IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური პოინტერი
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 16:49
პოსტი #3001


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა








პოინტერი



პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს.
პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა

პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი.
პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად.
პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები).


სქესის გამოხატულება

სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ.
ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები.


ქცევა და ხასიათი

გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია.


შეფერილობა

ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით.
ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი.
ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ.
ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება.
ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით.


ბანალი

მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით
ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა.
ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი.
N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი.


ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული.



თავი

ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით.
თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს.
ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა.
ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა.


ყური

შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია.
ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური.


თვალი

მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია.
ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე.
ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო.



კბილები

თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული.
კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია.


კისერი

მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული.
კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.


მკერდი

ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.
ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან.


ზურგი

ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ.
ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი.


წელი

ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება.
ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი.



გავა

გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი.
ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა.



მუცელი

კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება.
ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი.


წინა კიდურები

წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი.


უკანა კიდურები

უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს.
ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა.


თათები

შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.


კუდი

უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება.
ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი;
ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- კუდიგორელი   ინგლისური პოინტერი   May 19 2009, 16:49
- - nik@a   dato 85 საქართველოში მ...   Aug 23 2013, 17:40
- - gagrinski   ციტატა(alika77 @ 23rd August 2013...   Aug 23 2013, 18:04
|- - alika77   ციტატა(gagrinski @ Aug 23 2013, 1...   Aug 24 2013, 10:46
- - dato 85   alika77 ციტატაარა რა ს...   Aug 23 2013, 18:39
- - aragveli   არანაირი სხვა ჯიში...   Aug 23 2013, 18:51
- - Bone   მე ვერ გავიგე მეგო...   Aug 23 2013, 18:59
- - zesto   გამარჯობა ყველას , ...   Aug 23 2013, 20:17
- - Bone   სერიოზული საგვარე...   Aug 23 2013, 21:28
|- - zesto   ციტატა(Bone @ Aug 23 2013, 22...   Aug 23 2013, 21:42
- - ალთაზარ   alika77 იაგდი ანუ იგივე...   Aug 24 2013, 11:00
- - gagrinski   ციტატა(alika77 @ 24th August 2013...   Aug 24 2013, 11:13
- - Bone   alika77 ყველაფერზე ნად...   Aug 24 2013, 12:31
|- - alika77   ციტატა(Bone @ Aug 24 2013, 13...   Aug 24 2013, 13:26
- - aragveli   RE: ინგლისური პოინტერი   Aug 28 2013, 15:21
- - gonchatniki   რამხელა გაზრდილა ე...   Aug 28 2013, 16:32
- - zesto   photo hosting software   Aug 28 2013, 17:00
- - zesto   screen shot windows 7   Aug 28 2013, 17:08
- - დ-NT   მაგარი კაცია   Aug 29 2013, 16:38
- - zesto   გამარჯობათ ჩემი პო...   Sep 1 2013, 17:44
- - aragveli   პირველ გვერდზე სტა...   Sep 1 2013, 18:27
- - ilara   მოგესალმებით ყველ...   Sep 2 2013, 21:15
- - giga_megu   გიორგი კუხალეიშვლ...   Sep 6 2013, 19:20
- - ilara   watch?v=w1AigulKaLY http://www.youtube.com/watch?...   Sep 6 2013, 21:58
- - ilara   ვიდეოს დადება ჯერ ...   Sep 6 2013, 22:06
- - ალთაზარ   ilara gadaxede Temas   Sep 6 2013, 22:08
- - ilara   фотохостинг бесплатный ს...   Sep 6 2013, 22:12
- - ilara   ალთაზარ რავიცი რა...   Sep 6 2013, 22:29
- - მაქსიმუსა   ilara კარგი ძაღლები ა...   Sep 6 2013, 23:08
|- - კუთხა   ციტატა(მაქსიმუსა ...   Sep 7 2013, 21:19
|- - Assasin   ციტატა(კუთხა @ Sep 7 20...   Sep 7 2013, 21:28
- - ilara   ძალიან მაგრად მიყვ...   Sep 6 2013, 23:15
- - ilara   RE: ინგლისური პოინტერი   Sep 6 2013, 23:40
- - ilara   ალთაზარ მადლობა ა...   Sep 7 2013, 09:51
- - ilara   ვერავინ დამაჯერებ...   Sep 7 2013, 10:25
|- - aragveli   ციტატა(ilara @ Sep 7 2013, 11...   Sep 7 2013, 11:56
- - ilara   ეს ვისაც გონია რომ ...   Sep 7 2013, 11:29
|- - Assasin   ციტატა(ilara @ Sep 7 2013, 12...   Sep 7 2013, 13:29
- - kardinal84   მოვიდა ჯესის სურათ...   Sep 7 2013, 19:30
- - kardinal84   ვაი გაჭედა ნეტმა х...   Sep 7 2013, 19:47
- - aragveli   მოეშვი მაგ თამაშს, ...   Sep 7 2013, 19:49
- - kardinal84   მოტანას ვასწავლი ლ...   Sep 7 2013, 19:57
- - aragveli   მოტანას არ ვგულისხ...   Sep 7 2013, 20:02
- - kardinal84   aragveli ხო ეგ ვიცი მაგა...   Sep 7 2013, 20:05
- - Bone   გიგა მშვენიერი ვიდ...   Sep 7 2013, 20:54
- - hunter88   studio screenshot როკი და რიჩ...   Sep 7 2013, 20:54
- - gonchatniki   გნოლზე ნადირობენ ა...   Sep 8 2013, 08:11
- - ilara   საერთოდ მე ვფიქრობ...   Sep 8 2013, 19:15
- - ilara   хостинг картинок без регис...   Sep 8 2013, 19:45
- - gagrinski   ასე როგორც წესი კო...   Sep 10 2013, 10:33
|- - ძამა   ციტატა(gagrinski @ Sep 10 2013, 1...   Sep 26 2013, 21:25
- - ilara   მე ძალიან მომწონს ...   Sep 10 2013, 10:38
- - longi   ilara ყველას და ყველა...   Sep 10 2013, 11:12
- - ilara   კი მაგაში დავრწმუნ...   Sep 10 2013, 11:22
- - Hubert   ჩემი რიჩი   Sep 11 2013, 09:46
- - ilara   RE: ინგლისური პოინტერი   Sep 11 2013, 09:55
- - megreli   RE: ინგლისური პოინტერი   Sep 17 2013, 12:38
|- - Hubert   ციტატა(megreli @ Sep 17 2013, 13...   Sep 17 2013, 12:43
- - არჩილ   RE: ინგლისური პოინტერი   Sep 21 2013, 11:12
- - Rey -   გამარჯობათ მეგობრ...   Sep 21 2013, 14:46
|- - არჩილ   ციტატა(Rey - @ Sep 21 2013, ...   Sep 21 2013, 21:51
- - aragveli   Rey - ბოდიშით მაგრამ თ...   Sep 22 2013, 10:39
- - Bone   aragveli გადავიტანე http://o...   Sep 22 2013, 10:51
- - Akop   მოგესალმებით. ანტ...   Sep 22 2013, 19:22
- - დათუნა   Akop სუპერ!   Sep 22 2013, 19:37
- - ბაბუ   Akop მაგარი ბიჭია "ა...   Sep 22 2013, 20:39
- - Akop   ... მე Hავკეტე ორივე.   Sep 22 2013, 20:53
- - Bone   სანახაობით დავტკბ...   Sep 22 2013, 20:57
- - კუთხა   ბოლობოლო რამდენ ხა...   Sep 23 2013, 07:07
- - Akop   Буквально пол минуты კუთ...   Sep 23 2013, 07:46
- - კუთხა   Akop ბრავო   Sep 23 2013, 09:31
- - hunter88   Akop ძალიან მაგარი...   Sep 23 2013, 09:58
- - hunter88   screen shot ესეც კაჯუბერა...   Sep 26 2013, 20:28
- - ilara   ეს ორი სხვადასხვა ...   Sep 26 2013, 20:32
- - hunter88   ilara კი სხვადასხვაა ...   Sep 26 2013, 21:14
- - ilara   საბუთები აქვთ,შენი...   Sep 26 2013, 21:17
- - hunter88   ilara კი ორივე საბუთი...   Sep 26 2013, 21:38
- - მარდი   hunter88 კუდი არ უჭირავ...   Sep 26 2013, 22:49
- - giga_megu   [/url]   Sep 28 2013, 17:37
- - giga_megu   RE: ინგლისური პოინტერი   Sep 28 2013, 17:44
- - kupra   მაგრა მომწონს ეს ჯ...   Sep 28 2013, 17:44
- - iason   გაგიმარჯოთ!-მაინ...   Oct 1 2013, 08:21
- - aragveli   ჩატარდა დათვალიერ...   Oct 1 2013, 08:29
- - aragveli   4 თვის   Oct 1 2013, 19:27
- - xonski   კარგია კარგი კარგი...   Oct 1 2013, 21:17
- - aragveli   მოუმზადებლობის გა...   Oct 1 2013, 21:23
- - longi   ვააა ეს ვინ მოულა რ...   Oct 1 2013, 21:27
- - aragveli   შენი გადასაწყვეტი...   Oct 1 2013, 21:27
|- - xonski   ციტატა(aragveli @ Oct 1 2013, 22...   Oct 1 2013, 21:43
- - ilara   aragveli ეს სჰენია გოგო...   Oct 1 2013, 21:43
- - aragveli   წინასწარ ვერაფერს ...   Oct 1 2013, 21:51
- - aragveli   ნუღარ გავაოფებთ   Oct 2 2013, 08:42
- - xonski   ფონიჭალის ტყეფარკ...   Oct 2 2013, 23:03
- - Akop   ლღეს...   Oct 5 2013, 14:08
- - ბაბუ   Akop ციტატა(Akop @ 5th October 2...   Oct 5 2013, 14:10
- - Akop   Сенкю... "Снайп" Вадима...   Oct 5 2013, 18:25
- - ზახარა   პოსტები გადავიდა ა...   Oct 6 2013, 14:48
- - Akop   Подъёмов море, взяли шесть, ...   Oct 6 2013, 18:32
- - gonchatniki   ვაა რა მაგარია ჩვე...   Oct 7 2013, 12:41
- - ბაბუ   Akop მაგარი ხარ აკოპ ...   Oct 7 2013, 14:04
38 გვერდი V  « < 29 30 31 32 33 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th June 2025 - 16:15