IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ბრაკებთან ბრძოლის მეთოდიკა!, მაინც გავიმარჯებთ! ჩვენც და ბუნებაც!
ბესო
პოსტი Sep 23 2009, 22:36
პოსტი #101


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მაქვს 1 იდეა, რომელიც ჩემი რწმენით ბოლოს მოუღებს ბრაკების თარეშს ამ ქვეყანაში და მინდა აქ განვიხილოთ.

ძირითადად შევეხები და მაგალითად მოვიყვან ელექტრო-შოკური აპარატით "თევზჭერა"-ს, მაგრამ იგივე წარმატებით შეიძლება ამ იდეის მორგება ყველა ტიპის ბრაკონიერულ საქმიანობაზე.

როგორც ვიცი ელექტრო-შოკური აპარატით თევზაობის ფაქტის გამოვლენისას, თუ დაჭრილი თევზი არ იქნა აღმოჩენილი - ჯარიმა არის 400 ლარი...

რა ხდება შემდეგ...

ეს ჯარიმა არტყმული, "საწყალი ბრაკი" მიდის და იხდის "პატიოსნად" და "დარცხვენილად" ამ ჯარიმას, შემდეგ "ვალმოხდილი" "ამაყად" ჩაიდებს ჯიბეში 100-150 ლარს, გააკეთებინებს ახალ აპარატს და არხეინად და მშვიდად აგრძელებს იმავე საქმიანობას...

რატომ?

ბრაკების მონაყოლითა და ბრაკებისაგან გაწამებული ხალხის მონაყოლით ვიცი, რომ 1 კგ მთის მდინარის, წითელ წინწკლებიან კალმახს "შავ ბაზარზე" გადამყიდველი ყიდულობს 30-50 ლარად (ფასი მერყეობს კალმახის ჭერის ინტენსივობიდან გამომდინარე).

ეს პროცესი თან ისეა, აწყობილი, რომ საკალმახე მდინარეების მიმდებარე სოფლებში, გადამყიდველები (ძირითადად მარნეულიდან - ეხება აღმოსავლეთ საქართველოს) თავის ხარჯებით ჩადიან და ყიდულობენ თევზს. ანუ თუ საშუალო ფასს ავიღებთ 40 ლარს. ამ ჩვენს "ბუნჩულა" ბრაკს თავისი ჯარიმა და ახალი აპარატი უჯდება 13-14 კილო კალმახი...

საბაზრო ეკონომიკა გენიალური რამ არის... რა თქმა უნდა ამ ფასების შემხედვარეს უღირს, რომ ის ჯარიმებიც იხადოს და ისევ ის საქმიანობა გააგრძელოს... ამას ემატება პასუხისმგებელი ორგანოების მოქრთამვის სიმარტივე და ა.შ.

პატრული სიმთვრალეზე 150 ლარიან ჯარიმას რომ წერს, განმეორებაზე 300 ლარია... ერთხელ რომ დაიჭირეს მავანი, ის დაფიქრდა - და გადაწყვიტა - 300 ლარი აზარალებს ჩემს ოჯახსო და მეორედ აღად დაჯდა საჭესთან ნასვამი. ვინც გადაწყვიტა, რომ 300 ლარი ფული არ არისო...იმას მესამე შემთხვევაზე 500 გაუფორმეს. ესეც, რომ ეცოტავა - საერთოდ წაართვეს მართვის მოწმობა და დადის ეხლა მეტროთი.

ეს მაგალითი თვალსაჩინოებისთვის მოვიტანე, მაგრამ იდეა ეს არის... რომ იყოს აპარატის გამოყენებაზე ჯარიმა 10,000 გელა - ხოლო განმეორების შემთხვევაში კი - ციხე - ასე 10-15 წელი. დარწმუნებული ვარ ამგვარი ბრაკების მინიმუმ 90% შეეშვება მსგავს საქმიანობას...

აპარატის ხელოსნებზეც უნდა იყოს ასე 20-25 წლიანი "სროკი" და ვნახავ მერე ვინ მოკიდებს ხელს "გამოგონებებს"...

ის ვინც გადაწყვეტს, რომ ქრთამს გაიღებს და ადვილად გამოძვრება - მეორე დილემას წააწყდება - ჩვენი კორუმპირებული "ძმები" ეტყვიან: "იცი ძმაკაც - ეს უკვე 400 ლარიანი საქმე კი აღარ არის 10,000 გელა გეჯღანება და ამიტომ მეც ოდნავ მსუყე ნაჭერი მეკუთვნისო... 200 გელას ნაცვლად - ასე 3,000-5,000 გელა დაგიჯდებაო..." ადგება ეს "ჭკვიანი" ბრაკიც და დაფიქრდება - "მიღირს კი ამის დედაც ჯეკ წვალებადო?" და დაანებებს თავს.

მე და არჩილი ვაგროვებთ ეხლა ინფოს ევროპაში რა დონეზე დგას ეს საკითხი, რომ შევადაროთ და იქნება რაიმე მსგავსი გადმოვიღოთ ჩვენც... მაგ: ლიტვაში თუ ლატვიაში ლიცენზირებული კალმახის ჭერის დროს თუ არის დაშვებული 3 კალმახის დაჭერა დღეში - მე-4 დაჭერისას (და არ გაშვებისას) ჯარიმა არის 800 ევრო... და აპარატით თევზაობაზე "დაწვრილმანება" ამ შემთხვევაში აზრს კარგავს მგონი...

გარდა ამ სიკეთეებისა - კალმახზე ლიცენზირებული სპორტული მეთოდებით თევზჭერის დაშვება და მისი პოპულარიზაცია არის აუცილებელი. ჯერ ერთი ლიცენზია იქნება თუ მოსაკრებელი - შეიძენს ადამიანი და ეს ფული ბიუჯეტს შეუვა. და მეორეც - რაც უფრო მომრავლდება ამგვარი მეთოდით მეთევზეთა რიცხვი - პირდაპირპროპორციულად შემცირდება ბრაკების რიცხვიც. უბრალოდ ამ ხალხის სიმრავლე არ მიცემს ბრაკებს თავისუფლად თარეშის საშუალებას.

მოკლედ სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა "2 სიტყვით" newsmile05.gif

პატივისცემით,

...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ბესო   ბრაკებთან ბრძოლის მეთოდიკა!   Sep 23 2009, 22:36
- - ams   ბრაკებს თავი დაანე...   Sep 6 2013, 09:49
- - Che   ციტატა(dilar @ 6th September 2013...   Sep 6 2013, 10:28
|- - ams   ციტატა(Che @ Sep 6 2013, 11:2...   Sep 6 2013, 10:52
- - ilara   ფაქტია რომ ძალიან ...   Sep 6 2013, 11:31
- - Bone   რით ვერ გაიგეთ მეგ...   Sep 6 2013, 11:40
|- - ams   ციტატა(Bone @ Sep 6 2013, 12...   Sep 6 2013, 11:41
- - dato 85   ამარიკაში ნადირობ...   Sep 9 2013, 17:36
- - ilara   dato 85 მშვენივრად ჩამ...   Sep 9 2013, 20:39
- - megreli   https://www.facebook.com/photo.php?fbid=515...e=1...   Sep 14 2013, 20:14
- - megreli   დამამშვიდეს : ))))))))) ჯ...   Sep 17 2013, 11:35
|- - საბო   ციტატა(megreli @ Sep 17 2013, 12...   Sep 17 2013, 11:56
- - megreli   +18 დინამიკებშიო   Sep 17 2013, 11:57
- - megreli   ვისაც ფეისბუკი გაქ...   Sep 17 2013, 15:15
- - დ-NT   უნდა ადგე და ეგ მან...   Sep 17 2013, 21:28
- - megreli   ჩემ ფეისბუკზე მანო...   Sep 17 2013, 21:33
- - gagrinski   მოდით იცი რა ჯერ რე...   Sep 17 2013, 22:25
- - ჩავლე   gagrinski   Sep 17 2013, 22:37
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(dato gagrinski @ 18th Sept...   Sep 17 2013, 23:56
- - megreli   gagrinski ციტატა(dato gagrinski ...   Sep 17 2013, 23:56
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(dato1992 @ 18th September ...   Sep 18 2013, 00:21
- - დ-NT   ლეონ-ბლექი მართალი...   Sep 18 2013, 07:59
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(pinchuk @ 18th September 2...   Sep 18 2013, 16:07
|- - გოგიტა   ციტატა(ლეონ-ბლექ...   Sep 20 2013, 11:13
|- - HUNTER FREDY   ციტატა(ლეონ-ბლექ...   Sep 20 2013, 20:11
- - jola   ლეონ-ბლექი რამდენ...   Sep 19 2013, 17:12
- - assassin29   არ შეიძლება მანიკი...   Sep 19 2013, 20:42
- - ჭალიმგელა   ლეონ-ბლექი კარგი ა...   Sep 19 2013, 21:04
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(jola @ 19th September 2013...   Sep 20 2013, 00:45
- - gagrinski   თოფის ჩამორთმევის ...   Sep 20 2013, 09:58
- - Aleko111   3 კვირა ვიყავი ქარე...   Sep 20 2013, 10:31
- - specnaz90   ხალხი პრავაზე უმკა...   Sep 20 2013, 10:47
- - specnaz90   Aleko111 და მე თუ მკითხა...   Sep 20 2013, 10:56
- - specnaz90   ვაბშე კლუბის წევრე...   Sep 20 2013, 11:13
- - specnaz90   და რაც მტავარია ტი...   Sep 20 2013, 13:07
- - ლეონ-ბლექი   გოგიტა სახელმწიფო...   Sep 20 2013, 17:39
- - specnaz90   ეს ყველაფერი კარგი...   Sep 20 2013, 21:10
- - Davitus   specnaz90 რამე მაგდაგვა...   Sep 20 2013, 23:04
- - sakheli   ეჰ მოვლენების განვ...   Sep 20 2013, 23:22
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(gocha37 @ 20th September 2...   Sep 20 2013, 23:47
- - iva75   RE: ბრაკებთან ბრძოლის მეთოდიკა!   Sep 28 2013, 08:22
- - specnaz90   ეგ არაა საკმარისი ...   Sep 29 2013, 10:15
- - kupra   რაღაც ზომები თუ არ ...   Sep 29 2013, 17:12
- - ნოსო   ეს არაფერს შეცვლის...   Oct 4 2013, 07:05
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(giorgixomeriki @ 4th Octob...   Oct 4 2013, 10:28
- - ilara   არა მგონია რომ რია...   Oct 4 2013, 10:34
- - gelka72   ჩვენ ქართველები ი...   Oct 4 2013, 16:21
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(gelka72 @ 4th October 2013...   Oct 5 2013, 00:26
- - jola   რას არ გაიგებ და და...   Oct 17 2013, 16:19
- - feroni   ციტატა(levani @ 5th October 2013 ...   Oct 17 2013, 16:21
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(jola @ 17th October 2013 ...   Oct 18 2013, 01:06
- - giuli   დღეს მე დაჩემმა მე...   Oct 18 2013, 10:42
- - jola   http://www.kulaarms.ge/products.php?lang=ge&id...   Nov 14 2013, 15:36
- - ზახარა   RE: ბრაკებთან ბრძოლის მეთოდიკა!   Nov 23 2013, 22:16
- - დ-NT   საწყალი, ეტყობა ფუ...   Nov 23 2013, 22:34
- - ზახარა   ციტატა(pinchuk @ 23rd November 20...   Nov 23 2013, 22:39
- - feroni   დ-NT ეგეთმა "საწყ**ბ...   Nov 23 2013, 23:48
- - ლეონ-ბლექი   ხოო..ისე დაურეგისტ...   Nov 24 2013, 04:24
- - ჰერცოგი   უმრავლესობას სოფლ...   Nov 24 2013, 11:18
- - assassin29   გაფორმება სულ სხვა...   Nov 24 2013, 13:08
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(hercogi997 @ 24th November...   Nov 25 2013, 01:53
- - feroni   მოგესალმებით მეთე...   Nov 30 2013, 01:49
- - HUNTER FREDY   აზრი კარგია მომეწო...   Nov 30 2013, 07:57
- - assassin29   ეხლა ვგეგმავთ მე დ...   Nov 30 2013, 10:18
- - Hubert   feroni სტიკერები კარგ...   Nov 30 2013, 10:22
- - assassin29   ციტატა(Hubert @ 30th November 201...   Nov 30 2013, 10:40
|- - Hubert   ციტატა(assassin29 @ Nov 30 2013, ...   Dec 1 2013, 17:47
- - feroni   გაიხარეთ ბიჭებო! ...   Nov 30 2013, 11:12
- - feroni   მესმის, რომ ბევრის...   Nov 30 2013, 11:32
- - assassin29   feroni +   Nov 30 2013, 11:38
- - assassin29   ცალკე ხომ არ გავუხ...   Nov 30 2013, 11:52
- - feroni   assassin29 ადმინისტრაცი...   Nov 30 2013, 12:00
- - ზახარა   feroni ცალკე თემა გახს...   Nov 30 2013, 15:14
- - feroni   ზახარა ok, მადლობა!   Nov 30 2013, 15:50
- - giuli   გუშინ წყლულეთის მი...   Dec 1 2013, 07:57
- - HUNTER FREDY   ორი თვის განმავლობ...   Dec 3 2013, 11:02
- - HUNTER FREDY   ორი თვის განმავლობ...   Dec 3 2013, 11:02
- - ზახარა   მაი მარკეტს დაერივ...   Jan 22 2014, 11:47
- - ნუკრიMax   ხო ვნახე, მგონი მარ...   Jan 22 2014, 14:10
- - gigolo   მაიმარკეტზე მანოკ...   Apr 19 2014, 19:02
2 გვერდი V  < 1 2


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th May 2025 - 22:14