მტრედი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მტრედი, მტრედის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები
ლეკი
პოსტი Nov 28 2010, 13:16
პოსტი #1


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




მტრედის აღწერილობა

ქედანი
გვრიტი
გვიძინი ანუ გულიო
მტრედი



ცნობილია მტრედისნაირთა ოჯახის ოთხი სახეობა:ქედანი, გვრიტი, გვიძინი ანუ გულიო და მტრედი. ჩვენთან ოთხივე სახეობა გავრცელებულია. მტრედისნაირთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელია გვრიტი, თუმცა მას ყველაზე გემრიელი ხორცი აქვს. ყველაზე დიდი წარმომადგენელია ქედანი, მისი წონა დაახლოებით 450-620 გრამამდე მერყეობს.
მტრედი ბუდობს და მრავლდება ხშირფოთლოვან ტყეში, სადაც მისი შემჩნევა არც თუ ისე ადვილი საქმეა. მხოლოდ გამრავლების პერიოდში შესაძლებლია მისი ადგილსამყოფელის მიგნება თავისებური ხმოვანი ბგერებით, რომელსაც გამოსცემს მამალი, როცა დედალს უხმობს. ბუდის გაკეთებაში მონაწილეობას ღებულობს, როგორც დედალი ასევე მამალი. დედალ დებს ორ იშვიათად სამ კვერცხს. ბუდეზე ძირითადად დედალი ზის, მაგრამ არის შემთხვევა როცა ენაცვლება მამალიც. ინკუბაცია გრძელდება 17-18 დღე. ბარტყების გამოკვებაში მონაწილეობს ორივე მშობელი.

გადაფრენა და მიგრაცია

მტრედები გუნდური ცხოვრების მოყვარულები არიან, ისინი საკვებად და დასასვენებლად ყველგან ერთად დაფრინავენ. მტრედების მიგრაციას განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს, ირჩევენ ერთ მარშუტს და და ყოველთვის იმ მარშუტით დაფრინავენ. მტრედები თავიანთი ფრთხილი ბუნების გამო ღამის გასათევად ირჩევენ ისე ადგილებს სადაც საშიშროებას ნაკლებად ელიან. მაგალითად: მაღალი ხეები, დანგრეული შენობები, მიტოვებული სახლების სახურავები, ელექტრო ანძები და სხვა. კარგად ცნობილია და ჩემი დაკვირვების შედეგადაც ნათელი გახდა, რომ მათ მიგრაციის განსაკუთრებული გრაფიკი გააჩნიათ. ყოველ დილით ადრე და საღამოს შებინდებისას, ისინი საკვებად გაშლილი მინდვრებისკენ ან ნათესებისაკენ გადაფრინდებიან და ისევ უკან ბრუნდებიან ერთსა და იმავე დროის შუალედში.

მტრედზე ნადირობა

მტრედზე ნადირობა ჩვენთან ნაკლებად პოპულარულია, მიუხედავად იმისა რომ რესურსი ამოუწურავია. ის სხვა ნადირობებისაგან მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა. იშვიათად მეგულება კაცი, რომელიც სპეციალურად მტრედზე წავა სანადიროდ, შემთხვევით თუ წააწყდება სადმე და მცირე წანადირებით იკლავს მონადირულ ჟინს. მტრედზე ნადირობა გარკვეულწილად მცირე გამოცდილებასაც საჭიროებს, მონადირე რომელსაც სპორტული ნადირობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, მისთვის მტრედი უცხო ხილი იქნება.
მრავალი მონადირის აზრი მომისმენია და პირადი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ მტრედი ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი ფრინველია სხვა სანადირო ფრინველებს შორის. მას ძალიან მახვილი თვალი და განსაკუთრებული ალღო გააჩნია, რომელიც ეხმარება მას საფრთხის თავიდან აცილებაში. მტრედზე ნადირობისას ყველა მონადირეს განსაკუთრებული მოთმინება მართებს. ხანდახან საათობით გვიწევს ერთ ადგილაც, გაუნძრევლად ჯდომა მტრედის გამოჩენის ლოდინში და ერთმა ნაჩქარევად გადადგმულმა ნაბიჯმა შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაგვიყაროს.

მტრედზე ნადირობის ხერხები და მეთოდები


ძირითადად მტრედზე ნადირობის ორი მეთოდი არსებობს: მიპარვით და მალვით. მიპარვით - ამ მეთოდით ნადირობის დროს მთავარია მინდორში საკვებად დამსხდარ გუნდს განსაკუთრებული სიფრთხილით მიეპარო სასროლ მანძილზე. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ხერხი ნაკლებად შედეგიანია. მალვით - მტრედზე ნადირობის ეს ხერხი ჩემი აზრით მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა, მაგრამ ზოგისთვის დამღლელი და მოსაბეზრებელია, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მეტი მოთმინება და ლოდინია საჭირო. ამ მეთოდით ნადირობის მთავარი პრინციპი საფარის განსაკუთრებულად მოწყობაში მდგომარეობს, ადგილი სადაც გადაწყვეტთ სამალავის მოწყობას უნდა ეცადოთ რომ ზუსტად შეახამოთ გარემოსთან რათა ფრინველის მახვილი თვალისთვის შეუმჩნეველი იყოს საფრთხე.
როგორც სხვა ფრინველებზე, ასევე მტრედებზე ნადირობის დროსაც ფიტულების ჩაწყობა დიდ ეფექტს იძლევა. სრულიად საკმარისია 3-4 ფიტული და მტრედების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობთ. თუმცა რაც მეტი ფიტული იქნება მით უკეთესი, მტრედების მოტყუების შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. არსებობს ფიტულების სხვადასხვანაირი სახეობა:

1. პენოპლასტის ფირფიტაზე დახატული მტრედი

2. მოკლული ფრინველი სატყუარად გამოყენების კიდევ ერთი ნიმუში( მიწაში ჩარჭობილ ლითონზე დამაგრებული) რომელიც ისეთ ეფექტს ქმნის თითქოს დაჯდომას აპირებს

3. მექანიკრი ფიტული, რომელიც მხოლოდ ქარის დროს რეაგირებს(თუმცა ზუსად ასეთი ელექტროებიც არებობს)

4. ელექტრო ფიტული

სატყუარად მკვდარი ფრინველის გამოყენებაც ეფექტიანია მისი სწორად დადგმის შემთხვევაში. თავი აუცილებლად უნდა იყოს აწეული მდგომარეობაში რათა ცოცხლის ეფექტი მეტად შეიქმნას. ამაში გამოგვადგება ორკაპა ჯოხი. რაც ყველაზე მთავარია, როდესაც მოკლული მტრედის სატყუარად გამოყენებას გადაწყვეტთ ყურადღება უნდა მიექცეს მისი ფრთების განლაგებას. მტრედს ფრთის ბოლოს, ქვემოდან აქვს თეთრი ფერის ბუმბული, რომლის გამოჩენაც მათთვის საშიშროების ნიშანია და 60-70 მეტრიდან ამჩნევენ. ასეთ შემთხვევაში ნადირობა უშედეგო იქნება.

სამტრედე თოფის და ვაზნების შერჩევა

სამტრედე თოფის შერჩევაში იგულისხმება არა რომელიმე ფირმის იარაღი ან მოდელი, არამედ მისი ტექნიკური მონაცემები. ანუ იქიდან გამომდინარე რომ მტრედებზე ნადირობა სპორტულ ხასიათს ატარებს იარაღი უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს რაც სპორტული ნადირობისთვისაა აუცილებელი. მაგალითად უმეტესობა ყოფილხართ მტრედზე სანადიროდ და გეცოდინებათ რა სისწრაფით გვჭირდება სროლა იმ მომენტში როცა მტრედების გუნდი გადაგიფრენს. სამტრედე თოფი უნდა იყოს აუცილებლად მსუბუქი და მოხერხებული და რა თქმა უნდა სწრაფი დატენვის მექანიზმით. ჩახმახიანი თოფით მტრედზე ნადირობა ცოტა არ იყოს და მოუხერხებლად მეჩვენება. ამას ვამბობ მალვით ნადირობის დროს როდესაც ჩამალული ხარ და არ იცი როდის გადმოგიფრენს გუნდი, ანუ ისევ სპორტული თვალსაზრისით. ჩემი აზრით მტრედზე საუკეთესოა ნახევრადავტომატური ტიპის იარაღი რომელიც ძალიან სწრაფი და მოხერხებული სოლის საშუალებას იძლევა. თუმცა ეს არა მხოლოდ ჩემი აზრია, ინგლისელები რომელთაც მტრედებზე ნადირობა სპორტად აქვთ ქცეული ნახევრადავტომატს აღიარებენ.
რაც შეეხება ვაზნებს პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეფექტურ სროლას ყოველთვის განაპირობებს ვაზნების ხარისხი.
რაც უფრო კარგი ხარისხის ვაზნას ისვრი მით მეტია ეფექტი და შედეგიც. მტრედისთვის სტანდარტულად მიჩნეულია 6-7 და ზოგ შემთხვევაში 8 ნომერი საფანტი 35-50 მეტრზე სასიკვდილო სროლისათვის. მტრედის მკვრივი კანისა და ბუმბულის ხშირი საფარის გამო ძნელია სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, ადვილად იტანს ჭრილობას. ამისათვის საჭიროა ვაზნების სწორი შერჩევა და განსაზღვრა.
პ.ს ეს ჩემი პირველი სტატიაა და თუ ცოტა გაურკვევლად მიწერია რამე ჩავასწორებ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
17 გვერდი V  « < 10 11 12 13 14 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (165 - 179)
levanimers
პოსტი Nov 27 2013, 19:35
პოსტი #166


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 32
რეგისტრ.: 11-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ეზოში არა უბრალოდ წამოსვლისას თავზე გადმოგვიფრინა და სროლის შემდეგ ერთი ეზოში ჩავარდა და ერთი სახურავზე D.gif ისე არცმე მომეწონა მისი ხორცი ერთი გავსინჯე და არიყო კარგი... ამის შემდეგ აგარ წავალ მტრედებზე და თან თქვენს რჩევებსაც გავითვალისწინებ რო საზიანოა what.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
smekosmeko
პოსტი Nov 28 2013, 10:31
პოსტი #167


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 948
რეგისტრ.: 11-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მტრედის ნაერებიდან მხოლოდ ქედანი, გვრიტი და გულიო არის სანადირო ობიექტი. გემოთიც გამოირჩევა ეგ სამი.

ქედანი



გულიო



გვრიტი

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Nov 28 2013, 11:27
პოსტი #168


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




smekosmeko

მტრედი არ არის სანადირო ობიექტი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Nov 28 2013, 15:21
პოსტი #169


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




smekosmeko მეორე სურათზე ღორქედანა არარი კაცო? wtfg.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Nov 28 2013, 15:30
პოსტი #170


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




assassin29

გულიოა ეგ, იგივე გვიძინი.. "ღორქედანა" იგივე ქედანია, აღმოსავლეთში ეძახიან მასე.. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Nov 28 2013, 15:35
პოსტი #171


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




აა გასაგებია ქედნის კახელი ბიძაშვილები newsmile027.gif იყვნენ ჩვენთან წელს თან ბევრი მაგრამ სეზონი არიყო და ვერ ვკლავდით. გაიხსნა სეზონი და მერე ვიღას ახსოვდა,ისე მაგრად იტანს საფანტს ეგ ოხერი 3 10 ნომერი ვესროლე მაგრამ რათგინდა ბურტყ**ბი შეგვატოვა და წავიდა, აი გეკოთი კი ვამწარებ ხოლმე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Nov 28 2013, 16:57
პოსტი #172


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi




хостинг изображений
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Nov 28 2013, 17:06
პოსტი #173


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




feroni
ეს საიდანაა მაქ საკმაოდ ლიტერატურა ნადირობაზე მარა მსგავსი გვერდები არსადააა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Nov 28 2013, 17:08
პოსტი #174


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



assassin29
ბაზიერზე მოვნახე საკმაოდ კარგი წიგნია, თან ატვირთული აქვს ვიღაცას და ელექტრონულად შეგიძლია სურათებად გადმოტვირთო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Nov 28 2013, 23:41
პოსტი #175


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




ასეთ ინფორმაციას სხვა საიტიდან რო დადებთ პირველწყარო მიუთითეთ ხოლმე, საავტორო უფლებები რომ არ დავარღვიოთ. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
smekosmeko
პოსტი Nov 29 2013, 11:19
პოსტი #176


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 948
რეგისტრ.: 11-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



გარეული მტრედი ანუ ქალაქებში რაც არის ეგ არაა სანადირო ობიექტი. მხოლოდ სამი სახეობაა ამ ოჯახიდან შესული სანადირო ობიექტი,ანუ ისენი რაც ზემოთ დავდე ფოტოები. გვრიტებში მხოლოდ კარიჩნი ფრთები რომ აქვს ეგაა შესული სანადირო ობიექტებში. (გვრიტის ფოტო რომ დავდე ეგ)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
smekosmeko
პოსტი Nov 29 2013, 11:32
პოსტი #177


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 948
რეგისტრ.: 11-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



თავს არ დავდებ მაგრამ ახალ სიასი ეგ ჩვეულებრივი ქალაქის მტრედი არაა მგონი შესული. თუ ვინმეს გაქვთ სანადირო ობიექტების (ფრინველების) ახალი სია გთხოვთ დადეთ. როგორც ვიცი მოპოვების ლიმიტებიც შეცვლილია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Nov 29 2013, 13:39
პოსტი #178


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ლეკი
ვისი საავტორო უფლებები? ვიღაცამ, ოდესღაც გამოსცა წიგნი და სად ვიპოვო ეხლა ის კაცი? შეიძლება ცოცხალიც არ იყოს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Nov 29 2013, 21:39
პოსტი #179


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




feroni

წიგნის გამომცემზე არ ვამბობ, რომელი საიტიდანაც აკოპირებ იმ საიტის ლინკი მაინც უნდა მიუთითო მინიმუმ.. newsmile05.gif

ციტატა(smekosmeko @ Nov 29 2013, 12:19) *
გარეული მტრედი ანუ ქალაქებში რაც არის ეგ არაა სანადირო ობიექტი. მხოლოდ სამი სახეობაა ამ ოჯახიდან შესული სანადირო ობიექტი,ანუ ისენი რაც ზემოთ დავდე ფოტოები. გვრიტებში მხოლოდ კარიჩნი ფრთები რომ აქვს ეგაა შესული სანადირო ობიექტებში. (გვრიტის ფოტო რომ დავდე ეგ)

არასწორი ინფორმაცია გაქვს მეგობარო.. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Nov 29 2013, 21:39
პოსტი #180


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ლეკი
ოკაი newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

17 გვერდი V  « < 10 11 12 13 14 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2025 - 06:09