IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ანკესი (ჯოხი)
გიორგი
პოსტი Oct 8 2009, 17:22
პოსტი #101


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ანკესი

ანკესის დაიშნულება ყველამ კარგად იცით newsmile05.gif ზოგადად მიღებულია, რომ აღნიშნული ხელსაწყო გამოიყენება თევზის დასაჭერად და მას ერთ-ერთი ყველა მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სათევზაო ინვენტარში.

ანკესი გვხდება უამრავი ტიპის, მათი ძირითადი განსხვავება გამოწვეულია თევზჭერის სხვადასხვა მეთოდების მოთხოვნელებებით (სპინინგი, ფლაიფიშინგი, კარპ-ფიშინგი, ტივტივით თევზაობა და სხვა).

ანკესები განსხვადება მათი წყობის მიხედვით:

1. ტელესკოპური - ანკესი რომელიც იკეცება ტელესკოპივით.


2. შტეკერული - ანკესი, რომლის მუხლები იწყობა ერთი-მეორეზე შეერთებით


ასევე არსებობს ყინულზე თევზჭერის და ე.წ. "მაჩტური" (დუნდუას რომ გამოუგზავნეს newsmile035.gif newsmile035.gif ) ანკესები, მაგრამ ამაზე არ შევჩედები ამჯერად.

ძირითად ორ კატეგორიას შორის, რა თქმა უნდა, არსებობს +/- სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით, მაგრამ ჩვენთვის ძირითადი პლუსი ტელესკოპური ანკესის (და შესაბამისად მინუსი - შტეკერულის) არის მისი ტრანსპორტირებადობა - რადგანაც ტელესკოპური ანკესი იკავებს ძალიან ცოტა ადგილს დაკეცილ მდგომარეობაში; ხოლო შტეკერული ანკესის ძირითადი პლუსი არის მისი სიმსუბუქე, სიმტკიცე და აწყობის სიზუსტე.

ძირითადად ყველა ანკესი არის გათვალისწინებული კოჭით თევზაობისთვის, მაგრამ ასევე გვხდება უკოჭო (და შესაბამისად ურგოლო ანკესებიც), რომლებიც ძირითადად განკუთვნილია ტივტივათი თევზაობისთვის ისეთ ადგილებში, სადაც საჭიროა სატყუარას ძალიან ზუსტი ჩაგდება კონკრეტულ ადგილას. ასეთი ანკესები არის ე.წ. "მაჩტური" და ასევე გვხდება ტელესკოპურიც (მე მაქვს მაგალითად უკანასკნელი).


ანკესის სიმტკიცე

ანკესები ასევე განსხვადება მათი "ღუნვადობის", იგივე სიმტკიცის (Жёсткость) მიხედვით. აღნიშნული მოვლენა წარმოადგენს ანკესის უნარს შეეწინააღმდეგოს დატვირთვის შდეგად წარმოქმნილ ღუნვას. ანკესები, ღუნვადობის მიხედვით, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
1. რბილი
2. საშუალო
3. ხისტი
რაც უფრო რბილია ანკესი, მით უფრო მეტად იღუნება ეს ერთი და იგივე წონის (დატვირთვის) შედეგად. ხისტი ანკესები გამოიყენება მძიმე სატყუარების გადასაგდებათ და დიდი თევზის ამოსაყვანად. ტბილი ანკესები კი შესაბამისად უფრო მგრძნობიარე არიან და მეტი სიზუსტით გადმოსცემენ თევზის მიკარებას სატყუარაზე (განსაკუთრებით ფსკერული თევზჭერის დროს)


ანკესის სიხისტე

ანკესები ასევე განსხვადება, მათი სიხისტის (Упругость ) მიხედვით. აღნიშნული ტერმინით აღინიშნება ანკესის გასწორების სიჩქარე მასზე დატვირთვის მოხსნის შემდეგ. რაც უფრო ხისტია ანკესი, მით უფრო სწრაფად სწორდება ის, დატვირთვის მოხსნის შემდეგ. ასეთ ანკეს ასევე უწოდებენ "სწრაფ ანკეს".


ანკესის ტესტი
Casting Weight (C.W.) იგივე "ტესტი" - როგორც წესი მოცემულია გრამების დიაპაზონი, მაგალითად C.W. 4-10Gr (შეიძლება Oz).
აღნიშნული დიაპაზონი იშიფრება შემდეგნაირად: ქვედა მაჩვენებელი (მარცხნივ დეფისისგან) გვაძლევს სატყუარის მინიმალურ წონას, რომელსაც აღნიშნული ანკესი "გრძნობს", ხოლო ზედა მაჩვენებელი - სატყუარის მაქსიმალურ წონას, რომლის მოხმარებაც არ ქმნის ანკესის გატეხვის საშიშროებას.

შესაბამისად ანკესი ტესტით 5-10 გრამი, ნაკლებად გამოდგება მაგალითად, ფიდერით თევზაობისას, როდესაც სატყუარის წონა მერყეობს 50-150 გრამის ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება დააზიანოთ ანკესი. ამავდროულად ანკესი ტესტით 100-180 გრამით ვერ წახვალთ სპინინგით სათევზაოთ (ტროლინგს არ ვგულისხმობ newsmile05.gif, ვინაიდან ხელოვნური სატყუარების წონა მერყეობს 5-15 გრამის ფარგლებში და შესაბამისად, ასეთი ანკესით გაგიჭირდებათ ხელოვნური სატყუარის როგორც გადაგდება, ასევე გატარება.


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- გიორგი   ანკესი (ჯოხი)   Oct 8 2009, 17:22
- - ალთაზარ   lashamts წერია ტელეფონი...   Nov 27 2013, 23:20
|- - lashamts   ციტატა(ალთაზარ @ No...   Nov 27 2013, 23:31
- - ალთაზარ   lashamts შეკეთების რა მ...   Nov 27 2013, 23:36
- - lashamts   ხვალ მივმართავ აუც...   Nov 28 2013, 00:22
- - gu3st   გამარჯობა, ანკესე...   Apr 5 2014, 18:56
- - giuna   გამარჯობატ! მარტ...   Jul 31 2015, 13:33
- - თაზო   ძალიან დიდი არჩევა...   Jul 31 2015, 15:07
- - ღორჯო   გამარჯობა მეგობრე...   Aug 17 2015, 15:18
- - fenriz32   გამარჯობათ გადავწ...   Sep 20 2015, 19:57
- - chapidze   ეს ანკესი ვარგა? ჩე...   Nov 19 2015, 22:31
- - chapidze   http://postimg.cc/image/j9tltdm4p/ ვარგ...   Nov 19 2015, 22:37
- - ჩელე   chapidze ასე მხოლოდ ფოტ...   Nov 20 2015, 10:48
- - chapidze   210სმიანია,ტივტივით ...   Nov 20 2015, 19:34
- - ახალციხელი   ტივტივაზე სათევზა...   Nov 20 2015, 19:46
- - chapidze   რისთვის გამოადგებ...   Nov 20 2015, 21:10
- - ახალციხელი   რავი აბა, რაშიც შეძ...   Nov 20 2015, 21:29
- - chapidze   სპინინგისთვის   Nov 21 2015, 18:23
- - chapidze   http://postimg.cc/image/j9tltdm4p/ ბიჭე...   Nov 21 2015, 21:00
- - Rider Man   გაუმარჯოს კაი ხალხ...   Dec 5 2015, 17:36
- - chapidze   ბიჭებო დამეხმარეთ....   May 11 2016, 18:33
- - ოთო.   ასე რა გირჩიო, გააჩ...   May 11 2016, 21:21
- - gaspo   გამარჯობათ ერთი კ...   Aug 5 2016, 14:17
2 გვერდი V  < 1 2


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th May 2025 - 20:59