მტრედი, მტრედის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
მტრედი, მტრედის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
Nov 28 2010, 13:16
პოსტი
#101
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
მტრედის აღწერილობა
ქედანი გვრიტი გვიძინი ანუ გულიო მტრედი ცნობილია მტრედისნაირთა ოჯახის ოთხი სახეობა:ქედანი, გვრიტი, გვიძინი ანუ გულიო და მტრედი. ჩვენთან ოთხივე სახეობა გავრცელებულია. მტრედისნაირთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელია გვრიტი, თუმცა მას ყველაზე გემრიელი ხორცი აქვს. ყველაზე დიდი წარმომადგენელია ქედანი, მისი წონა დაახლოებით 450-620 გრამამდე მერყეობს. მტრედი ბუდობს და მრავლდება ხშირფოთლოვან ტყეში, სადაც მისი შემჩნევა არც თუ ისე ადვილი საქმეა. მხოლოდ გამრავლების პერიოდში შესაძლებლია მისი ადგილსამყოფელის მიგნება თავისებური ხმოვანი ბგერებით, რომელსაც გამოსცემს მამალი, როცა დედალს უხმობს. ბუდის გაკეთებაში მონაწილეობას ღებულობს, როგორც დედალი ასევე მამალი. დედალ დებს ორ იშვიათად სამ კვერცხს. ბუდეზე ძირითადად დედალი ზის, მაგრამ არის შემთხვევა როცა ენაცვლება მამალიც. ინკუბაცია გრძელდება 17-18 დღე. ბარტყების გამოკვებაში მონაწილეობს ორივე მშობელი. გადაფრენა და მიგრაცია მტრედები გუნდური ცხოვრების მოყვარულები არიან, ისინი საკვებად და დასასვენებლად ყველგან ერთად დაფრინავენ. მტრედების მიგრაციას განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს, ირჩევენ ერთ მარშუტს და და ყოველთვის იმ მარშუტით დაფრინავენ. მტრედები თავიანთი ფრთხილი ბუნების გამო ღამის გასათევად ირჩევენ ისე ადგილებს სადაც საშიშროებას ნაკლებად ელიან. მაგალითად: მაღალი ხეები, დანგრეული შენობები, მიტოვებული სახლების სახურავები, ელექტრო ანძები და სხვა. კარგად ცნობილია და ჩემი დაკვირვების შედეგადაც ნათელი გახდა, რომ მათ მიგრაციის განსაკუთრებული გრაფიკი გააჩნიათ. ყოველ დილით ადრე და საღამოს შებინდებისას, ისინი საკვებად გაშლილი მინდვრებისკენ ან ნათესებისაკენ გადაფრინდებიან და ისევ უკან ბრუნდებიან ერთსა და იმავე დროის შუალედში. მტრედზე ნადირობა მტრედზე ნადირობა ჩვენთან ნაკლებად პოპულარულია, მიუხედავად იმისა რომ რესურსი ამოუწურავია. ის სხვა ნადირობებისაგან მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა. იშვიათად მეგულება კაცი, რომელიც სპეციალურად მტრედზე წავა სანადიროდ, შემთხვევით თუ წააწყდება სადმე და მცირე წანადირებით იკლავს მონადირულ ჟინს. მტრედზე ნადირობა გარკვეულწილად მცირე გამოცდილებასაც საჭიროებს, მონადირე რომელსაც სპორტული ნადირობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, მისთვის მტრედი უცხო ხილი იქნება. მრავალი მონადირის აზრი მომისმენია და პირადი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ მტრედი ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი ფრინველია სხვა სანადირო ფრინველებს შორის. მას ძალიან მახვილი თვალი და განსაკუთრებული ალღო გააჩნია, რომელიც ეხმარება მას საფრთხის თავიდან აცილებაში. მტრედზე ნადირობისას ყველა მონადირეს განსაკუთრებული მოთმინება მართებს. ხანდახან საათობით გვიწევს ერთ ადგილაც, გაუნძრევლად ჯდომა მტრედის გამოჩენის ლოდინში და ერთმა ნაჩქარევად გადადგმულმა ნაბიჯმა შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაგვიყაროს. მტრედზე ნადირობის ხერხები და მეთოდები ძირითადად მტრედზე ნადირობის ორი მეთოდი არსებობს: მიპარვით და მალვით. მიპარვით - ამ მეთოდით ნადირობის დროს მთავარია მინდორში საკვებად დამსხდარ გუნდს განსაკუთრებული სიფრთხილით მიეპარო სასროლ მანძილზე. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ხერხი ნაკლებად შედეგიანია. მალვით - მტრედზე ნადირობის ეს ხერხი ჩემი აზრით მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა, მაგრამ ზოგისთვის დამღლელი და მოსაბეზრებელია, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მეტი მოთმინება და ლოდინია საჭირო. ამ მეთოდით ნადირობის მთავარი პრინციპი საფარის განსაკუთრებულად მოწყობაში მდგომარეობს, ადგილი სადაც გადაწყვეტთ სამალავის მოწყობას უნდა ეცადოთ რომ ზუსტად შეახამოთ გარემოსთან რათა ფრინველის მახვილი თვალისთვის შეუმჩნეველი იყოს საფრთხე. როგორც სხვა ფრინველებზე, ასევე მტრედებზე ნადირობის დროსაც ფიტულების ჩაწყობა დიდ ეფექტს იძლევა. სრულიად საკმარისია 3-4 ფიტული და მტრედების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობთ. თუმცა რაც მეტი ფიტული იქნება მით უკეთესი, მტრედების მოტყუების შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. არსებობს ფიტულების სხვადასხვანაირი სახეობა: 1. პენოპლასტის ფირფიტაზე დახატული მტრედი2. მოკლული ფრინველი სატყუარად გამოყენების კიდევ ერთი ნიმუში( მიწაში ჩარჭობილ ლითონზე დამაგრებული) რომელიც ისეთ ეფექტს ქმნის თითქოს დაჯდომას აპირებს3. მექანიკრი ფიტული, რომელიც მხოლოდ ქარის დროს რეაგირებს(თუმცა ზუსად ასეთი ელექტროებიც არებობს)4. ელექტრო ფიტული სატყუარად მკვდარი ფრინველის გამოყენებაც ეფექტიანია მისი სწორად დადგმის შემთხვევაში. თავი აუცილებლად უნდა იყოს აწეული მდგომარეობაში რათა ცოცხლის ეფექტი მეტად შეიქმნას. ამაში გამოგვადგება ორკაპა ჯოხი. რაც ყველაზე მთავარია, როდესაც მოკლული მტრედის სატყუარად გამოყენებას გადაწყვეტთ ყურადღება უნდა მიექცეს მისი ფრთების განლაგებას. მტრედს ფრთის ბოლოს, ქვემოდან აქვს თეთრი ფერის ბუმბული, რომლის გამოჩენაც მათთვის საშიშროების ნიშანია და 60-70 მეტრიდან ამჩნევენ. ასეთ შემთხვევაში ნადირობა უშედეგო იქნება. სამტრედე თოფის და ვაზნების შერჩევა სამტრედე თოფის შერჩევაში იგულისხმება არა რომელიმე ფირმის იარაღი ან მოდელი, არამედ მისი ტექნიკური მონაცემები. ანუ იქიდან გამომდინარე რომ მტრედებზე ნადირობა სპორტულ ხასიათს ატარებს იარაღი უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს რაც სპორტული ნადირობისთვისაა აუცილებელი. მაგალითად უმეტესობა ყოფილხართ მტრედზე სანადიროდ და გეცოდინებათ რა სისწრაფით გვჭირდება სროლა იმ მომენტში როცა მტრედების გუნდი გადაგიფრენს. სამტრედე თოფი უნდა იყოს აუცილებლად მსუბუქი და მოხერხებული და რა თქმა უნდა სწრაფი დატენვის მექანიზმით. ჩახმახიანი თოფით მტრედზე ნადირობა ცოტა არ იყოს და მოუხერხებლად მეჩვენება. ამას ვამბობ მალვით ნადირობის დროს როდესაც ჩამალული ხარ და არ იცი როდის გადმოგიფრენს გუნდი, ანუ ისევ სპორტული თვალსაზრისით. ჩემი აზრით მტრედზე საუკეთესოა ნახევრადავტომატური ტიპის იარაღი რომელიც ძალიან სწრაფი და მოხერხებული სოლის საშუალებას იძლევა. თუმცა ეს არა მხოლოდ ჩემი აზრია, ინგლისელები რომელთაც მტრედებზე ნადირობა სპორტად აქვთ ქცეული ნახევრადავტომატს აღიარებენ. რაც შეეხება ვაზნებს პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეფექტურ სროლას ყოველთვის განაპირობებს ვაზნების ხარისხი. რაც უფრო კარგი ხარისხის ვაზნას ისვრი მით მეტია ეფექტი და შედეგიც. მტრედისთვის სტანდარტულად მიჩნეულია 6-7 და ზოგ შემთხვევაში 8 ნომერი საფანტი 35-50 მეტრზე სასიკვდილო სროლისათვის. მტრედის მკვრივი კანისა და ბუმბულის ხშირი საფარის გამო ძნელია სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, ადვილად იტანს ჭრილობას. ამისათვის საჭიროა ვაზნების სწორი შერჩევა და განსაზღვრა. პ.ს ეს ჩემი პირველი სტატიაა და თუ ცოტა გაურკვევლად მიწერია რამე ჩავასწორებ |
|
|
|
ლეკი მტრედი Nov 28 2010, 13:16
Bonehill ისე რაღაცა დეკორატ... Dec 12 2012, 18:45
game 91 ფარშევანგზე ნაჯვა... Dec 22 2012, 21:23
Assasin image ru
გილოცავთ ჰანტე... Jan 2 2013, 15:23
ficxela ციტატა(Assasin @ Jan 2 2013, 16... Jan 7 2013, 23:36

Assasin ციტატა(ficxela @ Jan 8 2013, 00... Jan 8 2013, 09:03
diletanti ციტატა(Assasin @ Jan 2 2013, 16... Jan 20 2013, 21:17
smekosmeko ქედანზე საერთოდ 3 ნ... Jan 2 2013, 15:58
chagaraa ციტატა(smekosmeko @ Jan 2 2013, 1... Jan 19 2013, 18:58
ჯეკო ციტატა(ficxela @ 8th January 2013... Jan 8 2013, 05:15
T A M P L I E R RE: მტრედი Jan 8 2013, 08:06
Bonehill დონე სურათია ! Jan 8 2013, 11:23
ficxela მადლობა! ესე იგი მ... Jan 8 2013, 14:54
Assasin ციტატა(ficxela @ Jan 8 2013, 15... Jan 8 2013, 15:37
Bonehill ციტატა(shihan_74 @ 8th January 20... Jan 8 2013, 18:01
Assasin ციტატა(Bonehill @ Jan 8 2013, 19... Jan 9 2013, 13:09
ficxela გაიხარეთ, მადლობა Jan 9 2013, 00:52
levan81 upload foto Jan 9 2013, 11:21
levan81 Assasin
ოქტომბერში. ქედ... Jan 9 2013, 13:13
LeoTaso სექტემბრის კადრებ... Jan 17 2013, 15:14
Assasin LeoTaso
მომეწონა კარგი ... Jan 18 2013, 00:12
T A M P L I E R აი მაგ პირველ გასრ... Jan 17 2013, 21:59
Bonehill Assasin
დავგეგმოთ აბა ... Jan 18 2013, 09:36
levan81 45 მეტრი 9 ნომრისთვი... Jan 19 2013, 19:03
chagaraa ციტატა(levan81 @ Jan 19 2013, 20... Jan 19 2013, 19:06
Bonehill chagaraa
levan81
პატივს ვცემ... Jan 19 2013, 20:46
LeoTaso Assasin
ციტატა(shihan_74 @ 18th ... Jan 19 2013, 20:57
ჯეკო ციტატა(niko @ 19th January 2013 ... Jan 19 2013, 21:56
levan81 ჯეკო
9 სართულიანე... Jan 19 2013, 22:04
ჯეკო levan81 Jan 19 2013, 22:05
Bonehill ციტატა(levan81 @ 19th January 201... Jan 20 2013, 09:45
ჯეკო ციტატა(Bonehill @ Jan 20 2013, 10... Jan 20 2013, 09:54
Bonehill (გ)ვიცნობ ერთ მასეთ ... Jan 20 2013, 09:56
ჯეკო ციტატა(niko @ 20th January 2013 ... Jan 20 2013, 10:06
levan81 Bonehill
მეც მაგას არ ვა... Jan 20 2013, 10:17
ლეკი ციტატა(levan81 @ Jan 20 2013, 11... Jan 20 2013, 13:33
Bonehill levan81
ნომერი 9 საფანტ... Jan 20 2013, 10:34
T A M P L I E R ბაბუ აბა გაიხსენე ... Jan 20 2013, 18:41
Bonehill T A M P L I E R
კი კაი მანძი... Jan 20 2013, 18:49
T A M P L I E R საფანტის ზომას გეუ... Jan 20 2013, 18:51
Bonehill T A M P L I E R
საფანტი 9 . ცო... Jan 20 2013, 18:56
T A M P L I E R ვერ დაგეთანხმები... Jan 20 2013, 19:10
Bonehill ახლა უკვე აოფებ ! Jan 20 2013, 19:21
chagaraa მოკლედ, ჩემმა განც... Jan 21 2013, 09:12
Bonehill 2 მილიმეტრი დიამეტ... Jan 21 2013, 09:32
ჯეკო ციტატა(IZH58 @ 19th January 2013 ... Jan 21 2013, 09:50
chagaraa ციტატა(ჯეკო @ Jan 21 2013... Jan 22 2013, 09:16
ზახარა არის შემთხვევები ბ... Jan 21 2013, 11:16
Bonehill ზახარა
მე გვერდით ... Jan 22 2013, 09:31
ფარეშა , ქედნებს ვესროდი უ... Jan 22 2013, 09:44
chagaraa ციტატა(ფარეშა @ Jan 2... Jan 22 2013, 12:18
Che Guevara ფარეშა
ვისაც ჭაღა... Jan 22 2013, 10:58
diletanti რომელი უფრო მეტია ... Jan 22 2013, 20:30
chagaraa ციტატა(diletanti @ Jan 22 2013, 2... Jan 23 2013, 08:46
levan81 ციტატა(diletanti @ 22nd January 2... Jan 22 2013, 21:14
diletanti მეც მინახავს, მომი... Jan 23 2013, 23:14
chagaraa ისე თბილისის შემოგ... Jan 24 2013, 08:41
LeoTaso არადა ფიტულის ხეზე... Apr 20 2013, 16:39
Gcckoka სადაც წავიკითხე ეწ... Jul 24 2013, 23:36
levanimers მოგესალმებით ყველ... Nov 26 2013, 01:31
Davitus ციტატა(levanimers @ 26th November... Nov 26 2013, 01:39
smekosmeko ისე აი ამ მტრედის გ... Nov 26 2013, 08:14
feroni smekosmeko
ეს ჩვეულებრივ... Nov 26 2013, 11:26
smekosmeko მიღებულ მაგიტომავ... Nov 26 2013, 20:08
gelka72 მეც მომიწიახოლმე ... Nov 26 2013, 22:42
levanimers ეზოში არა უბრალოდ ... Nov 27 2013, 19:35
smekosmeko მტრედის ნაერებიდა... Nov 28 2013, 10:31
ლეკი smekosmeko
მტრედი არ არის... Nov 28 2013, 11:27
assassin29 smekosmeko მეორე სურათზე ... Nov 28 2013, 15:21
ლეკი assassin29
გულიოა ეგ, იგი... Nov 28 2013, 15:30
assassin29 აა გასაგებია ქედნი... Nov 28 2013, 15:35
feroni хостинг изображений Nov 28 2013, 16:57
assassin29 feroni
ეს საიდანაა მაქ ... Nov 28 2013, 17:06
feroni assassin29
ბაზიერზე მოვნ... Nov 28 2013, 17:08
ლეკი ასეთ ინფორმაციას ს... Nov 28 2013, 23:41
smekosmeko გარეული მტრედი ანუ... Nov 29 2013, 11:19
smekosmeko თავს არ დავდებ მაგ... Nov 29 2013, 11:32
feroni ლეკი
ვისი საავტორ... Nov 29 2013, 13:39
ლეკი feroni
წიგნის გამომცე... Nov 29 2013, 21:39
smekosmeko ციტატა(ლეკი @ Nov 29 2013... Nov 30 2013, 10:33
game 91 ციტატა(smekosmeko @ Nov 30 2013, ... Nov 30 2013, 16:33
ლეკი ციტატა(smekosmeko @ Nov 30 2013, ... Dec 1 2013, 11:13
feroni ლეკი
ოკაი Nov 29 2013, 21:39
Davitus ეგ არის ნაკრესიდან... Nov 29 2013, 23:43
LeoTaso დღეს დილიდან შუადღ... Dec 1 2013, 16:42
ლეკი LeoTaso
მშვენიერია ლე... Dec 1 2013, 18:37
PREDATOR RE: მტრედი Dec 2 2013, 05:49
giuli ქალაქის ანუ მოშინა... Dec 2 2013, 09:35
game 91 ქალაქის გვრიტები პ... Dec 2 2013, 11:25
smekosmeko game 91 რეებს წერ კაცო ... Dec 2 2013, 11:54
game 91 smekosmeko
მასეც შეიძლებ... Dec 2 2013, 15:47
bashiachuki ქედანი ბიჭებო კახე... Jan 7 2014, 18:53
assassin29 bashiachuki
ქედანი იყო აუ... Jan 7 2014, 19:04
bashiachuki კიდე რის თქმა მინდ... Jan 7 2014, 19:13
assassin29 bashiachuki
მანოკი ყოფილა... Jan 7 2014, 19:32
dzirula სალამით ქედანს 6 ნო... Jan 7 2014, 20:29
bashiachuki რა მაინტერესებს კუ... Jan 9 2014, 07:46
levan81 ციტატა(bashiachuki @ 9th January ... Jan 9 2014, 11:11
ჯეკო ციტატა(bashiachuki @ 9th January ... Jan 9 2014, 12:24
game 91 საძახებელი ხო, მარ... Jan 9 2014, 14:46![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th November 2025 - 21:24 |