ბრაკებთან ბრძოლის მეთოდიკა! - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ბრაკებთან ბრძოლის მეთოდიკა!, მაინც გავიმარჯებთ! ჩვენც და ბუნებაც!
ბესო
პოსტი Sep 23 2009, 22:36
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მაქვს 1 იდეა, რომელიც ჩემი რწმენით ბოლოს მოუღებს ბრაკების თარეშს ამ ქვეყანაში და მინდა აქ განვიხილოთ.

ძირითადად შევეხები და მაგალითად მოვიყვან ელექტრო-შოკური აპარატით "თევზჭერა"-ს, მაგრამ იგივე წარმატებით შეიძლება ამ იდეის მორგება ყველა ტიპის ბრაკონიერულ საქმიანობაზე.

როგორც ვიცი ელექტრო-შოკური აპარატით თევზაობის ფაქტის გამოვლენისას, თუ დაჭრილი თევზი არ იქნა აღმოჩენილი - ჯარიმა არის 400 ლარი...

რა ხდება შემდეგ...

ეს ჯარიმა არტყმული, "საწყალი ბრაკი" მიდის და იხდის "პატიოსნად" და "დარცხვენილად" ამ ჯარიმას, შემდეგ "ვალმოხდილი" "ამაყად" ჩაიდებს ჯიბეში 100-150 ლარს, გააკეთებინებს ახალ აპარატს და არხეინად და მშვიდად აგრძელებს იმავე საქმიანობას...

რატომ?

ბრაკების მონაყოლითა და ბრაკებისაგან გაწამებული ხალხის მონაყოლით ვიცი, რომ 1 კგ მთის მდინარის, წითელ წინწკლებიან კალმახს "შავ ბაზარზე" გადამყიდველი ყიდულობს 30-50 ლარად (ფასი მერყეობს კალმახის ჭერის ინტენსივობიდან გამომდინარე).

ეს პროცესი თან ისეა, აწყობილი, რომ საკალმახე მდინარეების მიმდებარე სოფლებში, გადამყიდველები (ძირითადად მარნეულიდან - ეხება აღმოსავლეთ საქართველოს) თავის ხარჯებით ჩადიან და ყიდულობენ თევზს. ანუ თუ საშუალო ფასს ავიღებთ 40 ლარს. ამ ჩვენს "ბუნჩულა" ბრაკს თავისი ჯარიმა და ახალი აპარატი უჯდება 13-14 კილო კალმახი...

საბაზრო ეკონომიკა გენიალური რამ არის... რა თქმა უნდა ამ ფასების შემხედვარეს უღირს, რომ ის ჯარიმებიც იხადოს და ისევ ის საქმიანობა გააგრძელოს... ამას ემატება პასუხისმგებელი ორგანოების მოქრთამვის სიმარტივე და ა.შ.

პატრული სიმთვრალეზე 150 ლარიან ჯარიმას რომ წერს, განმეორებაზე 300 ლარია... ერთხელ რომ დაიჭირეს მავანი, ის დაფიქრდა - და გადაწყვიტა - 300 ლარი აზარალებს ჩემს ოჯახსო და მეორედ აღად დაჯდა საჭესთან ნასვამი. ვინც გადაწყვიტა, რომ 300 ლარი ფული არ არისო...იმას მესამე შემთხვევაზე 500 გაუფორმეს. ესეც, რომ ეცოტავა - საერთოდ წაართვეს მართვის მოწმობა და დადის ეხლა მეტროთი.

ეს მაგალითი თვალსაჩინოებისთვის მოვიტანე, მაგრამ იდეა ეს არის... რომ იყოს აპარატის გამოყენებაზე ჯარიმა 10,000 გელა - ხოლო განმეორების შემთხვევაში კი - ციხე - ასე 10-15 წელი. დარწმუნებული ვარ ამგვარი ბრაკების მინიმუმ 90% შეეშვება მსგავს საქმიანობას...

აპარატის ხელოსნებზეც უნდა იყოს ასე 20-25 წლიანი "სროკი" და ვნახავ მერე ვინ მოკიდებს ხელს "გამოგონებებს"...

ის ვინც გადაწყვეტს, რომ ქრთამს გაიღებს და ადვილად გამოძვრება - მეორე დილემას წააწყდება - ჩვენი კორუმპირებული "ძმები" ეტყვიან: "იცი ძმაკაც - ეს უკვე 400 ლარიანი საქმე კი აღარ არის 10,000 გელა გეჯღანება და ამიტომ მეც ოდნავ მსუყე ნაჭერი მეკუთვნისო... 200 გელას ნაცვლად - ასე 3,000-5,000 გელა დაგიჯდებაო..." ადგება ეს "ჭკვიანი" ბრაკიც და დაფიქრდება - "მიღირს კი ამის დედაც ჯეკ წვალებადო?" და დაანებებს თავს.

მე და არჩილი ვაგროვებთ ეხლა ინფოს ევროპაში რა დონეზე დგას ეს საკითხი, რომ შევადაროთ და იქნება რაიმე მსგავსი გადმოვიღოთ ჩვენც... მაგ: ლიტვაში თუ ლატვიაში ლიცენზირებული კალმახის ჭერის დროს თუ არის დაშვებული 3 კალმახის დაჭერა დღეში - მე-4 დაჭერისას (და არ გაშვებისას) ჯარიმა არის 800 ევრო... და აპარატით თევზაობაზე "დაწვრილმანება" ამ შემთხვევაში აზრს კარგავს მგონი...

გარდა ამ სიკეთეებისა - კალმახზე ლიცენზირებული სპორტული მეთოდებით თევზჭერის დაშვება და მისი პოპულარიზაცია არის აუცილებელი. ჯერ ერთი ლიცენზია იქნება თუ მოსაკრებელი - შეიძენს ადამიანი და ეს ფული ბიუჯეტს შეუვა. და მეორეც - რაც უფრო მომრავლდება ამგვარი მეთოდით მეთევზეთა რიცხვი - პირდაპირპროპორციულად შემცირდება ბრაკების რიცხვიც. უბრალოდ ამ ხალხის სიმრავლე არ მიცემს ბრაკებს თავისუფლად თარეშის საშუალებას.

მოკლედ სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა "2 სიტყვით" newsmile05.gif

პატივისცემით,

...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
12 გვერდი V  « < 10 11 12  
Start new topic
გამოხმაურებები (165 - 178)
feroni
პოსტი Nov 30 2013, 11:12
პოსტი #166


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გაიხარეთ ბიჭებო!
ეს პირველი ეტაპია ასე დავიწყოთ და მერე ტელევიზიამდეც გამოჩნდება ეს ამბავი. თანაც ამ საქმეში მხოლოდ მონადირეები არ ვართ ჩართულები მეთევზეებიც ჩვენს გვერდით არიან და თავის მხრივ ისინიც აღმოგვიჩენენ დახმარებას.
სტიკერებს როგორც ქალაქში ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც გავაკრავთ, უნივერსიტეტებთან ვიმუშავებთ და სტუდენტებს შევხვდებით, მოკლედ გასაკეთებელი ბევრია და ამას მხოლოდ ფინანსები არ ჭირდება, თითოეული ჩვენგანისგან ინტელექტუალურ შრომას და დროს მოითხოვს.
მჯერა რომ მალე მოვა ის დრო როდესაც ეს ყველაფერი ეროვნულ მოძრაობაში გადაიზრდება და ბოლო ბოლო ყველა ქართველი მიხვდება, რომ ბუნება შვილებს უნდა შეუნახოს და ასე უდიერად არ უნდა გაანადგუროს.
კიდევ ერთხელ მადლობა მხარდაჭერისთვის

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია feroni: Nov 30 2013, 11:12
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Nov 30 2013, 11:32
პოსტი #167


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მესმის, რომ ბევრისთვის ეს თემა უკვე ბანალურია, ბევრმა სცადა შეეცვალა სიტუაცია და არაფერი გამოვიდა, ცოტა იმედგაცრუებულებიც ვართ, მაგრამ დანებება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
მე პირადად არ მახსოვს, რომ ასეთი ტიპის კამპანია ვინმეს ჩაეტარებინოს და საზოგადოებასთან ემუშაოს. ქალაქში, რომ ერთი ორი ბილბორდი გამოჩნდება და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც აჭრელდება დამიჯერეთ ყურადღებას მიიქცევს, როგორც საზოგადოების ასევე მასმედიის, ბოლო ბოლო დაინტერესდებიან ვინ არიან ეს ადამიანები ვინც ასე უანგარაოდ თავისი ჯიბიდან ხარჯავს ფულს.
ასეთი ტიპის კამპანიები როგორც წესი კლუბურ დონეზე შემოიფარგლებოდა და მეთევზეები და მონადირეები ცალ-ცალკე ცდილობდნენ მათთვის აქტუალური თემებისთვის გაესვათ ხაზი, ეს შემთხვევა ჩემი აზრით სულ სხვა არის და ერთიანი ფრონტით შეტევა დიდ შედეგეს მოგვცემს.

გთავაზობთ ჩამოვაყალიბოთ სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ვიმსჯელებთ თუ რა მიმართულებით და როგორ დავიწყოთ კამპანია, შევიმუშაოთ სარეკლამო/PR გეგმა რომელსაც ეტაპობრივად განვახორციელებთ.
პრინციპში ასეთი სამუშაო ჯგუფი არსებობს ფედერაციის სახით და შეგვიძლია იმ ჯგუფში წამოვწიოთ ეს საკითხი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Nov 30 2013, 11:38
პოსტი #168


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




feroni
+
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Nov 30 2013, 11:52
პოსტი #169


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ცალკე ხომ არ გავუხსნათ რამე ამ თემას სადაც დაიგეგმება რა და როგორ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Nov 30 2013, 12:00
პოსტი #170


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



assassin29
ადმინისტრაცია გადაწყვიტავს რამდენად მიზანშეწონილია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Nov 30 2013, 15:14
პოსტი #171


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



feroni
ცალკე თემა გახსენი აჯობებს newsmile045.gif

ეს მისამართი რომ გაინტერესებდა newsmile05.gif

http://ochopintre.ge/forum/index.php?showt...=10890&st=0
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Nov 30 2013, 15:50
პოსტი #172


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ზახარა
ok, მადლობა!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giuli
პოსტი Dec 1 2013, 07:57
პოსტი #173


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 433
რეგისტრ.: 12-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



გუშინ წყლულეთის მიდამოებში დავაფიქსირეთ პიკაპი ზედ ორი დედა მ......ი ერთი ფარს ანათებდა მეორე თოფით იყო გამზადებული.ნომრის ადგილი ჩაბნელენბული ჰქონდათ და ვერ დავაფიქსირე.არადა მეგობრის დაჩაზე ვიყავით. ღამის სამი საათი იქნებოდა.რაღაცის დაძახება კი მოვასწარი ძალიანაც ვერ გაუხურეთ შეიძლება იმ არაკაცებმა სახლიც კი გადაგიწვან ვინ არის პატრონი.ანალოგიური ქმედებისთვის ამასწინათ სასამართლომ ოთხი ტიპი ათას ოცი ლარით დააჯარიმა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Hubert
პოსტი Dec 1 2013, 17:47
პოსტი #174


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 429
რეგისტრ.: 16-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(assassin29 @ Nov 30 2013, 11:40) *
პრობლემაა არაა ფინანსურადაც დაგიდგებით გვედში და რუსთაველიდან ვაკის პარკამდე მე გავაკრავ newsmile05.gif


კარგია სტიკერების დიზაინზეც შემიძლია შევაწუხო მცოდნე ხალხი newsmile045.gif ისე ერთი კაი დათრობა მინდა და სულ ტრაკზე უნდა ვაკრა ბრაკებს სტიკერები D.gif!! ჩემთვის არააადამიანურ ზიზღს იწვევენ კალმახზე დენით მარბენალები!!! ისე ვარ ვინმე უნდა ჩავხ**იტო მდინარეში :(

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Hubert: Dec 1 2013, 17:48
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Dec 3 2013, 11:02
პოსტი #175


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



[b]ორი თვის განმავლობაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქარტთლის სამსახურის სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა გამოავლინეს ათამდე ღამით პროჟექტორზე მონადირე ბრაკონიერი როლებიც დაჯარიმდნენ ადმინისტრეცუიულ კანონდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

ასევე იყო ელექტროსოკური აპარატით თევზაობის ფაქტებიც ჩემი თხოვნაა ტუ ვინმე წააწყდებით უკანონ ქმედებას ნადირობა თევზაობისას და ვისაც გული სეგტკივათ ჩვენი ქვექნის ფლორა ფაუნაზე თხოვნა იქნება დამიკავშირდეთ 595 03 55 38 ირაკლი

ერთად მივხედოტ ჩვენ ფლორა ფაუნას
[/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Dec 3 2013, 11:02
პოსტი #176


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



[b]ორი თვის განმავლობაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართთლის სამსახურის სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა გამოავლინეს ათამდე ღამით პროჟექტორზე მონადირე ბრაკონიერი როლებიც დაჯარიმდნენ ადმინისტრეცუიულ კანონდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

ასევე იყო ელექტროშოკური აპარატით თევზაობის ფაქტებიც ჩემი თხოვნაა თუ ვინმე წააწყდებით უკანონ ქმედებას ნადირობა თევზაობისას და ვისაც გული შეგტკივათ ჩვენი ქვეყნის ფლორა ფაუნაზე თხოვნა იქნება დამიკავშირდეთ :

595 03 55 38 ან 557 22 40 04. ირაკლი

ქვემო ქართლის რეგიონი

ერთად მივხედოთ ჩვენ ფლორა ფაუნას
[/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jan 22 2014, 11:47
პოსტი #177


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მაი მარკეტს დაერივნენ newsmile045.gif

გარემოს დაცვის სამინისტრო

ერთ-ერთ ინტერნეტ პორტალზე განთავსდა ინფორმაცია ქ. თბილისში დათვის ნაღველის გაყიდვის შესახებ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია და გამოავლინა მოქალაქეთა მხრიდან ცხოველთა დერივატებით უკანონოდ ვაჭრობის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვაჭრეებს ჩამოერთვათ, 6 ერთეული დათვის ნაღველი; დათვის ქონი 1500 გრამის ოდენობით; მურა დათვის ტყავი 4; მგლის ტყავი 5; ხოლო მელიის ტყავი 1 ერთეული, ასევე 9 ერთეული სხვადასხვა ზომის სავარაუდოდ გარეული ღორის ეშვი. ამასთან დაკავშირებით, შედგა შესაბამისი აქტი და დაილუქა ჩამორთმეული ნივთები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 854 მუხლის შესაბამისად, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, გარეულ ცხოველთა დერივატებითა და მათგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარამდე. ამასთანავე, მუხლი ითვალისიწინებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი დერივატებისა და მათგან გამომუშავებული პროდუქციის კონფისკაციას. ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეყვანილ ნადირზე ნადირობა ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.

ამასთან, გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის შესაბამისად, ცხოველთა სამყაროს ობიექტების უკანონოს მოპოვების გამო ხდება ზიანის დაანგარიშება, ხოლო საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ სახეობებზე ზიანის თანხა ხუთმაგდება. გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება ორი ათასი (2000) ლარითა და მეტით.



https://www.facebook.com/MOEgeorgia

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Jan 22 2014, 14:10
პოსტი #178


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ხო ვნახე, მგონი მართლა დაიწყო... newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gigolo
პოსტი Apr 19 2014, 19:02
პოსტი #179


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 45
რეგისტრ.: 23-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მაიმარკეტზე მანოკები ისევ დევს, ეგ კი არა ელექტროშოკი და ბორკილებიც შემხვდა ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

12 გვერდი V  « < 10 11 12
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th November 2025 - 22:18