ჰაერთოფელები ცეცხლოვან ოჩოპინტრელებთან ერთად, ანუ რა უნდოდათ ამათ სათევზაოთ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ჰაერთოფელები ცეცხლოვან ოჩოპინტრელებთან ერთად, ანუ რა უნდოდათ ამათ სათევზაოთ |
Oct 30 2013, 13:56
პოსტი
#1
|
|
|
ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,239 რეგისტრ.: 25-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
ესე იგი იყო და არა იყო რა, კარგზე უკეთესი რა იქნებოდა, ჰოდააა ესე იგი ჩვენი გასვლების იდეოლოგიურმა მამამ აწია თემა - წავიდეთ და ვითეოზაოთო....
როგორც წესი დაიწყო ხალხის სიაში ჩაწერა. მარა როგორც წესი მეთევზეები ჩვენგან..... გარკვეული დროის მერე გაირკვა რომ თურმე ილარიონა მოლაპარაკებებს ორ ფრონტზე აწარმოებდა... ჩვენთან და ოჩოპინტრელებთან, ჩანაფიქრი კი იყო ის რომ ორ გუნდს შორის შეჯიბრება მომხდარიყო ვინ მეტ თევზს დაიჭერდა.... მე დიდი მოთევზავე არ ვარ და თავს ვიკავებდი, თუმცა აღმოჩნდა სხვა ასეთი თავშეკავებული ხალხიც, მაგრამ…. ნუ გადაგვარწმუნეს რა. თევზის გარდა მწვადებიც იქნება და ბოლო-ბოლო პნევმო კლასი ვაჩვენოთ მონადირეებსო... ჰოო რაცხა ინტრიგის მარცვალი ჩავარდა და ავიხვეტენით ყველანი. ავიხვეტეთ და იმდენი გამოვედით რომ თავდაპირველ დაგეგმილ სათევზაო ადგილზე წასვლა აღარ გამოდიოდა. მიზეზი მარტივი გამოდგა სად უნდა დაეტიოს 30-მდე დამშეული კაცი ქესალოში სტანდარტულად ჩვენს მაგიდასთან მიმოფანტული ნაგავი დაგვხვდა, ჩვეულისამებრ მივასუფთავეთ იქაურობა - როდის ისწავლის ხალხი თავისი ქეიფის და მუღამის გასწორების მერე, იმაზე ფიქრს რომ შემდეგში მისვლა მოუწევს და სუფთა რომ დახვდეს იქაურობა კარგი იქნება. იმაზე აღარ ვამბობ რომ ჩვენს მაგიდასთან ქეიფობენ, უხვად ყრიან სიგარეტის კოლოფებს, ქაღალდებს ბოთლებს, ძეხვის კანებს, ხახვის ფურცლებს და.... მოკლედ აRარ ჩამოვთვლი მთელს სიბინძურეს ესე იგი ჩამოვიცალეთ, გავმართეთ სათევზაო პრიბამბასები და... მაიცა კაცო აკი გადავყარეთ ანკესებიო ![]() მოკლედ აღმოჩნდა რომ რამდენიმე მონაწილემ არ გადაყარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ვიღაც ვიღაცები და ვიცხა ვიცხაები ქირქილებდნენ მოკბეჩილი ვაშლი ჯობიაო, მარა გეევსოთ ვაშლები ჭიებით და ვერ გადაიღეს ამ უსასრულობის ვიდეო. აი დასაცინმა პლასტმასის სამსუნგმა კიდო Full HD რეზოლუციით დააფიქსირა ყოლიფერი შეგიძლიათ დატკბეთ და უყუროთ პირველადი შეჯიბრისა და აურაცხელი ვაზნის გასროლის შედმეგ დადგა დრო როდესაც უნდა გამოვლენილიყო გამარჯვებული, მარა მოკბეჩილმა ვაშლმა აქაც რაცხა ის არ ქნა რაც უნდა ექნა გამარჯვებულიც გვყოლია შედეგად... ესე იგი მაიცა გავიხსენო, პირველ ადგილზე გავიდა ჩვენი კაკოიე მიუტანეს დათქმული 1 იაშიკი არაყი. რუსიც გამოთვრა გატიალდა, აიღო ხელში თოფი და ერთი გასროლით ჩამოაგდო თუთიყუში ხიდან. დგანან ახლა ეს მონადირეები გაშტერებული და ვერ გაუგიათ როგორ მოახერხა ამ ვანიამ თუთიყუშის ჩამოგდება, ეკითხებიან რაფერ ქენიო. რუსიც პასუხობს თან ხელებით აჩვენებს: -это же элементарно, у тебя десять стволов и тьма попугаев…. ასევეა ჩვენი კაკოიეც, დათვრება აიღებს თოფს ხელში და.... მოკლედ პირველი ადგილი კაკოიეს, ანუ Airgun, მეორე ადგილზე ბაცაცუნა, იგივე ტამპლიერა, იგივე DEF-ი, იგივე ნიკო, იგივე... ე ბიჯო მომკლა ამდენმა სახელმა ერთი ამოირჩიე რა ასე იყო თუ ისე მოგვიანებით შემოგვიერთდნენ დიდი რიბაკები, რომლებმაც ნაპირზე კაკ მინიმუმ ლოხ ნესის „ჩუდოვიშე“ ამოათრიეს, პროსტა რაცხა გაციებული იყო ეტყობა ეგ უბედური და ჰა-ჰა 4-5 სანტიმეტრი იქნებოდა სიგრძეში ასე იყო თუ ისე ამ ხალხსაც მოუნდა გასროლა, ძლივს წამლად დატოვებული ტყვიები შეხვდათ ამ უბედურებს.... ისე იმ დღეს მგონი 1000-ზე მეტი ვაზნა გავარდა, ხალხი ლულებს მგონი წყლით აციებდა ![]() ![]() იყო მწვადების მოლოდინში დაბღვერილი ხალხიც ![]() ბაზუკ იზვინი, პროსტა კადრში შემთხვევით მოხვდი, სულ სხვა რაცხას ვიღებდი, უცებ სანამ კამერამ გადაიღო ჩამოიარე და... ზატო რეპორტში პატარა კბენისთვის იდეალური კადრი გამოვიდა იყო გამოცდილი Le sheff, შეეცადა ფრანციცული მენიუ შეეთავაზებინა ხალხისთვის მარა რათ გინა ![]() ნუ შემდეგ ქართული სუფრა, შესაბამისი მწვადებით, ქურით სულით ღვინით და რა ტქმა უნდა სადღეგრძელოებით ![]() ![]() და ვუი ვუი რას შობა აგი აბდალა.... ჩვენმა თამადამ დააძრო სასწაული განსხვავებული... ![]() ![]() არა მე თქვენ გეუბნებით ამას კიდო ეს უნდოდა? ზომებს მაინც შეხედეთ სად ეგ სასმისი და სად მსმელი ![]() აი ამ ვეებერთელა სასმისის შესმის მერე დაიწყო თავდავიწყება ზოგი კუბელი დიქტატორივით იქცეოდა, პროსტა გაპარსულია რევოლუციის შემდეგ ![]() ზოგიც სუფრაზე ისე იჯდა რავარც დამშეული ებრაელი კონსლაგერში ![]() შემდეგ ყველა მობილში ქექვის ფუნქციონალში ჩაეერთო ![]() ![]() ![]() ![]() ბოლოს კი აცივდა და კოცონთან შემოჯდა ის ნაწილი რომელმაც სმას ვერ გაუძლო, აი დანარჩენი კი ვავა... ![]() ხან აქეთ გადმოხტებოდნენ და ცეცხლში ჩახტომას ლამობდნენ, ხან სკამებზე ფეხით დგებოდნენ თითქოს და სადღეგრძელოს სათქმელად მხოლოდ ფეხზე დადგომა საკმარისი აღარ იყო... მოკლედ ქართული სუფრის სტანდარტული „კანცოვკა“ ამის მერე უკვე დევიშალენით, ბექა ბიძიამ მთხოვა თავის პიპიასთან სურათის გადაღება, მარა იმდენი ფარი აანთო თვითონ აღარ ჩანდა კონტრაჟურის გამო ![]() ასეთი ანთებული და განათებული ვითარცა ახალი წლის ნაძვისხე, დევიძერით სახლებისკენ, მარა რულთან დავითუსა დაჯდა... ნუ დავითუსამ იფიქრა იფიქრა და ნორიკა დღეს არ ყოფილა წამოსულიო და რაცხა იმ კაცის პატივსაცემად ხომ უნდა ვქნაო და ისეთ გზაზე წავიდა რომ აზრზე რომ მოვედით სად ვიყავით გაგებაში არ ვიყავით მოგვიწია გუგული ბიძიას რუკების მეშვეობით გზის გამოკვლევა, მარა ნავიგაციისას მიმართულება შემეშალა და დავითუსას ნი ტუდა შევახვევინე დავხედე გუგული ბიძიას რუკას, მივეცი ჩამაკორექტივებელი დირექტივები მძღოლს და წამოვედით სამშვიდობოს... არა ჩვენ კი ჩამოვაღწიეთ მშვიდობით სახლამდე, მარა იმ თათარს მშვიდათ თუ ეძინა იმ ღამეს სახლში აი ეგ აღარ ვიცი რეპორტის ავტორი ჯაჯა ორიგინალის ლინკი |
|
|
|
ilariona ჰაერთოფელები ცეცხლოვან ოჩოპინტრელებთან ერთად Oct 30 2013, 13:56
ჩავლე RE: ჰაერთოფელები ცეცხლოვან ოჩოპინტრელებთან ერთად Oct 30 2013, 14:33
ჭალიმგელა დიდებული დღე იყო. მ... Oct 30 2013, 14:41
ilariona ციტატა(Chalimgela @ 30th October ... Oct 30 2013, 15:02
general გადასარევი იყო მოვ... Oct 30 2013, 16:00
გოგიტა მაგარი იყო მაგარი, ... Oct 30 2013, 16:54
feroni საგოლ ბიჭებო, მეზო... Oct 30 2013, 18:32
ზახარა კარგი გასვლა გამოვ... Oct 30 2013, 20:22
T A M P L I E R feroni
ციტატა(feroni @ 30th Octo... Oct 30 2013, 20:24
nik@a საღოლ, კარგები ხარ... Oct 30 2013, 21:36
kaka8079 T A M P L I E R
მაინც წამარ... Oct 30 2013, 22:13
feroni T A M P L I E R
თოფის სროლა... Oct 31 2013, 08:02
ilariona kaka8079
ვააა აქაც მოხვ... Oct 31 2013, 08:46
T A M P L I E R kaka8079
ციტატა(kaka8079 @ 30th ... Oct 31 2013, 10:02
Bone სასიამოვნო შეკრებ... Oct 31 2013, 19:32
feroni ციტატა(Bone @ Oct 31 2013, 20... Oct 31 2013, 21:14
HUNTER FREDY გამოვიარეე დამტვრ... Oct 31 2013, 19:52
HUNTER FREDY გამოვიარეე დამტვრ... Oct 31 2013, 19:52
გურია ასეთ კაი საქმეში მ... Nov 17 2013, 15:42
ilariona გურია
ეს სპონტანუ... Nov 17 2013, 19:46
გურია ხოდა ეგ მაინტერესე... Nov 17 2013, 20:52
ilariona გურია
სამწუხაროდ ... Nov 17 2013, 22:26
გურია კარგი,მადლობა...მარ... Nov 18 2013, 00:00![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th November 2025 - 15:30 |