მტრედი, მტრედის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
მტრედი, მტრედის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
Nov 28 2010, 13:16
პოსტი
#1
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
მტრედის აღწერილობა
ქედანი გვრიტი გვიძინი ანუ გულიო მტრედი ცნობილია მტრედისნაირთა ოჯახის ოთხი სახეობა:ქედანი, გვრიტი, გვიძინი ანუ გულიო და მტრედი. ჩვენთან ოთხივე სახეობა გავრცელებულია. მტრედისნაირთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელია გვრიტი, თუმცა მას ყველაზე გემრიელი ხორცი აქვს. ყველაზე დიდი წარმომადგენელია ქედანი, მისი წონა დაახლოებით 450-620 გრამამდე მერყეობს. მტრედი ბუდობს და მრავლდება ხშირფოთლოვან ტყეში, სადაც მისი შემჩნევა არც თუ ისე ადვილი საქმეა. მხოლოდ გამრავლების პერიოდში შესაძლებლია მისი ადგილსამყოფელის მიგნება თავისებური ხმოვანი ბგერებით, რომელსაც გამოსცემს მამალი, როცა დედალს უხმობს. ბუდის გაკეთებაში მონაწილეობას ღებულობს, როგორც დედალი ასევე მამალი. დედალ დებს ორ იშვიათად სამ კვერცხს. ბუდეზე ძირითადად დედალი ზის, მაგრამ არის შემთხვევა როცა ენაცვლება მამალიც. ინკუბაცია გრძელდება 17-18 დღე. ბარტყების გამოკვებაში მონაწილეობს ორივე მშობელი. გადაფრენა და მიგრაცია მტრედები გუნდური ცხოვრების მოყვარულები არიან, ისინი საკვებად და დასასვენებლად ყველგან ერთად დაფრინავენ. მტრედების მიგრაციას განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს, ირჩევენ ერთ მარშუტს და და ყოველთვის იმ მარშუტით დაფრინავენ. მტრედები თავიანთი ფრთხილი ბუნების გამო ღამის გასათევად ირჩევენ ისე ადგილებს სადაც საშიშროებას ნაკლებად ელიან. მაგალითად: მაღალი ხეები, დანგრეული შენობები, მიტოვებული სახლების სახურავები, ელექტრო ანძები და სხვა. კარგად ცნობილია და ჩემი დაკვირვების შედეგადაც ნათელი გახდა, რომ მათ მიგრაციის განსაკუთრებული გრაფიკი გააჩნიათ. ყოველ დილით ადრე და საღამოს შებინდებისას, ისინი საკვებად გაშლილი მინდვრებისკენ ან ნათესებისაკენ გადაფრინდებიან და ისევ უკან ბრუნდებიან ერთსა და იმავე დროის შუალედში. მტრედზე ნადირობა მტრედზე ნადირობა ჩვენთან ნაკლებად პოპულარულია, მიუხედავად იმისა რომ რესურსი ამოუწურავია. ის სხვა ნადირობებისაგან მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა. იშვიათად მეგულება კაცი, რომელიც სპეციალურად მტრედზე წავა სანადიროდ, შემთხვევით თუ წააწყდება სადმე და მცირე წანადირებით იკლავს მონადირულ ჟინს. მტრედზე ნადირობა გარკვეულწილად მცირე გამოცდილებასაც საჭიროებს, მონადირე რომელსაც სპორტული ნადირობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, მისთვის მტრედი უცხო ხილი იქნება. მრავალი მონადირის აზრი მომისმენია და პირადი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ მტრედი ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი ფრინველია სხვა სანადირო ფრინველებს შორის. მას ძალიან მახვილი თვალი და განსაკუთრებული ალღო გააჩნია, რომელიც ეხმარება მას საფრთხის თავიდან აცილებაში. მტრედზე ნადირობისას ყველა მონადირეს განსაკუთრებული მოთმინება მართებს. ხანდახან საათობით გვიწევს ერთ ადგილაც, გაუნძრევლად ჯდომა მტრედის გამოჩენის ლოდინში და ერთმა ნაჩქარევად გადადგმულმა ნაბიჯმა შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაგვიყაროს. მტრედზე ნადირობის ხერხები და მეთოდები ძირითადად მტრედზე ნადირობის ორი მეთოდი არსებობს: მიპარვით და მალვით. მიპარვით - ამ მეთოდით ნადირობის დროს მთავარია მინდორში საკვებად დამსხდარ გუნდს განსაკუთრებული სიფრთხილით მიეპარო სასროლ მანძილზე. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ხერხი ნაკლებად შედეგიანია. მალვით - მტრედზე ნადირობის ეს ხერხი ჩემი აზრით მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა, მაგრამ ზოგისთვის დამღლელი და მოსაბეზრებელია, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მეტი მოთმინება და ლოდინია საჭირო. ამ მეთოდით ნადირობის მთავარი პრინციპი საფარის განსაკუთრებულად მოწყობაში მდგომარეობს, ადგილი სადაც გადაწყვეტთ სამალავის მოწყობას უნდა ეცადოთ რომ ზუსტად შეახამოთ გარემოსთან რათა ფრინველის მახვილი თვალისთვის შეუმჩნეველი იყოს საფრთხე. როგორც სხვა ფრინველებზე, ასევე მტრედებზე ნადირობის დროსაც ფიტულების ჩაწყობა დიდ ეფექტს იძლევა. სრულიად საკმარისია 3-4 ფიტული და მტრედების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობთ. თუმცა რაც მეტი ფიტული იქნება მით უკეთესი, მტრედების მოტყუების შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. არსებობს ფიტულების სხვადასხვანაირი სახეობა: 1. პენოპლასტის ფირფიტაზე დახატული მტრედი2. მოკლული ფრინველი სატყუარად გამოყენების კიდევ ერთი ნიმუში( მიწაში ჩარჭობილ ლითონზე დამაგრებული) რომელიც ისეთ ეფექტს ქმნის თითქოს დაჯდომას აპირებს3. მექანიკრი ფიტული, რომელიც მხოლოდ ქარის დროს რეაგირებს(თუმცა ზუსად ასეთი ელექტროებიც არებობს)4. ელექტრო ფიტული სატყუარად მკვდარი ფრინველის გამოყენებაც ეფექტიანია მისი სწორად დადგმის შემთხვევაში. თავი აუცილებლად უნდა იყოს აწეული მდგომარეობაში რათა ცოცხლის ეფექტი მეტად შეიქმნას. ამაში გამოგვადგება ორკაპა ჯოხი. რაც ყველაზე მთავარია, როდესაც მოკლული მტრედის სატყუარად გამოყენებას გადაწყვეტთ ყურადღება უნდა მიექცეს მისი ფრთების განლაგებას. მტრედს ფრთის ბოლოს, ქვემოდან აქვს თეთრი ფერის ბუმბული, რომლის გამოჩენაც მათთვის საშიშროების ნიშანია და 60-70 მეტრიდან ამჩნევენ. ასეთ შემთხვევაში ნადირობა უშედეგო იქნება. სამტრედე თოფის და ვაზნების შერჩევა სამტრედე თოფის შერჩევაში იგულისხმება არა რომელიმე ფირმის იარაღი ან მოდელი, არამედ მისი ტექნიკური მონაცემები. ანუ იქიდან გამომდინარე რომ მტრედებზე ნადირობა სპორტულ ხასიათს ატარებს იარაღი უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს რაც სპორტული ნადირობისთვისაა აუცილებელი. მაგალითად უმეტესობა ყოფილხართ მტრედზე სანადიროდ და გეცოდინებათ რა სისწრაფით გვჭირდება სროლა იმ მომენტში როცა მტრედების გუნდი გადაგიფრენს. სამტრედე თოფი უნდა იყოს აუცილებლად მსუბუქი და მოხერხებული და რა თქმა უნდა სწრაფი დატენვის მექანიზმით. ჩახმახიანი თოფით მტრედზე ნადირობა ცოტა არ იყოს და მოუხერხებლად მეჩვენება. ამას ვამბობ მალვით ნადირობის დროს როდესაც ჩამალული ხარ და არ იცი როდის გადმოგიფრენს გუნდი, ანუ ისევ სპორტული თვალსაზრისით. ჩემი აზრით მტრედზე საუკეთესოა ნახევრადავტომატური ტიპის იარაღი რომელიც ძალიან სწრაფი და მოხერხებული სოლის საშუალებას იძლევა. თუმცა ეს არა მხოლოდ ჩემი აზრია, ინგლისელები რომელთაც მტრედებზე ნადირობა სპორტად აქვთ ქცეული ნახევრადავტომატს აღიარებენ. რაც შეეხება ვაზნებს პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეფექტურ სროლას ყოველთვის განაპირობებს ვაზნების ხარისხი. რაც უფრო კარგი ხარისხის ვაზნას ისვრი მით მეტია ეფექტი და შედეგიც. მტრედისთვის სტანდარტულად მიჩნეულია 6-7 და ზოგ შემთხვევაში 8 ნომერი საფანტი 35-50 მეტრზე სასიკვდილო სროლისათვის. მტრედის მკვრივი კანისა და ბუმბულის ხშირი საფარის გამო ძნელია სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, ადვილად იტანს ჭრილობას. ამისათვის საჭიროა ვაზნების სწორი შერჩევა და განსაზღვრა. პ.ს ეს ჩემი პირველი სტატიაა და თუ ცოტა გაურკვევლად მიწერია რამე ჩავასწორებ |
|
|
|
![]() |
Nov 29 2013, 23:43
პოსტი
#181
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ეგ არის ნაკრესიდან, ანუ პირველწყაროა ნაკრესი.ორგ
|
|
|
|
Nov 30 2013, 10:33
პოსტი
#182
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 948 რეგისტრ.: 11-October 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
არასწორი ინფორმაცია გაქვს მეგობარო.. ანუ ამ ქალაქის მტრედზეც ნებადართულია ნადირობა? და რატო მაგას არც გემო უვარგა და დავადებებს ატარებსო თან უსაშინლეს : D მაგარი უინტერესო ფრინველია სანადიროდ ჩემი გადმოსახედიდან. რა მუღამი აქვს მიხვალ და ლულას დაადებ თუ გინდა თავზე. ცოტა ფრთხილი უნდა იყოს რომ აზარტი მოგცეს. როგორც ქალაქში ასევე სადმე სოფლის მინდვრებშიც შინაურებივით არიან. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია smekosmeko: Nov 30 2013, 10:34 |
|
|
|
Nov 30 2013, 16:33
პოსტი
#183
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 305 რეგისტრ.: 16-September 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ანუ ამ ქალაქის მტრედზეც ნებადართულია ნადირობა? და რატო მაგას არც გემო უვარგა და დავადებებს ატარებსო თან უსაშინლეს : D მაგარი უინტერესო ფრინველია სანადიროდ ჩემი გადმოსახედიდან. რა მუღამი აქვს მიხვალ და ლულას დაადებ თუ გინდა თავზე. ცოტა ფრთხილი უნდა იყოს რომ აზარტი მოგცეს. როგორც ქალაქში ასევე სადმე სოფლის მინდვრებშიც შინაურებივით არიან. ეგ, ახლოში ქალაქის ქუჩებში რომ დაგოგმანებენ მაშინ გიშვებენ. კუმისისი მიმდებარე ტერიტორიებზე ფერმა რომაა, თუ ვინმე ხართ ნამყოფი მანდაა ძალიან ბევრი. ამ 3 წლის უკან ერთმა მიმასწავლა ეგ ადგილე ქედნებს ვკლავ ხოლმეო, მიც მივედი აუარება ფუნა ეყარა (სასოფლო სავარგული იყო) და ზედ ესივნენ. ცოტა რო მივუახლოვდი აიშალნენ, მე დავდექი იქვე ხის ქვეშ და პატარ-პატარა გუნდებს დავუწყე სროლა, სამწუხაროდ პირველი რამდენიმე სროლა, წვრილი საფანტისა და მანძილის გამო წარუმატებელი იყო თან გულზე ვსკდებოდი. ბოლოს პატარა გუნდმა გამოიარა ასე 30 მეტრში და მეც მივუშვი 6 ნომრები, ორი ჩამოვაგდე, მივარდი გახარებული და რას ხედავ ჩემი თვალები, უბრალო მტრედები არაა?? მაშინ ქედანი ნანახიც არ მყავდა და მტრედი ქედნად აღვიქვი. რათქმაუნდა დავტოვე იქვე და გულდაწყვეტილი წამოვედი. |
|
|
|
Dec 1 2013, 11:13
პოსტი
#184
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
ანუ ამ ქალაქის მტრედზეც ნებადართულია ნადირობა? და რატო მაგას არც გემო უვარგა და დავადებებს ატარებსო თან უსაშინლეს : D მაგარი უინტერესო ფრინველია სანადიროდ ჩემი გადმოსახედიდან. რა მუღამი აქვს მიხვალ და ლულას დაადებ თუ გინდა თავზე. ცოტა ფრთხილი უნდა იყოს რომ აზარტი მოგცეს. როგორც ქალაქში ასევე სადმე სოფლის მინდვრებშიც შინაურებივით არიან. "ქალაქის მტრედი" იგივე გარეული მტრედია უბრალოდ გარყვნილები არიან და ხალხს არ ერიდებიან, მიჩვეულები არიან. მინდორში მიდი აბა მასე ახლოს.. |
|
|
|
Dec 1 2013, 16:42
პოსტი
#185
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 754 რეგისტრ.: 7-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
|
Dec 1 2013, 18:37
პოსტი
#186
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
LeoTaso
ეს ის ადგილია ჩვენ რო ვიცით? |
|
|
|
Dec 2 2013, 05:49
პოსტი
#187
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,664 რეგისტრ.: 8-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
|
Dec 2 2013, 09:35
პოსტი
#188
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 433 რეგისტრ.: 12-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
ქალაქის ანუ მოშინაურებული მტრედების რამოდენიმე სახეობა არსებობს.არის დეკორატიული,მეხორცული,სპორტუ
ლი და ფოსტის მტრედები.გარეული სახეობაა ზემოთჩამოთვლილი ქედანი,გულიო და გვრიტი რომლებზეც ნებადართულია ნადირობა.სანადირო გვრიტი გადამფრენია ქალაქში გავრცელებულია ''კოლჩატაია''გორლიცა და ცოტა უფრო დიდი ეგვიპტური რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ქალაქში ცხოვრობს ისევე როგორც ბეღურა.მინდვრებში რაც გვხვდება ზოგი ჭრელი და არეული ეგ ეკლესიის და სხვადასხვა ნაგებობების ბინადარია.მათზე ნადირობა არაა სასურველი ცოდვად რომ არ ჩაგვეთვალოს. |
|
|
|
Dec 2 2013, 11:25
პოსტი
#189
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 305 რეგისტრ.: 16-September 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ქალაქის გვრიტები პენვმატურით მოვკალი ადრე რამოდენიმე, მე არ გამისინჯავს ხორცი, მამაჩემმა გასინჯა და არაუშავსო.
მერე დავანებე მათზე სროლას თავი ძალიან უინტერესო იყო, აივნიდან 25-30 მეტრში სროლა. |
|
|
|
Dec 2 2013, 11:54
პოსტი
#190
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 948 რეგისტრ.: 11-October 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
game 91 რეებს წერ კაცო
|
|
|
|
Dec 2 2013, 15:47
პოსტი
#191
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 305 რეგისტრ.: 16-September 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
smekosmeko
მასეც შეიძლება ითქვას |
|
|
|
Jan 7 2014, 18:53
პოსტი
#192
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 304 რეგისტრ.: 25-December 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ქედანი ბიჭებო კახეთში სულ არი თუ არ გეზარებათ იქ ჩასვლა ალაზანი სავსეა იქ დიდი სუროიანი ვერხვებია იქ ბუდობენ ზამთარ ზაფხულ, აქ ერთი წერდა 40 მეტრიანი ხე არ მინახიაო ჩადითიქ და ნახავთ ხის წვერში რო ქედანი ზის იმსიშორეთ ჩანს ხოლმე ეჭვი გეპარება ვესროლო თუ არაო. ჯერ დამჯდარს ვესვრით ხოლმე მარა უმეტესობა აფრენას ახერხებს ისე შორს არიან და ისეთი ამტანები არიან და აი წამოფრენილს რო მეორეს მიაყოლებ უკვე გნებდებიან ცოცხალ მკვდრები.
|
|
|
|
Jan 7 2014, 19:04
პოსტი
#193
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი |
bashiachuki
ქედანი იყო აუარება კბილების კაწკაწით ველოდებოდი სეზონს მაგრამ რომ გაიხსნა მერე სადგაც გაქრრნენ :( ისე სპეციალურად მაგაზე არც ვყოფილვარ. მწყერს მოყვება ხოლმე ხურდაში. მაგრამ ამტანია ეგ ოხერი. რამდენჯერ 10 ნომრით ბუნდღა გავადინე მაგრამ არ ჩამოვარდნილა |
|
|
|
Jan 7 2014, 19:13
პოსტი
#194
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 304 რეგისტრ.: 25-December 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
კიდე რის თქმა მინდა მგონი მეორე გვერდზე წერდა ერთი ქედანი არ ჩანს თითქოს გაქრნენო და ამ ამბავს მანოკს ვერ დავაბრალებთო. მაგაზე უარესს აკეთებენ უნამუსო მეხორცეები და არა ადამიანები ღამით პროჟექტორით და დრუჟბით ნადირობენ მძინარე ქედანზე. შეილება გაგიკვირდეთ დრუჟბით როგორო როგორ და იმ ხესთან რო მივლენ სადაც ქედანი ზის დაქოქავენ დრუჟბას და აგაზავებენ მაღალ გაზზე ქედანი ამხმას ასეტუისე მიჩვეულია იცის რო მას პირადათ პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის ეს ხმა იმ სიბნელეში აფრენა ეზარებათ და ინაბებიან. ტოფის ხმა კიდე ალბათ მიხვდებით თვითონაც რო დრუჟბის ხმაურში ისე მკვეტრათ არ ისმის და აღარც ეს აფრთხობს და ურახუნებენ შუქზე განაბულ ქედანს. ერთი მეტრაბახებოდა როგორ ჩამოაგდო 15 ცალი ერთი ხიდან ისე რო არცეთიარ აფრენია ამ მეთოდით.
აი ერთერთი მიზეზი ამ ფრინველის შეცოტავების. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია bashiachuki: Jan 7 2014, 19:17 |
|
|
|
Jan 7 2014, 19:32
პოსტი
#195
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი |
bashiachuki
მანოკი ყოფილა იგივე |
|
|
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th November 2025 - 18:30 |