დებულება "ნადირობის" შესახებ - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

დებულება "ნადირობის" შესახებ
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 13:28
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



საქართველოს გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება N512
2005 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი

ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება, საქართველოს კანონები, 1997 წელი, N1-2/33-34/7) 69-ე

მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება – ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინის-ტრის 1998 წლის 19 აგვისტოს N95 ბრძანება („ეკოქრონიკა“, 1998 წ., 24 აგვისტო, N5(5), გვ. 1-4) „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
დებულება
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი
წინამდებარე დებულება არეგულირებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს.


მუხლი 3. ნადირობის წესები

1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. (05.09.2008 N 618).

11. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებით განსაზღვრულ ცხოველებზე (ამავე ბრძანებით შესაბამის ცხოველებზე ნადირობისათვის განსაზღვრული ვადების დაცვით) გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის 28 აგვისტოდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე. (05.09.2008 N 618)

2. ნადირობის ვადები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ”.

3. ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) – კანონით დადგენილ შემთხვევებში.

4. მოსაპოვებელი ცხოველის რაოდენობის დღიური ლიმიტია: (05.09.2008 N 618)

28 აგვისტოდან 15 თებერვლამდე

ა) მწყერი – 20 ცალი;
ბ) გარეული მტრედი – 10 ცალი;
გ) ჩიბუხა – 5 ცალი;
დ) ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი;
ე) ქედანი – 10 ცალი;
ვ) გვინძი (გულიო) – 10 ცალი;
15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე
ზ) ტყის ქათამი – 7 ცალი;
1 ნოემბრიდან 1 მარტამდე
თ) წყალმცურავები – (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, თეთრშუბლა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – საერთო რაოდენობა 8 ცალი.

5. აკრძალულია ნადირობა იმ სასოფლო–სამეურნეო სავარგულებში, მინდვრებში, ბაღებსა და ბოსტნებში, სადაც მოსავალი აღებული არ არის.(05.09.2008 N 618)

6. სანიტარიულეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლოსამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება.

7. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”.

8. აკრძალულია ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში.

9. აკრძალულია ნადირობა საქართველოს შემდეგი ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის საზღვრებსა და საზღვრებიდან 5 კმ ზოლის ფარგლებში, გუდაუთის, ოჩამჩირის, ჭიათურის, რუსთავის, გორის, ტყიბულის, ზესტაფონის, გაგრის, ახალი ათონის, წყალტუბოს, ქობულეთის, ურეკის საზღვრიდან 2 კმ-ის რადიუსით; ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.

10. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები:
ა) ლერწმის, ლელის, ისლისა და სხვა ყოველგვარი შამბნარის დაწვა;
ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;
გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების და სხვა საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან სრული განადგურება;
დ) ცხოველთა მოპოვების მასობრივი საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ე) ნადირობის დროს დევნა ლიპ თოვლზე, ყინულზე გამორეკვით, ღრმა თოვლში, მოჭრილ ლერწამზე ან ლელზე;
ვ) ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით, აგრეთვე ნადირობა დამჯდარ (წყალზე, მავთულზე, ხებუჩქნარზე) გარეულ ფრინველზე, აგრეთვე მწოლიარე გარეულ ნადირზე;
ზ) ღამით ნადირობა ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ნავებიდან და სხვა სატრანსპორტო საშუალებებიდან განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით;
თ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული (ქანცგამოლეული, ბუმბულგაცვენილი, დამშეული) ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;
ი) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;
კ) ცხოველთა მოპოვება სასროლი იარაღის გამოუყენებლად, ავტომანქანით, მოტოციკლეტით, თვითმფრინავით, ვერტმფრენით, კატარღით და სხვა სატრანსპორტო საშულებებით დევნის შედეგად მოქანცვამდე მათი მიყვანით;
ლ) ნადირობა წინა პუნქტში მოყვანილი საშუალებებით და იარაღის გამოყენებით;
მ) გარეულ წყალმცურავ ფრინველზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით);
ნ) მსვლელობით ნადირობა მწკრივად;
ო) მორეკვით (ე.წ. “ნომრებში ჩაყენებით”) ყოველგვარი გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება;
პ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი შაშხანითა და საფანტით.
მუხლი 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და საშუალებების ჩამონათვალი
ცხოველთა სამყაროს ობიეტების მოპოვება დაშვებულია შემდეგი იარაღითა და საშუალებებით:
ა) გლუვლულიანი სანადირო თოფებით (ცალლულიანი, ორლულიანი, მრავალვაზნიანი);
ბ) ხრახნივლულიანი სანადირო თოფებით (ნახევრად ავტომატური კარაბინები, კარაბინები – იარაღის შეძენის შესაბამისი ნებართვის არსებობისას);
გ) კომბინირებული სანადირო თოფებით (გლუვლულიანი და ხრახნივლულიანი, ლულების ნებისმიერი რაოდენობითა და კომბინაციით);
დ) დამჭერი მტაცებელი ფრინველებით;
ე) მწევრებით.

მუხლი 5. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი

1. აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს:
ა) ნებისმიერი საბრძოლო ხრახნივლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით;
ბ) სნაიპერული შაშხანებით;
გ) ე.წ. ,,ღამის ხედვის” მოწყობილობათა გამოყენებით;
დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სტანდარტებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით;
ე) პნევმატური იარაღით.

2. აკრძალულია ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება.

3. ნადირობა მე–3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, მეთოდებითა და მოწყობილობებით, ითვლება ნადირობის წესების დარღვევად. (05.09.2008 N 618)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
17 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (75 - 89)
iosebovich
პოსტი Sep 17 2013, 20:27
პოსტი #76


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 248
რეგისტრ.: 13-August 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში ცვლილებებია
20:18 17-09-2013
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში ცვლილებებია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, მოსახლეობის წინადადებების გათვალისწინებით და ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში ცვლილებები შეიტანა.
კერძოდ, ცვლილებებია ტერიტორიების, ვადების, მოსაპოვებელი ინდივიდების სახეობების რიცხვის გაზრდის და თითოეული სახეობისთვის მოპოვების დღიური ლიმიტების განსაზღვრის კუთხით.
კერძოდ, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მდებარე მრავალი მცირე თუ დიდი წყალსატევის უმეტესობა ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მაღლა მდებარეობს და ზამთრისთვის იყინება, რის გამოც ფრინველები ამ ადგილებს ტოვებენ, ხოლო შემოდგომის დასაწყისში ამ ტერიტორიებზე ადგილობრივი მობუდარი და მიმომფრენი ფრინველების კონცენტრაცია ხდება, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ამ ტერიტორიებზე გადამფრენ წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობის დაწყებისა და დასრულების ვადის ცვლილება და ამ ვადის დადგენილთან შედარებით ადრე გადმოწევა.
შესაბამისად, ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე გადამფრენ წყალმცურავ ფრინველებზე სანადირო სეზონი 10 სექტემბერიდან 10 ნოემბრამდე განისაზღვრა, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ნადირობის დადგენილი ვადა არ იცვლება და განსაზღვრულია 1-ელი ნოემბრიდან 1-ელ მარტამდე.
ცვლილების თანახმად, სანადირო ობიექტებად დამატებით განისაზღვრა შემდეგი სახეობის გადამფრენი წყალმცურავი ფრინველები: კუდსადგისა იხვი, თეთრშუბლა იხვი, დიდი თეთრშუბლა ბატი, წითელთავა ყვინთია, ქოჩორა ყვინთია.
ასევე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული გადამფრენ წყალმცურავ ფრინველთა დღიური მოპოვების განსხვავებული ოდენობების დადგენა, სახეობებისა და ნადირობის ტერიტორიების მიხედვით, ნაცვლად ფიქსირებული დღიური მოპოვების ოდენობისა (ყველა სახეობის წყალმცურავი ფრინველის საერთო რაოდენობა 8 ცალი).
სხვა (არა წყალმცურავ) ფრინველებთან დაკავშირებით, ნადირობის წესები არ შეცვლილა.
აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს საიტზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Sep 26 2013, 12:48
პოსტი #77


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მანოკისტებს ნორმალურად შეუტევენ

ახალი კანონი ძალაში შევიდა!!!!!! მაგარია


საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, იკრძალება ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების (ე.წ. „მანოკების“) გამოყენება გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას. აკრძალვა შეეხება ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე ელექტრონულ მოწყობილობებსაც. არსებული საკანონმდებლო რეგულირებისაგან განსხვავებით, სამართალდამრღვევი დაჯარიმდება ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებისათვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას არ აღმოაჩნდება ცხოველთა სამყაროს უკანონოდ მოპოვებული ობიექტი.
შესაბამისად, ცვლილება შევა „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ” დებულებაში (დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2011 წ ლის 6 აპრილის № 07 ბრძანებით). ცვლილება ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, მომდევნო კვირას. ზუსტი თარიღი განთავსდება სამინისტროს ვებ-გვერდსა და ოფიციალურ „ფეისბუქზე“.
უკანასკნელი წლების სტატისტიკამ აჩვენა, რომ ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრო-იმიტატორების გამოყენებამ როგორც გადამფრენი, ასევე ენდემური სახეობების ფრინველთა რაოდენობის მკვეთრი შეამცირება გამოიწვია.
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 17 აგვისტოდან (ნადირობის სეზონის დაწყებიდან) დღემდე სულ გამოვლენილია უკანონო ნადირობის 48 ფაქტი, რომელთაგან 46 წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ხოლო 2 შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. სულ დეპარტამენტის საქმიანობის მანძილზე (მიმდინარე წლის მაისიდან დღემდე) გამოვლენილია უკანონო ნადირობა/თევზჭერის 200-ზე მეტი ფაქტი.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მონადირეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და არ შეუქმნან საფრთხე ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Sep 26 2013, 12:53
პოსტი #78


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ეს უკვე კარგიაა newsmile05.gif დაველოდოთ მოვლენებს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Sep 26 2013, 12:58
პოსტი #79


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



თუ სწრაფი რეაგირების ჯგუფები არ შეიქმნა და რეიდები არ ჩატარდა ეს მშრალი კანონი ვერაფერი შვილია!!!
მწყერი თითქმის გადავიდა და ეხლა მიიღეს ეს კანონი!ისეთი რაოდენობით ვეღარ დაიჭერენ მანოკისტებს რასაც მწყერობაზე იზვდნენ და როდესაც მეტად მნიშვნელოვანია მანოკით მიყენებული ზიანი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Sep 26 2013, 13:01
პოსტი #80


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



როგორც იქნა შეიგნეს ამდენი ჩიჩინის შემდეგ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Hubert
პოსტი Sep 26 2013, 13:03
პოსტი #81


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 429
რეგისტრ.: 16-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა( T A M P L I E R @ Sep 26 2013, 13:58) *
თუ სწრაფი რეაგირების ჯგუფები არ შეიქმნა და რეიდები არ ჩატარდა ეს მშრალი კანონი ვერაფერი შვილია!!!
მწყერი თითქმის გადავიდა და ეხლა მიიღეს ეს კანონი!ისეთი რაოდენობით ვეღარ დაიჭერენ მანოკისტებს რასაც მწყერობაზე იზვდნენ და როდესაც მეტად მნიშვნელოვანია მანოკით მიყენებული ზიანი.



ნაღდია ! არადა მართლა ბლომ-ბლომად მანოკისტები რომ აეყვანათ აი მაშინ იქნებოდა ყველაზე მაგარი შედეგი! ნუ ჯანდაბას მაინც ახლაც რომ გააკონტროლონ კარგია,მთავარი კანონის შესრულებაა თორე მიღებაც არ გვიშველის მარტო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
rezident
პოსტი Sep 26 2013, 13:04
პოსტი #82


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 468
რეგისტრ.: 13-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჭალიმგელა
მაგ კანონმა რო იმუშაოს შესაბამისი მაკონტროლებელი სისტემის თანამშრომლებს ნადირობის აქტიურ სეზონზე დილას 4-5 საათზე უკვე ეღვიძოთ და მოქმედებებს იწყებდნენ. გამთენიისას თოფის სროლა რო შეიძლება იმ დროიდან 1 საათში მანოკისტები ამთავრებენ უკვე "ნადირობას". ნებისმიერი კანონის მუშაობას კონტროლი ჭირდება, კონტროლი....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dima71
პოსტი Sep 26 2013, 21:37
პოსტი #83


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 313
რეგისტრ.: 23-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



,,საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №75

2012 წლის 16 მარტი''


ეს ბრძანებაც არსებობდა , მაგრამ ასრულებნენ?( აქაც აკრძალვაზეა საუბარი).. ხეთაგურის ბძანებაა, თან არავის გაუუქმებია და ახლი ბრძანება რა საჭირო იყო ვერ ვხდები , თუმცა ეს სხვა თემაა... მთავარი მაინც ისა რაც T A M P L I E R-მა აღნიშნა,.. ადმინისტრირება!!!! ანუ აღსრულება!!!! აი ეგ თუ იქნა ,მაშინ ბრავო!! თუ არა და დარჩება ეგ ბრძანება ისევ ტუალეტის ქაღალდის ალტერნატივად!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
bacho monadire
პოსტი Oct 18 2013, 18:39
პოსტი #84


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6
რეგისტრ.: 2-October 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: abasheli rustaveli



სალამი ყველა ფორუმელს,ერთი სეკიტხვა მექნებოდა ტქვენტან,ესეთი პრობლემოს წინაშე ვდგავარ,ერთი პირისგან ვიყიდე თოფი და ეხლა თვიტონ რუსეთშია და რამე საშუალება არის რომ ეს თოფი გავიფორმო?იმითომრომ ჯერჯერობით ვერახეხებს ჩამოსვლას და არის რამე გზა?ხომარიცით?ჭინასწარ უღრმესი მადლობა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Oct 21 2013, 11:12
პოსტი #85


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




თუ იმას აქ გაფორმებული რავიცი აბა, ეხლა ყველაფერი ფორმდება სკაიპით და ეგეც გაფორმდება ალბათ. თუარადა ბაბუას დანატოვარი იპოვე სხვენში და ეგააა D.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია assassin29: Oct 21 2013, 11:12
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Oct 28 2013, 14:48
პოსტი #86


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ამ ახალ ცვლილებებს რომ აკეთებენ ნადირობის ვადებთან დაკავშირებით და არის სრული იდიოტიზმი, ამის თაობაზე გქონდათ თუ არა ურთიერთობა შესაბამის სამინისტროსთან და რა გიპასუხეს?

კერძოდ კი ვგულისხმობ ამ სიდებილეს – ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე გადამფრენ წყალმცურავ ფრინველებზე სანადირო სეზონი 10 სექტემბერიდან 10 ნოემბრამდე განისაზღვრა, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ნადირობის დადგენილი ვადა არ იცვლება და განსაზღვრულია 1-ელი ნოემბრიდან 1-ელ მარტამდე.

რომლის დაშვერბის მიზეზიც თურმე ეს ყოფილა – იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მდებარე მრავალი მცირე თუ დიდი წყალსატევის უმეტესობა ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მაღლა მდებარეობს და ზამთრისთვის იყინება, რის გამოც ფრინველები ამ ადგილებს ტოვებენ, ხოლო შემოდგომის დასაწყისში ამ ტერიტორიებზე ადგილობრივი მობუდარი და მიმომფრენი ფრინველების კონცენტრაცია ხდება, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ამ ტერიტორიებზე გადამფრენ წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობის დაწყებისა და დასრულების ვადის ცვლილება და ამ ვადის დადგენილთან შედარებით ადრე გადმოწევა.

და იმ შემთხვევაში თუ გვიან აცივდა ან საერთოდ არ აცივდა იმ დონეზე, რომ ყველა წყალსატევი გაიყინოს, მაშინ რა ვქნათ?
თან ეტყობა დაუმალეს მაგ ცვლილების ავტორს, რომ მაგ მხარეში მდინარეებიც არსებობს და ისიც არ ასწავლეს ეტყობა, რომ მდინარეები არ იყინება და სავსეა ხოლმე იხვი მდინარის ხეობებში... !
ისიც არ უთხრეს ეტყობა, რომ ძირითადად მდინარის ხეობებში მიდის ნადირობა და შუა ფარავნის ტბაში ჩამჯდარ იხვს ვერავინ ვერ ესვრის!!!
2 კვირაში გამოდის, რომ წალკაში სეზონი იხურება!!!
მესმის, მდებარეობის გათვალისწინებით სეზონის გახსნა, რომ გადმოწიო უფრო ადრე, მაგრამ დახურვას რას ერჩოდნენ?

ან ამ ტყის ქათამზე რას ამბობენ 15 დეკემბერს, რომ მთავრდება სეზონი და რეალურად თბილისის შემოგარენში ახალი წლის მერე რომ ჩამოდის და სეზონვის დახურვამდე, არის???
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 29 2013, 03:39
პოსტი #87


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ბესო
გარდა მაგისა... ის თუ იკითხეს.. მარტო მანდ რატომ არის იხვი..როცა დანარჩენ საქართველოში ჯერ არ მოსულა?.. იმიტომ ხომ არა..რომ მარტო ჯავახეთის ზეგანზე ბუდობს ადგილობრივი იხვი და მაგ ტერიტორიაზე სეზონის ადრე გახსნა გამოიწვევს ადგილობრივი იხვის განადგურებას. უბრალოდ მონადირეები ავლენ და იქ ინადირებენ მთელი საქართველოდან.(სხვაგან ჯერ არ მოსულა და სად ინადირონ) მოკლედ..ჯავახეთის ადგილობრივ იხვს არ გაუმართლა..მაგარ არათანაბარ პირობებში აღმოჩნდა ჩვენებური იხვი. newsmile05.gif

ისე საინტერესოა..ახალ მთავრობას მაგ დარგის ექსპერტებიც ახალი მოყვნენ თუ ძველ ექსპერტებს ეკითხებიან.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩავლე
პოსტი Jan 14 2014, 15:17
პოსტი #88


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,764
რეგისტრ.: 29-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დღეს გავარკვიე,არაა ძალაში შესული და არ გადაეყაროთ,ნამდვილად დაგაჯარიმებენ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
iosebovich
პოსტი Jan 31 2014, 20:40
პოსტი #89


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 248
რეგისტრ.: 13-August 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Bოლო ბოლო კურდღელზე ნადირობა შეიძლება თუ არა? სანადირო მეურნეობების გარეთ შეიძლება?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Jan 31 2014, 20:43
პოსტი #90


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




iosebovich
არ შეიძლება და კაი დიდი ჯარიმაცააა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

17 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2025 - 04:27