airforce-ის შაშხანები, შაშხანა მფლობელის თვალით |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
airforce-ის შაშხანები, შაშხანა მფლობელის თვალით |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
რადგან აქ წავიდა საუბარი პნევმატურ
პცპ-კლასის შაშხანებზე, მეც სიტყვას შევაშველი ჩემ პნევმატოლოგ მეგობარს. ამ ფორუმზე გიორგიმ უკვე იცის ჩემი შაშხანის შესახებ. ეს არის ერ-ფორს ტალონი 4,5მმ ანუ .177 კალიბრში. ერ-განერების წრეში საკმაოდ ავტორიტეტულია ეს ბრენდი. ეს შაშხანა შეიარაღებულია ლოტარ ვალტერის ცვლადი ლულით .177, .20 და 22 კალიბრში. ლულის გამოცვლა ხდება 3-5 წუთში. ლოტარ ვალტერის ლულები ერ-ფორსის მონოლითურ დიურალის კორპუსთან ერთად შესაშური სისზუსტის ტანდემს წარმოადგენენ. ეფ-ს გააჩნია 3 ძირითადი სანადირო და ერთი სპორტული მოდელი. პირველი სამეულში არიან: ტალონი, ტალონ სს და კონდორი. სპორტული ვერისია კი ერთი მოდელით არის წარმოდგენილი - "ეიჯი" (აღიარებულია აშშ-ს მსროლელთა ფედერაციის მიერ). სანადირო ვერსიბში პირველი 2 განსხვავდება მხოლოდ მაყუჩის არსებობითა და შესაბამისად ნაკლები ან მეტი სიჩქარის მაჩვენებლით სხვა და სხვა კალიბრში. კონდორი კი არის ამ შაშხანების მსხვილი არტილერია - 1200 ფუტი/წმ და 1250 ფ/წმ-ში .22 კალიბრში, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ამ კლასისთვის (შესაშური სიზუსტით). ეფ გთავაზობთ დიდი რაოდენობით საკუთარი წარმოების აქსესუარებს: ბი-პოდს, პეკატინის ფირფიტას, ოპტიკურ სამიზნეს, ლაზერულ სამიზნე-მაჩვენებელს, ჰალოგენურ ფარანს, მაღალი წნევის (250 ბარის) ბალონს, რომელიც კვებავს მას ჰაერით ან აზოტით, ადაპტერებს 1/4 და 1/8 დიუიმზე. რაც პირად გამოცდილებას შეეხება, დამენანა დიდი ჯერადობის ოპტიკის ყიდვა - 4X32 ამ შაშხანისათვის არაპერია, მინმუმ 9X40 ან 12X50 არ იქნება ურიგო! დიდ პრობლემას შეადგენს ხმაური, დიახ ხმაური სროლისას... ამ ხმამ, ივლისში სპეცრაზმი მოიყვანა მზად ყოფნაში თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე!!! ![]() ![]() http://airforceairguns.com/condor პირველწყარო - მე |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 04:31 |