ფოქსტერიერი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ფოქსტერიერი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
![]() ![]() ფოქსტერიერები დიდ ბრიტანეთში მე-18 საუკუნის დასაწყისში გამოჩდნენ. არსებობს ფოქსტერიერების ორი სახეობა: უხეშბეწვიანი და გლუვბეწვიანი. პირველი გლუვბეწვიანი ფოქსტერიერები საერთაშორისო გამოფენაზე 1862 წელს გამოჩდნენ, ხოლო უხეშბეწვიანები ცოტა მოგვიანებით, 1872 წელს. მე-20 საუკუნის ბოლომდე მოდაში გლუვბეწვიანი ფოქსტერიერები იყვნენ, ხოლო დღესდღეობით უფრო მეტი ყურადღება უხეშბეწვიანებს ეთმობათ. ფოქსტერიერი ბუნებით ნამდვილი მონადირეა, ის საკმაოდ ძლიერი, უშიშარი და უზომოდ ენერგიული ძაღლია. ის საუკეთესო მონადირედ ითვლება მელაზე, მაჩვზე და სხვა წვრილფეხა ცხოველზე. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ფოქსტერიერის კბილი სამჯერ მასზე დიდი ზომის ძაღლის ტოლია, რის გამოც მას შეუძლია იოლად დაამარცხოს მასზე ორჯერ დიდი მოწინააღმდეგე. ფოქსი მონადირის იდეალური კომპანიონია, გამოირჩევა თავისი ელეგანტურობით, გააჩნია იდეალური იმუნური სისტემა, მაგრამ ყოველივე ამ დადებითთან ერთად ის საკმაოდ ჯიუტიც არი და უყვარს სხვა ძაღლებთან ჩხუბი. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th May 2025 - 20:43 |