული შესასრულებელი, თუ ექსპერტი ჩათვლიდა საჭიროთ პირველი წარუმატებელი ცდის შემდეგ, ძაღლს მეორეთ მუშაობის საშუალება მაინც ეძლეოდა ძველი წესებით. ახლა ერთი ფაქტორი მაინტერესებს, ვთქვათ 2 დღიან მუშაობაში ძაღლმა პირველ დღეს იმუშავა კურდღელზე დიპლომზე, მეორე დღეს კი ბეწვეულზე ასევე დიპლომზე, 2 დიპლომი გაიცემა? თუ ორივე დღეს მუშაობა ერთ სანადირო ობიექტზე მოხდა , ჩემი ვარაუდით შეფასება კომპლექსურათ მოხდება და გაიცემა 1 დიპლომი, ასეა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
btg
პოსტი Aug 10 2013, 14:32
პოსტი #1232


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 16
რეგისტრ.: 6-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



<ნიუანსს სწორად უნდა აღითქვამდეს და აფასებდეს, მითუმეტეს რომ მდევრებით ნადირობისას ვიღაცისთვის უმნიშვნელო ნიუანსი, საბოლოოდ გადამწყვეტი ფაქტორია ხოლმე.>----გეთანხმები
----. 2 დღიან მუშაობას რაც შეეხება, აბსოლიტურად სწორი მიდგომაა მაგრამ ძალიან რთული შესასრულებელი, თუ ექსპერტი ჩათვლიდა საჭიროთ პირველი წარუმატებელი ცდის შემდეგ, ძაღლს მეორეთ მუშაობის საშუალება მაინც ეძლეოდა ძველი წესებით. ახლა ერთი ფაქტორი მაინტერესებს, ვთქვათ 2 დღიან მუშაობაში ძაღლმა პირველ დღეს იმუშავა კურდღელზე დიპლომზე, მეორე დღეს კი ბეწვეულზე ასევე დიპლომზე, 2 დიპლომი გაიცემა? თუ ორივე დღეს მუშაობა ერთ სანადირო ობიექტზე მოხდა , ჩემი ვარაუდით შეფასება კომპლექსურათ მოხდება და გაიცემა 1 დიპლომი, ასეა? >>>>>>>>>
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---ექსპერტი თუ ჩათვლიდა, ეს ექსპერტის ნებაზე იყო, ამ შემთხვევაში 2 მუშაობა სავალდებულოდ ითვლება და: ფიქსირდება ორივე დიპლომი, ადგილის მინიჭება ხდება ჯამური ქულებით, ე.ი I+0 ხარისხი 99 ქულით ნალკებია, III+III 60+60=120, (100 ქულა არც ერთ ძაღლს არ ქონია და შეიძლება თუ სასწაულის ჩამდენია ეს გაითვალისწინონ(ეს ჩემი დასაშვები ვარიანტია) მაგრამ წესდებით ფიქსირდება ჯამური,) 97 ქულიანი I ჰქონდა ჩემი ბუშუის ძმას 14 თვის სასაკში.
ბეწვეულზე მიღებული დიპლომი ჩვეულებრივად ფიქსირდება როგორც დიპლომი მაგრამ ამ "კონკურსში" არ გადის.ბონიტირებისას სრულფასოვანია.
აქედან გამომდინარე: -შეიძლება ცოტა უკანონობად აღიქმება 1-I ხარისხის მოგება 2-III-თი (რაზეც უამრავი მიმოწერა მქონდა ექსპერტებთან) მაგრამ დადებითი არის ის რომ ერთ შეჯიბრზე შეგიძლია 2 დიპლომის მიღება.(კიდევ ერთხელ ორივე მუშაობა სავალდებულოა და არ არის ექსპერტის განწყობაზე დამოკიდებული, ორივე დიპლომი ითვლება როგორც ცალ-ცალკე ნამუშევარი ცალკეული ერთეული, ორი სრულფასოვანი დიპლომი)
მაგალითისთვის: რუსული-ს.ჩ.დობიჩი 2303/06 უსწუჟანოვისა (რამაზის ეხლანდელი ხვადის მამა, დობიჩი და ჩემი ბუშუიც ერთ ძაღლიდან მოდის, პაპით )და ინგლისურ-რუსული- ს.ჩ. როი 4787/02(ჩემი ძაღლების პაპა),
დობიჩის შეფასება: I-81 და II 78 (81+78=159)
როის შეფასება : I-84 და III-73 (84+73=157)
ძველი წესებით გამარჯვება რა თქმა უნდა როის ეკუთვნოდა (უპირატესი I ხარისხით)მაგრამ აქ აქცენტი გადატანილია სხვა რამეზე, კონკრეტულად შემთხვევითობაზე ან უიღბლობაზე, არის ასეთი მომენტებიც. და კიდევ ექსპერტების არასწორი შეფასებებისაგან თავის დაზღვევაზე, მეორე დღეს შეიძლება აბსოლიტურად სხვა ექსპერტთან მოხვდე, ასე რომ აქვს რაღაცა სიკეთის მომცემიც.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
btg
პოსტი Aug 10 2013, 14:42
პოსტი #1233


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 16
რეგისტრ.: 6-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



ალეკო თუა არ მიწყენ ერთ განმარტებას შევიტან შენს ნაწერში

კომპლექსური- (კომპლექსური შეფასება)
ცალკეული დიპლომი არის უკვე კომპლექსური შეფასების იურიდიული, ერთი შედეგი
ორი ან რამოდენიმე დიპლომი, ეს ჯამური შეფასებაა.
ვიცი რომ ექსპერტობას აპირებ და გამოგადგება newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Aug 10 2013, 14:51
პოსტი #1234


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ბესარიონ 2 დღიანი მუშაობა მხოლოდ შეჯიბრზეა სავალდებულო თუ უბრალოდ გამოცდაზეც?
დობიჩის შეფასება: I-81 და II 78 (81+78=159)
როის შეფასება : I-84 და III-73 (84+73=157)
ასეთ შემთხვევაში მე-2 ხარისხის მიღებისთვის დამატებით არანაირი ქულა არ ემატება? როგორც ეს ბონიტირებისას ხდება. ანუ ხომ შეიძლება დაუშვათ 2-II ხარისხის დიპლომიანს 2- III ხარისხის დიპლომიანმა მოუგოს შეჯიბრი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
btg
პოსტი Aug 10 2013, 15:00
პოსტი #1235


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 16
რეგისტრ.: 6-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



შეჯიბრებზე ალეკო, ეს შეჯიბრების ფორმაა.
რაც შეეხება გამოცდებს, ნებისმიერი რაოდენობით შეგიძლია ძაღლის გამოცდაზე გამოყვანა მაგრამ, არა ერთ დღეს.

2-II-ზე და 2-III-ზე, როგორც გითხარი, ქულების ჯამური რაოდენობით წყდება.
ბოლოს და ბოლოს ყველა წესი და ნორმა ჩვენი დადგენილია და შეიძლება ამის ვარირებაც, შეიძლება ყველა შეჯიბრს თავისი პირობები ჰქონდეს და ითვალისწინებდეს დასაშვებ ფაქტორებს მაგრამ არ გამოდიოდეს წესდების ჩარჩოებიდან.
ასე რომ ალეკო, ყველაფრის გაკეთება და მიღწევა შეიძლება თუ მონდომება და ამის (როგორც იტყვიან) ონსილა იქნება newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Aug 10 2013, 15:09
პოსტი #1236


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



შეჯიბრზე ბეწვეულზე მოპოვებული დიპლომი ჯამურ შეფასებასი აღარ ემატება ესეგი ძაღლს ხომ? თუ ორივე დღეს ბეწვეულზე იმუშავა ფაქტიურად ეთიშება შეჯიბრს.

ყველაფერი შესაძლებელია ბესარიონ თუ ბევრი დაინტერესდება ამ საქმით და სერიოზულად მიუდგება, მარა თავადაც ხომ იცი რომ ,სულ რამდენი კაცი მოგვეპოვება ამ საქმეზე ფანატურად შეყვარებული.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
btg
პოსტი Aug 10 2013, 15:40
პოსტი #1237


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 16
რეგისტრ.: 6-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



კი , ბეწვეულის დიპლომები, რა თქმა უნდა მდევარს დარჩება როგორც დიპლომები, მაგრამ შეჯიბრზე რა თქმა უნდა აგებს

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
btg
პოსტი Aug 10 2013, 15:50
პოსტი #1238


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 16
რეგისტრ.: 6-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



ასეთ შემთხვევაში მე-2 ხარისხის მიღებისთვის დამატებით არანაირი ქულა არ ემატება? როგორც ეს ბონიტირებისას ხდება.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

-საბოლოო გუნდური შედეგებისთვის ემატება მხოლოდ I და II ხარისხის დიპლომებს.
ინდივიდუალურის დროს არც ერთი ხარისხის დიპლომს არ ემატება. მხოლოდ მიღებული ქულის მიხედვით განისაზღვრება
-თუ შეჯიბრი ტარდება ჩვეულებრივად ერთი მუშაობით, მაშინ რა თქმა უნდა I ხარისხი მეტია ყველაზე.
ჩემპიონი ხდება უმაღლესი I, შემდეგი (ქულით ნაკლები) I ხარისხი ხდება გამარჯვებული და კიდევ მომდევნო ქულის I ხარისხი უბრალოდ მე-3 ადგილი და ასე შემდეგ.
(ეს ყველაფერი ეხება მხოლოდ საველე შეჯიბრს)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Aug 10 2013, 15:58
პოსტი #1239


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



უახლოეს მომავალში ხო არ გეგმავ რამე ახალი სისხლის ჩამოყვანას?

კი ბესარიონ მაგდენი კი ვიციი. გაიხარე რაც მაინტერესებდა გავიგე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
btg
პოსტი Aug 10 2013, 16:02
პოსტი #1240


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 16
რეგისტრ.: 6-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



გაზაფხულამდე ჯერ არაფრის, (უფრო ვერაფრის newsmile05.gif ) ისე რუსულები მინდა.
ეხლა ჭრელები მყავს საგეში ერთი ვიდეო დავდე ალბათ ნახეთ.

ვნახოთ რომელი უკეთესი იქნება და აქედან გამომდინარე ჩამოსაყვანი ჯიშიც იქიდან გადაწყდება newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Aug 10 2013, 19:02
პოსტი #1241


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ბესარიონ რომელშიც უკეთეს დართვას გაარტყავ იქიდან წამოიყვანე, გინდა ჭრელი გინდა რუსული. შენ ეგ არ შეგეშლება. მე პირადად აწი სულ რუსულებზე გადავალ ალბათ. ვიდეო რომელს იძახი აზარტის მუშაობა როა კურდღელზე?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
btg
პოსტი Aug 10 2013, 22:05
პოსტი #1242


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 16
რეგისტრ.: 6-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



აზარტის მუშაობასთან ერთად მეორე ვიდეოც დავდე ლეკვის მუშაობის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
vanski. fereta
პოსტი Aug 14 2013, 10:27
პოსტი #1243


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 118
რეგისტრ.: 21-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება









ესეც მომავალი ნადირთა რისხვა, ავთო ომიაძის ზორბასა და ბესო ტატიშვილის ძაღლის შვილი, 12 ში გახდა 1 თვის

გუშინ გახდა ვანსკი, სოფელში გავაგზავნე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
achiko-l
პოსტი Aug 14 2013, 10:27
პოსტი #1244


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,355
რეგისტრ.: 24-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: mtskheta



vanski. fereta
სად ხარ დაკარგული შეკაცო,რო მოგვანატრე თავი.
ეს ლეკვი საიდან?და ვისი გასაზრდელია?
ძუა თუ ხვადია,მოყევი რა ყველაფერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლონგი
პოსტი Aug 14 2013, 10:43
პოსტი #1245


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 733
რეგისტრ.: 13-August 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ვა ვა რაკარგი ტიპიაა newsmile05.gif აბა მოგვიყევი ორიოდე სიტყვით ამ პატარას შესახებ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

127 გვერდი V  « < 81 82 83 84 85 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st May 2025 - 16:01