ჩაქირა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

9 გვერდი V  « < 5 6 7 8 9 >  
Reply to this topicStart new topic
ჩაქირა, ....
giuli
პოსტი Oct 4 2013, 18:33
პოსტი #91


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 433
რეგისტრ.: 12-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბიჭებო ისე არ გამიგოთ რომ თქვენ მონდომებას ჩაქირას გადარჩენაზე პატივს არ ვცემდე პირიქით მივესალმები კიდეც მაგრამ რაღაცრაღაცეები უნდა გაითვალისწინოთ.ჩაქირა ამ ერთი 25 წლის წინათ რესპუბლიკურ გამოფენაზე ჰყავდათ ჩამოყვანილი რა თქმა უნდა ყოველგვარი წარმომავლობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე.მას ასევე ეძახდნენ მეკვერნეს და ძირითადათ მარტო კვერნაზე ანადირებდნენ.შესახედაობითაც სუფთა დვარნიაშკა იყო და როგორც ცნობილია გადაშენდა ახლო ნათესაური დართვების და სიავის გამო რაც მასზე დიდ ძაღლებთან ჩხუბში გამოიხატებოდა.რამდენადაც ვიცი ახალი ჯიშის გამოყვანაზე წლების განმავლობაში მუშაობდნენ მეცნიერები და მათ სტანდარტს საბოლოოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამტკიცებდა.თუ ვინმეს გაქვთ სათანადო გამოცდილება და სახსრებიც ღმერთმა ხელი მოგიმართოთ .ჩემი აზრით ჩაქირას როგორც ცალკე ჯიშის აღორძინება ისევე ფუჭი შრომაა როგორ მტკიცება იმერული ან რაჭული მდევრის არსებობაზე/
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Oct 4 2013, 18:41
პოსტი #92


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



gagrinski
ციტატა(dato gagrinski @ 4th October 2013 - 12:40) *
თურქებს ეს ჯიში ყავთ დარეგისტრირებული როგორც ,,ზერდავა,, ძირითადად ყავთ ლაზებით დასახლებულ რაიონებში

თუ თურქებს უკვე დარეგისტრირებული ყავთ,ჩვენ რაღას ვაღორძინებთ?
აქ მემგონი კავკასიური ნაგაზის ისტორია მეორდება,რუსებმა რომ დაარეგისტრირეს რუსულ ჯიშად.

giuli
ციტატა(giuli @ 4th October 2013 - 19:33) *
ჩემი აზრით ჩაქირას როგორც ცალკე ჯიშის აღორძინება ისევე ფუჭი შრომაა როგორ მტკიცება იმერული ან რაჭული მდევრის არსებობაზე/

ჩემი აზრითაც ასეა!
ისე ,ერთიც არის,კარგი და კონკურენტუნარიანი ჯიში რომ ყოფილიყო ალბათ არც გადაშენდებოდა! elementarno-vatson.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Oct 4 2013, 19:44
პოსტი #93


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



giuli
ბაბუ

+1


ვინც საქმეში ჩახედული არ არის, იმას გონია რომ მარტივად არის საქმე... ჩაქირას ციებ-ცხელება რომ იყო ჩვენს ფორუმზე, გასული წელბის წინ, ერთ რუს სელექციონერთან გავიარე კონსულტაციები და იმის მერე მე ჩემთვის ჩქირა განწირულია newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giiigi
პოსტი Oct 4 2013, 20:38
პოსტი #94


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 20
რეგისტრ.: 23-July 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



giuli
ბაბუ
Davitus
ჩვენ კი არ ვაღორძინებთ რაც აფსურდია არამედ უკვე არსებულის თურქეთში, საქართველოში მომრავლებას უნდა შევუწყოთ ხელი.
ახლა მეორე,თურქებმა რომ დაარეგისტრირონ სადმე არც ეგაა პრობლემა, იმიტომ რომ მსოფლიო კინოლოგიაში რამდენიმე ფედერაციაა,ვიღაცა აღიარებს ვიღაცა არა მაგრამ ეს უკვე პოლიტიკაა.რომელიღაცაში მაინც დაარეგისტრირებ როგორც ქართულს,მაგრამ მთავარი ხომ ეგ არაა,მთავარია ჩვენ გვყავდეს და ჩვენ დავაფასოთ და მოვუაროთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giiigi
პოსტი Oct 4 2013, 20:42
პოსტი #95


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 20
რეგისტრ.: 23-July 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



Davitus თუ განწირულია და მასეთი არაფერი არ არსებობს მაშინ თურქები რაღას არეგისტრირებენ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ilara
პოსტი Oct 4 2013, 22:50
პოსტი #96


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 31-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



მე ერთ რამეს მივხვდი ასეთი საუბრით არა, კი, არა, კი, არა, კით შორს ვერ წავალთ თუ ჩვენშია აზრი გახლეჩილი ამ საქმეს მართლაც არ აქვს აზრი.ცვენ ერმთმანეთში ვერ გაგვირკვევია რა ხდება და სხვასთან რა საქმე უნდა გვქონდეს?თუ ვინმემ იცის ამ ძაღლზე რომ ნამდვილათ ქართულია და არსებობს სადმე გთხოვთ დაწეროთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 5 2013, 00:38
პოსტი #97


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(giiigi @ 4th October 2013 - 22:42) *
თუ განწირულია და მასეთი არაფერი არ არსებობს მაშინ თურქები რაღას არეგისტრირებენ?

small3d018.gif small3d018.gif ნამდვილად კარგი კითხვაა.
ციტატა(giuli @ 4th October 2013 - 20:33) *
სიავის გამო რაც მასზე დიდ ძაღლებთან ჩხუბში გამოიხატებოდა.

კაი ვაჟკაცი ყოფილა... ეგ მგონი მართლა გამოდგება ღორზე და დათვზე. სხვათაშორის არ რუსული ლაიკაა ბულკი და შაქარყინული. ისიც კაი ქოფაკია. ჯარში შორეულ ციმბირში ვმსახურობდი. პატარა სოფელში. მთელ სოფელს ისეთი ლაიკები ყავდათ..ეგეთი არც მინახავს იმის მერე. რამდენჯერმე ვარ გადარჩენილი(თავიანთი პატრონების წყალობით) მაგარ დაგლეჯვას. ძალიან ავი ძაღლები არიან.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giuli
პოსტი Oct 8 2013, 18:46
პოსტი #98


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 433
რეგისტრ.: 12-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



მე ერთი ბაქოელი მეგობარი მყავს მულტი მილიონერია ის ვინც ამერიკიდან რამოდენიმე ათასი ევრო გადაიხადა და კუნჰაუნდები ჩამოიყვანა.აი იმ გამიდა გაჯიევს მოსკოვიდან ჩამოყვანილი ჰყავს კინოლოგი დუხანინი რომელსაც მგლებზე მადევარი 30 მდე რუსული ჭრელი მდევადი ჰყავდა და საბოლო ჯამში ეს ჯოგი დაეშალა.ცოტა ხნის წინად ერთი ჩვენი მეგობრის ოჯახში მე და რამაზი მათიაშვილი იმ დუხანინს შევხვდით.ბაქოელს უნდა კუნჰაუნდების და რუსული ლაიკების შეჯვარებით ნადირზე მონადირე ახალი ჯიში აზერბაიჯანული მდევარი გამოიყვანოს.იმ ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობარს სათნადო სახსრებიც აქვს და მონდომებაც თავისი სურვილის განხორციელებისთვის მაგრამ დუხანინმა მე და რამაზის გაგვიმხილა აქედან არაფერი გამოვაო.ცოტას წავიმარიაჟებ და ვიტყვი დუხანინმა ისიც განაცხადა რომ ყველაფერს ვიფიქრე ბდი და იმას კი ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ საქართველოში მდევრების საკითხში ასე თუ ერკვეოდნენო მაშინ ჩვენც შევახსენეთ რომ თანამედროვე რუსული მდევრის და მწევრის ჩამოყალიბებაში ლომის წილი მიუძღვით პეტრე მაჭავარიანსა\მაჩევარიანოვ\ და ვინმე ფანჩულიძეს.ისე რომ ჩაქირას ახლად დარეგისტრირება როგორც ჯიში იოლად ნუ წარმოგიდგენიათ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Hubert
პოსტი Oct 16 2013, 09:25
პოსტი #99


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 429
რეგისტრ.: 16-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება





მეკვერნე
ქართული მყეფარა ანუ,როგორც მას ჩვენში ეძახიან მეკვერნე,მყეფარათა საერთო ჯიშს უნდა მივაკუთვნოთ,თუმცა გარეგნულად მათ შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა.
ქართული მეკვერნე ძაღლების სამშობლოდ დასავლეთი საქართველო უნდა იქნას აღიარებული,განსაკუთრებით აჭარა და გურია.
აღსანიშნავია მეკვერნე ძაღლის ზიგიერთი დამხასიათებელი ჩვევები.დაგეშილი ძაღლი ზამთარში, როცა კვერნაზე ნადირობის სეზონია,განუწყვეტლივ ყეფს და მოითხოვს სანადიროდ წაყვანას.იგი მონადირეს ან დამწყვდეული ან ჯაჭვით დაბმული ყავს.ამის გამო იგი იმდენად ავია რომ პატრონის გარდა არავის იკარებს.თუ თავისუფლად გაუშვით,სხვა ძაღლებს ებრძვის და რადგან ტანად შედარებით პატარაა და სუსტი ღონისაა,მსხვერპლი ხდება ეზოს ან ჯოგის ძაღლებისა,ეს ცუდი ზნე,რასაკვირველია,ცუდი აღზრდა–მოვლის და გეშვის არასწორი მეთოდების შედეგია.
მეკვერნე ძაღლები თითქმის ყველა ერთი ტიპისანი არიან,განსხვავება მხოლოდ ფერშია.თავი ტურის მსგავსი აქვს. თვალები– ცბიერი გამომეტყველებით ,ავი. ხშირად ფერის სიწითლე დაკრავს რაც სიავის ნიშანია.ყურები– ზემოდან ჩამჯდარი,ბუნებრივად ლამაზად აცქვეტილი.კისერი–მოკლე და მკვრივი.ფეხები–წინა პირდაპირი,უკანა კი სახსარში მოხრილი.ბალანი–მოკლე უხეში(ჯაგარისებური).კუდი მოკლეა,მისი ბოლო თეთრია.ფერი–წაბლისფერი ,მკერდი და ფეხები თეთრი წინწკლებით.დამახასიათებელია კისერზე თეთრი საყელოს მსგავსი ზოლი.



პაჭუ ჟორდანია
1954 წელი

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მარდი
პოსტი Oct 16 2013, 10:16
პოსტი #100


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,018
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჩემს ოჯახში ადრე ყოლიათ ჩაქირა, ბებია ჩიათურის 4 სკოლის დირექტორი იყო და ხშირად დადიოდა ლაშქრობრბზე ჰოდა ერთერთი ლაშქრობის დროს ჩამოუყვანია მეცხვარეების ნაჩუქარი ჩაქირა. მისი სურათები ახლაც ინახება ჩვენს ოჯახში. როგორც ბებია და ბაბუა ამბობენ კატების მტერი იყო სოფლის კატები გაანადგურა თურმე საათები ელოდებოდა ხეზე ასულ კატას თან უყეფდა. 2 მელა ეზოსთან ყანაში დაუჭერია და მოუკლავს ამ პატარა ძაღლს და კიდევ არვიცი რამდენად დამიჯერებთ მაგრამ ბავშვები სასეირნოდ ყოპილან თან ჩაქირაც ყოპილა მათთან და ბუჩქში კურდღელი დაუჭერია ამ ფაქტის რამოდენიმე მოწმე არსებობს. ჩვენი ჩაქირა ძუ იყო თურმე მისი ლეკვები რომლებიც პატარები გამოვიდნენ ყველანი ძაღლებთან ჩხუბში დალიეს სული, ხოლო რომლებიც დიდი ტანის გამოვიდნენ მათზე დღესაც საინტერესო ისტორიებს ყვებიან სოფელში, რათქმაუნდა მე საუბარიმაქვს მეტისზე. ჩვენს ჩაქირას მხოლოდ ეზოს ძაღლის სტატუსი ჰქონდა მას არავინ არ ანადირებდა მაგრამ ფაქტები სახეზეა..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Hubert
პოსტი Oct 18 2013, 14:36
პოსტი #101


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 429
რეგისტრ.: 16-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჩაქრა ჩაქირას თემა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Oct 18 2013, 16:02
პოსტი #102


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



კაი ხანია ჩამქრალია ჩაქირას თემა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Hubert
პოსტი Oct 18 2013, 21:16
პოსტი #103


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 429
რეგისტრ.: 16-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(kupra @ Oct 18 2013, 17:02) *
კაი ხანია ჩამქრალია ჩაქირას თემა.



ძველი თემაც მახსოვს მე,ალბათ ეგ იგულისხმე D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Mar 30 2014, 21:43
პოსტი #104


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



https://www.facebook.com/photo.php?v=706801472698161

მიიძინა ამ თემამ newsmile05.gif))))
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Mar 30 2014, 21:59
პოსტი #105


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(ზახარა @ Mar 30 2014, 22:43) *
მიიძინა ამ თემამ newsmile05.gif))))


სამაგიეროდ მიძინებულ თემაში, მღვიძარე კლუბის ფესვი ვიხილე........... newsmile058.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

9 გვერდი V  « < 5 6 7 8 9 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th May 2025 - 16:59